Dishonored II, აღწერა [PC, PS4, Xone]

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dishonored II

Unread post#41 » 06 Aug 2020 17:16

ხო არ ვიყენებ დიდად ძალებს, გადასახტომს რო ვხედავ, ვჩალიჩობ რო ფეხით ვიპოვო გზა და ერთ ლოკაციაზე რამდენიმე შესვლის გზებს ვაექსპლორებ მერე ძალებით. გაგუდვით ყველაფრის გაგუდვა შემიძლია, ან სტანის ნაღმით რამდენიმე კაცის მიწვენა, პროსტა სუფთად მუშაობა მევასება )))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Dishonored II

Unread post#42 » 06 Aug 2020 18:27

დროტიკების გამოყენებაც შეილება, თამაში არ გითვლის მაგას როგორც რამე დათმობას, მაინც გოსთი გეძლევა ლეველის ბოლოს. რავი ეხა მაგას რო შენი ახირების გამო არ იყენებ და იძახი ზედმეტად ძნელიაო მე დაგიჭერდი მაგის გამო )))

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dishonored II

Unread post#43 » 06 Aug 2020 18:34

ანუ ისედაც გამომდის ხოლმე სტელსაობა, ველოდები, ვუსმენ რას ლაპარაკობენ, სად დადიან ვსწავლობ, მარა უცებ სადღაც შორიდან გამო*ნაურდება ხოლმე ვიღაცა და ის მხედავს და ამას აკეთებს ძალიან მალე და პროსტა მთელ სართულზე ხო ვერ გამოიკვლევ ;დ თან კვლევის დროსაც მაღლა თუ დაჯექი ვერავინ გხედავს სულ რო თავზე ეჯდე, მარა კედლის გვერიდან რო თავი გადაწიო ეგრევე ევსებათ ბარი, ხოდა გადავდივარ გუდვებზე მაგრა რო დამღლიან ლოუდინგებით და მანდაც ვცდილობ რაც შეიძლება ცოტა მოვგუდო. დაჟე იმას ვჩალიჩობ რო ეს მოგუდულები ვერ იპოვოს ხოლმე ვერავინ, მარა 1-2 გან ისე ნახეს არც ვიცი ვინ ნახა, მგონი რობოტმა :D
დარტებს ვიზოგავ და მარტო განსაკუთრებულ სიტუაციებში ვხმარობ ))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Dishonored II

Unread post#44 » 06 Aug 2020 19:50

მაგ გათიშულების ნახვამ ჩამიჯვა ერთი ორჯერ ისეთ მისიაში, იდეალურად გავლილი რო მეგონა. სტატისტიკას ხო ვერ ნახულობ ტურის ბოლმდე (ნუ მე არვიცოდი როგორ უნდა მენახა) და ბოლოს ერთი აღმოჩენილი უგონოო რო გიწერს, 2 საათიან ლეველზე ))

მინდა თამაში, შეილება ემილით და ფაუერებით ვცადო, იმენა კომბატით გავლა. ბიოშოკისავით იცის მონატრება ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dishonored II

Unread post#45 » 06 Aug 2020 20:21

ხო მაგ ნახვას ვერ ნახულობ მაინცდამაინც :( არადა უცებ მოვაგვარებდი მაგასაც. სადაც მოკვლას და დანახვას გიჩვენებს დაეწერათ იქვე პოვნაც რა :D

მაგრა მომწონს სთორი ემილით, იმენა ამის სთორია და ვერც წარმომიდგენია კორვოზე ეს როგორ უნდა გადაიტანონ, ძალიან პირად ლეველზეა მაგის და დელაილას ურთიერთობა, თან ზღაპარივითაა მთელი პლოტი - მოვიდა ვიღაც ჯადოქარი, წაართვა სამეფო, გაუქვავა მამა და ამას გაქცევა მოუწია, თან ამ ჯადოქარს სული სხვაგან აქვს შენახული და ის თუ არ იპოვა ისე უკვდავია)))) ცალკე დედამისის სული გიდობას უწევს და როცა სული გასაკეთებელს გააკეტებს, დაისვენებს და გაქრება აუცილებლად.
ვილეინები კიდე გემრიელი ფალფ ლიტერატურის და გოთიკური პროზის ხალხია, ბეტმენის ვილეინებს მაგონებენ, ალბათ საერთო შთაგონებების და მიდგომის გამო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dishonored II

Unread post#46 » 07 Aug 2020 06:50

Masterpiece
დავხურე და ძალიან ვისიამოვნე.
სთორი - მართლა ზღაპარია )) რაც მაღლა მიწერია ეგაა, თავიდან ბოლომდე ზღაპრის პრინცესას თავგადასავალი იყო. ის ემოციური და სერიოზული ტონი არ ჰქონდა რაც კორვოს სიუჟეტი იყო პირველში, მარა ამ ზღაპრული გმირის მოგზაურობა მაინც ძალიან კარგი გამოვიდა თავის კვალობაზე.

გეიმფლეი - მომენტებში დამღალა სტელსმა, მარა მაინც ვისიამოვნე. სტელსის ხარისხში უფრო მეტის პოტენციალი აქვთ ამათ, აი საერთოდ რეალიზმში რო გადაიყვანონ AI ამ დონის დამუშავებულ სამყაროში რაღაც არაამქვეყნიურს იზავენ.

ლეველ დიზაინი - მთელი ხარისხი აქ იმაში დევს რო ლოკაციები ძალიან რეალისტურად არის დაგეგმარებული. შედიხარ სახლში და მართლა სახლია, რაღაც მონიშნული ასახტომები და აგსასვლელები კი არ არის დასმული, მიდიხარ და გრძნობ რო ყველაფერი თავის ადგილზე დგას. კი ერთი ორგან შეიძლება იყოს გაპარული არარეალისტური შენობა, მარა ძირითადად უმაღლეს დონეზე შესრულებული სამყაროა.

გრაფიკა და ლოკაციების დამუშავება - ეს არის ხელოვნების დონემდე აყვანილი პროდუქტი, აქ იმაზე არაა ლაპარაკი ვის რა ელამაზება და ვის რა მოსწონს, ბევრნაირი ლეველი გვინახავს, რეალისტურიც, სტილიზირებულიც, გრაფიკაც ვითარდება და ვითარდება, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე. აქ აშკარად საქმე გვაქვს პროფესიონალ არქიტექტურისა და დიზაინის სტუდიასთან, შეიძლება არაერთთან და კოლოსალური შრომაა გაწეული, ეს არ არის მარტო ლეველ დიზაინერების ან რამე CG არტისტების შესრულებული სამუშაო. თითოეული ინტერიერი თავისი განათებით არის პროფესიონალურად დამუშავებული, ექსტერიერი ბუნებრივად და ამასთან ერთად თამაშის მხატვრულ სტილში მოსმული და ეს ორი ისე ერწყმის ერთმანეთს ერთხელაც არ გიჩნდება რაღაც ამოვარდნის შთაბეჭდილება, თან ეს ყველაფერი ასეთ ლეველ დიზაინში სადაც ათი მხრიდან გასვლა და გამოსვლა გიწევს წარმოუდგენელი შრომაა. ისეთი ხალხის ნამუშევარია საქმეც რო უყვარს და ცოდნაც დიდი რო აქვთ. არქიტექტურული სტილები გამოყენებულია ნარატივად, როცა ათვალიერებ და გარემოზე და პერსონაჟებზე მოგითხრობს შენობები, თან ცნობ ამ სტილებს და ასოციაციები მოაქვს ამ ხმელთაშუა ქვეყნების და ამერიკული კოლონიების. ბოლოს Duke-ის მოდერნისტულად გადაკეთებულ სასახლეზე გამოვ**ევდი საერთოდ )) რავი მე ჯერ ასეთი პროფესიონალური ხედვა არ შემხვედრია არსად და თუ შმევხდება ალბათ ამ ჟანრში უნდა მოხდეს ისევ ეგ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Dishonored II

Unread post#47 » 10 Aug 2020 16:14

კი საოცარი სამუშაო აქვთ გაწეული არქიტექტურის და ვიზუალის კუთხით. პირველივე სამოქმედო ლოკაციაში რომ შედიხარ და მონუმენტურ შენობებს აწყდები, უკვე აფასებ ყველაფერს :D
თან განათებებიც რა იდეალურადაა მირტყმული სადაც საჭიროა კონტრასტულად, სადაც საჭიროა ჩავარდნილი ტონალობით.
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 100 guests


cron