Happy Game, :)

კონკრეტული თამაშები - #ინტერესი #დეტალები #აღწერა #მიმოხილვა #გამოცდილება ...
User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Happy Game

Unread post#1 » 05 Jan 2022 23:24

>>>
Happy Game


ვფიქრობ როგორ გადმოვცე ეს უცნაური თავგადასავალი - თამაში, რომელიც 2 საათზე ნაკლებ დროში გავიარე, მაგრამ ის შეგრძნება რაც დამიტოვა, 2 დღე გავიდა და ჯერ ბოლომდე ვერ ჩავწვდი.

Happy Game-ზე მოკლედ რაც შემიძლია მოგიყვეთ - არის საკმაოდ პატარა თავგადასავალი, რაც დეველოპერის, ამანიტა დიზაინის, ბოლო დროის მოღვაწეობაში სიახლე არ არის. ბოლო წლებია დეველოპერები ურევენ როგორც უფრო "სპონტანურ" და მოკლე (Pilgrims, Happy Game, და სავარაუდოდ ჩუჩელიც, რომელიც ჯერ არ მითამაშია) ასევე შედარებით ხანგრძლივ პროექტებს (Samorost 3, Creaks). მე მომწონს ეს მიდგომა და მეტ ასეთ პატარა, მაგრამ ძალიან სახასიათო თამაშს გავეცნობოდი მომავალში დიდი პროექტების შუალედებში.

თამაშში მართავთ უცნაური გარეგნობის პატარა ბიჭს, რომელთან ერთადაც იმოგზაურებთ იუმორთან და ხალისთან გაზავებულ სასტიკ სიზმრებში. სიუჟეტისგან არ ელოდოთ რაიმე ამბის ყოლას ან აზრობრივი დასკვნების გამოტანას, უბრალოდ გაჰყევით თავგადასავალს და დაელოდეთ შეგრძნებებს.

:)
>>>

გეიმფლეი და კონტროლის მექანიკა დევებს თავიანთ სტანდარტზე მეტად აქვთ გამარტივებული, არ გვაქვს ინვენტორია ან ჰინტების სისტემა, მთელი თამაში მოიცავს პერსონაჟის წინ და უკან მართვას და ობიექტებთან ქლიქით ან დრეგით ინტერაქციას.

დახურვის შემდეგ მოკლე ხანგრძლივობის, საშუალო დონის თამაშად გავიყვანე, თუმცა თამაშს აქვს რაღაც მაგიური, რასაც ბოლომდე ვერ ვხსნი და ძირითადად ვუკავშირებ საოცრად ნოსტალგიურ ატმოსფეროს. ეს განსაკუთრებით წამოვიდა ერთერთი ლეველიდან, რომელიც საყვარლად, ჭკვიანურად, ნოსტალგიურად, სასტიკად, სასაცილოდ, ლამაზად და ემოციურად ერთდროულად არის გაკეთებული.


გამიხარდება თუ ნახავთ და დაწერთ თქვენს გამოცდილებებს, მინდა გავიგო გადაიკვეთება ჩვენი შთაბეჭდილებები, თუ მხოლოდ მე დავრჩი ასე უცნაურად გაღიმებული :)

ატმოსფეროს გემოს ასაღებად გიტოვებთ ამ საუნდტრეკს
phpBB [video]
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

Riddick
Posts: 11592

Re: Happy Game

Unread post#2 » 06 Jan 2022 00:32

მაგრად მაინტერესებს ეს. ყველა ვიზუალი რაც ნანახიმაქ, რაღაც ძალიან სარკასტულს და თანამედროობაზე მიმართულს შეიცავს. თითქოს ყვირის თავის ენაზე. სანახავია ნამდვილად.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Riddick
Posts: 11592

Re: Happy Game

Unread post#3 » 19 May 2022 12:31

ფსიქოლოგიური ტრილერია, როგორც ვფიქრობდი. უბრალოდ უშუალოდ თამაშის დროს ყველა მესიჯი ვერ მიუხვდი ავტორებს. ფაქტი იყო, რომ ბავშობის ტრამვების გარშემო ტრიალებდა მოვლენები, მაგრამ მე უშუალოდ ბავშვზე მეგონა, რომელსაც ფსიქიური აშლილობა აქვს, საქმეზე კი ბევრად საინტერესო რამეა.

იდეაში ადამიანის ფსიქიკური ზრდის გზას ანსახიერებს თამაში და გაჩვენებს იმ შინაგან სამყაროს, რაშიც გიწევს გავლა, იმისთვის, რომ გაიზარდო და ამასთანავე ემოციურად/ფსიქიკურად გადარჩე. გაჩვენებს თუ როგორი ტანჯვაა ეს. საბოლოოთ კი, გამოფიტული და ნახევრად მკვდარი, თუ გაუძლებ, უზომოდ დიდი განთავისუფლებას მიაგნებ.

ძაან კარგი ვიზუალური სთორითელინგია და სავსეა თამაში ალეგორიებით. ბევრ საინტერესო რამეს დაიჭერთ და თან ეს ყველაფერი სულ რაღაც 3 საათამდე გრძელდება.
აუცილებლად სანახავი მინი პორექტია.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 36 guests