
რაღაც ციკლური პროცესია. შედიხარ, იღლები ტექსტის კითხვით, გამოდიხარ, გაინტერესებს მერე რა ხდბეა, შედიხარ, იღლები ტექსტის კითხვით და ესე. რაღაც მომენტები არი, განსაკუთრებით თავიდან იყო, იმდენი ვიცინე, არც კი მახსოვს როდის ვიცინე თამაშში ესე. პერსონაჟები და ქვესთები, აბსურდი და სიღრმე, სტილი. მაგრამ პარალელურად არი ნაკლებად საინტერესო ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, სოციალური ჩაჭერები და ალეგორიები თანამედროვე სამყაროზე, რაც ისე დიდხანს იწელება რო უბრალოდ გინდა, რომ პერსონაჟის გამოძრავების საშუალება მაინც მოგცეს თამაშმა, ცოტა ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად. ეს "ჩაჭერები" არც თუ ისე იშვიათია და შეიძლება როგორც რაიმე სერიოზულზე, ასევე სრულიად აფსურდულზე მოხდეს.
ესე უშუალოდ ერთ პერსონაჟთან დგომა და სამი, ოთხი სახვადასხვა მიმართულების თემაზე ბაასი აშკარად ჩემი არ არი, მაგრამ მთლიანობაში იმდენად საინტერესოა, რომ გამოსვლისთანავე მინდა რო შევიდე და ვნახო შემდეგ რა იქნება.