Vampyr, PC, PS4, XONE, Switch / Action-RPG / აღწერა

თამაშები და აღჭურვილობა ◀ ანონსის დეტალები ◀ რელიზის აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
Riddick
Posts: 10872

Vampyr

Unread post#1 » 09 Jun 2021 14:10

Vampyr
>>>

Vampyr - 2018 წელს ფრანგული სტუდია Dontnod Entertainment ძალებით Windows, PlayStation 4, Nintendo Switch და Xbox One პლადფორმებისთვის შექმნილი და Focus Home გამოცემული Action/RPG ჟანრის თამაში.
Vampyr მოქმედება 1918 წლის ლონდონში ვითარდება. მთავარი გმირი, ექიმი ჯონატან რიდი, პროლოგშივე ვამპირად იქცევა და მისი ახალი რეალობის გამო დიდი შინაგანი დილემის წინაშე ამოყოფს თავს. მასში ადამიანების გადარჩენის მრწამსი და ახალი სისხლის მსმელი ნატურა უპირისპირდება ერთმანეთს.
დეველოპერები რეალურად დადიოდნენ ლონდონში და ეცნობოდნენ ისტორიულ მასალებს, რათა თამაშისთვის XX საუკუნის ქალაქის რეალისტური მოდელი შეექმნათ. ნახევრად გახსნილი თამაშის სამყარო რამდენიმე რაიონად არის დაყოფილი და მოთამაშის მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად იცვლება.
გასვლისას, მოთამაშეს სხვა პერსონაჟების მოკვლის ვალდებულება არააქ, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ სწრაფად განვითარებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა გექნებათ; ბრძოლისას მოთამაშეს ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ვამპირების სპეციალური შესაძლებლობების გამოყენებაც შეუძლია.
Vampyr გამოსვლისას პრესის შერეული შეფასებები დაიმსახურა: მიმომხილველებმა თამაშის ატმოსფერო, სცენარი და პერსონაჟის განვითარების სისტემა მაღალი ქულებით შეაფასეს, ხოლო საბრძოლო სისტემამ და ტქნიკურმა შესრულებამ კრიტიკა დაიმსახურა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#2 » 09 Jun 2021 17:47

ეს თემა ნიშნავს, რომ თამაში დაიწყე? :)
TELL THE TRUTH

Riddick
Posts: 10872

Re: Vampyr

Unread post#3 » 09 Jun 2021 18:29

კი დავიწყე :)
თავიდან ვერაფერი განსაკუთრებული და მოკლედ ველოდბი როდის გამიშვებენ თამაშში ჩემ გემოზე. რაღაც მომენტები კი იყო, მარა ნუ ძირითადად სტანდარტული სთორი ბილდინგი და არაფრით გამორჩეული კომბატი. ხოდა გავიდა პროლოგი, წავედი საავადმყოფოში სამუშაოდ და ნელნელა გაშალა ფრთები. პირველად დიალოგები რო ვნახე ეგრევე მივხვდი რო რაღაც ინდივიდუალური ხდებოდა უკვე. დიალოგების სისტემა რო საინტერესო გაკეთებული ყოფილიყო ეგეთი რამე არც მახსოვს ზოგადად არსად. აქ მინი გეიმივით არი, ჯერ რაღაც ოფციები არ გაქ ხალხს რო ელაპარაკები და სხვებისგან რო გებულობ იმ კონკრეტულ პერსონაჟზე რაღაც დეტალებს, მერე ამ პერსონაჟს პირადი კითხვები ეხსნება და უცებ, ცხოვრებაში პირველად პერსონაჟების რესერჩის მუღამი გამიჩნდა.

ბევრი ვერ ვითამაშე ჯერ, მარა ეხა ქალაქში ვიბოდიალე ცოტა და ეგეც მოშნად ატმოსფერული გამოდგა. ბლადბორნის ვაიბი მოაქ. ცოტა უფრო გავერკვევი და დავბრუნდები )))

User avatar
Ripster
Posts: 1722

Re: Vampyr

Unread post#4 » 09 Jun 2021 18:43

მეც ვუმიზნებ ამას
რომ გამოვიდა მაშინაც მესიმპათიურებოდა და როგორღაც გამოვტოვე
მარი თიჩს თაკო ფანდური

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#5 » 10 Jun 2021 00:31

Riddick
ბლადბორნის ვაიბი

ბლადბორნის ვაიბი მომივიდა მეც ეგრევე, კიბეებით ჩასასვლელი და პატარა ხიდები როა ქალაქში გაკეთებული, გზებზე ჩირაღდნებიანი ხალხით.
დაჟე ერთი რეფერენსიც დავიჭირე ბლადბორნზე, მაგრამ არ ვიცი ეგ შემთხვევით ქნეს თუ სპეციალურად :D

წავედი საავადმყოფოში სამუშაოდ და ნელნელა გაშალა ფრთები. პირველად დიალოგები რო ვნახე ეგრევე მივხვდი რო რაღაც ინდივიდუალური ხდებოდა უკვე. დიალოგების სისტემა რო საინტერესო გაკეთებული ყოფილიყო ეგეთი რამე არც მახსოვს ზოგადად არსად. აქ მინი გეიმივით არი, ჯერ რაღაც ოფციები არ გაქ ხალხს რო ელაპარაკები და სხვებისგან რო გებულობ იმ კონკრეტულ პერსონაჟზე რაღაც დეტალებს, მერე ამ პერსონაჟს პირადი კითხვები ეხსნება და უცებ, ცხოვრებაში პირველად პერსონაჟების რესერჩის მუღამი გამიჩნდა.

ამან დამიჭირა მე ძალიან. ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა უსულო პერსონაჟები არიან ისეთ თამაშში რომელიც გაიძულებს სიუჟეტს გაყვე და სამყაროთი დაინტერესდე. აქ ყველასთან სახლში შესვლა და ჩაის დალევა გინდება შენი ექიმი ვამპირი პერსონაჟით.
უნიკალური მომენტი, რაც სულ თან დამყვებოდა, იყო მუდმივად პერსონაჟების განსჯა უცნაური პოზიციიდან - ნებისმიერი მათგანის დასჯა რომ შეგიძლია. ღმერთივით ხარ მოვლენილი ამ უბედურ უბნებში და ხალხის ბედი გიჭირავს ხელებში.


Ripster

მასე ვიყავი მეც, რომ გამოვიდა დამევასა, შევინახე და აგერ ახლახან დავხურე, ისიც მინდიამ გამახსენა.
არ ინანებ დაიწყე კაკრას ახლა ბაჩოსთან ერთად და ცვალეთ აზრები :D
TELL THE TRUTH

Riddick
Posts: 10872

Re: Vampyr

Unread post#6 » 10 Jun 2021 14:55

ადრეც ხშირად მითქვამს, რო უაზროდ დიდი ლოკაციებს ვერ ვიტან და მირჩევნია პატარა, მყუდრო სამყაროები, როგორიც არი მაგალითად Vampire: The Masquerade. აქაც იგივე, პატარა და ატმოსფერული რაიონია და რაც მთავარია უშუალოდ ჩართულია სიუჟეტში, რაც იმას ნიშნავს რო გარემო გამოყენებულია თამაშის პროცესში და არ არის იმიტომ, რომ უბრალოდ იყოს (როგორც მაგალითად Just Cause -ში). ინდუსტრიალური ლონდონის ღამის ქუჩებში სიარული ცალკე სიამოვნებაა. შერლოკ ჰოლმსის და ჯერ "პატრაშიწელის" ლოკაციებზე დადიხარ ფაქტიურად და თან ისეთი პერსონაჟით რო ყველაზე მაგრად უხდება და ერგება გარემოს.
ამ მომენტში ორი თამაშის სინთეზია ჩემთვის. "დიჰონორდიც ძაან ბევრია" და ნუ ბლადბორნს გავს იმიტო რო ისიც ამ ეპოქით არი შთაგონებული. დისონორდის მსგავსება კიდე სხვა დონეზეც არი, აქაც დაავადება მძვინვარებს და თემატიკაც იგივეა ხალხში. გარეშმო კარანტინია და ქუჩებში შედარებით ცოტა ხალხი მოძრაობს.
რითიც სხვა თამაშებს არ გავს და რაც მართლა ძალიან მომწონს, არი საოცრად საინტერესო ის ყველაფერი რაც თამაშის პერსონაჟებს და დიალოგებს ეხება. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველთვის ფონურია ეს ამბავი ყველგან, მაგრამ აქ გეიმფლეის ყველაზე ცენტრალური ნაწილია ურთიერთობა. ქვესტები იწყება და ვითარდება ძალიან დინამიურად, იგივე დიალოგებიდან. უცებ არკვევ რაღაც დეტალებს და ავტომატურად ყალიბდება გამოძიებები ქვესთების სახით, რომელიც ყველაზე ეფექტურია იმისთვის რომ სამყაროს სიღრმე და მრავალფეროვნება გაგრძნობინოს ავტორმა. ფეხზე ამდგარი დაუკრავტი ტაშს ესეთი საინტერესო აღმოჩენისთვის. მეტი ინტერაქტიულობა და ჩართულობა ჭირდება ამ ელემენტს უკვე ძალიან დიდი ხანია.
ჯერჯერობით ძალიან მსიამოვნებს და მერე რა იქნება ვნახოთ. ქვესთებმა და პერსონაჟებმა მგონი წლების განმავლობაში პირველად ჩამითრია. ყველა გამვლელისადმი რო ემპატიაგაქ თამაშში და ეპოქის დაუნდობლობას რო გძნობ, ეგ რაღაც სხვა დონის მიღწევაა.

რამდენიმე სქრინსაც დავდებ - https://i.imgur.com/HY7YhaA.png / https://i.imgur.com/gQRbq22.png / https://i.imgur.com/xQdRVhv.png / https://i.imgur.com/Z3vl83h.png / https://i.imgur.com/GNS3QAB.png

Riddick
Posts: 10872

Re: Vampyr

Unread post#7 » 11 Jun 2021 19:30

ტომი ქალაქში ჩვეულებრივი ბანდიტების მოკვლითაც იცვლება ქაოსის დონე ხო? ანუ პროსტა ჯობია რო გაექცე როგორც მივხვდი... გადაქცეულების მოკვლაც ცუდი ხო არაა? :)

სპოილერზ

მაქცია გავაძრე და მაგრად გამისწორდა :)

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#8 » 12 Jun 2021 00:42

არა არა ეგენი ხოცე რამდენიც გინდა, რეგიონებში სიტუაციას ცვლის ჟურნალში რომ ხალხის სია გაქვს იმათი ბედი მხოლოდ

პროსტა ფარმისთვის ვერ გამოიყენებ დიდად, ექსფერიენსის ფოინთები ძირითადად შემოგდის დიალოგებიდან, ქვესთებიდან და ექიმობისგან :D
TELL THE TRUTH

User avatar
Slacker
Posts: 337

Re: Vampyr

Unread post#9 » 12 Jun 2021 22:29

ჰაა ძმებო, ხოა ეპიჩნი??

საუნდტრეკები არ გიხსენებიათ ესე ცალკე და მე ვიტყვი, რომ ასევე გამართული 10/10 იწერება ამ კუთხით.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#10 » 12 Jun 2021 22:39

საუნდტრეკები ცალკე საუნდტრეკების თემაში დავდე, მე რო ვიყავი გავნელის ქვეშ მაშინ :D
TELL THE TRUTH

User avatar
Slacker
Posts: 337

Re: Vampyr

Unread post#11 » 12 Jun 2021 22:46

https://www.youtube.com/watch?v=lVMxvN9dNzE

ეს იყოს აქ, ვინც შემოვა ჩართოს და ისე წაიკთხოს შემდეგ კომენტარები)))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#12 » 12 Jun 2021 22:47

The flower is dying, it needs water


https://youtu.be/xFHPXdcOsO8?t=77
TELL THE TRUTH

User avatar
Slacker
Posts: 337

Re: Vampyr

Unread post#13 » 12 Jun 2021 22:53

I shall call you Lisa
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#14 » 12 Jun 2021 22:56

This... is... despicable

https://www.youtube.com/watch?v=wutw7lSJ5a0

P.S.
ხვალ დოქტორ რიდის პორტრეტის ფონზე ვიდისკუსიოთ ცხოვრებაზე
TELL THE TRUTH

User avatar
Tom Clancy
Posts: 1890

Re: Vampyr

Unread post#15 » 14 Jun 2021 23:33

ბაჩოძია ველოდებით აფდეითებს აუდიტორია
TELL THE TRUTH

Return to “Gaming”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest