ბოლოს დროს მივხვდი, რომ 2D სამყაროში, პლადფორმებზე ბექთრექინგი, დეკორაციებში, წინ და უკან უაზრო ხეტიალად უფრო აღიქმება ჩემთვის, ვიდრე თავგადასავლად. Metroidvania ჟანრისთვის კი ეს კრიტიკული ელემენტია, რის გამოც ამ ჟანრს ცოტა გვერდს უვლი.
Hollow Knight ზევით ნახსენები ქვეჟანრის თითქმის ყველა კლიშეს იყენებს, მაგრამ სამყაროს დეტალური და ღრმა დამუშავების მეშვეობით, შედარებით მოსაწყენ გეიმფლეი ფორმულას მოულოდნელად მეორე ფსკერს აძლევს. ეს დაახლოებით იგივეა, რო შუთერში უცებ ძალიან კარგი პერსონაჟები და ორიგინალური ისტორია დაგხვდეს, თამაშის დასრულების შემდეგ კი, აღმოაჩინო რო "ნამდვილი" კონტენტი ჯერ კიდევ გასავლელი გაქვს.
თამაშის სეთინგი, სიღრმე და ზღაპრის სუპერ ატმოსფერო, უკვე გავლილ პლადფორმებზე ბექთრექინგს ახერხებს, რომ ბუნებრივად აღქმადი გახადოს და ის განცდა რო უკვე გავლილ ტურში უკან დახტიხარ, მინიმუმი მქონდა. რაც ძალიან იშვიათად გამოსდით ხოლმე ამ ჟანრის თამაშებს. მწერების, ერთი შეხედვით მიტოვებული და მკვდარი ქალაქი Hallownest ერთ დიდ, შეკრულ და საინტერესო ადგილად აღიქმება, რომელიც რაც უფრო შორს გადიხარ, მით უფრო მეტ საიდუმლოს გიმხელს და ცოცხლდება. თან თვითონ სიტყვა nest, ყველაზე იდიალურად ერგება Metroidvania ქვეჟანრს.
29 საათში, 75% დავხურე და ისე დამთავრდა, რომ რაღაცას აშკარად არასწორად ვაკეთებდი. თამაში ბოლო ბოსთან შესვლამდე განვაახლე და უცებ აღმოვაჩინე რო თურმე აქ იწყება ყველაფერი ყველაზე საინტერესო. ჯერჯერობით მხოლოდ 2 ოფციონალური ბოსი მოვკალი და ერთი, ძალიან ძნელი გავხსენი. დიდათ დრო არ მაქ რო ბევრი ვითამაშო, მარა ეხა ინტერესი არ მიშვებს, თუ რამდენი და რა ტიპის კონტენტია დარჩენილი კიდე. როგორია ნამდვილი ენდინგი.