
Disco Elysium -ში მოთამაშის მართვის ქვეშ გადადის ამნეზიის მქონე ალკოჰოლიკი-პოლიციელი, რომელიც გამოგონილ ქალაქ Revachol -ში მკვლელობის საქმეს იძიებს. გმირის მიზანი - არა მხოლოდ დანაშაულის გახსნაში, არამედ მისი წარსულის და გარშემო სამყაროსთან დაკავშირებული მოგონებების აღდგენაში მდგომარეობს. Disco Elysium არ არის RPG ჟანრისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კომბატ სისტემა. ამის ნაცვლად მოქმედება ხდება დიალოგებიდან, რომელიც გადაბმულია პერსონაჟის უნარებთან. მთლიანობაში თამაშში გმირის იდენტობის გადმოსაცემად 24 უნარი გვაქვს. ამის გარდა გვაქვს "პერკების" სისტემაც - "აზრბის ყუთი", რომელიც წარმოადგენს ერთგვარი თვისებების ნაკრებს, რომლებიც შეგვიძლია ან მივიღოთ, ან უარვყოთ.
Disco Elysium -ის წამყვანი დეველოპერი იყო მწერალი Robert Kurvits, რომლის მთავარი შთაგონების წყარო Infinity Engine კლასიკური თამაშები, კერძოდ კი Planescape: Torment გახლავთ. 2016 წელს მან თავისივე შექმნილი სამაგიდო თამაშის მიხედვით, ვიდეო თამაშის გასაკეთებლად ZA/UM სტუდია ჩამოაყალიბა. გეიმფლეის გარდა თამაშის გამორჩეულ ელემენტებად ითვლება ვიზუალური სტილი და British Sea Power -მიერ შექმნილი მუსიკალური გაფორმება.