Vampyr, PC, PS4, XONE, Switch / Action-RPG / აღწერა

თამაშების თემები ◀ დეტალები ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#21 » 21 Jun 2021 22:01

ერთი საყვარელი პერსონაჟის მოკვლა მომიწია და ეგ მომენტი გამიტყდა, მთლიანობაში შევეგუე მაგ ამბავს. თითონ რაც უნდოდა მამაოს ის გავაკეთე და მიუშვი, ვიფიქრე ამ გზით უფრო მეტს დაიცავსთქო, მარა ნუ გაუგებრობა აღმოჩნდა ჩემი მხრიდან. ვერ აღვიქვი გარემოებები სწორად.
იგივე ლოკაციაზე რო მიდიხარ და ყველა გადაქცეული გხვდება, ძაან მოქმედებს და გული გწყდება, მარა რაღაც ახალი, უცხო შეგრძნებებია. იგივე რაც ვინმეს გამიზნულად მოკვლისას. ერთი ორი ტიპი გავისტუმრე საიქიოში და რო ვხოცავდი რეალური მკვლელის განცდა მქონდა. ძაან გამისწორდა კლიშეებიდან ამოვარდნა და თავის მონსტრად აღქმა. მომინდა რო სურვაიველ ელემენტები ქონდეს თამაშს და გადასარჩენად გიწევდეს ხალხის გამეტება. არ იცი რა მოყვება, მარა იმ მომენტში იცი რო მოსაკლავი ნაბოზ...ია და აკეთებ.
იქ მედდას ვერ გადავარჩენინე პაციენტი, აქ მამაო არ გამოვაფხიზლე და კულტი ჩამოაყალიბა, მარა მე მომივიდა (ს) განცდით და იმ შეცდომის მიღებით თამაში ვაფშე სხვა გამოცდილებაა.
ყველა თამაშის მეტრს ვირგებ ისე გავდივარ.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#22 » 21 Jun 2021 22:11

ხო, და ბანდიკამმა ძალიან მასიამოვნა. 200 სქრინი გადავიღე უკვე. ძაან ფოტოგენური თამაშია ზოგადად.

https://i.imgur.com/AaeBSFL.png / https://i.imgur.com/YtXBeRw.png / https://i.imgur.com/dV1UXig.png / https://i.imgur.com/p5C6q9S.png / https://i.imgur.com/VEF2OEo.png / https://i.imgur.com/wcSgqvV.png / https://i.imgur.com/T7QMrfE.png / https://i.imgur.com/DzMh2UP.png
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Vampyr

Unread post#23 » 21 Jun 2021 23:23

Riddick

მე ერთადერთი კაცი გავწირე ჩემი ვამპირული გზით და დადებითი გავლენა იქონია ორი ადამიანის ცხოვრებაზე. მაგრად გამისწორდა
კანადიელი დეველოპერები

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#24 » 13 Jul 2021 13:03

ძაან ტრაგიკულად წამივიდა უცებ ამბები და მაგრად განვიცდი :) თან განვიცდი და თან არ მჯერა რო ესეთ ემოციებშივარ. ქართული მენტალიტეტით მოვიქეცი, ვიღაცეებს რაღაცეები ვაპატიე, რაღაცეებს თვალი დავხუჭე და ღირსეულად ჭკუაც მასწავლა თამაშმა. გაოცებული და თან ნასიამოვნები ვარ. რეალურ ცხოვრებაში რო რაღაც ცუდათ წავა, ეგეთი აღქმა მაქ ))
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Vampyr

Unread post#25 » 13 Jul 2021 16:06

ღადაობა ისაა რომ ეგეთი ნაწერით ვერ ვხვდები ზუსტად რა მონაკვეთს გულისხმობ.
იდენნაირად შეიძლება წასულიყო საქმე :D
კანადიელი დეველოპერები

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#26 » 14 Jul 2021 01:06

რაღაც კარგ რომანს, ან ნაწარმოებს რო წაიკითხავ და ხვდები რომ სიამოვნების გარდა პიროვნულად ზრდის ელემენტებიც ჩაგიდო, რაღაც ისეთი გრძნობამაქ ეხა ამ თამაშის დამთავრების მერე. მთელი გულით და სიყვარულით გაკეთებული სამყაროა, რომელიც რეალურად სანთლის შუქით არი საძებნელი დღეს. ეს იყო ინტერაქტიული გამოცდილება, რომელიც გელაპარაკება მორალზე, ადამიანობაზე და ადამიანებზე ისე მაგრად როგორც ამას დღეს სხვა მედიუმები ვერ ახერხებენ და მიხარია, რო არ გამომრჩა ამხელა არჩევანში.
შევეცდები რო ამ დღეებში კიდევ უფრო დეტალურად დავწერო. ეხა ენდინგის მოცემულ, ლორის მომენტებში გარკვევა მინდა კარგად. რაღაცეებს ვერ ჩავწვდი ბოლომდე და მინდა რო ერთიანი სურათი შევკრა თავში.
დიდი მადლობა Dontnod Entertainment, Saber Interactive-ს ამ ეპიკური გულახდილობისთვის, ისეთ სეთინგში რომელიც მაგარ საყვარელ ჟანრებს აერთიანებს, იდეალური ჰარმონიით. vampire the masquerade bloodlines და Bloodborne გზაგასაყარზე მყოფი, ინგლისური ფოლკლორის, ისტორიის და ზოგადად მათი კულტურის საპატივსაცემო დიდი და ლამაზი ჟესტია. ბრავო და ველოდებით ამ სამყაროს განვითარებას ისე, როგორც ველოდებოდი პირველი ვიჩერის მერე მის მომდევნო სერიას. ხარისხით და ახლის მთქმელობით, ძალიან გვანან ეს ორი.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Vampyr

Unread post#27 » 14 Jul 2021 11:07

ღამე გაუთენე? :D

ბოლო დიალოგი იყო ძალიან უცხო და მშვიდი, რაღაცნაირად ვაჟკაცური ატმოსფეროს დამჭერი ჩემთვის
კანადიელი დეველოპერები

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#28 » 16 Jul 2021 09:16

ზოგი პერსონაჟის ცოტა გაუგებარი წარმომავლობის გამო, პროლოგის ივენთების ჯაჭვი ბოლომდე ვერ გაგვიგე და ამ ვიდეომ დამილაგა კარგად https://www.youtube.com/watch?v=ANfxsWz_mZY

სპოილერ:


Red Queen - ძაან განზოგადებულად არი ახსნილი რა ძალაა, ვერ გავიგე რა ფორმით , რატო და როდის იბადება.
William Marshal - ვერ გავიგე რა ფორმით დაემართა სისხლის მოწამვლა და რა ფენომენია საერთოდ, ეგეც ძაან განზოგადებულად არი ხასნილი.
Elisabeth Ashbury - ელიზაბეტის და მარშალის ურთიერთობის ხაზიც ზედაპირული და არადამაჯერებელი მომეჩვენა.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#29 » 17 Jul 2021 20:43

ბევრის წერა მეზარება, შევეცდები შედარებით მოკლედ გადმოვცე ის რისი თქმაც მინდა (რაც არ გამომივიდა).

თავიდან ყველაფერი, უკვე ანალოგიად მოყვანილი, პირველი ვიჩერივით, საკმაოდ უსახურად იწყება. მაგრამ როგოც კი პირველ თავისუფალ ლოკაციაში ხვდები და პირველ დიალოგს გადუხარ ნებისმიერ ქალაქის მაცხოვრებელთან, ხვდები რომ რაღაც არასტანდარტულს თამაშობ. ძნელია ყველა იმ სიბრტყის გამოყოფა, რაც თამაშის ღირებულებად მიმაჩნია. აქ ერთიანად არი გაცოცხლებული მთელი სეთინგის დროისთვის დამახასიათებელი ინგლისური ფოლკლორი (The Witcher უბრალოდ ვიქტორიანული ინგლისის, კერძოდ კი ლონდონის სეთინგში). ეს არი ის თამაში რომელიც უნდა ყოფილიყო The Order: 1886.

იმაზე რომ თამაში რეალურად დიდი ნაშრომის შედეგია, მეტყველებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მისი მხატვრული დამუშავება. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს მეცნიერება, მედიცინა, ვამპირები, თავიანთი მასკარადით და ეპიდემია, რომელიც სხვა ზღაპრულ არსებებსაც სამყაროს გააზრებულ ქმნილებებად აღგვაქმნევინებს. ეს უბრალოდ ერთ სიბრტყეზე კი არ დევს, აქ ყველაფერი ერთი მეორედან გამოედინება. ვამპირები იდეალურად არი შერწყმული ფარულ, მართველ ელიტასთან. ვირუსი იდეალურად არი შერწმული ვამპირებთან და მეცნიერებასთან, რომელიც ამის კვლევის პროცესშია. გარემო, ზღაპრული არსებები, იდეალურად არი გამართლებული ვირუსით. ზოგადი დეპრესიული მდგომარეობა, გაჭირვება იდეალურად გადმოსცემს მაშინდელი დაბალი სოციალური ფენების ცხოვრების წესს და ამავდროულად იქვე მორბენალი მონსტრები, უკვე რაღაც ბუნებრივი ხდება მოთამაშის თვალში.
ერთი შეხედვით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ელემენტების, ესე ნიჭიერად, ერთ საერთო სამყაროდ გარდაქმნა, არის ძალიან იშვიათი რამ, რაც ცოტას გამოსდის.

მაგრამ, მაგრამ ამაზე არ მთავრდება სტუდიის ინოვაციურობა. დღეს მე Vampyr ყველა პერსონაჟს ვიცნობ და მახსოვს. ყველას. ეგეთი რამე რომელიმე RPG თუ გინახავთ საერთოდ? ანუ ადგნენ და როლფლეი თამაშში შემოიტანეს პოერსონაჟების, და მათთან ურთიერთობების ყველაზე საინტერესო მექანიკა, რაც კი სადმე შემხვედრია. რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პერსონაჟს აქვს დახურული დიალოგების ხე, რომელიც მის გარშემო ინფორმაციის მოძიების მეშვეობით იხსნება. ეს მოძიება ხდება ძალიან მრავალფეროვანი მეთოდებით - თვალთვალი, სხვა პერსონაჟებთან დიალოგი, სხვადასხვა ნოუთების კითხვა, გარემოს ექსპლორაცია და სხვა. ეს იმდენად საინტერესოს და რეალისტურს ხდის თამაშის პროცესს, რომ ამის გარეშე მე არჩევანზე დამოკიდებული, სერიოზული როლფლეი თამაში აწი ვერ წარმომიდგენია. ამ უერიერთობების ძაფების გახსნა-ვე წარმოადგენს საიდქვესთებს, რომელიც რეალურად არაფერს არ გავს, იმდენად თამაშის ცენტრალურ კონტენტად აღიქმება.
მე დღეს შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დონეზე 1918 ინგლისში ნაცხოვრები მაქვს. ვიცნობ იმ პერიოდის ადამიანებს, მათ პრობლემებს, მათ ხასიათს და ასევე მათ ხორცშეხმულ შიშებს. მათთან ურთიერთობა და მათთან დაკავშირებული ამბები იმდენად მაღალ დონეზეა გაწერილი, რომ რეალურად ძალიან მაგარი სერიალის ნახვის ეფექტიმაქ.

ეს თამაში დიდი აღმოჩენაა ჟანრში, მარგამ მინუსების გარეშეც ვერ გამოვა ლაპარაკი. ნუ მინუსები რა, უბრალოდ იმ მომენტების რაც სიტყვაზე ბოლომდე გახსნაში კიდევ უფრო დაეხმარებოდა.
იმის მიუხედავათ, რომ ქალაქი და მასში თავისუფალი ბოდიალი ძალიან შემიყვარდა, მაინც არ მტოვებდა განცდა რომ ცოტა ბუტაფორიულ გარემოში ვიყავი. რაღაც აკლია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან ბრტყელი რატომღაც. ზოგადად ლეველდიზაინის მხრივ, ვისურვებდი რომ მეორე დისჰონორდის დონის იყოს მინიმუმ. მეტი სიცოცხლე და მრავალფეროვნება ჭირდებოდა გარემოს.
არ დავმალავ იმასაც, რომ ენდინგი ცოტა მიჩქმალული მომეჩვენა. აშკარად მეტი ეპიკი და გაკეთებული არჩევნებით გამოწვეული, მეტად განსხვავებული დასასრულების ვარიანტები იყო საჭირო. მაგრამ მთლიანობაში, აი ეხლაც რომ ვწერ გულწრფელად მიხარია, რომ როგორც იქნა ესეთი რამ მოხდა. მოხდა Vampire: The Masquerade გაგრძელება, იმ სეთინგში, რომელშიც ძალიან დიდი ხანი მინდოდა, რომ მომხდარიყო. და გრძნობების თვალსაზრისით, რაც თამაშში მივიღე, ბევრად უფრო სერიოზული გამოცდილება იყო ვიდრე იგივე, ყველასთვის საყვარელი მასკარადი. Vampyr არის ბევრად უფრო ინტელექტუალური, სიღმისეული ნამუშევარი.

ბოლოსთვის სქრინები შემოვინახე, მგონი ატმოსფეროს საკმაოდ კარგად გადმოსცემენ https://imgur.com/a/JJLpMsv
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Vampyr

Unread post#30 » 17 Jul 2021 23:31

ეს ვიდეოც იდოს აქ, სპოილერია, ლორის მომენტებს პასუხობს https://www.youtube.com/watch?v=yHJP0NaU1ws
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
GHOST
Posts: 1887

Re: Vampyr

Unread post#31 » 18 Jul 2021 10:09

რასაც ვკითხულობ, პათოლოჯიქს მახსენებს და გამოდის, სათამაშო მაქვს ესეც. :დ

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Vampyr

Unread post#32 » 18 Jul 2021 11:28

ბაჩო, კაროჩე ფინალური კვანძის გახსნა უნდა გაეწელათ და უფრო დეტალურად აეხსნათ, მეტი დრო უნდა დაეთმოთ მოთამაშისთვის, რომ გარკვეულიყო სიტუაციაში და არა მოყოლით მოესმინა და ბევრად უფრო ეფექტურ ფინალს მივიღებდით. ეგ დაგაკლდა შენ.
მე მთლიანობაში ისტორია ძაან გამისწორდა.

ნუკრიმ რაც მოგწერა მეც მაგაზე ვფიქრობ ეხლა, წარმოდგენა არ მაქვს რაზე ბაზრობ.
მე არავინ გადამქცევია ვაფშე ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. ;დ
თამაშის შეფასებაში 100% შენთან ვარ, მამენტ მე ალბათ კიდევ უფრო მეტადაც დამევასა. ჩემთვის ძაან ტოპ იგრა გახდა, რომელსაც მივაკითხავ ხოლმე დროთა განმავლობაში.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Ripster
Posts: 1816

Re: Vampyr

Unread post#33 » 27 Dec 2021 14:34

სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის ეფექტი ჰქონდა ამის ჩართვას

ძალიან კარგია <3
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Tom Clancy
Posts: 2067

Re: Vampyr

Unread post#34 » 27 Dec 2021 15:53

ყველაზე კარგი ისაა რომ ბოლომდე ინარჩუნებს მაგ ჰაერს :D
კანადიელი დეველოპერები

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 39 guests