Unread post#4 » 27 Jul 2022 00:58
ძალიან არ მომეწონა. ისე რო გადავწყვიტე არც გავაგრძელო. და რაც ყველაზე ცუდია, ესე ცალსახად ვერ გამოყოფ პრობლემას.
ხუთოსნისგან, ცუდად გადამწერის პროდუქტია, რომელსაც მხოლოდ კალიგრაფია უვარგა (ამ შემთხვევაში ვიზუალი თამაშის).
არ მახსოვს ორიგინალი და ისე გამიტყდა ამ გაუგებრობაში მოხვედრა, უყურე ეხა რაღაც მომენტებს სპეციალურად. აშკარად რაც კარგი მეჩვენებოდა და მომწონდა ამდენი წელი, რიმეიქში ძალიან მაგარ ქრინჯს იწვევდა და ნუ ეგრეც ვერ შეგეცვლება გემოვნება...
თუნდაც ის რო უბრალო ტაქსისტი ეგრევე ოჯახში მიიღეს და მეორე დღეს, ნახევარი ბანდა ააფეთქა და დახოცა იარაღით..... მერე კიდე გაუჭირდა ორი დარჩენილი ტიპის მოკვლა, იმიტო რო უკვე სინემატიკი იყო ჩართული და დრამატული კაი ტიპი უნდა გამოსულიყო. ესე იწყება და ნელნელა იმატებს ეს რაღაც გადამწერის თვითშემოქმედება (რომელმაც ძალიან გაიტაცათ).
ერთი სიტყვით ყველაზე ცუდი რაც მოხდა, ტიპებმა შეცვალეს აქცენტები თამაშში, როგორც სიუჟეტური, ასევე პერსონაჟების. ასევე შეკვეცეს და გადააკეთეს უმეტესობა მისია (უმაგრესი მისიები). ამოიღეს ის დეტალიზაცია და რეალიზმი რაც პირველს ქონდა.
აქ კიდე თამაშობ რაღაც დასკრიფტულ ჩიბურაშკობას, რომელიც გაკეთებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არი ძალიან კარგი ვიზუალურად, თავის პერსონაჟების სახის ანიმაციით და ამბებით, მარა პარალელურად ხდება რაღაც სისულელე. იდეაში რამაც უკვე მომდევნო ნაწილები გამახსენა.
ეს იყო რაღაც მაღალი დონის ხალტურა და ვისაც ჩემსავით ნოსტალგია გაქვთ, გირჩევთ უბრალოდ ორიგინალი ითამაშოთ და თუ მაინც მოგინდებათ, მერე მიაყოლოთ ეგრევე ეს ანაკომი )) უფრო გამოკვეთილად იგრძნობთ რაშიც არი საქმე.