SteamWorld Dig დახურვის მერე, ამ სტუდიის სტილი ისე ჩამიჯდა თავში Heist რო ვნახე, ეგრევე მივხვდი ვისიც იყო. ზოგადად Turn-based არ მიყვარს, მარა სტილისტიკის და ატმოსფეროს მუღამის გამო მაინც ვიყიდე. მთლიანობაში 26 საათი გამომივიდა და ძაან ჩამითრია. რაღაც შახმატის პარტიებივით მიდიოდა, უცებ რო შეხვალ, ერთ ორ პარტიას ითამაშებ და დაუბრუნდები საქმეს. თავისი უნიკალური ელემენტებით და კეთილი, ზღაპრული ნოტებით არი სავსე. თითონ გეიმფლეი რთულია, ნორმალმა ძაან საინტერესო ჩელენჯი მომცა და გავეთე. ზევით კიდე ორი სიძნელეა, რაღაც ბონუს ვეტერან მოუდით, მარა სიამოვნების ელემენტი დავიტოვე და თავი არ მოვიკალი. მესიამოვნა პერსონაჟების თემაც, თავიდან სუ კომბინირებაში ვიყავი, მარა საბოლოო ოთხეული რო გამოვიყვანე მართლა ახლობლებივით გახდნენ ბოლოს :) გეიმფლეი დასაწყისში ძაან პრიმიტიულია, მარა სადღაც 25%-დან ისეთი სახასიათო სიტუაციები გენერირდებოდა რო ცალკე ისტორიებად მოყოლა შეილება. მომენტებში ბიუჯეტურობის გემოაქ, მაგ. უფრო მრავალფეროვანი საუნდტრეკი და რობოტების ლაპარაკის დახვეწილი ხმები არ იქნებოდა ცუდი, მარა ესე ცალსახა მისნუსებად მაინც არ გამოვიყვან. Turn-based-ების, ანიმაციურ ფილმს მიმსგავსებული სტილიზების და კეთილი იუმორის მოყვარულებს გირჩევთ.
ივანსკი :)
ერთერთი პაბი გახსნილ კოსმოსში ყველაზე კრუტოი ქალი, ფერმერი
სალლი. ისეთი სიტუაციებიდან გამოუყვანივარ, თითონ დეველოპერსაც გაუკვირდებოდა.
ვილიკალეპნაია ჩიტვიორკაეს არი ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური მომენტი, როცა ბოლო დარჩენილი კაცით და 1 სიცოცხლით ახერხებ 6 ტიპის
მოხსნას :)
► Show Spoiler
მარა
ამ მომენტმა მართლა სხვა დონეზე აიყვანა თამაში. ბოლო ბოსია, ძალიან ბევრი დამხმარე რობოტით. ერთი 20 წუთი გამიგრძელდა პარტია, ძაან სერიოზულად ვითამაშე, მარა მტრის რაოდენობის გამო ვერაფრით ვერ გადავარჩინე თიმი, ყველა სათითაოდ დამიხოცეს და უცებ ჩემი სვლა მოდის, "ნაპალეონა" მკვდარი მგონია, მარა 2 აქ სიცოცხლე დარჩენილი, ბოსს 8. სვლის რადიუსის ბოლო კუბიკი ტოვებდა გვერდიდან მორტყმის შანსს და აი რაღაც ძალიან მაგარი ბოევიკის ენდინგი...
>>> :)