Assassin's Creed Valhalla, PC, PS4, Xone / Action-RPG / მიმოხილვა

თამაშები და აღჭურვილობა ◀ ანონსის დეტალები ◀ რელიზის აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
hellwalker
Posts: 5848
Contact:

Assassin's Creed Valhalla

Unread post#1 » 16 Apr 2021 00:59

Assassin's Creed Valhalla - არის თითქმის კარგი თამაში.

გეიმპლეის კუთხით ყველაზე გააზრებულად გაკეთებული Assassins Creed-ია რაც მე მითამაშია. ოდისეის გეიმპლეი ფუძეს აქ მიშენებული God Of War IV, Zelda: Breath of Wild და Red Dead Redemption 2.

უაზროდ დიდ health bar_იანი ოდისეის კომბატი, უფრო ექშენისკენ არის წაყვანილი და სწრაფ, დინამიურ და გემრიელად სანახაობრივ ბრძოლებად არის გადათარგმნილი.

სამყაროს კითხვის ნიშნები ზელდისკენ არის მიმართული, და მინი პაზლებს გთავაზობს ექპლორაციისას, სადაც განძის მოსაპოვებლად ცოტა უნდა იპარკურო და მარტივი წინაღობები გადალახო.

დამატებულია რამდენიმე თემატური მინი გეიმი. სმა, თევზაობა, კამათლის გორება, სოკოების ჰალუცინაციები, ანომალიები და ა.შ. ეს ყველაფერი გაერთიანებულია Red Dead_ის სტილის მინიმალისტურ "საიდ კვესტებთან" და მიმოყრილია რუკაზე არტიფაქტებთან, და განძთან ერთად.

ოდისეის უაზრო დიაბლოსეიური ლუტის სისტემა გამარტივებულია. შემცირებულია ნივთების რაოდენობა და ხმალ/აბჯარი სეტებად არის გადანაწილებული. სეტების ჩაცმით იღებ ბონუსებს და ნებისმიერი ნივთის ენდგეიმამდე აპგრეიდი შეგიძლია რესურსებით.

მექანიკების უმეტესობა გამარტივებულია და უფრო მიზანმიმართული. ერთმანეთზეა დამოკიდებული და გააზრებულად შერჩეული.

ერთადერთი სკილების სისტემა და შენი სოფლის შენება არის უაზროდ გაკეთებული. სკილების სისტემა სკაირიმის და Path of exile-ის ნაბიჭვარია, რომლის უზარმაზარ ქსელში გარკვევაზე პირველივე წუთიდან ჩაიქნევთ ხელს. სოფლის შენებისას მხოლოდ რამდენიმე შენობაა საჭირო, დანარჩენი უაზრო ბონუსებს გაძლევს. სოფლის მოსახლეობასთან მწირი ინტერაქციები კიდე უფრო უღიმღამოს ხდის მთელ მექანიკას.

შემდეგი კომენტარი ინდივიდუალურია უფრო, მაგრამ ოდისეის ძველი საბერძნეთის მერე მეფე ალფრედის ხანის ინგლისი მოსაწყენი აღმოჩნდა. არც იქით არც აქეთ პერიოდია რაღაცნაირად. არც შუასაუკუნეების რაინდების, ლორდების და ქრისტიანული წყობის შარმი აქ და არც ბნელი საუკუნებიის, პიქტების, რომის და დრუიდების მითოლოგიური ინგილისია. მაგათ გასაყარზე კი დიდ წილად არაკოლორიტული სამყარო გვევლინება.

თამაშის მთავარი ხიბლი არის ვიკინგი მთავარი გმირი და მითოლოგიებთან გადაბმული სიუჟეტი. როგორც Expeditions: Vikings-ში აქაც ძალზე საინტერესო იყო ამ როლის მორგება. მობეზრებული "თანამედროვე მორალის გმირის" ტიპაჟების მერე, კლასიკური ისტორიული დამპყრობელი/მეომარი გმირით თამაში სასიამოვნოა.

მეომრული ღირსება, სიდიადის მიღწევის წყურვილი, ისტორიაში საკუთარი ადგილის გამოჭედვა.

განსაკუთრებით სახალისოა დარბევის მექანიკები. აუთენტურ ვიკინგურ ნავში მიცურავ ინგლისის ვიწრო მდინარეებში და რამე დასახლებას ან ეკლესია რო იპოვი შეგიძლია შენ მეომრებთან ერთად დაესხა თავს. ვალჰალას შეძახილებით შეერკინო საქსონებს, გადაუწვა სახლები, მოიპარო დოვლათი და გაზიდო საკუთარ სოფელში.

როგორც ოდისეის აღწერაში ავღვნიშნე, ასასინის მთავარი სიუჟეტური ხაზი. რომ ღმერთები და მითიური არსებები არიან ადამიანებამდე დედამიწაზე გაბატონებული ცივილიზაციის გადმონაშთი ლეგენდები. ძალიან უხდება უფრო ადრინდელ ისტორიულ პერიოდებს.

ამ ძველი ცივილიზაციის კონფლიქტები, ნამდვილ მითებთან არის გადაბმული და თამაშში გაცოცხლებული ზღაპრული სიუჟეტური ადგილების სახით. ოდინის როლს მოირგებთ და ცნობილ მითებს გადაითამაშებთ ვალჰალაში, ჯოტუნში და ა.შ.

რეალური სამყაროს ისტორია კი გადამანწილებულია სიუჟეტურ არკებზე. მსოფლიო რუკაზე ირჩევ რეგიონს და იმ რეგიონს აქვს თავისი მთავარი სიუჟეტი. სადაც ალიანსის მოსაპოვებლად ეხმარები იქაურ ლორდებს პრობლემების მოგვარებაში.

საერთო ჯამში თამაშს აქვს ყველაფერი რომ იყოს კარგი თამაში. კომბატი, სთორი, ექსპლორაცია და ა.შ. უმეტესობა AAA ოპენ ვორლდებს სჯობს ან არ ჩამოუვარდება.

მაგრამ, ამ ყველაფერს დაბლა წევს ორი დიდი ფაქტორი.

1) მასშტაბი თამაშის. იმის მიუხედავათ რომ რუკა ბევრად შეამცირეს ოდისეასთან შედარებით მაინც უზარმაზარია. რაც იწვევს ცარიელ ოკეანეში პატარა კუნძულებად ჩაყრილი კითხვის ნიშნების ყველა თანმდებ პრობლემას. შენით რამის გამოკვლევას აზრი არ აქ, რუკაზე უნდა მონიშნო ინტერეს პოინტები და იქ იარო. მექანიკები და აქტივობები მეორდება და მოსაბეზრებელი ხდება. ბალანს სახე ეხევა და ხდები ძალიან ძლიერი, რაც კომბატის და აპგრეიდების მუღამს კლავს და ა.შ. კლასიკური AAA Open World პრობლემები.

2) 5 სტუდიიანი, 500 კაციანი უბისოფტის კონვეირი. იმის მიუხედავათ რომ ძალიან სასიამოვნოდ დაკვირვებული დავრჩი მთავარი გეიმ დიზაინერების მიერ მსგავს სიუტაციაში შეკრული თამაშის მექანიკების შეკოწიწების უნარით. მაინც იმედგამაცრუებელია სიღრმის და ხარისხის ნაკლებოდა რაც მასეთი დაშტამპული დეველოპმენტის თანმხლები ეფექტია.
გინდა არ გინდა გეფიქრება, სხვა სტუდიების ხელში ეს მასალა რამდენად უფრო გემრიელად იქნებოდა რეალიზებული.

საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ თამაშის პირველი 20%-ით შეილება გემრიელად მოიხიბლო, მაგრამ მერე დაიწყებს პრობლემები დაგროვებას და თამაშის პროცესით სიამოვნების დონეც ეცემა. ამიტომ სჯობს საიდ აქტივობები დაიკიდო, და ძირითადათ სიუჟეტს მიყვე. ჩელენჯსაც არ გადაუწრებ ბალანსის განადგურებით და მექანიკებსაც ნაკლებად მოიბეზრებ.

საბოლოო შეფასებას 7.8/10-დან ესე დავუწერდი. სეტინგი თუ გევასებათ და შედევრებით არ გაქვთ ბექლოგი სავსე ღირს თამაში.




მიმოხილვის ბოლოს მთავარ :trolface: კითხვას რომ გამოვეხმაურო ბარემ

სად ასასინი სად ვიკინგი სად მეფე ერეკლეს ***
Origin, Odyssey და Valhalla არის პრიქველი თამაშები. აქ ასასინების ორდერი ჯერ არაა ჩამოყალიბებული და ეგ სიუჟეტური ხაზი ბექგრაუნდში ფიგურირებს მარტო.

Valhalla-ში ნორვეგიელ მეომარ პერსონაჟს თამაშობ და კომბატი და ყველაფერი ექშენ მექანიკებს არის მორგებული. ნორდულ მითებთან, ვიკინგებთან, პოლიტიკურ დაპირისპირებებთან და ა.შ. გაქ ძირითადათ შეხება.

ასასინის თემა შემოდის ამ მითოლოგიური საწყისების და პოლიტიკურ კონსპირაციული სიუჟეტის კუთხით. 2 ასასინი პერსონაჟია სულ თამაშში, რომლებიც (სპოილერები რო ავირიდო) თავის საქმეზე არიან ჩამოსული ინგლისში, და შენთვის სკაუტების როლს ასრულებენ.

ანუ ასასინი პერსონაჟით არ თამაშობ და სტელზი არაა მთავარი ექსპერიენსი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 737

Re: Assassin's Creed Valhalla

Unread post#2 » 17 Apr 2021 04:01

ასასინებს აღარ ვთამაშობ ვფიქრობ რო ესე ხშირად რო უშვებენ რა ხარისხი უნდა იყოს თქო, ეგვიპტეში როა ეგ მაქ ნათამაშები ცოტახანი ახლებიდან და საშინელება იყო, ეციოს ასასინები კი მაგრა მიყვარს. მარა ამ რევიუს მერე საინტერესო ჩანს ესეც დრო რო მექნება ჩავუჯდები, ვიკინგების თემა კარგია და რო ამოეწურათ თემატიკა ასასინებზე ამით თუ ჩაანაცვლეს ამ თამაშში კაი გადაწყვეტილებაა
smothered in the crib

Return to “Gaming”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests