Luna The Shadow Dust, PC / Quest / მონახაზი

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Luna The Shadow Dust

Unread post#1 » 24 Feb 2020 19:53

>>>

LUNA: The Shadow Dust შექმნილია ოთხი ადამიანისგან შემდგარი, Lantern Studio-ს ძალებით და წარმოადგენს Point & Click Quest-ს. თამაშში თქვენი მართვის ქვეშ ბავშვი და უცნობი წარმომავლობის, მცირე, კატის მსგავსი არსება გადმოდის.

პროლოგში, ერთ-ერთი მთავარი გმირი, მძინარე ბიჭი, უფსკრულში ვარდება. დაცემისგან მას გაურკვეველი ენერგია იცავს, რომელიც ჯერ წრის ფორმით შემოეხვევა ბავშვს და ლევიტაციით დაუშვებს ძირს, ხოლო გონს მოსულს, უცხო ადგილას გზის გაკვლევაში ეხმარება.

ცოტა მოგვიანებით უცნაურ კოშკთან ვხვდებით, რომელში შესვლის შემდეგაც ვიგებთ, რომ ადგილობრივმა, საკმაოდ განვითარებულმა ცივილიზაციამ, გაურკვეველი კატაკლიზმების გამო არსებობა შეწყვიტა, ბევრი წლის შემდეგ კი მის მაგივრად ახალი ძალა წარმოიშვა.

რამდენიმე სართულის გამოკვლევისას, ჩამონგრეული ფიცრების ქვეშ, თამაშის მეორე მთავარ გმირს, იმ უცნობი წარმომავლობის, გათიშულ არსებას ვპოულობთ. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად აქ იწყება თავგადასავალი, რომელშიც თქვენ ორს უცნაური კოშკის წინაღობების გადალახვა და მომხდარში ბოლომდე გარკვევა ერთიანი ძალებით მოგიწევთ.

თამაშის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მომენტი მისი ვიზუალია. იგი ანიმატორების მიერ მთლიანად ხელით არის დახატული. მოცემულია 200 მეტი ანიმაცია და ათობით წუთის სრულფასოვანი მულტიპლიკაცია. Luna The Shadow Dust ყველა სათქმელი სიტყვა ანიმირებული მულთფილმითაა ჩანაცვლებული, რომელშიც სიტყვების ნაცვლად, მხოლოდ ვიზუალური მოქმედებით ცდილობენ, რომ აგიხსნან მიმდინარე მოვლენების არსი.

როგოც ზემოთ ვახსენე, თამაშში გეიმფლეი, მხოლოდ მაუსის კურსორზეა მიბმული. მისი დახმარებით თქვენ უამრავი სახეობის თავსატეხის ამოხსნა მოგიწევთ, რომლებშიც მონაცვლეობით ორივე გმირის ჩართულობა იქნება საჭირო.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron