Elden Ring
Elden Ring შექმნის პროცესი 2017 წელს, Dark Souls 3 დამატებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყო. FromSoftware მიზანი იყო შეექმნა ახალი ტიპის Action/RPG ბნელი ფენტეზის ჟანრში, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ჩანაფიქრების განხორციელება, რაც აქამდე Souls სერიებში ვერ მოხერხდა. როგორც FromSoftware ბოლო პროექტებში, მიაძაკი ამჯერადაც მხოლოდ გეიმ დიზაინის, მხატვრული დიზაინის და მუსიკის საერთო ასპექტებს ხელმძღვანელობდა, ამ პრინციპით მას თავის ლიდ დიზაინერებთან და თანამშრომლებთან მისი ხედვები მიაქვს. მიაძაკის თქმით Elden Ring იქნება ყველაზე მაშტაბური პროექტი - კონტენტის რაოდენობით, ლოკაციების მაშტაბებით და კვლევის თავისუფლების დონით - რაც FromSoftware სტუდიას როდისმე შეუქმნია. დეველოპერის თქმით, სამყარო გაჯერებულია "სიბნელით", მაგრამ თამაში ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე "კაცობრიობის ნება და პატივმოყვარეობა" იქნება. შეზღუდული მაშტაბების მქონე ლოკაციებიდან, გახსნილ სამყაროზე გადასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა - სამყაროს პრე ისტორიის უფრო ფართო მაშტაბებში საჩვენებლად, ვიდრე ეს წინა თამაშებში ხდებოდა, ექსფლორაციაში უფრო მეტი თავისუფლების და სიღმის შესატანად და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლებში მეტი მრავალფეროვნების გაჩენისთვის.
სიუჟეტიSouls სერიების მსგავსად, Elden Ring სეთინგიც დასავლური სტილის ფენტეზის წარმოადგენს. Bandai Namco ოფიცალურ საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, Elden Ring მოქმედება შუახმელეთის მიწებზე, "მარიკა მარადიულის" მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ვითარდება. წინათ შუახმელეთის მიწებზე ცხოვრება თამაშის სახელად გამოტანილ ელდენის ბეჭედზე იყო დამოკიდებული, რომლიდანაც სამყაროს ხე იზრდებოდა. ამ ორის ეთობას შუახმელეთის მიწებზე "ოქროს ნათება" მოჰქონდათ - განსაკუთრებული მადლი, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს ეფინებოდა. სინათლის მატარებლები ერთმანეთს ანთებული თვალებით არჩევდნენ, ხოლო იმათ ვისაც მადლი დაკარგული ჰქონდა, გამოფიტულებს ეძახდნენ და განდევნიდნენ - თვითონ სათამაშო პერსონაჟის წინაპრებიც ნახსენებ განდევნილებს მიეკუთვნებიან.
ბეჭდის გატეხვის შემდეგ, მარიკას შთამომავალმა, ნახევრად ღმერთებმა, ერთმანეთში მისი ნატეხები, სახელად დიდებული რუნები გადაინაწილეს. ამით მათ უდიდესი ძალა მიიღს; მაგრამ ნატეხების დამახასიათებელმა წყევლის ბინდმა ყველა მათგანი ჭკუიდან გადაიყვანა და დაიწყო მათ შორის ომი, ცნობილი როგორც "გატეხვა". თამაშის პერსონაჟს - ბინდმოცულს - წარსულში შუახმელეთის მიწებიდან გაძევებულს, ელდენის ბეჭდის დამტვრევის შემდეგ, გზამკვლევი ხმა ჩაესმა, რომელიც შუახმელეთისკენ იყო მიმართული, ამ დროს მან კვლავ მისი წინაპრების მიერ დაკარგული მადლი შეიგრძნო. ამის შემდეგ გმირი ბრუნდება, რათა ხელში ჩაიგდოს ელდენის ბეჭედი და თავად გახდეს შუახმელეთის მმართველი.
გეიფლეიშუახმელეთი ექსვი განსხვავებული რეგიონისგან შედგება. ყოველი მათგანი კონკრეტული ნახვარ-ღმერთის ხელშია. ყველა მოცემულ ლოკაციაში, თქვენ თავისუფალი იქნებით დავალებების შესრულების მიმდევრობაში. უმეტესი RP თამაშების მიუხედავად, Elden Ring არ იქნება მშვიდობიანი საცხოვრებელი პუნქტები, მეგობრული პერსონაჟებით - გმირი მხოლოდ ნასახლარებს გადააწყდება.
ყველა რეგიონს აქვს მინიმუმ ერთი დიდი მიწისქვეშეთი და მრავალი შედარებით მცირე კატაკომბები. თამაშში არის Dark Souls -ის ცეცხლის ტაძრის მსგავსი ცენტრალური ლოკაცია "ჰაბი", სადაც პერმანენტულად დაბრუნება მოწგიწევთ...