Visage, PC / Horror / შთაბეჭდილება

თამაშების თემები ◀ დეტალები ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
Riddick
Posts: 11497

Visage

Unread post#1 » 29 Nov 2021 23:57

გახსოვთ ალბათ ჰაიპი ჰიდეო კოჯიმას და გილიერმო დელტოროს P.T. გარშემო, რომელიც იდეაში SH გაგრძელება უნდა ყოფილიყო და საბოლოოთ მივიღეთ მხოლოდ დემო. დემო რომელიც SadSquare Studio წევრებს ბოლომდე ეყოთ იმისთვის, რომ ზუსტად იგივე მოტივებზე თავიანთი ჰორორი გაეკეთებინათ.

წარმოგიდგენთ Visage. ჰორორს "რომელმაც აიღო Resident Evil 7 ასეტები და მისგან Silent Hill
სერიებიდან პირდაპირ წამოღებული ელემენტებით გააკეთა, P.T. ", რომელიც ესე უნდოდა ყველას.

და რატო უნდა ითამაშო ესეთი გულახდილი პლაგიატი.. მარა ვითამაშე (თან მიხარია რო მარტომ არა). ცოტა ისეთი ურთიერთობა გამოგვივიდა, თავიდან დამცინავად რო უყურებ ვინმეს, ან რამეს, მარა ნელნელა რო საპირისპიროდ იცვლება სურათი.
სადღაც 6 7 საათი ვითამაშეთ ალბათ და ყველანაირი პლაგიატის მიუხედავად, თამაში რეალურად ტოვებს დამოუკიდებელი, დასრულებული ჰორორის შთაბეჭდილებას. აქვს საკმაოდ ორიგინალური კონცეპტი, რომელსაც ესე ვერაფერს ვერ შევადრი.

დასაწყისში ძალიან გავს Resident Evil 7. მაგრამ ნახსენებისგან განსხვავებით, რაღაც მომენტში აქ თამაში ბევრად უფრო ბნელი ხდება. ფაქტიურად იქით მიდის, სადაც RE7 მინდოდა რო წასულიყო... და იმას აკეთებს რის გამოც შეუყვარდა RE7 ხალხს. აშინებს.

მაგრამ შიშის მუღამი რაშია? თამაში გაშინებს დამთრგუნველი გარემოთი და მოვლენების განვითარების ჯაჭვით. არი Jump scare მომენტებიც, მარა ესეც უფრო ატმოსფეროზე მუშაობს და არა იმაზე რო ვიღაცა ყვირილით დაგეტაკოს და მიკრო ინფარტი გადაგატანინოს.
თუ რაღც ხდება, პირველ რიგში თვითონ გარემოს აღქმაზე მუშაობს, უფრო გიმძაფრებს ატმოსფეროს და ჩართულობას.

ლოკაცია გიჩენს კლაუსტრაფობიულ გრძნობებს. აი სიტყვაზე სადღაც ხარ, ვერ გადიხარ და გასვლის, გამოფხიზლების მაგივრად, ნელნელა უფრო ღრმად ჩადიხარ ამ სივრცეში. ის გარემო რაც თავიდან უხერხულად გეჩვენებოდა, ნელნელა უფრო ცუდ ფორმენს იღებს. უფრო წყდება რეალობას და უფრო იკარგება იმის განცდა თუ სად ხარ.
კი, აქაც Silent Hill 4: The Room ზეგავლენა იგრძნობა, მარა იდეის რეალიზაცია საერთოდ სხვა ფორმით ხდბეა და პლაგიატს ვერ დავარქმევ.

ნუ ჯერჯერობით ბოლოში არ მივსულვარ და ვერ ვიტყვი მთლიანობაში რას წარმოადგენს, მაგრამ ის რაც ვნახე ნამდვილად მომეწონა და არ ველოდი.
დაგიბრუნდებით აფდეითებით რო დავხურავ.

>>>
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Visage

Unread post#2 » 30 Nov 2021 00:06

ნამდვილად კარგი რამე ჩანს და ცვეტში Room-ს გავს
უეჭველი მოვცხებ ამას, თან შეფასებაც კარგი აუღია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Visage

Unread post#3 » 30 Nov 2021 01:24

მარტო თამაში არ გაგისწორდება ) Amnesia: The Dark Descent არაა, მარა ემოციებით მაინც აგავსებს ))
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Visage

Unread post#4 » 15 Dec 2021 13:05

ვნახე ბოლომდე და ამ ბოლომდე ნახვის პროცესში თამაშმა გამოაჩინა რაღაც მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ალბათ დაწყებამდე ჯობია რო იცოდეთ.

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბევრად დიდი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. სიდიდე კი მეტ წილად მოვიდა იმაზე, რომ უბრალოდ უაზროდ დავრბოდი მომენტებში იქით აქეთ, იმის გამო, რომ გამეგო რა უნდა მექნა. ბოლოს უკვე თავს ვაძალებდი, რომ დასასრული მენახა და აქ მოდის ერთ-ერთი კომპლექსური პრობლემა, რაც ვიზაჟს აქვს. და ეს არი დეველოპერების გამოუცდელობა და ცუდი გეიმდიზაინი.

თამაში არის ძალიან ატმოსფერული, უცხო და რეალურად საშიში, მაგრამ ზოგი შიდა აქტივობა, მიზანი თითქოს მორგებულია ერთი კონკრეტული ადამიანის (დეველოპერის) ლოგიკას და თუ შენ ზუსტად მისი ლოგიკის მიხედვით არ აზროვნებ, უბრალოდ ვერ მიხვდები რა უნდა ქნა პროგრესისთვის.

აქ შეიძლება იფიქროთ, რომ თამაშში არის რთული ფაზლები, მაგრამ არა. თვითონ ფაზლები მარტივია და რაც არ არის მარტივი, ეს არი სიუჟეტის განვითარების დატრიგერება ზოგ მომენტში. შეილება ერთი საათი ირბინო სახში უაზროდ და ბოლოს უკვე დაღლილი, იუთუბზე რო ნახავ ძალიან გაგიტყდეს, რომ თურმე ისეთი რამ უნდა გექნა, რაც გარემოებებიდან გამომდინარე თავში საერთოდ აზრადაც არ მოგსვლია, იმიტომ რომ იქ შესვლა, ან იმის აღება რაც საჭიროა, უბრალოდ ალოგიკურია და არ მოგაფიქრდება, თუ შემთხვევით არ გადააწყდი...

ესეთი მომენტები ბევრი არ არის, მაგრამ იმ რამდენიმემ რაც იყო საგრძნობლად დაწია იმერსია.

და მეორე რაც მინდა რო გამოვყო მინუსებიდან, ეს არი სიუჟეტი, რომელიც შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ვერ გავიგე. ვერ გავიგე იმიტომ, რომ შედგება ბევრი სხვადასხვა სახის მოვლენებისგან, რომლებიც თითქოს ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს, მაგრამ დიდიწილად ვაფშე არ არის. რაღაც კონკრეტულ, პატარა მონაკვეთს მარტივად გაიგებ. ყველაფერი საკმაოდ კლიშირებულია მაგ მხრივ, უბრალოდ თამაშის საერთო სიუჟეტს რაც ეხება, ჩემთვის გაუგებარი დარჩა რა ვითამაშე.

ეს მომენტი შესაძლოა ინდივიდუალურია და სხვამ მარტივად ააწყოს მოვლენების ჯაჭვი, მაგრამ თავს ვერ დავდებ. ამიტო საინტერესოა თქვენ რას იტყვით თუ ითამაშებთ. და თამაში იმ ყველაფრის მიუხედავად რაც დავწერე, ნამდვილად ღირს. როგორც ზემოთაც ვახსენე, ეს არის ძალიან ატმოსფერული, უცხო ნაბიჯი, ექსპერიმენტი ჰორორ ჟანრში, რომელშიც ბევრი რამ ძალიან კარგად მუშაობს და ჟანრის მოყვარულს ნანახი უნდა ქონდეს.
სიამოვნებასაც მიიღებთ და შიშისაც დიდ დოზასაც :)

>>>
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Visage

Unread post#5 » 29 Dec 2021 14:23

სიუჟეტის ანალიზია, რომელსაც მე პირადად სპოილერს ვერ დავარქმევდი, იმიტო რო უშუალო თამაშში ყველაფერი ძაან გადაზელილია ერთმანეთში (მაგრამ მაინც თამაშის დახურვის მერე ნახვა ჯობია).

თამაშისას, სახლის წინა მაცხოვრებლებსა და მთავარი პერსონაჟის უშუალო ისტორიის ერთმანეთისგან განსხვავება არ გამოდის, რის გამოც სულ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. ეხა მარტივად მივხვდი და საკმაოდ კარგია.

უბრალოდ მეტი გამოცდილება რო ქონოდათ სიუჟეტის მოწოდების ამბავში და თამაშშივე გამეგო ყველაფერი საერთოდ ფანტასტიური იქნებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: Visage

Unread post#6 » 13 Feb 2022 16:42

ძაან კაი თამაშია, უბრალოდ პაზლების მოყვარული თუ არ ხარ მომენტებში ტვინს ჭამს, რე 2 საც გავს ანუ ერთ პატარა რუკაზე დარბიხარ და მაგ რუკაზე გიწევს პაზლების პოვნა და კეთება, პირველი თავი კაი იყო აი მეორემ ცოტა გატეხა ახალი პაზლები გამოჩნდა ისეთ ადგილებში რაც გამოკვლეული მქონდა და თავიდან მომიწია გამოკვლევა, გუგლს მივმართე ამიტო მარა ძაან მაგარი ლოკაციებია და დავხურავ ბოლომდე, მიტოვებული სახლი, სასაფლაო, საავადყოფო, ძაან კაი ადგილებია, ყველაფერი ჯერ არც მინახავს და იმედია საინტერესოდ წავა ყველაფერი

სიუჟეტს რაც შეეხება სახლის ყოფილი მაცხოვრებლების ისტორიას კარგად ვიგებ მარა პერსონაჟი რომლითაც ვთამაშობ არც ვიცი ვინაა ან რა კავშირი აქ სახლთან მარა არც მაინტერესებს რატომღაც იმდენად საინტერესოა უბრალოდ გარედან უყურო ამ ხალხის ისტორიას რომლებიც სახლში ცხოვრობდნენ
smothered in the crib

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 43 guests


cron