Gears 5, PC, Xone / Action-Adventure/ შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Ripster
Posts: 1854

Gears 5

Unread post#1 » 18 Jan 2021 16:53

მოკლედ, სადღაც ერთი წლის წინ ვიყიდე gears 5. კო ოპის თამაშები მჭირდებოდა (ახლაც მჭირდება რო რამე :@) და მაგ კუთხით გაასწორებს თქო, ხოდა ისე გამოვიდა რომ ვერ ჩავუჯექით მაგას. ერთი კვირის წინ გამახსენდა რომ მქონდა ლაიბრარიში და დავაყენე, ვცდი ცოტას წავითამაშებ თქო, თან შუთერი რამდენი ხანია არ მითამაშია მეთქი. მოკლედ თამაშის 30% ისე გამისწორდა, ისე გამისწორდა თემის გაკეთებასაც კი ვფიქრობდი აქ მაგრამ ბოლოსკენ ისეთი მომაბეზრებელი და ისეთი ცუდი გადაწყვეტილებები გაეძრო ვაბშე დავიკიდე ;დ

მოკლედ, ძალიან არ უხდება ოფენ ვორლდის მექანიკა და სამოცდაათჯერ უკეთესი იქნებოდა ისევ ლინეური შუთერი რომ ყოფილიყო. გამოსდით ეგ და მუშაობს, ასეთია gearsი, ასეთი მახსოვს 2007 წელს და ეს არსაიდან გაჩხერილი არაფრისმომცემი ფიჩერი იყო ამშემთხვევაში. კი, გაძლევს რაღაც აპგრეიდებს და რაღაც მინი სთორიებიც კარგი თაჩი იყო, მაგრამ სიუჟეტურ დინამიკურობას იმდენს ართმევდა რომ ამის დამატებული მაგრად აღარ მადარდებდა ;დ

მეორე - მაგარი უსახურო მეორე ლოკაცია აქვს ;დ
არადა პირველი მაგრად გამისწორდა და ატმოსფერულიც იყო.

მესამე რაც არ გამისწორდა იყო ამ ოფენ ვორლდის პონტში არსაიდან ჩატენილი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა ბოლო თავში ;დ

მეოთხე რაც არ მომეწონა - მეჰ და სერიალის მიდგომის სთორი
პერსონაჟები არ ვითარდებიან, არ იცვლებიან


+ი რაც აქვს ლოკაციებს რომ სხვადასხვანაირია იდეაში ყველა და თავისებური გეიმფლეი ცვლილებები მოყვება ფაქტობრივად ყველა თავს და მაგრად ასწორებს ეგ ;დ შეიძლება სულაც არ იყოს რამე დიდი ცვლილება მაგრამ ორგანულია და ბევრია. დავუშვათ ქარბუქში რომ მიდიხარ სროლაზე მოქმედებს ეგ, როგორც დაუდგები ქარს ისე წაიღებს შენ ტყვიებს და უამრავი მომენტი შეიძლება იყოს ისეთი რომ საერთოდ ვერ ისროლო. ყინულზე რომ მიდიხარ მტრებს შეგიძლია ჩაუტეხო და წყალში ჩააგდო ჯიგრები
თან როცა ლინეურად გათვლილი და დამუშავებულია ეს მომენტები ძალიან კარგად და ჭკვიანურად ითამაშება ;დ

მეორე + - ომიანობა ჰოლივუდის ფილმებივით აქვს ;დ კუნთიანი ბრატები და სიკვდილ/გადარჩენები თავიანთი აპლიფთინგ ან პირიქით დეპრესინგ მუსიკის ფონზე. ექშენური სცენები ეტც ეტც ეტც
დიდი ბოსები ;დ
თან სერიის მეხუთე თამაშია, პირველი მაქვს ნათამაშები მარტო 2007 წელს ;დ ვინც მიჰყვება სერიებს და პერსონაჟებს იცნობს უფრო გაუსწორდებოდა

მესამე + - საააააააშინლად ლამაზია მომენტებში ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 90 guests


cron