Disco Elysium, PC / RPG / აღწერა

თამაშები და აღჭურვილობა ◀ ანონსის დეტალები ◀ რელიზის აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
Riddick
Posts: 10872

Disco Elysium

Unread post#1 » 29 Mar 2021 19:17

Disco Elysium - ZA/UM ძალებით შექმნილი და გამოცემული RPG თამაში. თამაში Microsoft Windows -ზე 2019 წლის 15 ოქტომბერს გამოვიდა. დღეისთვის გამოსულია macOS -ზეც, ხოლო ახლო მომავალში იგეგმება PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One, Xbox Series X/S და Nintendo Switch ვერსიებიც.

>>>
Disco Elysium -ში მოთამაშის მართვის ქვეშ გადადის ამნეზიის მქონე ალკოჰოლიკი-პოლიციელი, რომელიც გამოგონილ ქალაქ Revachol -ში მკვლელობის საქმეს იძიებს. გმირის მიზანი - არა მხოლოდ დანაშაულის გახსნაში, არამედ მისი წარსულის და გარშემო სამყაროსთან დაკავშირებული მოგონებების აღდგენაში მდგომარეობს. Disco Elysium არ არის RPG ჟანრისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კომბატ სისტემა. ამის ნაცვლად მოქმედება ხდება დიალოგებიდან, რომელიც გადაბმულია პერსონაჟის უნარებთან. მთლიანობაში თამაშში გმირის იდენტობის გადმოსაცემად 24 უნარი გვაქვს. ამის გარდა გვაქვს "პერკების" სისტემაც - "აზრბის ყუთი", რომელიც წარმოადგენს ერთგვარი თვისებების ნაკრებს, რომლებიც შეგვიძლია ან მივიღოთ, ან უარვყოთ.

Disco Elysium -ის წამყვანი დეველოპერი იყო მწერალი Robert Kurvits, რომლის მთავარი შთაგონების წყარო Infinity Engine კლასიკური თამაშები, კერძოდ კი Planescape: Torment გახლავთ. 2016 წელს მან თავისივე შექმნილი სამაგიდო თამაშის მიხედვით, ვიდეო თამაშის გასაკეთებლად ZA/UM სტუდია ჩამოაყალიბა. გეიმფლეის გარდა თამაშის გამორჩეულ ელემენტებად ითვლება ვიზუალური სტილი და British Sea Power -მიერ შექმნილი მუსიკალური გაფორმება.

User avatar
SLaYeR
Posts: 5723

Re: Disco Elysium

Unread post#2 » 19 Apr 2021 19:15

ღირსების რიტუალი ელიზიუმში:
თუ ხარ ღირსეული კოპი, ეხმარები ხალხს და მიყვები ძველი მეომრების, რაინდი-ბერების გზას, შინაგანი ავტორიტეტი გკარნახობს ასეთ რიტუალს: მარჯვენა ხელის ცერა თითი, ხელი რომელსაც ხმალი უჭირავს, უნდა წაიღო და ტრაკში შეიყო და ამით აკურთხო შენი ღირსება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1722

Re: Disco Elysium

Unread post#3 » 19 Apr 2021 19:43

SLaYeR wrote:ღირსების რიტუალი ელიზიუმში:
თუ ხარ ღირსეული კოპი, ეხმარები ხალხს და მიყვები ძველი მეომრების, რაინდი-ბერების გზას, შინაგანი ავტორიტეტი გკარნახობს ასეთ რიტუალს: მარჯვენა ხელის ცერა თითი, ხელი რომელსაც ხმალი უჭირავს, უნდა წაიღო და ტრაკში შეიყო და ამით აკურთხო შენი ღირსება.

??????????????????????????????????????????
მარი თიჩს თაკო ფანდური

Riddick
Posts: 10872

Re: Disco Elysium

Unread post#4 » 19 Apr 2021 20:01

ნაყინს ვჭამდი და გადმომივარდა ლუკმა

User avatar
SLaYeR
Posts: 5723

Re: Disco Elysium

Unread post#5 » 01 Jun 2021 23:35

ღრმა, ფსიქოლოგიური, სევდიანი და ამავე დროს მამოტივირებელი ძალიან კარგი რამე გამოდგა <3

იმის მიუხედავად რო მთელი თამაშის მამოძრავებელი ბირთვი არის საქმის გამოძიება და პარალელურად ლოკალური პოლიტიკური გარემოს გაცნობა, რეალურად სიუჟეტი ეხება გამტყდარი და განადგურებული კაცისთვის ცხოვრების გაგრძელების სწავლებას, აი აღარც კი ამხსოვს რამდენ ადგილას მქონდა რაღაც რეაქცია და ბოლოს ერთმა დიალოგმა ისეთი რაღაც მათქმევინა რო კაცი სწორ გზაზე დავაყენე, სინდისი ვეღარ გამიშვებდა სხვაგან. ძალიან ჩამწვდა სულში და ძალიან ბნელ მიმალულ გრძნობებს შეეხო ამ კაცის ისტორია, რამდენიმე ფენაზე კარგად შესწავლილი ფსიქოლოგიური დეტალები იდო.
ტოპ ხარისხის კაცური საკითხავია <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 10872

Re: Disco Elysium

Unread post#6 » 02 Jun 2021 11:21

ვა კარგია რო მოახერხე ჩაჯდომა. ტექნიკურ დეტალებსაც გკითხავ ბარემ. რამდენი საათი დაგჭირდა დაახლოებით და რეალურად ძაან რთული ინგლისურით არი დაწერილი?

User avatar
SLaYeR
Posts: 5723

Re: Disco Elysium

Unread post#7 » 02 Jun 2021 11:32

შესვენებებზე ჩართულს ვტო0ვებდი, ლოუდებსაც ბევრჯერ ვაკეთებდი რო სხვადასხვა რამე მენახა, ზოგჯერ ვკეცავდი და არღაცეებს ვეძებდი თამაშის შესახებ და სტიმმა სულ 58 საათი დათვალა ჩართული, კაროჩე მაქსიმუმ completionist მუღამში სადღაც 45 იქნება ნაღდი რა, ესაც ყველაფერი ვქენი თითქმის და მაგიტომ.

ინგლისური არ გამიჭირდა რავი, ადვილად მოწოდებულია 90%, პროსტა ზოგჯერ არის ლორის პონტში ნაკლებად ცნობილ სიტყვებს იყენებენ და არ იცი რა იგულისხმება იქ, მარა რო ამუღამებ სამყაროს ხვდები მერე მაგასაც კონტექსტში, ყველაფრის ერთიანად გაცნობა იყო თავიდან დაამაბნეველი და მერე აღარ. ზოგჯერ ნამეტანი ტექნიკურ დეტალებში შედიან პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და იდეოლოგიებზე და რეალურად უინტერესოა ხოლმე ტექსტი და მანდ ძალიან ლაითად შეგიძლია გაიარო, რეალურად უმნიშვნელოა ხოლმე ეგენი მითუმეტეს როცა იცი უკვე რა როგორ მუშაობს.

ვაბშე თამაშში დიალოგებით გადის დრო, ხოდა თითო ინგეიმ დღე თითო რეალურ სათამაშო დღეზე რო გათვალო, 6 ინგეიმ დღეში დავხურე და 6 რეალურ დღეში როდ ახუროს კაცმა, კაი სერიალივით დააჯდება. დაწყებით უფრო ადრე დავიწყე და მერე ცოტა ხანი გადავერთე, პოზიტიურ ხასიათზე ვიყავი და ამის მელანქოლიური ხასიათის დაბრუნებას დაველოდე :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Gaming”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests


cron