Slay the Spire, შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11700

Slay the Spire

Unread post#1 » 25 Nov 2020 20:38

Slay the Spire
ზოგადად ეს ჟანრი არასდროს არ მიტაცებდა და ნათამაშებიც არაფერი არ მქონდა. სქრინებს რო უყურებდი ბოლომდე ვერც ვხვდებოდი ხოლმე რა ხდებოდა და ცდაც იდეაში მაგიტო მეზოარებოდა. ხოდა რაღაცაზე მთხოვეს რო ნახეო, ხოდა მეც ჩავწერე და მივეწეპე მონიტორს :D 4 თუ 5 საათი ვითამაშე პირველივე ჩართვაზე.
ჟანრი გასაგებია, მარა უშუალოდ Slay the Spire არი სასწაულად აზრიანად აწყობილი. ესეთი ინტუიტიური და კომფორტული იშვიათად რამე რო მენახოს. ახალ დუმს უფრო დიდი დაწყების ბარერი ექნება, ვიდრე აქ არი. დავიწყე თამაში და ისე წავდი მეხუთე, მეექვსე რანზე, რო საერთოდ არ გამიგია არაფერი გარშემო.
ნამდვილად არ ვიცი ამ ჟანრში რა ხდება, მაგრამ ძალიან მომეწონა უშუალოდ ამ თამაშის ვიზუალური სტილი. რაღაც ჰაეროვანი და ზღაპრული, თავის სურიალიზმით, რომელიც სწორად მუშაობს. ალბათ ისიც თამაშობს როლს, რო დასაწყისში პრესიტორიის ელემენტი საერთოდ არ არი. უბრალოდ სადღაც ხარ და რაღაცისთვის იბრძვი, მარა ეგ ისევე გკიდია როგორც რაიმე ნინტენდოს თამაშში სიტყვაზე. მთელი აქცენტი თამაშის პროცესზეა გაკეთებული.
უშუალოდ კარტების კომბატის გარდა გვაქ 4 5 პატარა გეიმფლეი მექანიკა, რომელიც ერთიანად რაღაც "კუმფუ" რეჟიმში გაყავხარ და აი გამოცდილი ნარდის მოთამაშესავით, სუ რაღაც სწრაფ ინტერაქციაში ხარ. წარმომიდგენია სკილიანი ხალხის თამაშისას რა ხდება :)
ერთი სიყვით იმის თქმა მინდა, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა ქარდ გეიმმა (ეს პორტატივზე და მობილურზეც ძალიან კარგი სათამაშო იქნება). თან რაც მთავარია, თითო "რანის" (ხელის) კონცეფცია არი იდეალური როცა დიდიხნით თამაში გეზარება და უბრალოდ 20 - 30 წუთი რაღაცის მუღამი გაქ.

>>>

ჯერ მეორე ბოსს ვერ გავცდი, მარა კიდე დაუბრუნდები და დავწერ შთაბეჭდილებეს. თქვენც თუ ნათამაშები გაქვთ გამოუშვით რჩევები.

User avatar
GHOST
Posts: 1941

Re: Slay the Spire

Unread post#2 » 02 Dec 2020 21:35

საკაიფო როგალაიქია. ბეტაზე ვთამაშობდი, მარტო ორი გმირი რომ იყო, მერე აღარ მიცდია, რაც დარელიზდა. :დ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 75 guests


cron