Mario Kart 8, პირველი შთაბეჭდილება

თამაშები ◀ ანონსის დეტალები ◀ პრევიუ ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება
User avatar
Riddick
Posts: 10780

Mario Kart 8

Unread post#1 » 27 Jan 2021 14:13

Mario Kart 8
>>>

ჩადე კარტრიჯი, აიღე ნახევარი ჯოიკონი, მიეცი მეორე ნახევარი მეგობარს, დაიწყე თამაში. მომენტი რომელიც მუშაობს და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, გასართობია :holy:

თამაშობ რამდენიმე ხელს... აგებ... პარალელურად საერთოდ წარმოდგენა არ გაქ რო შენ გარშემო უამრავი გააზრებული და ერთმანეთს მისადაგებული მექანიკა მუშაობს ერთდროულად... მაგრამ აგრძელებ და გსიამოვნებს.

თავიდან მაინც ვიზუალზე ვიტყვი, რადგან სქრინებიდან რაღაც მოსერო, უგემოვნო სტილი მოდის. თამაშში ეს ყველაფერი საერთოდ სხვანაირად აღიქმება. ფერები რატომღაც მართლა ცოტა ჩამქრალია, მარა სტილი ძაან კარგია და საჭირო ატმოსფეროს მარტივად ქმნის (რაღაც ესეთი ისტორია მქონდა trine სერიაზე. სქრინები არ მომწონდა, ინგეიმ მაგარი ლამაზია).

თამაშის რეალური მუღამი გეიმფლეის გათვიცნობიერების მერე იწყება და მის კომპლექსურობაში მდგომარეობს. ეს არი რამდენიმე პროცესის ერდროული დირიჟირების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც შეცდომით და სიცილით მთავრდება. და თუ მაინც გაგიმართლა და ბოლომდე აეწყე რიტმს, სადმე არ გადაიჩეხე, აფეთქდი, ან აცდი მარშუტს, პირველ ადგილზე გასულს რეალური სიამოვნების განცდა გეუფლება.

ყველაფერი გააზრებულია. თავიდან ვერ წამოვიდგენდი თუ კარტებს და მათ ბორბლებს ყველას საკუთარი სტატი ექნებოდა, უბრალო დეკორაცია მეგონა, მარა თურმე ათასი "ნიუანსია" :) იგივე ხდება ტრასებზეც. მრავალფეროვნება საჭიროზე მაღალ დონეზეა. თან ყველა მათგანს რაღაც თავისი საიდუმლო მოსაჭრელი გზები და სხვადახვა პატარა პროფიტებიაქ, რასაც ნელნელა გებულობ და კაიფობ პროცესში. იგივე სიტუაცია არი მართვის ამბავშიც. ტრასის ყველა მონაკვეთი რო კარგად გამოიყენო, იმას ნიშნავს, რომ უწყვეტ ინტერაქციაში უნდა გადახვიდე პროცესთან და სანამ გეყოფა ტ*აკი არ გაჩერდე. მაგით, უცნაური შედარება, მარა მაგრად გავს ფაითინგს.

რაც ჯერჯერობით არ მომეწონა, რომ სრულფასოვანი კარიერა არ გვაქვს. მარტო 4 რბოლიანი სესიები, რომლებშიც ქულებს აგროვებ და ხსნი დამატებით ნაწილებს და კარდებს, რბოლისთვის. რაც დღევანდელი საზომებით რეალურად არაფერი არ არი. უბრალოდ რო ვრთავ ისე მისწორდება სადღაც საათზე, საათ ნახევარზე მაგ ერთი რეჟიმითაც უცებ ავდივარ. დანარჩენი, არი სხვა ტიპის შეჯიბრებები, რაც ჯერა არ მიცდია, მაგრამ მგონი ეგეც მასთია და დავწერ მოგვიანებით :bucktooth:

User avatar
Tom Clancy
Posts: 1866

Re: Mario Kart 8

Unread post#2 » 27 Jan 2021 14:55

ერთერთი ჩემი საყვარელი competition ტიპის თამაშია.
ამის ალტერნატივა სონიკ რეისინგია, მაგრამ ამისი ვიზუალი და ქერექთერები უფრო მომწონს მე.
მარი ქიქს თაკო პანჩური

User avatar
SLaYeR
Posts: 5664

Re: Mario Kart 8

Unread post#3 » 27 Jan 2021 16:24

Crash Team Racing-ს არცერთი არ მირჩევნია, თუმცა ყველაზე განვითარებული მარიოა მაინც. ნუ მაგ განვითარებას ცალკე მინუსი ის აქვს რო ლოკალში ბლომად სეთინგების დალაგება მოგიწევს, სონიკმაც იგივე გაიმეორა, ხოლო ქრეშში ეგ ამბავი მარტივად იყო, თვითონ პერსონაჟებს ჰქონდათ სტატები.

ვიზუალის და პრეზენტაციის ამბავშიც მარიო უფრო სტერილური და კეთილია, ხოლო სონიკი სტერილური და cool, აი ქრეშთან ბოროტი მანიაკი პერსონაჟებით რო თამაშობ ბევრად სასაცილო და გასართობი ხდება მულტიპლიკაციური ძალადობის მუღამი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1866

Re: Mario Kart 8

Unread post#4 » 27 Jan 2021 16:48

ბლომად რა, რამდენიმე წამის ამბავია რბოლის წინ ასეტების არჩევა
მარი ქიქს თაკო პანჩური

User avatar
Riddick
Posts: 10780

Re: Mario Kart 8

Unread post#5 » 27 Jan 2021 19:33

ხო ანუ რბოლის წინ ირჩევ უცებ კარტსაც და ბორბლებსაც. პერსონაჟებსაც ქონიათ სტატები, მარა მინიმალური სხვაობა არისო. ნუ პრინციპში ეს დანარჩენიც არაა რაიმე ფუნდამენტური, უბრალოდ აზრი რო ქონდეს ალბათ რა, მრავალფეროვნება გაზარდეს. ვიზუალით და სტილით მეც ქრაში მომწონს ამ სამში ყველაზე მეტად, მარა მექანიკებით და ტრასების მრავალფეროვებით ამასთან ნამდვილად ვერ მოვა.

User avatar
Riddick
Posts: 10780

Re: Mario Kart 8

Unread post#6 » 07 Feb 2021 20:42

დღევანდელი 4 ერთად თამაშის ანალიზი - ჭედავს.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 30 guests