NAISSANCEE, შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

NAISSANCEE

Unread post#1 » 18 Jun 2016 04:06

>>>

NAISSANCEE

ხურდაში ნაყიდ რაღაცეებს ყველაზე დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. ბარახოლკაზე რო დაძვრები, ნაგავში და გამოცდილების ხარჯზე რაიმე ფასეულის პოვნას ცდილობ დაახლოებით ეგ თემაა. NAISSANCEE-იც ზუსტად ესე ვიპოვე. თან ერტყობა ძაან მორიდებული დეველოპერი ყავს, სპეციალურად დაარქვა ისეთი სახელი, რო ნიტოშტო დამახსოვრება, სწორად წაკითხვასაც ბევრი შრომა ჭირდება. განზრახვა ნათელია, უნდოდა რო მის მიერ შექმნილი შესანიშნავი თავგადასავალი ჩვეულევრივი თვალისთვის შენიღბული ყოფილიყო .

თავიდან დავიბენი. მეგონა რო რაღაცის სადემოსნტრაციო დემოში მოვხვდი. ან თამაში ბოლომდე არ იტვირთებოდა. ცარიელი ოთახი, დამსხვრეული მარმარილოს მსგავსი ლოგინი და კარები http://imgur.com/VEf98Eu . მე ეხა ინფორმაციას გაწვდით თამაშზე, წარმოსახვას გიქმნით, რაც უკვე სპოილერია ამ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად თამაშის არსებობის შესახებ გაცხადებაზე უფროა ეს პოსტი, ვიდრე მისი მიმოხილვა. სპოილერი იქნება მხოლოდ დაგროვილი ემოიციის და ნანახი ვიზუალის რაღაც დეტალების გაზიარების ფარგლებში. შინაარსზე თეორიების წამოწევას არ დავიწყებ. ამას თუ რამეა მერეც მოვასწრებთ.

NAISSANCEE ყველასთვის არ არი, იგი ბევრს არ მოეწონება. და აი აქედან მოდით ცოტა დეტალურად მოვყვები თუ რა მოხდა "მარმარილოს დამსხვრეული ლოგინის" შემდეგ. სიჩუმე, სიცარიელე, სწორი ფორმები, მინიმალიზმი, არანაირი მინიშნება იმის შესახებ თუ რა ხდება გარშემო. უცებ minecraft-ში ღამე შახტის სიღრმეში რო მარტოობის გრძნობა გეუფლება, მსგავსი რაღაც ვიგრძენი და გავიფიქრე, ნეტა ჰორორი არ იყოსთქო. იმიტო რო ჰორორი რო იყოს, ესეთ მისტიურ ატმოსფეროში, მართლა დავაშკაცების სიმულატორად შერაცხავდნენ. მარა დეველოპერის მიზანი შიში არაა, უფრო შორს მიდის და უფრო რთულად მისაღწევი გრძნობების გამოწვევას ცდილობს. გამოსდის თუ არა ეს, რო ითამაშებთ მერე თქვენთვითონ განსაჯერთ, მაგრამ მე ძალიან საინტერესო, სიზმარის მსგავსი ექსფერიანსი მქონდა. არავინ არაფერს არ გაძალებს, არსად არ გაჩქარებს და არსად არ მიაყავხარ. არ არის ინტერფეისი, ან რაიმე სახის მინიშნება. მიდიხარ რაღაც სრულიად უცხო, უკაცურ გარემოში http://imgur.com/uikL74Q ბილიკებზე ჩიხებში http://imgur.com/pihp2la და უცებ ბუმ. ხვდები, რომ რაღაც ძალიან დიდ, "მიტოვებულ" მეგაპოლისში ხარ http://imgur.com/sG7Wfaj უცებ პლადფორმის ბოლოსკენ მიირბენ და ქვევით უცნაურ, აფსოლიტურად გაუგებარი კონსტრუქციის სამყარო გეშლება თვალწინ http://imgur.com/tH8FZvd სადღაც რაღაც მოძრაობს, ანათებს და ისმის ქარის ზუზუნი. აქ ორი განცდა გიჩნდება, გაიგო სად ხარ, ან კითხვების დასმის გარეშე, ჩუმათ გაუყვე გზას. შედიხარ კარებში http://imgur.com/w5ub9LT და ხვდები სივრცეში http://imgur.com/DlC8fBf სად ხარ? უცებ იწყება კიბე, რომელსაც ბოლო არააქ, მარა არ გჯერა და მაინც ცდილობ ბოლომდე ასვლას.

თამაშის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი არის მიტოვებულობის შეგრძნება. სამყაროს წყობა და მასში მიმდინარე მოვლენები ავტომატურად გიქმნის განწყობას, რომ არავინ არ ხარ, არავინ არ იცის სად ხარ http://imgur.com/nFBPHa8 და ხარ უზარმაზარ ადგილას. მაგრამ ზოგადი სივრცის განცდიდან, უცებ ერთვები რაღაც პირადულზე, მიკრო სივრცეზე და http://imgur.com/WRd6cSg ხვდები მექანიზმებში, რომლებიც თითქოს ცოცხლები არიან. არის ამ მექანიზმებით შექმნილი ფაზლები, რომლებიც ბოლომდე ფაზლებიც არ არის. შენ არ გიწევს სადმე გაჩერება და რამეზე ფიქრი, ფაზლი თითონ გზაა სადაც მიდიხარ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არ დაირღვეს მედიტაციური, სიზმრის მაგვარი მოგზაურობის დინამიკა. გზად გხვდება ისეთი ადგილებიც სადაც სიუჟეტზე რაღაც დასკვნების გაკეთება შეიძლება, მაგრამ მაინც არაფერს გაძლევს. მიტოვებული, მომავალის, მიწისქვეშა მეგაპოლისი http://imgur.com/2YUqx7Q ? თუ ვინმეს შინაგანი სამყარო? აქ მოდის ლეველ დიზაინის მომენტი, რადგან თამაში სენდბოქსი არაა, მარა ბოლომდე ესც ვერ ვიტყვი. ყოველთვის არის თავისუფლების შეგრძნება, არის სივრცე და სივრცეში მიმოფანტული მოულოდნელი სურპრიზები... მკაცრი ფორმების მიუხედავად, თამაშში არის ულამაზესი და ძალიან მრავალფეროვანი ლოკაციები http://imgur.com/4KgNWlE ფორმების, ფერების და განათების საინტერესო სინთეზის მეშვეობით ადგილები აფსოლიტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. და ამ მომენტში სცენაზე შემოდის მუსიკა. მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში და დანარჩენ დროს სიჩუმე, რომელიც დროგამოშვებით ირღვევა ქარის და უცნაური მექანიზმების მუშაობის ხმებით. როდესაც მსგავს რამეს თამაშობ და 4 - 5 საათზე მეტი გრძელდება, უკვე ფიქრობ, რომ დასასრულს უახლოვდები და უცებ, ამ "ბუნკერიდან" http://imgur.com/dOk68Or ხვდები http://imgur.com/xnZ0LgY უდაბნოში. მეტს არ ვიტყვი და შთაბეჭდილებებისთვის თქვენი ძალებით შესავსებ სიცარიელეს შემოგინახავთ. მაგრამ გამოგიტყდებით, რომ თავგადასავლის მაშტაბებით და მრავალფეროვნებით ბოლომდე ნასიამოვნები დავრჩი. NAISSANCEE არის ექსფერიანსი, რომელშიც თავი მეგონა უშუალოდ შემქმნელის გონებაში. მის გრძნობებში, რაღაც განსაცდელში, რომელშიც თვითონ გაიარა და ძალიან ორიგინალური გზით გაუზიარა სხვებს.

Riddick
Posts: 11701

Re: NAISSANCEE

Unread post#2 » 22 Jun 2016 21:08

ანტიჩემბერის სიტუაციაა. რო დავხურე ვინც ჩემიანი იყო ყველას ურჩიე, მარა :bubble:

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 111 guests


cron