სადღაც ერთი კვირის წინ ვიყიდე. უკვე 27 საათი დამიგროვდა. არც ისე ბევრი, მარა აზზე მოსასვლელად მეყო. შემილია ვთქვა რო შესვლის დაბალი ბარიერი არააქ თამაშს. ელემენტარულიც საკმაოდ ძნელია, მითუმეტეს თუ იდეალურად გჭირება გამოყენების სწავლა. მანქანის მართვა დღემდე არ გამომდის ისე როგორც თითონ თამაშის პროცესში მინდა, მეშლება ელემენტარული რაღაცეები, ვაცილებ ისეთ ბურთებს რო მერე ტკივილი მოდის, ჩემ კარში შეილება ძაან სერიზული ბურთი შევაგდო და ა.შ. ))) მარა იმდენად კომფორტულია მთლიანობაში მთელი თამაში რო მაინც არ ანებებ თავს. შეხვალ ერთ ხელს ითამაშებ, წააგებ, რამე სისულელეს იზავ, დაიგრუზები, გამოხვალ, გაგივლის, ისევ შეხვალ. ამ პატარა ტკივილებში მარტივად სწავლობ უკვე იმ დონეზე რო ელემენტარული აღარაა პრობლემა. ხოდა მერე უკვე ამუღამებ, გამოგდის და გააზრებულ ბურთს რო შეაგდებ ხვდები რო ღირდა წვალებათ
აი დღეს საკაიფოდ ჩავაჭირეთ მე და ბერიკაცამ :) მერე აქეთ ჩაგვაჭირეს, მერე ისევ ჩვენ და ასე დაღლილი და კაი ხასიათზე გამოვედი. ერთი სიტყვით 6 თუ 7 დოლარად ძაან კარგ ონლაინ თამაშს ყიდულობ, რომელიც თუ ოდნავ მაინც გაგისწორდა, მოშნად ითამაშებ. უცებ შედი გაერთეს პრინციპი მომწონს ყველაზე მაგრად. და რაცმთავარია 80 და 90 იანების მუსიკა და სტილი.
შემოგვიერთდით