Brigador, PC / Tactical Wargame / გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Brigador

Unread post#1 » 05 Aug 2021 03:10

Brigador
>>>

რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით გავიგე ამ თამაშის შესახებ. თავიდან ისე ჩაუვარდათ გაყიდვების მხრივ, რო ცალკე ნიუსებად იდებოდა, თუ რამდენად იძირება სტიმის ორიგინალური პროექტები, სქამერული პროექტების ფონზე. მერე GOG ზე დაიდო უფასოდ და ეხლა მეტ ნაკლებად დაინახა მომხმარებელმა.

რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ნახვა. ერთი 2 საათი ვითამაშე და რაც ამ მომენტისთვის შემიძლია რო ვთქვა - არი ნოსტალგიაში გადავარდნილი გეიმერების, გულით და ყველა ტრადიციის სიყვარულით გაკეთებული მექა ტაქტიკური ექშენი. თამაშს აქვს უნიკალური , მომენტებში უაზროდ ლამაზი და ნოსტალგიის მომგვრელი ვიზუალი. მუსიკა მსგავსი ექშენების დამახასიათებელი, ოქროს წლების მინიმალისტური ელექტრო ტრეკების სახით არი წარმოდგენილი და რამე ორიგინალ დეუს ექსს, ან ნებისმიერ სხვა კიბერ პანკ სეთინგშიც ძალიან მაგრად იგრძნობდა თავს (ფლეილისტი რო გაუშვი, მთელი ნახევარი დილა კომპიუტერთან ამ მუსიკის ფონზე გავატარე).

გეიმფლეი ელემენტებს ნელნელა გაცნობენ და გიხსნიან. არვიცი ვის რამდენად გახსოვთ, მარგამ სეგა მეგა დრაივის ძალიან საყვარელი Strike სერიის სული დევს სათამაშო პროცესში (Desert Strike, Jungle Strike). გაქვს რუკა და მასზე გასანადგურებელი ცენტრალური ობიექტები, ასევე გვერდითი მისიები, რომლების შესრულებაც ოფციონალურია, მაგრამ სასიამოვნო. ძალიან აქტუალურია ტყვიების რაოდენობა და სიცოცხლის კონტროლი. ერთი გაუაზრებელი გამოჩენა მტრის წინ და ეგრევე თავიდან გიწევს მისიის დაწყება.
გარემოს განადგურებაზე დიდი აქცენტია გაკეთებული, ყველაფერი იმსხვრევა და ამაში დამატებით კრედიტებს ღებულობ. ძალიან ბევრ რამეს მახსენებს თამაში, მომენტებში, როცა ქალაქში რანდომზე მორბენალ მოაცხოვრებლებს გადაუვლი Carmageddon ვაიბიც მოაქვს. ვიზუალურად მომენტებში ძალიან გავს ორიგინალ Syndicate. ერთი სიტყვით ყველაფერი ნოსტალგიური და საყვარელის გემოვნებიანი ნაზავია. ჯერ ეხა დავიწყე და იმედია რაიმე უხერხულობა არ ამომაგდებს მუღამიდან.

Riddick
Posts: 11696

Re: Brigador

Unread post#2 » 05 Aug 2021 11:47

ქალაქი სანამ ელექტრო ენერგიის სადგურს ავაფეთქებდი https://i.imgur.com/uwWmqs3.png
ქალაქი ელექტრო ენერგიის სადრგურის აფეთქების შემდეგ https://i.imgur.com/WRCoC5f.png

Riddick
Posts: 11696

Re: Brigador

Unread post#3 » 23 Aug 2021 00:46

მთავარი კომპანია გავიარე. ზუსტად ორი მისია იყო სადაც ჩელენჯი იდებოდა, დანარჩენი სუფთა ატმოსფერული ექსფერიანსის დონეზე, უბრალოდ დადებით ემოციას რო იღებ. მარა დაიწყო დამატება და გრადუსი გაიზარდა ერთი 200% ით. თან იმდენად ძნელია, რო სადღაც 10 15 ჯერ ვითამაშე თავიდან ერთი მისია და მაინც ვერაფერს ვერ ვშვრები. მომწონს, ფაქტია რო ამის მსგავსი მისიებისთვის არი შექმნილი ეს თამაში. იმედია იმდენად ძნელი არ იქნება რო ვერ გავიდე პროსტა ))

მარცხნივ, ტანკით ვარ მე და მარჯვნივ მექების ზომები აბა https://i.imgur.com/61EXcI7.png

Riddick
Posts: 11696

Re: Brigador

Unread post#4 » 31 Aug 2021 23:19

ვინდოუსი გადავაყენე და ქლაუდზე არ აღმოჩნდა შენახული. დეველოპერის კონსოლით, ტყვიებით და უჩინრობით თავიდან მომიწია მთლიანი თამაშის გავლა. მივედი ბოლოდან 5 მისიამდე და ისეთი კარგი ჩელენჯი დაიდო რო ღირდა ამდენ წვალებად. ერთი ნახევარი საათი მარტო ერთ მისიას ვეჩალიჩე, მარა ამასობაში თამაშის გეიმფლეის ღრმა ლეიერებს რო ხვდები და ნერვები რო გეშლება რო ესეთი არ იყო ყველა მისია. ეხა ბოლო 4 ტური დამრჩა, ალბათ სასტიკად ძნელი იქნება. ეხა ერთი ჩაი და უნდა ჩაუჯდე ისევ.

Riddick
Posts: 11696

Re: Brigador

Unread post#5 » 02 Sep 2021 18:59

მოკლედ ორი დღე ბოლო ორ მისიაზე დავხარჯე. არვიცი ვინ როგორ გახვალთ, მარა მე ჩამიჯ**ა მუღამში. გეიმ დიზაინის ყველაზე ცუდი მაგალითი იყო. გამირთულე და ჩელენჯი მომეცი კი ბატონო, მარა უცებ ტურში ერთ პიქსელიანი კამიკაძეები რო ჩამისვეს 400 ცალი და ორ პიქსელიანი მოტოციკლეტი კამიკაძეები 200 ცალი, ეგრევე მოკლა განწყობა. ეგ ინგეიმ ნიშნავს, რო განუწყვეტლივ ესვრი პიქსელებს, რო არ აგაფეთქონ და პარალელურად ხოცავ რეალურ მტერს და თან ტყვია არ გედროფება ნორმალურად, სიცოცხლე არ გედროფება, შენი ნასროლი გაზი შენვე გაკლებს თუ გაიარე და მოკლედ 20 წუთი ითამაშებ, ერთი მოტოციკლეტი მოგეპარებია და ვსო :) შევწუხდი :)
მთლიანობაში კარგი იყო, მარა ისე გადაღუნეს ბოლოს რო გამიფუჭდა ექსფერიანსი.
მუღამში ვინც ხართ მსგავსი რამის მაინც გაუწევ რეკომენდაციას.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 88 guests


cron