Death Stranding, PC, PS4 / Action Adventure / მონახაზი

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Death Stranding

Unread post#21 » 30 Sep 2020 16:48

grigoli1970 wrote:მეც ვაპირებ ყიდვას ეხა თორე ვეღარ გატეხეს, რელაქსაციისთვის კაი თამაშია არაფერია ისეთი გასაკეთებელი როგორც მივხვდი და მარტო ექსპლორაციაა, კაკრაზ ისაა რაც მინდოდა ეხა

გატეხილის თამაშს არ გირჩევ ნამდვილად
ასე გაგონილით და ნანახით შეიძლება თქვა სულ არ მჭირდება ასინქრონული მულტიპლეიერიო, მაგრამ ძალიან დიდი ელემენტია თამაშის რომელიც მთლიანობას ქმნის გამოცდილების
გირჩევ ოფიციალური ითამაშო ონლაინ შემადგენელის გამო
აუცილებელია ეგ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Death Stranding

Unread post#22 » 26 Aug 2021 21:43

https://m.youtube.com/watch?v=B6Yoozt03 ... aovx84sMEs

სერიოზული ახალი ტრეილერი გამოდეს.

Riddick
Posts: 11696

Re: Death Stranding

Unread post#23 » 09 Dec 2021 22:45

ესეიგი რიპსტოს საჩუქრის გატესტვაც დავიწყე :)) <3

ეხა მინდა რჩევები. რა სიძნელე ჯობია და ზოგადად რა გავითვალისწინო.

სიუჟეტმა და სამყარომ ეგრევე ტვინი ამირია, ვერაფერი ვერ გავიგე ჯერ რა ხდება.

პ.ს. მუსიკა ))) ეხა მივხვდი რატომაც დატასაობს ეს ხალხი ამ ამანათებით ესე წყნარად

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Death Stranding

Unread post#24 » 10 Dec 2021 02:39

ეგ გაურკვევლობა თამაშის ნაწილია, ივსება თანდათან და ყველაფერი თავის ადგილზე დგება

ნორმალი ჩართე, შუა რომელიც არის და პროსტა მიყევი ამბებს
რაც და რამდენიც გაგისწორდება იმდენი აკეთე ჯერ
პირველ ლოკაციაში საიდ აქთივითიები თუ გეზარება რამე თამამად მიყევი სიუჟეტს. დაბრუნებას შეძლებ.
გაცნობითი ამბებია ჯერ და არ დარჩები გაურკვევლობაში როგორც გეიმფლეის მხრივ, სიუჟეტი და ვორლდბილდინგის მხრივადაც ასევე.
ყველაფერს თავის ადგილი აქვს და მნიშვნელობა ;დ კარგად გაკეთებული რამეა
მელანქოლიური რამეა და ძალიან მკაფიო და სახასიათო ატმოსფერო აქვს

მეილები იკითხე ხოლმე, რესთ რუმში დაისვენე ხოლმე, შხაპი მიიღე, დაათვალიერე ყველაფერი ;დ როგორც პახოდებს გეგმავ ისე დაგეგმე ხოლმე გასვლები, უნიკალური და არატრადიციული სენდბოქსია. ყველა შემდეგი აითემი რაღაცაში გამოგადგება, უამრავია და ერთი არაა გამოუსადეგარი.
უამრავი მექანიკა აქვს, ყველაფერს გამოიყენებ და ყველაფერს აგიხსნიან რა როგორ ხდება

ჩაუჯექი პროსტა და თავისით წამოვა ატმოსფერო ეგ მერე მთებსაც გადაგატარებს


მეც მოვაწყე რიფლეი და ამ წამს გამოვრთე
keep on keeping on!

ხვალ მთებში უნდა წავიდე
https://www.youtube.com/watch?v=CFzKvUMn_xE
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Death Stranding

Unread post#25 » 10 Dec 2021 03:14

პირველივე საუნდტრეკი რო დაიწყო, პირველი რეჟისორული ვიდეო ჭრა რო ჩაირთო, პირველი პროფესიონალური ანიმაცია რო დაიძრა სახეზე, პირველი დიდი მსახიობების დიალოგი რო მოხდა მივხვდი რამხელა მნიშვნელობააქ სწორად ჩადებულ ინვესტიციას თამაშში და რამხელა სიდიდეებში გადაყავს :) გაუპოლიშებელი KCD მერე რაღაც გაზულუქებულ დასავლელ მომხმარებლად ვიგრძენი თავი ))) საუკეთესო და ბევრი მომაყარეთ ბლიად )))
პრინციპში მუსიკზე და რეჟისურაზე ჯერ ყველაზე მეტად ეტყობა შიკი :)

პ.ს. დაახლოებით რამდენი რეალური საათი ღირს ეს ყველაფერი რიფსტ? ნუ ყველა საიდს არ გავაკეთებ ალბათ, მარა თუ ეგრე მომეწონა ეგეც არაა გამორიცხული.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Death Stranding

Unread post#26 » 10 Dec 2021 03:53

აუ რეჟისურა, საუნდ დიზაინი, არტ დაირექშენი და პროდაქშენი შენ მერე და მერე ნახე, იმენა ყბა მძვრება დღემდე რომ ვუყურებ ხოლმე ზოგ სცენებს გინდ ინგეიმ გინდ სინემატიკების ;დ

ფლეითაიმის მხრივ ძალიან კარგადაა მოწყობილი, სულ იცი რა გაქვს გასაკეთებელი სიუჟეტის წინ წასაწევად, რომლის გასვლასაც საიდ ექთივითიები საერთოდ არაა აუცილებელი. სიუჟეტს რომ მიჰყვე და ცოტა საიდ მიშენებიც გააკეთო ხოლმე, საერთოდ რომ არ გამოგრჩეს ყველაფერი, სადღაც 50 საათი იქნება ალბათ.
ნაკლებადაც შეგიძლია და მეტადაც, შენ ატმოსფეროში ჩაფლობაზეა ეგ ;დ
ისიც სულ იცი რას რის გამო აკეთებ თუნდაც საიდ ექთივითიებში
აი მაგალითად
გუშინ საინთისთ ცოლქმარს რომელიც ფერმაზე ცხოვრობს და იმაზე ფიქრობს თაიმფოლი როგორ გამოიყენოს ფერმერული საქმიანობისთვის, სტანდარტ დელივერით (საიდ ქვესთები) პესტიციდები მივუტანე. დღეს მეილი მომწერეს, მომიყვეს თავიანთ ამბებზე, თაიმფოლის რაობაზე მელაპარაკნენ და მოყვანილი ხორბლიდან გაკეთებული ლუდი გამომიგზავნეს, რომელიც რესთრუმში მიდევს ახლა და სტამინას მიმატებს 25 პროცენტით ;დდდდ

მარტო მთავარ ქვესთებს რომ გაყვე 30 საათშიც დახურავ

ყველა საიდ ქვესთი ასეთი არაა და მიხვდები რა უნდა დაიკიდო და რა არა
დრო უფრო მაგისტრალების აშენებას და ასეთ რაღაცებს მიაქვს, რაც საერთოდ არაა ვალდებულება და თან მაგაში მარტო არ ხარ
შენი წვლილი ერთი აგური რომ დადო ხვალ რომ ჩართავ შეიძლება მაგ აგურს სხვამ დაადოს სამი და რაღაც ახალი შეიქმნას სამყაროში რომელიც დაგეხმარება მომავალში


ნახავ, აგიხსნიან რა არის მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო

ჩემი რჩევაა ეგ პირველი ლოკაცია სიუჟეტურს გაჰყვე და თამაშის წესები დაამუღამო
სულ იცვლება თან ეგ ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Death Stranding

Unread post#27 » 10 Dec 2021 20:58

აი ფაქტიურად რატომაც მაჩუქე თამაში, იმაზე იწერებიან :)
მულტიფლეიერის კონცეპცია დააპატენტეს

Riddick
Posts: 11696

Re: Death Stranding

Unread post#28 » 23 Dec 2021 02:21

ეხა მქონდა გაგების მეორე ცდა... ))
სერიოზული ნარკოტიკის ქვეშ დაწერილს გავს, მარა ნუ მოთმინებით მიუყვები და ველოდები.
აი გეიმფლეის მხრივ უფრო მომეწონა. ჯერ ისეთი არაფერი, ორი საათიც არ მითამაშია ალბათ, მარა ერთი შეხედვით ეს ტვირთების ბანალური გადატანა, მაგარი ბევრი მექანიკებით არი დახუნძლული და რო მიგაქ უსაფრთხოდ, რაღაც დაკმაყოფილების გრძნობა გიჩნდება.
ვნახოთ, ვნახოთ...

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Death Stranding

Unread post#29 » 23 Dec 2021 15:43

გუშინ დავხურე კიდევ ერთხელ
მაგრად მიყვარს ეს თამაში რა

თბილი, ლამაზი, მელანქოლიური, და ჩუმი რამეა
თეთრი სევდის განცდა გაქვს დასაწყისიდან დასასრულამდე
პერსონაჟები, ბექ სთორიები და აქთინგი და მოწოდების სცენები ძალიან ლამაზია და უხდება თამაშს და ყველაფერი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს

ბაჩოძია, რა ადგილას ხარ?
ლეიკ ნათ სითიმდე მიხვედი? შეგხვდა ვინმე მნიშვნელოვანი პერსონაჟი უკვე?

თამაში დავასრულე და დამიწერა 56 საათი ითამაშეო, აქედან რამდენიმე საათი უბრალოდ ჩართული მქონდა და გასული ვიყავი. ასევე საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე საიდ ქვესტებს. მაგისტრალი ავაშენე 80%ზე და ბენდვითი გამეზარდა საიდ ქვესთების კეთებით. ბოლოში იმენა ყველგან რამე ნაგებობა იყო და მაგრად შეიცვალა სამყარო. პირველ დახურვაზე ეგეთი გლობალური განცდა არ მქონია დაჟე, ახლა ბოლო დიდ პახოდზე ცვეტში ვნახე რომ ქვეყანა ავაშენე
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Death Stranding

Unread post#30 » 12 Jan 2022 16:36

რიფსტ შეეცადე გამიგო (ან მინიმუმ არ მიწყინო პირველი შთაბეჭდილება).

მე ჯერ არ მაქ ის მომენტი, რო აი რა უცხოა, ნეტა რა არი და რო აქესფლორებ ინტერესით. ჩავრთე და კაცმა ჩამსვა ვაფშე გაუგებარ გარემოებებში, სადაც რაღაცეები უნდა აკეთო. თან ეს გადატვირთული და თან პატარა შრიფტით აწყობილი ინვენტარი და მენიუ ძაან მტკივა ხოლმე ყველა აღმოსავლურ თამაშში.

ერთის მხრივ სიუჟეტში ხდება რაღაც ... და იასნა არავინ არ გეუბნება რა. პირიქით, უფრო გაბნევს, გონია რო მაგით უფრო შეგითრევს (...) და მეორეს მხრივ გეიმფლეი - რომელსაც შიდა ლოგიკას და პირობითობების არც ისე გემრიელი კოქტეილია ...

ჯერ არ ვიცი ისტორიას როგორ შეკრავს, მაგრამ ეხა რაც არი იმით ვიტყვი, რომ მაგრად არ მესიმპატიურება ამერიკა რაღაც კაცობრიობის გადამრჩენელი ქვეყნის როლში, როგორც მინიმუმ. და შესაბამისად ეს გასული ფსევდო საიენს ფიქშენი, ამ პრეზიდენტზე საკმაოდ არადრამატულია ჩემთვის.

გუშინ ცოტა კიდე ვცადე და ესეთი რაღაცეების ნახვა გადავწყვიტე https://www.youtube.com/watch?v=jKdxygFEw0o, თუ ამანაც ვერ მიშველა ალბათ ცოტახნით გადავდებ. არ არი ეს სწორი პროლოგი ჩემი აზრით. არ შეილება ყველა ასპექტში გაუგებარი გარემოში ჩააგდო კაცი. რაც რათქმაუნდა ბევრს გაიტაცებს, მარა მე უკვე ძაან დავბერდი რა ესეთი "არტჰაუსისთვის" ალბათ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests