It Takes Two, Multi Platform / Co-Op Action Adventure / შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

It Takes Two

Unread post#1 » 30 Dec 2021 00:31

მთავარი კითხვა სანამ დავიწყებდი იყო რატო გახდა წლის საუკეთესო თამაში, იმიტო რო წელს არაფერი არ გამოვიდა წესიერი, თუ რამე განსაკუთრებული ხდება მართლა?

>>>

ეხა რო დავფიქრდი, წლევანდელი როგორც ჩანს ჯერ არაფერი არ მითამაშია. არ მინახია არც Deathloop, Psychonauts 2, Oddworld: Soulstorm, Guardians of the Galaxy და კიდე რამდენიმე რაც მაინტერსებს...

It Takes Two ნახევრამდე გავიარეთ უკვე და ზევით აღნიშნულის მიუხედავად, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აზრით წლის თამაში ეს ნამდვილად არ არის. მაგრამ, მაგრამ რაც რეალურად არის, ეს არი წლის აღმოჩენა და საერთოდ არ ტეხავს, რომ ეს წოდება მიიღო, რადგან თვითონ ჟანრის აღმოჩენის ტოლფასია მისი წლევანდელი გამარჯვება. რამდენიმე წელიწადში სავსებით რეალურია, რომ მივიღოთ 3A კოოპერატიული ექსფერიანსები, რაც დღემდე წარმოუდგენელი ამბავი იყო.
ანუ პრინციპში წლის თამაშის წოდება აიღო "პრეცენდენტმა", რომელიც გეიმ დეველოპმენტს რაღაც ახალს აჩუქებს, რაც ბევრად მაგარი მგონია ვიდრე უბრლოდ წლის თამაში. ვოტ.

ეხა კი მოკლედ იმაზე თუ რა მომეწონა რელურად It Takes Two და რა არც ისე.
და მომეწონა რათქმაუნდა გეიმფლეი მრავალფეროვნება. რომელიც ყოველ 15-20 წუთში ერთხელ იცვლება და "გამწარებული" ცდილობს რომ არ მოიწყინო.
თამაში თითქოს რაღაც ნარკოტიკის ზემოქმედების ეფექტივით არი გაკეთებული და ავტორს მუდმივად უნდა რო ეიფორიის გაძლიერების განცდა შეგინარჩუნოს.
სადღაც 5 6 საათი თამაშის მერე მეგონა, რომ რაღაც ძალიან გრძელი და ფერადი ატრაქციონიდან ჩამოვარდი.
მომენტებში სეთინგისთვის დამახასიათებელ და დღემდე ძაან საყვარელ ფილმებსაც მახსენებდა, განსაკუთებით Small soldiers, Toy Story და Honey, I Shrunk the Kids.

თვითონ გეიმფლეი მექანიკები ძირითადად ნაცნობი აქტივობებისგან შედგება, მაგრამ არი ორიგინალური ელემენტები, რაც ნანახი დიდი ალბათობით არ გექნებათ და რომლებიც განსაკუთრებით გასართობი აღმოჩნდა. თან ნახევარი თამაში კიდევ წინ მაქ და რაღაც სურპრიზები მაგ მხრივ კიდე იქნება.

მაგრამ ამ ინტენსიურ დინამიკას და ექშენის შენარჩუნებას სერიოზულად ემსხვერპლა თამაშის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები, რასაც რეალურად დიდი თაითლი შეიძლებოდა გაეხადა It Takes Two.

თვითონ ფაბულა თამაშის, ანუ სიუჟეტური ჩანაფიქრი ძალიან კარგი და აქტუალურია, უბრალოდ დეველოპერი ვერ ახერხებს ამ თემის საჭირო დონეზე გადმოცემას და სიტყვაზე ისტორია, რომელსაც Psychonauts ავტორები დიდი ალბათობით შედევრალურად მოყვებოდნენ, აქ მონათხრობია მშრალად და ზედაპირულად...

"ზღაპრულ" მოვლენებს, რომლებსაც აშკარად მხატვრული დამუშავება აკლია, ყლაპავ უხერხული პირობითობების სახით, რის გამოც ხშირად ჩნდება კითხვა, თუ სად ხარ, რას აკეთებ და რატომ? რაც მერე იზრდება განცდაში, რომ სიუჟეტურ თამაშს კი არ თამაშობ, უბრალოდ მიდიხარ რაღაც დიდ ატრაქციონში, რომელიც კი ნამდვილად კარგი გასართობია, მაგრამ მეტს ვერაფერს ვერ გაძლევს. არადა რეალურად არი იმის ბაზა, რომ იყოს ეგ ფასეულობაც.

და აქ მოდის მეორე მომენტი, რომელიც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია. ვიზუალური სტილი. თუნდაც იგივე Psychonauts 2 ავიღოთ. Double Fine თამაშის სქრინს, ან ტრეილერს რო ნახავ იგრძნობა, რომ ხალხი რეალურად მუშაობდა სტილზე და თან ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ, რასაც ვერ ვიტყვი It Takes Two -ზე. ამ შემთხვევაში საერთოდ არ იგრძნობა მსგავსი არაფერი, ზოგი ლოკაცია ისე განსხვავდება ერთმანეთისგან რო სხვა თამაშს გავს და ეგ მომენტი, ამ ტიპის პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი მგონია.

დიდი სიამოვნებით ვნახავდი თამაშის მეორე ნაწილს იგივე კონცეფციით, იგივე ტიპის ფაბულით, მაგრამ უკეთესი სცენარისტების, რეჟისორული შესრულებით და მხატვრული გადაწყვეტით. და სანამ ეგ ამბავი მოხდება, ნამდვილად გაუწევ პირველს რეკომენდაციას, რადგან იმ მინუსების მიუხედავათ რაც დავწერე, ძალიან ბევრი ვიცინეთ და თამაშისგან მივიღეთ უნიკალური გამოცდილება, რაც დღეს უკვე იშვიათი სიამოვნებაა.

>>>

პ.ს. სპილო მაგრად გაწირეს...

Riddick
Posts: 11696

Re: It Takes Two

Unread post#2 » 19 Jan 2022 13:47

ესეთ რამეს რო თამაშობ გგონია რო ერთ 6 7 საათში გაირბენ მაქსიმუმ და არ ელოდები რო 20 საათიანი იქნება ))) მინიმუმ ორი იმხელა იყო თამაში რასაც ველოდებოდით. მოკლედ დავხურეთ და როგორც პრეცენდენტი, ანუ რო არი რაღაც ესეთი, ეგ ძალიან კარგია (როგორც ზევით ვილაპარაკე), მაგრამ აკლია მხატვრული დამუშავება, რომ იყოს რაღაც მეტი ვიდრე იმის აღმოჩენა, რომ თურმე co-op გართობა ასწორებს. არადა გინდა რომ იყოს, არი მაგის ელემენტებიც.

კი, სიუჟეტის ჩანაფიქრი ნორმალურია და შეიძლებოდა ემუშავა, უბრალოდ გადმოცემა ცოტა ბიუჯეტურია. უმეტეს შემთხვევაში ვერ ხვდები სად ხარ და რატო - კი რაღაც მიახლოებით იცი, მაგრამ ეს მიახლოვებით ცოდნა არ გყოფნის. გჭირდება რო უფრო დამაჯერებელი იყოს ის "ზღაპრის" გარემო რაშიც ხარ, მაგრამ იდეაში სუ იმას ეჯახები, რომ მომდევნო ატრაქციონის გასამართლებელი ლოკაციაა და მანდ იშლება კონცეფტი.

მაგრამ რაც შეეხება გეიმფლეის. ბოლო მომენტამდე ცდილობს თამაში უნიკალური სიტუაციების შექმნას. ბევრი ემოცია მოდის და გართობის კუთხით, დაახლოებით ერთი კვირის მშვენიერად გატარების შესაძლებლობაა.

სქრინები: https://i.imgur.com/2Vm21zW.jpg / https://i.imgur.com/ZNXZEbl.jpg / https://i.imgur.com/BTifTHy.jpg / https://i.imgur.com/TpaPa3s.jpg / https://i.imgur.com/Zhx2ls1.jpg / https://i.imgur.com/vWo9HeA.jpg / https://i.imgur.com/ml8unHE.jpg / https://i.imgur.com/yuUapYB.jpg / https://i.imgur.com/gipGJfT.jpg / https://i.imgur.com/xay2yNU.jpg / https://i.imgur.com/3AGMByI.jpg / https://i.imgur.com/JrGDkOO.jpg / https://i.imgur.com/yfIcDzG.jpg

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 136 guests


cron