Hollow Knight, გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Hollow Knight

Unread post#1 » 18 Aug 2022 22:38

ბოლოს დროს მივხვდი, რომ 2D სამყაროში, პლადფორმებზე ბექთრექინგი, დეკორაციებში, წინ და უკან უაზრო ხეტიალად უფრო აღიქმება ჩემთვის, ვიდრე თავგადასავლად. Metroidvania ჟანრისთვის კი ეს კრიტიკული ელემენტია, რის გამოც ამ ჟანრს ცოტა გვერდს უვლი.

>>>

Hollow Knight ზევით ნახსენები ქვეჟანრის თითქმის ყველა კლიშეს იყენებს, მაგრამ სამყაროს დეტალური და ღრმა დამუშავების მეშვეობით, შედარებით მოსაწყენ გეიმფლეი ფორმულას მოულოდნელად მეორე ფსკერს აძლევს. ეს დაახლოებით იგივეა, რო შუთერში უცებ ძალიან კარგი პერსონაჟები და ორიგინალური ისტორია დაგხვდეს, თამაშის დასრულების შემდეგ კი, აღმოაჩინო რო "ნამდვილი" კონტენტი ჯერ კიდევ გასავლელი გაქვს.

თამაშის სეთინგი, სიღრმე და ზღაპრის სუპერ ატმოსფერო, უკვე გავლილ პლადფორმებზე ბექთრექინგს ახერხებს, რომ ბუნებრივად აღქმადი გახადოს და ის განცდა რო უკვე გავლილ ტურში უკან დახტიხარ, მინიმუმი მქონდა. რაც ძალიან იშვიათად გამოსდით ხოლმე ამ ჟანრის თამაშებს. მწერების, ერთი შეხედვით მიტოვებული და მკვდარი ქალაქი Hallownest ერთ დიდ, შეკრულ და საინტერესო ადგილად აღიქმება, რომელიც რაც უფრო შორს გადიხარ, მით უფრო მეტ საიდუმლოს გიმხელს და ცოცხლდება. თან თვითონ სიტყვა nest, ყველაზე იდიალურად ერგება Metroidvania ქვეჟანრს.

29 საათში, 75% დავხურე და ისე დამთავრდა, რომ რაღაცას აშკარად არასწორად ვაკეთებდი. თამაში ბოლო ბოსთან შესვლამდე განვაახლე და უცებ აღმოვაჩინე რო თურმე აქ იწყება ყველაფერი ყველაზე საინტერესო. ჯერჯერობით მხოლოდ 2 ოფციონალური ბოსი მოვკალი და ერთი, ძალიან ძნელი გავხსენი. დიდათ დრო არ მაქ რო ბევრი ვითამაშო, მარა ეხა ინტერესი არ მიშვებს, თუ რამდენი და რა ტიპის კონტენტია დარჩენილი კიდე. როგორია ნამდვილი ენდინგი.

Riddick
Posts: 11696

Re: Hollow Knight

Unread post#2 » 19 Aug 2022 01:41

ჯერჯერობით არენის მესამე ჩელენჯზე ვარ :) შემთხვევით ვიდეო ვნახე ბოსების და ვიცი რო კიდე ბევრი დამრჩა, მარა ესე მარტო ჩელენჯის და ეჩივმენთების თემა თუ არი ვფიქრობ ეხა, ვხარჯო დრო, თუ ...

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Hollow Knight

Unread post#3 » 19 Aug 2022 01:48

ბიჭო ჩელენჯები ბევრია, მთავარი ვეშები მოაგროვე და ბოსზე წადი.
არენის ბოლო ჩელენჯი არ გამიკეთებია. იქ კიდე რაღაც სარკოფაგებში ელიენები ჩითავენ და არც ეგ მიმიყვანია ბოლომდე.
ებისში ჩადი ქვევით, მეფეზე გაიხსნება ლორი.
კიდე ქალი როა მაგის ვეში უნდა წაიღო მგონი ბნელ ლოკაციაში ისე რო არ შეგეხოს არაფერი - ორ სამ ცდაში გამოდის.

დიელსის გრიმების თეატრის კვესტი იჩალიჩე კიდე, კაი პონტია.
სკილები თუ გაქ შეგიძლია საიდანაც თამაში დაიწყე იქ დაბრუნდე და ნახო რა გზით მოვიდა პერსონაჟი დასაწყისამდე. მაგარი ატმოსფერული ადგილი იყო, თან რაღაცეებს აიღებ გზად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Hollow Knight

Unread post#4 » 19 Aug 2022 08:03

ელიენები არ მინახია ჯერ, მარა ებისში ვიყავი.
დიელსიში ალბათ Troupe Master Grimm ხაზს გულისხმობ ხო? ქალაქში რო რო ჩდებიან უცებ? მაგის ქვესთიც გავაკეთე, მარა ძნელი ბოსია თითონ, ჯერ დავანებე თავი.
Bretta გავანთავისუფლე, მარა ქალაქში არ ავსულვარ ჯერ. ალბათ ქალში მაგას გულისხმობ :)
თან ეს ბოსები, ვინ საიდან და როგორ სპაუნდება ვერ დავამუღამე, თან ნეტში ნახვაც არ მინდა :)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Hollow Knight

Unread post#5 » 19 Aug 2022 08:20

არა არ ნახო არაფერი. რუკას დახედე ხოლმე და მაგით ამოწმე ადგილები დაუესქპლორებელი.

თეთრი ქალია სულ მარჯვნივ, წყლებზე უნდა გადახვიდე მგონი რაღაცნაირად. ან ზემოდან ჩადიხარ ან ებილითით მიდიხარ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 172 guests


cron