Mafia: Definitive Edition, PC, PS4, XOne / Action-adventure / აღწერა

კონკრეტული თამაშები - #ინტერესი #დეტალები #აღწერა #მიმოხილვა #გამოცდილება ...
Riddick
Posts: 11592

Mafia: Definitive Edition

Unread post#1 » 30 Mar 2021 13:41

Mafia: Definitive Edition - სათავგადასავლო ბოევიკის ჟანრის თამაში, რომელიც წარმოადგენს 2002 წლის Mafia: The City of Lost Heaven რიმეიქს. რიმეიქი შექმნილია Mafia III დეველოპერის, Hangar 13 სტუდიის მიერ. ორიგინალის მსგავსად თამაშის მოქმედება გამოგონილ ქალაქ Lost Heaven ვითარდება, ხოლო მთავარი გმირი არის ტაქსის მძღოლი ტომი ანჯელო, რომელიც მოულოდნელად ერთ-ერთი მაფიოზური დაჯგუფების განგსტერი ხდება. Mafia: Definitive Edition -მა ორიგინალის სიუჟეტში და გეიმფლეიში რამდენიმე ორიგინალური ცვლილება შემოიტანა და ასევე ნოლიდან აღადგინა Mafia: The City of Lost Heaven სეთინგი.

>>>

რიმეიქი 2020 წლის 25 სექტემბერს Microsoft Windows, PlayStation 4, Xbox One გამოვიდა და როგორც კრიტიკოსების, ასევე მოთამაშეების კარგი გამოხმაურებები მოყვა - განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს გრაფიკა, ორიგინალის სიუჟეტის შენარჩუნება და 1930 წლების სეთინგში შესრულებული თამაშის სამყარო.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Re: Mafia: Definitive Edition

Unread post#2 » 10 Feb 2022 07:36

ჩავწერე და გაასწორა ძაან კაი თამაშია ვიზუალურადაც და გეიმფლეითაც, რთულ სიძნელეზე ძაან საინტერესოა, მანქანით მომიწია ერთი მისია და nfs ზე უკეთესი რბოლა გამოვიდა
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2077

Re: Mafia: Definitive Edition

Unread post#3 » 10 Feb 2022 13:17

კი ვისიამოვნე მეც :D გადავუარე პირველსაც და მეორესაც რამდენიმე თვის წინ
მივიდეთ, გავესაუბროთ
მივიდეთ, გავესაუბროთ

Riddick
Posts: 11592

Re: Mafia: Definitive Edition

Unread post#4 » 27 Jul 2022 00:58

ძალიან არ მომეწონა. ისე რო გადავწყვიტე არც გავაგრძელო. და რაც ყველაზე ცუდია, ესე ცალსახად ვერ გამოყოფ პრობლემას.

ხუთოსნისგან, ცუდად გადამწერის პროდუქტია, რომელსაც მხოლოდ კალიგრაფია უვარგა (ამ შემთხვევაში ვიზუალი თამაშის).

არ მახსოვს ორიგინალი და ისე გამიტყდა ამ გაუგებრობაში მოხვედრა, უყურე ეხა რაღაც მომენტებს სპეციალურად. აშკარად რაც კარგი მეჩვენებოდა და მომწონდა ამდენი წელი, რიმეიქში ძალიან მაგარ ქრინჯს იწვევდა და ნუ ეგრეც ვერ შეგეცვლება გემოვნება...

თუნდაც ის რო უბრალო ტაქსისტი ეგრევე ოჯახში მიიღეს და მეორე დღეს, ნახევარი ბანდა ააფეთქა და დახოცა იარაღით..... მერე კიდე გაუჭირდა ორი დარჩენილი ტიპის მოკვლა, იმიტო რო უკვე სინემატიკი იყო ჩართული და დრამატული კაი ტიპი უნდა გამოსულიყო. ესე იწყება და ნელნელა იმატებს ეს რაღაც გადამწერის თვითშემოქმედება (რომელმაც ძალიან გაიტაცათ).

ერთი სიტყვით ყველაზე ცუდი რაც მოხდა, ტიპებმა შეცვალეს აქცენტები თამაშში, როგორც სიუჟეტური, ასევე პერსონაჟების. ასევე შეკვეცეს და გადააკეთეს უმეტესობა მისია (უმაგრესი მისიები). ამოიღეს ის დეტალიზაცია და რეალიზმი რაც პირველს ქონდა.

აქ კიდე თამაშობ რაღაც დასკრიფტულ ჩიბურაშკობას, რომელიც გაკეთებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არი ძალიან კარგი ვიზუალურად, თავის პერსონაჟების სახის ანიმაციით და ამბებით, მარა პარალელურად ხდება რაღაც სისულელე. იდეაში რამაც უკვე მომდევნო ნაწილები გამახსენა.

ეს იყო რაღაც მაღალი დონის ხალტურა და ვისაც ჩემსავით ნოსტალგია გაქვთ, გირჩევთ უბრალოდ ორიგინალი ითამაშოთ და თუ მაინც მოგინდებათ, მერე მიაყოლოთ ეგრევე ეს ანაკომი )) უფრო გამოკვეთილად იგრძნობთ რაშიც არი საქმე.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 37 guests


cron