Elden Ring, Multi Platform / Action-RPG / პრევიუ

თამაშების თემები ◀ დეტალები ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#21 » 28 Feb 2022 20:25

აუ რაღაც თაუერზე ავძვერი, კონანის მუღამში ლოკაცია იყო, კაი მთავმსვლელივით ვიარე და მერე შიგნით ჩავედი ხტუნაობით, პატარა ფეხის აცდენა და მკვდარი ვიყავი... ისე მოიტანა ამ აღმოჩენის მუღამმა რო კინაღამ წამოვიკივლე სიხარულით )))) მობმა წამაყარა პროსტა ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: Elden Ring

Unread post#22 » 02 Mar 2022 02:14

იარაღების ნაკლებობა მაქ ჯერჯერობით, წესიერი იარაღი ვერ ვნახე ორივე ხელში რო მეჭიროს თითო ცალი, ორივე ერთნაირი თუ არაა არ გამოდის ისე კომბო. კატანა ვიპოვე და ისევ ამით მიწევს თამაში, სამურაის კლასით მაინც დამეწყო ორი კატანა მექნებოდა ეხლა ... იმედი მაქვს ვიპოვი შემდეგ შესვლაზე

ეს ხალხი კიდე რეებს აკომენტარებს ბოსებს ვერ ვკლავთ და გრაფიკა ძველიაო და სუ 0 ებს უწერენ, მგონი აღარც შევიხედები აწი ამ რევიუების საიტებზე ...
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Elden Ring

Unread post#23 » 02 Mar 2022 02:23

შიგ ხო არ აქვთ უკაცრავად? გრაფიკა ძაან წინაა წაწეული და ბოსები პირიქით უფრო მარტივებია. სულ გაუკუღმართდნენ რა, რევიუერობასაც დამსახურება უნდა მე თუ მკითხავ :D
კანადიელი დეველოპერები

User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: Elden Ring

Unread post#24 » 02 Mar 2022 03:35

რავი აბა, როდის იყო რეალისტური გრაფიკით აკეთებდნენ თამაშებს ესენი, უფრო ნახატივით ფენტეზი პონტში გრაფიკა იყო ყოველთვის და ატმოსფეროს ეს ქმნიდა,
ესეთი სტილი აქვთ და ძაანაც კარგი, ბოსები კიდე რთული თუა მაგიტოა კარგი რო მუღამი აქვს მოკვლას, დარქ სულზე ადვილია აშკარად თან აქ, რდრ2 ს ადარებენ ფენტეზი მითოლოგიურ ჟანრს და ეგ ჯობიაო წერენ, აღარ შეისვლება ამ მეტაკრიტიზე უკვე რა ჩემთვის ჩაბარდა წარსულს ...
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#25 » 02 Mar 2022 21:24

ერთი ლოკაციის გარდა ყველაფერი გავხსენი, უმეტესობა დანჯენიც გავიტანე.
დიდი სამყარო კაია, არაა პრობლემა, მარა როცა ამ დიდ სამყაროს და ამდენ დანჯენს ერთი და იგივე ბოსებით ავსებ და მარტო HP-ს უმატებ და მცირე კოსმეტიკას, ეგ ნიშნავს რო მთელი ეს სამყარო ტყუილად შექმენი. მესმის გაიმეორო ერთი და ორი ბოსი სიტუაციურად, მარა სიუჟეტურის გარდა ყველა ბოსი მეორდება, ზოგი მობად ხტება მერე, ზოგი დანჯენის ბოსად... როცა ასეთი უნიკალური ბოსების ტრადიცია გაქვს თამაშებში და დგახარ ახლა და სპამავ, ამით ყველანაირ უნიკალურობას აქრობ შენი ნამუშევრის და მაგას რო დავამატოთ ანიმაციები რომლებსაც წინა ნაწილიდან პირდაპირ კლონავ და მაგალითად მგელს აკეთებ სიფის მოძრაობებით სხვა ფერს, ბევრი კითხვის ნიშანი დგება უკვე მთლიანი კონტენტის ხარისხთან დაკავშირებით (არა კონკრეტულად ბოსის შესრულებაზე). ეს არის ცალსახად "ბევრი და იაფად" მიდგომა, რაოდენობაზე აქცენტი.
ერთ სასწორის პინაზე დევს მთელი ეს სიკარგე, ნამდვილი სოულსი, რაც გვიყვარს, მაგრამ მეორე პინაზე დევს უმეტესი დრო რასაც მიაქვს, ერთი და იგივეს კეთება ამხელა სამყაროში სადაც მრავალფეროვნება მარტო ვიზუალშია და აქა-იქ მონსტრებში (სიუჟეტურ ლოკაციებს არ ვგულისხმობ). აი მართლა ღორივით მივადექი ყველაფერი დავათვალიერე და ვერ ვხვდები რა მივიღე თამიშს გაწელვის გარდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Elden Ring

Unread post#26 » 03 Mar 2022 00:46

ანუ Ubisoft -ის open world ია ... ?
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#27 » 03 Mar 2022 00:59

არ ვიცი მაგათი ვორლდი :D:D
აქ მაგრა გამიტრუხდა არასიუჟეტური ბოსების ხოცვა, აი რაღაც ვალის მოსახდელად რო მიდიხარ რო ყველაფერი დახოცო და არც გამახსოვრდება ეგეთი პონტია. ათჯერ მაომეს რაღაც სისულელეებთან და საერთოდ ბოსად რო მოყავთ ეგენი ეგ ტეხავს. ლოკაციაში რო მიდიხარ და რაღაც ათჯერ ნანახი გხვება, ხვდები რო ფასი არ აქვს იმ ლოკაციას, აღარაფერს აღარ გეუბნება. არადა მაგათ თამაშებში თითოეული ბოსი და მონსტრი ინტეგრირებული იყო გარემოში, ხალხი ლორს აკავშირებდა მაგ მონსტრებით, აქ ეგ მომენტი მკვდარია.
MMO ინსპირაციებია რა, 2000 იანების დროინდელი. პროსტა ვერ ვხვდები რათ უნდდოათ ამხელა სამყარო და ვის რა დაატოლეს როცა ამის შევსების ტრაკი არ იყო რეალურად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Elden Ring

Unread post#28 » 03 Mar 2022 01:03

open world მთავარი სენი ზუსტად ეგ არი. უფუნქციო სივრცეები, რომლებიც დროს გართმევს და სანაცვლოდ არაფერს არ გიტოვებს. ეგ დიდი შეცდომაა ეგრე თუა.
მე რავი რასაც ამდენი წლების მერე ვაფასებ ფრომების თამაშებში, ცენტრალური არი ლეველდიზაინი. მინდა რო სამყარო იყოს საინტერესო და გაოცებდეს. მაგას სუ ახერხებენ და თან სამაგალითოდ. ეგ ექსფლორაციის მუღამი თუ გამიუფასურეს მეწინება სერიოზულად )

ისე დამწყების რჩევები რა გაქ?
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#29 » 03 Mar 2022 01:41

დამწყებზე სტანდარტულად იწყებ სოულსივით, მარა სანამ სიუჟეტურ ბოსებთან მიხვალ, ამ სამყაროს წმენდ და ლეველობ.
მეფზე ეგრევე პოულობ ობელისკს და იღებ თვალსაჩინო რუკას
გვირაბებში იღებ კრაფტინგის აითემებს და იარაღს აძლიერებ
კატაკომბებში იღებ ყვავილებს და სამონებს აძლიერებ
დანარჩენი ექსპლორაციაა უაზროდ და თითონ თამაში გაყრის ზემოდან რაც უნდა ქნა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Elden Ring

Unread post#30 » 03 Mar 2022 02:09

კომბატისმხრივ რა განსხვავებებია, ახტომის ინტეგრაციის გარდა? იარაღებს აქვს სფეშალები, თუ პერკები გაქ რამე?
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#31 » 03 Mar 2022 04:28

იგივე კომბატია ზუსტად, ეგ ახტომაც 1-2 ბოსთან გადგება სტაგერი რო უქნა მეტი არაფერი.
იარაღების ამბავი მარტივადაა დაჟე უფრო, რესურსებზე აღარ წვალობ და არ ფარმავ.
იარაღებს რაც ქონდათ special attack-ები ფიქსირებული, აქ ზოგ იარაღს ეცვლება ეგ და მაგითვე უყენებ ენჩანტსაც.
ეს special attack-ები დეფოლტად არის str, dex, quality (ანუ str+dex), მაგიურები და ასე შემდეგ.
მაგალითად დექსტერიტი იარაღს ჩაუდებ დექსტერიტის მუვს და მოგემატება დემეჯი.
მერე whetstone-ებს პოულობ და მაგით დეფოლტად რაცაა იმასაც უცვლი, ანუ რა ილეთიც მოგეწონება იმას ჩაუდებ რა ენჩანტითაც გინდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#32 » 04 Mar 2022 16:06

წინასწარი ექსპლორაციებით 2-3 კვესტი დამისახიჩრდა, იმიტო რო ვიღაცამ სამყარო გახსნა და იმაზე არ იზრუნა რო რაღაც ბოსს რო მოკლავ ან შენით რამეს მოინახულებ, სადმე რამე NPC-სთვის ივენთები არ დატრიგერდეს. დაჯილდოების ნაცვლად თურმე ნელნელა უნდა მივყოლოდი ყველაფერს როგორც განსაზღვრეს. ეგაც კიდევ ერთი ნაბიჯი ქვემოთ დარქ სოულსიდან.
ახლა უნდა დავძებნო ნეტში რო უკვე ნანახ ასამდე bonfire-თან, რომელთნ შეიძლება წასულიყო NPC რო დავალება მომცეს და უკვე გატანილ ლოკაციაში ხელმეორედ მოვძებნო კვესტის ნივთები
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Elden Ring

Unread post#33 » 04 Mar 2022 17:08

ეგ არ მომსვლია ჯერ და ძაან ტეხავს. ვითჩერსაც იგივე მოუვიდა, აი თუ არ გაქვს ტრაკი რას ხსნი ამ სამყაროს რა...

ამდენი ხანი რო აკეთებს ბეთესდა, მარტივი გონიათ "უი ჩვენც შეგვიძლია..." რა შეგიძლია თუ ქვესთების მიმდევრობის ხე არ გაქვს შედგენილი.

ჯამში მომწონს რაზეა საუბარი მაგრამ ძალიან გამოკვეთილი მინუსებიც არის და 10/10-ს არანაირად არ მივცემ უკვე.
კანადიელი დეველოპერები

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#34 » 04 Mar 2022 17:31

რაც დასაფიქსია იქნებ ის მაინც დაფიქსონ სამომავლოდ.
9/10 რამდენად ეკუთვნის უკვე ამგაზე ვფიქრობ. ნოსტალგიის და პიზდეც ლამაზი ლოკაციების გარდა რა კონტენტს ვჭამ ჯერ კიდე ვერ გავიგე, მომენტებში რაღც ფეიკის განცდა მაწვება ხოლმე, თითქოს რაც მენატრებოდა იმის ილუზიაში ვარ და არა ნამდვილშითქო )))
ის უკვე ვიცი რო სოულსის ფორმულას დიდი გემრიელი ლეველები უფრო ჭირდება ვიდრე ამდენი უაზრო გამოქვაბულების დასმა გახსნილ რუკაზე. პოვნაც აღარ მსიამოვნებს უკვე და გატანაც რუტინად იქცა, არაფერი საინტერესო შიგნით არ ხდება ლუტის გარდა და მაგ ლუტსაც არ ვიყენებ. Completionist თუ ხარ ჯერ იმერსია გიფუჭდება, მერე მუშა ხდები და ბოლოს შეიძლება დროს დახედო და 90 საათი რაში დაკარგე ვერ გაიგო.

ჩემნაირ პრობლემებს რო არ წააწყდეთ:
1. ჯერ გაიტანეთ ლიმგრეივი - პირველი ლოკაცია და მაგის ქვედა ნახევარკუნძული.
2. მერე წადით ლიურნიაში და კარიანის სახლი და რაია ლუკარიას აკადემია გაიტანეთ. სახლში კვესტი დაიწყეთ სანამ აკადემიაში ბოსს დააგდებთ. ფაქტიურად მთელი სიუჟეტური ინტრიგა ამ კვესტში იქოქება.
3. მერე წადით წითელი ლოკაცია მოიარეთ ლეველისთვის, მარა მთავარი ბოსი არ მოკლათ სანამ წინა აღებულ კვესტში არ გაიგებთ ინფორმაციას მაგ ბოსზე.
4. მერე წადით მეინ კვესტზე, ანუ მონახეთ ალტუს პლატოს დიდი ლოკაცია.
5. პლატოდან შეგიძლიათ გელმირის მთაც დააექსპლოროთ პარალელურად და მერე წახვიდეთ რეინდელში მთავარ კვესტზე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: Elden Ring

Unread post#35 » 04 Mar 2022 21:26

მე უკვე 30 ლვლ ზე ვარ და ჯერ რისთვის დავრბივარ ან რაარის ქვესთი ვერც მივხვდი ვაბშე, უბრალოდ ვასუფთავებ რუკას და ვცდილობ გავიარო ყველაფერი, თავიდანვე ისე აღვიქვი რო კარგი დამენახა მარტო და კრიტიკულად ნაკლებად შემეხედა მარა მაინც თვალში მომხვდა ეს ერთიდაიგივე ლოკაციები ანუ კატაკომბები და გვირაბები სულ, ბოსების გამეორებას კიდე მივეჩვიე სეკიროდან მარა ლოკაციების გამეორება უკვე ძაან არასასიამოვნოა, მთლიანობაში რავი ალბათ დარქ სულის დონის ატმოსფეროა სადღაც 70 პროცენტზე და მაგიტო მაინც მისწორდება და კიდე ისიც გამისწორდა მაგია რო დაბუსტეს, პირველადაა რპგ ში რო მაგია ესე გამომადგა არადა სუ მქონდა მუღამი რო მაგიით მეთამაშა.

მთლიანობაში ისე შევაფასებდი ამ თამაშს რო სხვა ბევრ თამაშს მაინც ხო ჯობია და ესეც კაია რაც მთავარია დს2 ვით არ ჩააგდეს მთლიანი თამაში
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Elden Ring

Unread post#36 » 05 Mar 2022 01:00

არა დარკ სოულს 2 რაღაც ანომალია იყო, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ცოდვა)
ეს მაგარი რამის მცდელობა მაინც არის, ის იმენა ზარმაცი პროდუქტი იყო, დარქ სოულსის უხარისხო კოპიო.
კანადიელი დეველოპერები

User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: Elden Ring

Unread post#37 » 07 Mar 2022 05:06

კაი რთული ბოსები კია ისე, დარქ სოულის გამოცდილება კი მეხმარება მარა რაღაცების დალეწვამდე მივიდა კინაღამ საქმე ისე მეშლება ნერვები მომენტებში, ეხა ვეცდები კარგად გავფარმო გავაძლიერო პერსონაჟი რო ცოტა ადვილად წავიდე წინ მარა რაღაც მომენტებში ყველა პონტში მიწევს რო დავიზეპირო ბოსის მოძრაობები და ბოლომდე შევისწავლო, აი ამათი გაკეთებული თამაშები ესე აზრიანად ძნელია ანუ მუღამი აქვს მართლა მაგ სიძნელის გადალახვას, რო იყოს პრიმიტიულად ძნელი ანუ 100 ჯერ უნდა ჩაარტყა უბრალოდ ვთქვათ არ იქნებოდა საინტერესო მარა არაა ეგრე ნამდვილად

მთლიანობაში ნამდვილად შემდგარი თამაშია
გაჭედვითაცც თავიდან გაჭედა მარტო და მეტი აღარ უქნია
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#38 » 07 Mar 2022 17:58

ბოლო ლოკაციებში ვარ და მაგარი ყელში ამოვიდა უკვე.. 10 ლეველის ვირთხა, 50 ლეველის ვირთხა, 100 ლეველის ვირთხა, 150 ლევლეის ვირთხა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ყველა მობი და ბოსი ასეა.. მიდიხარ, გგონია 1-2 დარტყმაში მოკლავ და გხვდება HP და damage მომატებული იგივე სირობა, ჰა მაქსიმუმ მაგიას თუ ხმარობს ეგ შეუცვალონ.. ბოსებზეც გული მერევა უკვე, ყველაფერი ერთნაირია, ახალ ლოკაციაში შედიხარ და ფაქტიურად ლეველმომატებული იგივე არსებები გხვდება. WoW-ში და Lineage-ში რაც ხდებოდა, ის ხდება აქაც. Dark Souls-ის სულში მოჯვეს ამ ჩემისებმა.. არაფერში არ მჭირდება ასეთი open world. სიუჟეტი არის მაქსიმუმ 20 საათიანი თავაგდასავალი, ძალიან მინიმალისტური თან და დანარჩენი 100 საათი არის copy paste. ალეველდი და ყველაფერს მოერევი, დაბალი ლეველი იქნები და ტექნიკაც დიდად არ გადგება, ტყუილად კარგავ დროს, მობი გათვლილია იმაზე რო ლეველით დაჯაბნო და არა სკილით. თაგვს რო ღამურობა მოუნდება ეგეთი თამაში გააკეთეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Elden Ring

Unread post#39 » 07 Mar 2022 19:19

არაუშავს, მე გაგიწევ სათანადო ბოსობას
კანადიელი დეველოპერები

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Elden Ring

Unread post#40 » 07 Mar 2022 19:34

წავშლი )))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 37 guests


cron