Dark Souls 3, PC, Xone, PS4, Swirch / Action-RPG / მონახაზი

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Dark Souls 3

Unread post#1 » 08 Mar 2016 17:25

ამ თამაშის გარშემო ყოველთვის ესეა. თითქოს ბევრი რამეა ცნობილი, მაგრამ არაფერი იცი. ეს წესი მესამეს "პრევიუ" პერიოდსაც ეხება. უამრავი რაღაც დადეს და თქვეს, რამაც კიდევ უფრო დიდი კითხვების ტალღა გამოიწვია. ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა საკმაოდ რთული ამოცანაა. ამიტო უბრალოდ შევეცდები ზოგადი მონახაზი გავაკეთო იმ ყველაფრის რაც 12 აპრილს დაიწყება.

Dark Souls 3
>>>

პირველ რიგში აღინიშნება ის ფაქტი, რომ თამაში არ არის Bloodborne. არვიცი რატომ, მარა ბევრს ქონია ამ საშიშროების განცდა. არადა პირიქით იყო თავიდან. Bloodborne არი ზემოთ ნახსენების მოდიფიცირებული ვერსია, რომელსაც უკან უბრუნდება ფარი და უამრავი სხვადასხვა ტიპის იარაღი, პლიუს ახალი გეიმფლეი მექანიკები. ერთ-ერთ მათგანად შეიძლება ჩაითვალოს თამაშის ტემპის საგრძნობი ზრდა. რაც ჩემი აზრით (სანამ აზრების დროა) ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. და მამენტ Bloodborne-იც რომ იყოს რა? ერთიდაიგივე თამაშია სხვადასხვა სეთინგში, ერთში ფარი, მეორეში იარაღი და ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ახალი ვიზუალური წინსვლები.

გეიმფლეიდან, კონკრეტულად კომბატს რაც ეხება, დაემატა ეგრედწოდებული Battle Arts მექანიაკა, რაც ნიშნავს იმას, რომ აფსოლიტურად ყველა ტიპის იარაღს, იქნება ეს ახლო ბრძოლის, შორი, თუ რაიმე სახის მაგია, ექნება თავისი სპეციალური დარტყმა, რომლის შესრულებაც, მხოლოდ გარკვეულ პოზიციაში ჩადგომის შემდეგ მოხდება. მისი ჩარჯების რაოდენობა, როგორც ჩანს განსაზღვრული იქნება, შევსების ხერხები კი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა ესტუსის მსგავსად, კოცონთან. მიაძაკის თქმით, ეს არის გეიმფლეის ევოლუცია, რომელიც ფართოდ იქნება მესამე ნაწილში გამოყენებული. იქნებიან სპეციალურად ამ მომენტზე ორიენტირებული ბოსებიც.

>>>
ბოსებს რაც შეეხება. ბევრს, მათ შორის მეც, ბოლოსკენ გამიჩნდა პროტესტი მათ მიმართ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო თამაშებში უკვე გულახდილად იგრძნობოდა, მათი ერთმანეთთან მსგავსება და From Software თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებას ნელნელა ხელიდან უშვებდა. იყო სიძნელე, მარა აღარ იყო ორიგინალურობა და რაც მთავარია აღარ იყვნენ "პერსონაჟები". მიაძაკიმ ეს მომენტი ზუსტად ამ კონტექსტით გამოყო და თქვა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბოსების ორიგინალურობას და საინტერესო ბექსთორის გაწერას. უფრო ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ბოსების ფაზების რაოდენობაც მოიმატება და უფრო რადიკალურად განსხვავებული გახდება ერთმანეთისგან.

თამაშის ლოკაციების წყობა. ვარაუდობენ Demon Souls-ის, ტენდენციების მსგავს სისტემას. რომელშიც არის 8 სხვადასხვა ფერის ტენდენცია, ანუ სამყარო, ხოლო მათი ფერი განსაზღვრავს თუ რამდენად რთული იქნება ესა თუ ის მათგანი. მაგრამ, ამასთანავე ვიცით, რომ მიაძაკიმ დაადასტურა სამყაროს "გადაბმულობა" პირველი Dark Souls-ის მსგავსად და აღნიშნა, რომ იგი პირადად მუშაობდა გარკვეული ლოკაციების შექმნაზე. რაც ამ თემას ჯერჯერობით ბურუსით მოცულს ტოვებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ლოკაციების წყობის ორივე ელემენტიდან საუკეთესოს აღებას და გაერთიანებას ცდილობს, რაც ძალიან საინტერესოდ ჟღერს.

>>>
გრაფიკული თვალსაზრისით, თამაშს ეტყობა Bloodborne დონის დეტალიზაცია, მაგრამ მაში საგრძნობლად გაუმჯობესებულია განათების მომენტი, რომლის დამსახურებითაც ლოკაციების გარჩევადობა გაცილებით უკეთესი გახდა. ეს ელემენტი, წინამორბედში, მომენტებში, საკმაოდ პრობლემატური იყო.

რაც შეეხება მუსიკას. მასზე წინა სერიების ავტორები მუშოაბდნენ და ვინც თამაში უშუალოდ ნახა, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული და მუსიკა ატმოსფეროს ნახევარს თავის თავზე იღებს.

თამაშის სიუჟეტს სპეციალურად არ ვეხები. მგონი ყველამ კარგად ვიცით რასთანაც გვაქვს საქმე. იგი როგორც ყოველთვის აფსოლიტურად "უძვლოა". გაუგებარი და მისტიფიკაციებით სავსე. იმაზეც კი მიდის ლაპარაკი, რომ პირველის პრიკველი იქნება. მაგრამ ზოგადად ამ ადამიანის თამაშების სიუჟეტებთან უკვე გარკვეული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ყველაფერს უყურებ როგორც საინტერესო და მეტწილად გაუგებარ სიზმარს, რომელიც არის რეალობის საშინლად ძლიერი ასახვა ვირტუალობაში. ვეძებ იმ კავშირებს, რისი დაჭერაც შემიძლია და ვხვდები, რომ აზრი უშუალოდ იმ გრძნობებშია, რომელიც თამაშებში მოგზაურობისას გიჩნდება და არა რაიმე მთლიან და ლოგიკურ ამბავში, რომელიც თითქოს ამ ისტორიების უკან დგას. და Hidetaka Miyazaki-ის შინაგანი სამყარო ქვია.


User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Dark Souls 3

Unread post#2 » 16 Mar 2016 20:27

აუ, Greatlance-საც მოვესწარით. :დ

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#3 » 24 Mar 2016 00:54

Launch Trailer https://www.youtube.com/watch?v=QjY99zF3_to


იაპონიაში გამოვიდა უკვე. Xbox One-ის მფლობელებს შეუძლიათ იაპონურ მისამართზე დარეგისტრირებული account-ით იყიდონ და ითამაშონ, რედიტზე დაადასტურეს რო ინგლისურ ენაზეც შეუძლიათ თამაში. http://www.eurogamer.net/articles/2016- ... eird-trick

ლაივსტრიმია თუ ვინმეს აინტერესებს https://www.youtube.com/watch?v=de4kEIy-bCg, თავდაპირველი ლოკაციების მუღამს დავკარგავ მარა გეიმფლეის შევაფასებ სანამ ტრეილერების ადგილებს აგცდება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Dark Souls 3

Unread post#4 » 25 Mar 2016 14:26

უფრო და უფრო მუღამზე მოვდივარ რაც ახლოვდება რელიზის დღე :3
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#5 » 01 Apr 2016 14:08

https://youtu.be/eXLHNsLplbE 80-იანების სტილში გაფორმებული ტრეილერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Dark Souls 3

Unread post#6 » 05 Apr 2016 15:17

წამოვიდა მიმოხილვები, მარა მარტო სათაურებს ვნახულობ - "ყველაზე საუკეთესო ნაწილი"
და მსგავსი შინაარსის. მეტაზე 22 კრიტიკოსის 90. FromSoftware-ში ალბათ უკვე გარაჟებს ყიდულობენ ფულის დასალაგებლათ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Dark Souls 3

Unread post#7 » 05 Apr 2016 16:46

ამ მიმოხილვამ ცოტა არ იყოს დაბრუნებული იმედი შემირყია. მოულოდნელობების და აღმოჩენის სიმწირეს ჩივის რევიუერი.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#8 » 05 Apr 2016 17:30

ხო რაღაც პირველის და მეორეს მიქსიაო, უფრო გეიმფლეიზე აქცენტი ვიდრე ლოკაციებზეო, თან ორივეზე ადვილიაო მარა ეს მკიდია, NG++ ზე რო ავალ ქ მექნება comfort zone, რავი ვნახოთ რა იქნება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dark Souls 3

Unread post#9 » 10 Apr 2016 05:27

ძაან ნათელი ფერებია აქ რა, თან მგონი ესეც მარტივია მეორეშიც ესე იყო თორე ისე მაგარ ვიდზეა ძაან, ეგრე გეგონება მოდითაა განათებულიო ისეა თან, პირველს რო ვთამაშობდი მაგარი დათრგუნული ვიყავი ბევრ ლოკაციაში და მეორეში ვაბშე არ მქონია ეგ, მარა მაინც გაამართლებს მოლოდინებს ჩემი აზრით, ეგრე მგონია რო იმ გეიმერებზეც გათვალეს უკვე მეორე და მესამე სერია ვინც პირველ dark soul ში პირველივე ბოსის დანახვისას shift + delete თი წაშალეს თამაში მარა არაუშავს:D
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#10 » 10 Apr 2016 11:58

კი მართალი ხარ, მთავარია ლეველ დიზაინის კარგი ელემენტები ქონდეთ შენარჩუნებული, გეიმფლეი უკეთესი და სამყაროს ბექგრაუნდი საინტერესო. მეორე მაგ ყველაფერში იყო ლოხობა და ჩაჯმა და ამან თუ მეორეს ფორმულა პირველთან კარგი შერწყმით წარმოადგინა მაშინ შეიძლება გაამართლოს. პროსტა ჩემთვის პირველის ლეველ დიზაინი და მიდგომა არის ნიმუში Souls სერიის და მაგაზე ნაკლების დედაც ვატირე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Dark Souls 3

Unread post#11 » 11 Apr 2016 14:02


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#12 » 11 Apr 2016 14:26

გუშინ რაღაც ინფოები მოვიძიე, ისეთი რამეები ბრუნდება პირველიდან რო ემოციურ ტალღები მოგხვდებათ ერთი ორი. სთორის კონცეფციაც რაღაც საინტერესოა, პირველში მოთამაშემ რაც გააკეთა როგორც ვხვდები ეგ არ იქნება გადამწყვეტი, იქნება პერსონაჟი (ან პერსონაჟები) რომელიც თავის სამყაროში იგივეს აკეთებდა და სხვანაირად გააგრძელა, ანუ ერთი კონკრეტული ისტორია არ იარსებებს Dark Souls-ისთვის და სამყაროების აზრი წინ წამოიწევს lore-ში. ასტორადან და კარიმიდან ახალი პერსონაჟები ჩნდებიან, რაც მაგ ლოკაციებზე იმედია დამატებით ინფოს მოგვცემს. არმორები ძალიან ბევრი ბრუნდება. რვა კოვენანტია და კონცეპტუალურად ყველა საინტერესო, თან მგონი npc-ებთან შეხვედრები და მათი ქვესტების შესრულება როგორც პირველში იყო, კოვენანტებთან იქნება კავშირში, მაგალითად ვიღაც თუ მოკვდა შეიძლება ვეღარ აალეველო კოვენანტი. ლეველ დიზაინი მეორეს მსგავსი უფროა სამწუხაროდ მარა იმედია თითონ ლეველებს მაინც დაუტოვებენ კარგ დიზაინს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Dark Souls 3

Unread post#13 » 12 Apr 2016 05:53

გამოსვლის ინფო:
Release Date: Apr 12, 2016
Developer: From Software
Genre(s): Role-Playing
Metascore 90
User Score No user score yet

5 წლის წინ გამოვიდა პირველი და უკვე ლეგენდაა, თან ისეთი დონის როგორც 10 15 20 წლის წინ გამოსული შედევრები. ეს თამაში რეალობაში გავლილი სიბნელის ერთგვარი მეგზური გახდა და იმედია ეს ნაწილიც მომეხმარება ზოგად საკაცობრიო "კოშმარების გააზრებაში" ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#14 » 12 Apr 2016 08:47

Demons Souls-ია Dark Souls-ის და Bloodborne-ის ელემენტებით. 5 საათი ერთი ბოსის მოკვლაში და მერე ექსპლორაციაი გავატარე, სერიოზულად ნამუშევარი ლოკაციებია, ბევრი ვერტიკალებია და ყველგან რაღაც აწყვია და გასასვლელებია, ჩავრთე გარემოს აღქმის სკილები და ჩემ სტიქიაში ვარ. დეპრესიული ატმოსფეროც დაბრუნდა ნათელ ნაცრისფერ ფერებში. ამ თამაშის პირველ მოზრდილ ლოკაციაში ჩანს თუ რამდენად სიცხვილი იყო მეორე ნაწილი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Dark Souls 3

Unread post#15 » 12 Apr 2016 08:57

გავუშვი გადმოწერაზე და ვფიქრობ, ბალნიჩნი ხომ არ ავიღო. :(

რა გაძლებს ახლა საღამომდე ტო...

დიდება მზეს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Dark Souls 3

Unread post#16 » 12 Apr 2016 09:31

სტიმზე თუ არ გაქვს ჯერ არ გადმოწერო. გრაფიკული ბაგი აქვს, დაბალზე დაწეული განათების ხარისხით თუ არ თამაშობ იქრაშება. მალე გამოასწორებენ ამას და სტიმზე თუ არ გაქ გაგიჭირდება მერე გადაყენება.

P.S. პლატი.რუ-ზე ყველა კარტით აღარ გამოდის ყიდვა , ვებმანიზე არ ვიცი არ გამომიყენებია. https://www.g2a.com/dark-souls-iii-stea ... u-cis.html ამ საიტზეა შესაძლებელი RU/CIS ვერსიის ყიდვა. 30 დღიან უფასო შილდს თუ გაააქტიურებთ საიტზე, დაზღვეული იქნებით ყიდვისას რო რამე არ მოხდეს, 6 საათი შიშით ველოდებოდი არ დამეკარგა უკანასკნელი კაპიკები და კიდევ კაი მოვიდა ბოლოს გასაღები )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Dark Souls 3

Unread post#17 » 12 Apr 2016 12:17

გავუშვი გადმოწერაზე და ვფიქრობ, ბალნიჩნი ხომ არ ავიღო. :(

უნდა დავაბრუნო ქვოთების ტოპიკი

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dark Souls 3

Unread post#18 » 12 Apr 2016 20:10

firekeeper თან მივედი მეტი აღარ მითამაშია მარა მაგ ლოკაციაში რო გავიარე მივხვდი რო ძაან მაგარი რაღაცებია წინ, ამას რო შევყვე ვეღარ ავდგები ისეთი მაგარი ჩანს, პირველის გზა გააგძელეს აშკარად მაგაზე ვფიქრობდი მარტო რო მეორეს არ მიბაძონ თქო, სერიოზულად ჩავუჯდები დრო რო მექნება მაგრა გამისწორდა ესეთი კაი რო გამოდგა
smothered in the crib

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Dark Souls 3

Unread post#19 » 12 Apr 2016 20:26

ძალიან მაგარი ლოკაციაა. თითქოს სახლში დავბრუნდი. :(

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Dark Souls 3

Unread post#20 » 13 Apr 2016 14:24

ეჰ, ცალი ოპერატიული არ მუშაობდა ჩემი, ქრაშავდა ხოლმე, ახლა ჩავდე ისევ, იმუშავა რაღაც დრო, დაქრაშა და საერთოდ აღარ ირთვება. მომიწევს გამოწერა და 2-3 კვირა ლოდინი. :(

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 76 guests


cron