The Order: 1886, შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

The Order: 1886

Unread post#1 » 01 Mar 2016 12:23

The Order: 1886
>>>

გუშინ დავხურე, მოსაყოლი დაგროვდა და მინდა შეჯამების სახით დავწერო.
თავიდან, ჩამოყალიბებული შეხედულება მინდა დავარღვო და ვთქვა, რომ The Order: 1886 ახალი თაობის კონსოლის გრაფიკული შესაძლებლობების სადემონსტრაციო თამაში არ არის. კი, ეს თამაში ამასაც აკეთებს, მაგრამ ეს პირველ რიგში არის ახალი, სრულფასოვანი აიპი, რომელიც გათვლილია მომავალზე. მისი წარმატებული ანალოგის სახით შეგვილია ავიღოთ Uncharted სერია. რომლის პირველი ნაწილიც საკმაოდ დაბალი დონის, სადემონსტრაციო დემოს გავს. The Order: 1886 კი სადემონსტრაციო დემოს ნამდვილად არ გავს და სრულფასოვან ნექსთგენ გამოცდილებას იძლევა.
ლაპარაკი იყო თამაშის ხანგრძლივობის პრობლემაზეც, რაც ძალიან მარტივად გვარდება. თქვენ უბრალოდ შედიხართ მენიუში და სიძნელე გადაგყავთ ჰარდზე. ჰარდით თამაში ხდება ზუსტად ის რაც დეველოპერებს აქვთ მასში ჩადებული, ხოლო ხანგრძლივობა უტოლდება ნებისმიერ მსგავსი ტიპის პროექტის და არანაირ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას არ ტოვებს, პირიქით.

>>>
დაკონკრეტებას გეიმფლეიდან დავიწყებ. აქაც Gears of War პრინციპია გამოყენებული, ანუ მოფარებიდან სროლა. რომელიც უამრავ კარგ თამაშშია გამოყენებული, მაგრამ მისი მინუსებიც საკმაოდ თვალში საცემია. საბრძოლო ლოკაციები თითქმის ყოველთვის არენების მსგავსი, ბრტყელი სივრცეების და მასზე ერთმანეთის პარალელურად განთავსებული, მოსაფარებლებისგან შედგება, რაც საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება, როგორც ყველა მსგავს თამაშში. მარა იარაღების მრავალფეროვნების, ვიზუალური ეფექტების, სროლის ხმის და სიტუაციების მრავალფეროვნების გამო, ეს ელემენტი მაინც ინარჩუნებს ინტერესს. ჰარდზე სერიოზული ჩელენჯი მოდის, თამაშის სკილი დინამიურად იზრდება და სიამოვნების ელემენტი დახურვამდე მუშაობს. პლიუს ამას, თამაშში არის რამდენიმე უშუალოდ მისთვის შექმნილი მექანიკა, რომელიც ძირითადად მაქციებთან ბრძოლის დროს ხდება აქტუალური და თამაშის ინდივიდუალური სახის მიცემას კარგად უწყობს ხელს.

>>>
სხვა დეველოპერებისგან განსხვავებით, აქ ვიზუალზე არ იტყუებიან, თამაში რეალურად ესე გამოიყურება http://imgur.com/cqticJ7 . ზოგი მომენტი და ლოკაცია იმდენად ლამაზია, რო მასში უბრალოდ გარბენისას ბანალურად გული გწყდება, ხვდები რო ეს ყველაფერი რამდენიმე წამისთვისაა შექმნილი და მასში უზარმაზარი შრომაა ჩადებული http://imgur.com/ejFospI . საერთოდ თამაში საკმაოდ ბევრი ტიპის ლოკაციაზე გადის, რაც როგორც პლიუსი, ასევე მისი მინუსია. რადგან ზოგი მათგანი ძალიან დადებითად გამახსოვრდება, ზოგს კი ცდილობ, რომ მალე გაიარო. მაგალითად დასახლებული ლონდონი, ძალიან ატმოსფერულია. მოცემულ ლოკაციაზე ყოფნის ყველა მომენტი სიამოვნებას განიჭებს http://imgur.com/UpOjalI იგრძონა ამ ალტერნატიული განვითარების კურსით წასული ქალაქის სული. სახლების ინტერიერი ულამაზესია http://imgur.com/55nde6D ტესლას ლაბორატორია კი ჯეიმს ბომდის ბაბუების შტაბს მაგონებდა http://imgur.com/ZWstUwb . ასევე წვიმიანი სტელს მისიები, ულამაზესი პალასები, რომელთა სილამაზეც, მოსაბეზრებელ კომბატის მექანიკას, მაინც ლამაზად და დასამახსოვრებლად წარმოაჩენს. მაგრამ არის ლოკაციები, რომლებშიც ეს ატმოსფერო საერთოდ არ იგრძნობა, მაგალითად საპორტო რაიონი, სადაც ყუთებში და საცავებში გიწევს სირბილი. ან ხიდი, რომლის გარშემოც ბურუსის გამო არაფერი ჩანს. მაგრამ პროცენტულობით, ხარისხიანი მაინც ბევრად წინ უსწრებს ნაკლებად ეფექტურს.

>>>
ენა, ანუ ინგლისური, რომელზეც თვითონ ინგლისელები საუბრობენ, საკმაოდ რთული გასაგები აღმოჩდა მეგრელი ბიჭისთვის, რომელმაც მეგრულიც კი არ იცის. მოცემულმა საკითხმა, დაჟე ზესტაფონელსაც პრობლემა შეუქმნა, იმის მიუხედავათ, რომ მომენტებში ენის ცოდნაზე დებს ხოლმე თავს. ერთი სიტყვით, სიუჟეტის თვალყურის დევნება, დიდი სურვილის მიუხედავად, მაინც ძალიან გვიჭირდა, მომენტებში, კარგიანის და ცუდიანის დონეზეც ვიყავით, მაგრამ გამოცდილებამ და გარკვეული, საერთო მონახაზის დაჭრამ, მაინც ბევრი რამ მითხრა თამაშში მოყოლილ ამბავზე. რომელიც The Order: 1886 ალბათ ყველაზე დიდი პლიუსია. ეს კოჯიმას თამაში არ გახლავთ, მაგრამ დიალოგებს და ზოგადად სიუჟეტის მოწოდებას, აქაც თამაშის ზუსტად ნახევარი დრო ეთმობა. პერსონაჟების თემა, როგორც ვიზუალით, ასევე შინაარსობრივად ძალიან კარგადაა წარმოჩენილი. მათ ძალიან მარტივად იმახსოვრებ და ხვდები, რომ ყველა მათგანი საერთო სურათის რაცშეიძლება მარტივად და ღრმად წარმოჩენაზე "მუშოაბს" http://imgur.com/7clLaCk. და რაც მთავარია, თვითონ თამაშის მთავარი იდეა, რომელიც ორდერის, მაქციების და ვამპირების გარშემოა აგებული, არის უჩვეულოდ "ზრდასრული". მარტივად რო ავხსნა - The Order: 1886 ხანგრძლივობის მანძილზე, თქვენ სულ რაღაც 5-7% გექნებათ ამ ფანტასტიკურ არსებებთან უშუალო კავშირი, რაც თემას ძალიან რეალისტურს და საინტერესოს ხდის. ანუ შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ The Order: 1886 ნექსთგენობა, გრაფიკაში კი არა, თვითონ სიუჟეტშია, რომელიც იმდენად სერიოზულ ჭრილშია წარმოჩენილი, რომ არ შეიძლება, რომელიმე მსგავსი სეთინგის მოყვარულს თავი არ მოაწონოს.

საერთო ჯამში კი, ეს არის ერთი დიდი პროლოგი, ძალიან ღრმა, საინტერესო და კინომატოგრაფიული დონის თამაშის, რომლის გაგრძელებასაც იმედია თუ ახლო არა, შორეულ მომავალში მაინც ვიხილავთ :snack:

Riddick
Posts: 11696

Re: The Order: 1886

Unread post#2 » 05 Jul 2016 01:43

ძაან ახლოს არი ამ კაცის აზრთან ჩემი პოზიცია ამ თამაშზე და ვიცი რო ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ აშკარად კარგი "სერიალის პილოტი" იყო, რომელიც თუ გაგრძელდა ძალიან გამიხარდება https://www.youtube.com/watch?v=VJVh_5Ni4IU

უფრო ბუნდოვანი, მაგრამ ამ სიტუაციის მსგავსი დამოკიდებულება მაქ Alan Wake-თან, რომლის მეორე ნაწილსაც სიამოვნებით ვნახავდი

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 32 guests