Soulcalibur VI, PS4, PC, Xone | გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Soulcalibur VI

Unread post#1 » 27 Jan 2019 02:00

Mortal Kombat X, Tekken 7. ძველის და კარგის დაბრუნებას რო ელოდები ისე ველოდებოდი ორივეს, მარა ვერცერთისგან ვერ მივიღე შესაფერისი მუღამი. MKX-ს გართობის გრძნობა არ მოაქ, უფრო მოგების ჟინს გიჩენს და თუ არ გამოგდის პროსტა ისტრესები. ზედმეტად ბნელი და სერიოზულია. რამდენიმე საყვარელი პერსონაჟის ამოღების და საერთოდ გაუგებარი ვიზუალური სტილის გამო, არაერთი ცდის მიუხედავათ Tekken-იც არ წავიდა. ბოლოს დაჟე, სხვა პლანეტაც (Street Fighter V) ვცადე, მარა ეგრევე გამითავდა ჟანგბადი. ამ სამი იმედგაცრუების მერე, საერთოდ მოულოდნელად Dead or Alive 5 ჩამივარდა ხელში. გასართობად მშვენიერი თამაში, მარა რაღაც უფრო მეტს ვერ გაძლევს. ცოტახანი ვითამაშე და ესეც თაროზე შემოვდე...

Soulcalibur VI
>>>

ერთადერთი იმედი, ბავშობის, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მაგის მიუხედავათ არანაკლებად საყვარელი Soulcalibur ახალი, მეექვსე ნაწილი დარჩა. მოცემული ფაითინგის მთავარი განმასხვავებელი ელემენტი, შიშველი ხელების მაგივრად, საბრძოლო იარაღებით ჩხუბი გახლავთ. პლიუს ამას არის კიდევ ერთი დეტალი, რინგიდან გადაგდების შესაძლებლობა, რაც ბრძოლის ნებისმიერ მომენტში შეილება მოხდეს და საჭირო მოქნილობის შემთხვევაში, "პერფექტზე" წასული მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით დაამარცხო. ამ ელემენტების გამო SC ჩემვის ყოველთვის ორიგინალური სერია იყო...

დისკის ჩამოსვლის მომენტში უკვე კითხვა სხვანაირად დგას. ისე დავბერდით რო უკვე არცერთი ფაითინგი არ გვისწორდება? მარა პირველ ცდაზე 3 საათი. მეორე ცდაზე საღამოს 9 დან 1 საათამდე. დიდი ხნის დავიწყებული ოვაციები, გინების ახალი, მოულოდნელი ფორმების გენერირება და სესიის დამთავრების მერე უსაშველოდ დაღლილ, დაცლილი მდგომარეობა, პირადად ჩემთვის იმაზე მეტყველებს რო ფაითინგების მუღამი ასაკთან ერთად არ დაგვიკარგია (!)

ეხა თითონ თამაშს რაც შეეხება. იდეაში ყველაფერი ჩვეულებისამებრ იგრძნობა. მენიუ, ინტერფეისი, ნარატივის ფორმა, საერთო სტილი, ხმები და მუსიკა იმ ძველი სერიების სრული იდენტობითაა გადმოტანილი. დღევანდელი, თუნდაც MK11 მომავლის სუპერ ვიზუალთან შედარებით, SC6 რაღაც ნოსტალგიურ ინსტრუმენტს გავს, რომელსაც ცალსახად კიდია პროგრესის დევნა, რეალურად იცის საკუთარი თავის ფასი და იმ ტრადიციების ერთგულია რამაც ამხელა გზა გაავლევინა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ, მექანიკაში მაინც არი რამდენიმე ძვრა. ერთ-ერთი მათგანი ზევით ნახსენები, MK მსგავსი, ენერგიის მაჩვენებელი, რომელიც "სპეციალური გარემოებების" დროს ივსება და ერთგვარ სუპერ კომბოზე გასვლის საშუალებას გაძლევს. ასევე არი მეორე, შედარებით უფრო ორიგინალური მექანიკა, რომელიც დროს ანელებს და მოქმედება ერთგვარი დუელის რეჟიმში გადაყავს, დარტყმის დასწრებას კი ასევე სპეციალურ კომბოზე გაყავხარ.

ზევით ჩამოთვლილი მექანიკური ცვლილებები, არის ის ზედაპირი რაც ორი დღის თამაშის შემდეგ ვიგრძენი, რეალურად სია გაცილებით დიდი იქნება და შევეცდები ექსფერიანსის დაგროვების პარალელურად აქაც დავწერო.

თითონ პერსონაჟებს რაც შეეხება, მომეჩვენა რო საგრძნობლად ნაკლები ხალხია ვიდრე თუნდაც მეორეში, რაც კარგზე ნამდვილად არ მეტყველებს. ძირითადი პერსონაჟები ადგილზე არიან. არა კლასიკური სახეებიდან სამი გამოვყავი, რომლიდანაც ერთ-ერთი რივიელი თეთრთავაა. მთლიანობაში სიმცირე ცუდია, მარა პერსონაჟები კარგად დაბალანსებულის შთაბეჭდილებას ტოვებენ. არ ყოფილა ისეთი შემთხვა რო ვინმე ამერჩია და მეგრძნო რო ფონური, მეორეხარისხოვანი პერსონაჟია.

რაზეც ჯერ-ჯერობით თითქმის არაფერი არ ვიცი, ეს არი სიუჟეტური რეჟიმი, რომელიც გამიგია, რომ ბევრად უფრო მაშტაბურია წინა ნაწილებზე და სრულფასოვანი სოლო თავგადასავალივით არი დამუშავებული, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით...

ამ მომენტისთვის სტარტი წარმატებულია :saiclai: ვნახოთ როგორ გაგრძელდება ფრენა...

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 71 guests