
Ministry of Broadcast-ის მოქმედება მკაცრი რეჟიმის პერიოდში ვითარდება. რეჟიმს, გმირის საცხოვრებელი ქალაქი ორად აქვს გაყოფილი, ხოლო მაცხოვრებლებს ერთი, მეორეში გადასვლის უფლებას არ აძლევს. ჩვენი პროტაგონისტის მთავარი მიზანი კი, ზუსტად ქალაქის საპირისპირო მხარეს, თავის მეუღლესთან მოხვდედრაში მდომარეობს. რაც მხოლოდ ერთი მეთოდით, რეალითი შოუში მონაწილეობით და გამარჯვებით არის შესაძლებელი.
პლადფორმინგის ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც მსგავსი კამერული პროექტისთვის, ცოტა მოუხერხებელია, თამაშის მთავარ ღირებულებათ, მის სიუჟეტურ მოვლენებს და ჭკვიანურად აწყობილ ფაზლებს ასახელებენ. ძირითადი მოცემულობებიდან კი პიქსელარტი და სამაგალითოდ მორგებული საუნდტრეკები გამოიყოფა.