Dark Souls 3

პირველ რიგში აღინიშნება ის ფაქტი, რომ თამაში არ არის Bloodborne. არვიცი რატომ, მარა ბევრს ქონია ამ საშიშროების განცდა. არადა პირიქით იყო თავიდან. Bloodborne არი ზემოთ ნახსენების მოდიფიცირებული ვერსია, რომელსაც უკან უბრუნდება ფარი და უამრავი სხვადასხვა ტიპის იარაღი, პლიუს ახალი გეიმფლეი მექანიკები. ერთ-ერთ მათგანად შეიძლება ჩაითვალოს თამაშის ტემპის საგრძნობი ზრდა. რაც ჩემი აზრით (სანამ აზრების დროა) ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. და მამენტ Bloodborne-იც რომ იყოს რა? ერთიდაიგივე თამაშია სხვადასხვა სეთინგში, ერთში ფარი, მეორეში იარაღი და ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ახალი ვიზუალური წინსვლები.
გეიმფლეიდან, კონკრეტულად კომბატს რაც ეხება, დაემატა ეგრედწოდებული Battle Arts მექანიაკა, რაც ნიშნავს იმას, რომ აფსოლიტურად ყველა ტიპის იარაღს, იქნება ეს ახლო ბრძოლის, შორი, თუ რაიმე სახის მაგია, ექნება თავისი სპეციალური დარტყმა, რომლის შესრულებაც, მხოლოდ გარკვეულ პოზიციაში ჩადგომის შემდეგ მოხდება. მისი ჩარჯების რაოდენობა, როგორც ჩანს განსაზღვრული იქნება, შევსების ხერხები კი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა ესტუსის მსგავსად, კოცონთან. მიაძაკის თქმით, ეს არის გეიმფლეის ევოლუცია, რომელიც ფართოდ იქნება მესამე ნაწილში გამოყენებული. იქნებიან სპეციალურად ამ მომენტზე ორიენტირებული ბოსებიც.

ბოსებს რაც შეეხება. ბევრს, მათ შორის მეც, ბოლოსკენ გამიჩნდა პროტესტი მათ მიმართ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო თამაშებში უკვე გულახდილად იგრძნობოდა, მათი ერთმანეთთან მსგავსება და From Software თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებას ნელნელა ხელიდან უშვებდა. იყო სიძნელე, მარა აღარ იყო ორიგინალურობა და რაც მთავარია აღარ იყვნენ "პერსონაჟები". მიაძაკიმ ეს მომენტი ზუსტად ამ კონტექსტით გამოყო და თქვა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბოსების ორიგინალურობას და საინტერესო ბექსთორის გაწერას. უფრო ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ბოსების ფაზების რაოდენობაც მოიმატება და უფრო რადიკალურად განსხვავებული გახდება ერთმანეთისგან.
თამაშის ლოკაციების წყობა. ვარაუდობენ Demon Souls-ის, ტენდენციების მსგავს სისტემას. რომელშიც არის 8 სხვადასხვა ფერის ტენდენცია, ანუ სამყარო, ხოლო მათი ფერი განსაზღვრავს თუ რამდენად რთული იქნება ესა თუ ის მათგანი. მაგრამ, ამასთანავე ვიცით, რომ მიაძაკიმ დაადასტურა სამყაროს "გადაბმულობა" პირველი Dark Souls-ის მსგავსად და აღნიშნა, რომ იგი პირადად მუშაობდა გარკვეული ლოკაციების შექმნაზე. რაც ამ თემას ჯერჯერობით ბურუსით მოცულს ტოვებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ლოკაციების წყობის ორივე ელემენტიდან საუკეთესოს აღებას და გაერთიანებას ცდილობს, რაც ძალიან საინტერესოდ ჟღერს.

გრაფიკული თვალსაზრისით, თამაშს ეტყობა Bloodborne დონის დეტალიზაცია, მაგრამ მაში საგრძნობლად გაუმჯობესებულია განათების მომენტი, რომლის დამსახურებითაც ლოკაციების გარჩევადობა გაცილებით უკეთესი გახდა. ეს ელემენტი, წინამორბედში, მომენტებში, საკმაოდ პრობლემატური იყო.
რაც შეეხება მუსიკას. მასზე წინა სერიების ავტორები მუშოაბდნენ და ვინც თამაში უშუალოდ ნახა, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული და მუსიკა ატმოსფეროს ნახევარს თავის თავზე იღებს.
თამაშის სიუჟეტს სპეციალურად არ ვეხები. მგონი ყველამ კარგად ვიცით რასთანაც გვაქვს საქმე. იგი როგორც ყოველთვის აფსოლიტურად "უძვლოა". გაუგებარი და მისტიფიკაციებით სავსე. იმაზეც კი მიდის ლაპარაკი, რომ პირველის პრიკველი იქნება. მაგრამ ზოგადად ამ ადამიანის თამაშების სიუჟეტებთან უკვე გარკვეული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ყველაფერს უყურებ როგორც საინტერესო და მეტწილად გაუგებარ სიზმარს, რომელიც არის რეალობის საშინლად ძლიერი ასახვა ვირტუალობაში. ვეძებ იმ კავშირებს, რისი დაჭერაც შემიძლია და ვხვდები, რომ აზრი უშუალოდ იმ გრძნობებშია, რომელიც თამაშებში მოგზაურობისას გიჩნდება და არა რაიმე მთლიან და ლოგიკურ ამბავში, რომელიც თითქოს ამ ისტორიების უკან დგას. და Hidetaka Miyazaki-ის შინაგანი სამყარო ქვია.