Battlefield V, შთაბეჭდილება

თამაშები ◀ ანონსის დეტალები ◀ პრევიუ ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
Ripster
Posts: 1699

Battlefield V

Unread post#1 » 01 Feb 2021 17:59

>>>
Battlefield V
30 საათამდე დამიგროვდა უკვე ორიჯინში და ორი სიტყვით მინდა მოგიყვეთ რამდენად კარგი რამეა. ვისაც რამე თბილი გრძნობა გაქვთ diceს ამ სერიის მიმართ, ეს ნაწილი ზემოდან აშენებს და აღრმავებს ყველა იმ ელემენტს რაც ამუშავებს თამაშებს. პირველი ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება არის squadებთან დაკავშირებული. პატარა გეიმფლეის ცვლილებით მოახერხეს ის რაც სხვა bfებში არ იყო. წინა ნაწილებში სქუადი ბუტაფორიული იყო ყოველთვის. ვინმე შენ ნაცნობთან ერთად თუ არ თამაშობდი მარტივად შეგეძლო მაგათ გარეშე გაგეკეთებინა ის რასაც აკეთებდი. დატვირთვა არ ჰქონდა და სიღრმე. აქ სქუადს აქვს ფუნქცია და მოქმედებთ ერთად. სქუადის ლიდერი გასცემს ორდერებს, რომლის შესრულების დროსაც გერიცხებათ ფოინთები. ფოინთების გამოყენება შეიძლება ბევრი საჭირო რამის გამოძახებაში - ამუნიცია, არტილერია, სმოუქი ეტც ეტც. ორდერს თუ მოითხოვ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ლიდერმა არ გასცა, ლიდერობა ერთმევა და გადმოდის შენზე. კარგი სქუადით შეიძლება გაამაგრო პოზიცია და სახე გააძრო ყველას
ლევალუშენით დანგრეული გამაგრებული ადგილები თუ შენი კონტროლის ქვეშ არის, შეგიძლია აღადგინო რაღაც ნაწილი რაც პოზიციის გამაგრებაში გეხმარებ.
ასევე, სიკვდილის დროს შენი გაცოცხლება მედიკების გარდა შეუძლიათ შენს სქუად მეითებსაც. ანიმაცია უფრო გრძელია, მაგრამ ფუნდამენტურად ცვლის ბრძოლის ველზე სიტუაციას.
დაჭრის შემთხვევაში სიცოცხლე ბოლომდე თავისით აღარ გევსება, ჰელსპაკი შეგიძლია ერთი ატარო, დანარჩენისთვის საჭიროა მედ პუნქტები იპოვო ან გყავდეს გვერდით მედიკი.
იგივეა ტყვიებზეც, ტყვიები გიმთავრდება და საფორთის კლასია საჭირო გვერდით, ან ამუნიციის ქრეითები.
ლეველები დიდია, სახასიათო, ლამაზი და გეიმფლეის კუთხით საინტერესო.
არის ქასთომიზაციის უამრავი საშუაელბა, როგორც გეიმფლეის კუთხით ასევე ვიზუალური.
რეჟიმები ნებისმიერი ხასიათს მოარგებ. რუქებზე ვიზუალური/გეიმფლეი ცვლილებები შუა ბრძოლისას ისევ არის. ბევრი მეფი დეტალურად არ მინახავს მაგრამ უდაბნოში ქვიშის ქარიშხალი ამოვარდა ერთხელ და ვიზიბილითი 0ზე დააგდო. ერთხელ პესიფიკ მეფზე შტორმი ამოვარდა.
სერიაში საუკეთესო განფლეია, ჩემი აზრით
ცალკე აღსანიშნავია აუდიო ნაწილი. ომში ხარ :D
ძალიან მაინტერესებს BFVI ზე რას იზამენ. როგორც ჩანს თანამედროვე დროში უნდა იყოს მოქმედება და ახალი კონსოლების ssd-ს გამოყენებით წესით რეჟიმებზე ხალხის რაოდენობა უნდა გაზარდონ.
:flower:
მარი თიჩს თაკო ფანდური

User avatar
Tom Clancy
Posts: 1867

Re: Battlefield V

Unread post#2 » 01 Feb 2021 18:14

ეს არის ჯერჯერობით ბოლო installment-ი ხო? ღირს ამაზე შემოერთება თუ სადაცაა გამოვა VI?
მარი ქიქს თაკო პანჩური

User avatar
Ripster
Posts: 1699

Re: Battlefield V

Unread post#3 » 01 Feb 2021 19:13

იდეაში მალე უნდა გამოვიდეს VI, მაგრამ ცოცხალია ეს და მეეჭვება კაი ხანს მოკვდეს კიდევ
გინდ ეს და გინდ 1
მარი თიჩს თაკო ფანდური

User avatar
Riddick
Posts: 10784

Re: Battlefield V

Unread post#4 » 01 Feb 2021 20:34

ეხა ამასაც მაყიდინებ შენ )) მეოთხეზე მეგონა მკვდარიათქო, მარა... 15 20 სერვერია ხოლმე 64 კაციანი სავსე და მიდის ამბავი. პროსტა ნუბი რო ხარ და გარშემო მარტო მაღალ რანკიანები გყავს, სახეს გაძრობენ. ვწვალობ მარა მაგრად მოაქ მაინც :) არ გამიცრუა იმედი :)

გამოუშვი ხოლმე რა ამაზე აფდეითები, მაინტერესებს როგორია. მე რაც ვიცი რუკები არ მოწონთ ტიპებს + გეიმფლეის ტემპი + უაზროდ ჩატენილი ზანგები და ქალები...
შენ რამე მსგავსი მოგხვდა თვალში?

User avatar
Ripster
Posts: 1699

Re: Battlefield V

Unread post#5 » 02 Feb 2021 01:05

კი, კი
მეოთხე დღემდე ძალიან უყვარს ხალხს :D

რუქები რაც არის ძალიან მაგრებია! ატმოსფერულები და ტაქტიკურები
განახებთ რამდენიმე ფავორიტს ცოტახანში ;დ
ტემპიც მშვენიერია, არ დავარდნილა და არც რამე უაზრო მაჩილოვკაში გადასულა. რეჟიმებზეა ყველაფერი დამოკიდებული და რანაირ სქუადში ხარ. პირიქით, ძალიან დინამიური და სერიოზული თამაში მიდის, არც არკადაა რამე და არც არმა
დესმაჩში ვიყავი დღეს საღამოს ერთი ოთხი ხელი და ჰოლივუდის ბლოკბასტერში მეგონა თავი
გუშინ წყნარი სნაიპინგის მუღამზე ვიყავი და იმენა თეთრი სიკვდილი ვიყავი. გუშინ წინ იმენა მასშტაბურ შეტევებზე ვიყავი თავს ზემოთ ფილმივით თვითმფრინავები გვიფრენდნენ და ბომბებს გვიშენდნენ
გეიმფლეის კუთხით ასეთი დაბალანსებული BF მე არ მახსოვს ;დ
უაზროდ ჩატენილი ზანგები არ მომხვედრია თვალში იმიტომ რომ არავინ გიჩხირავს ;დ პირიქით ეს იმ ფიჩერის ამბავია რაც წინა ბფს არ ჰქონდა, კასტომიზაცია შეგიძლია მეომრის, სქინები რომლებსაც პროგრესიით ხსნი და შეგიძლია შენებური გახადო. რამდენად ავთენტურია 10 დან 10ში არ ვიცი სიმართლე გითხრა იმ სქინებში, და მხოლოდ იმიტომ არ ვიცი რომ ფიზიკურად არ გავუღიზიანებივარ მაგ ამბავში და არ ჩავძიებივარ ყველა მებრძოლს ;დ ტრეილერი იყო სტრანნი პროსტა მგონი. რავი იაპონელები იაპონელების ვიდზე არიან, გერმანელები გერმანელების ;დ ბრიტანელები ბრიტანელების ;დ ერთადერთი მაგ ამბავში რაც ტეხავს ისაა რომ საბჭოთა კავშირი არაააააა
იმენა გაასწორებდა რამე დიიიდი დიელსი დაეგდოთ საბჭოთა კავშირზე და მაგის ფრონტებზეც ;დ

ძალიან ბევრი კარგი რამე აქვს თამაშს და დავაპდეითდები ხოლმე კი :დ
მარი თიჩს თაკო ფანდური

User avatar
Riddick
Posts: 10784

Re: Battlefield V

Unread post#6 » 02 Feb 2021 01:18

ნიკ დაგადისლაიქე შემთხვევით :))) ალბათ ქვეცნობიერად მინდა რო დაგადისლაიქო, რო არ შევება ყიდვაზე. ველოდებით ახალ ამბებს ფრონტიდან. ალბათ მეც გავხსნი მეოთხეზე, მარა ჯერ ადრეა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1867

Re: Battlefield V

Unread post#7 » 02 Feb 2021 10:52

მე ასეთი სიტუაცია მაქვს, თქვენ ორს სადაც გნახავთ რო ერთად თამაშობთ, დაგემატებით

P.S.
მეც დაგამინუსე შემთხვევით)))
მარი ქიქს თაკო პანჩური

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 37 guests


cron