Racer - სრული სახელი: Racer Free Car Simulation არის სრულიად უფასო (freeware) და ყველასათვის ხელმისაწვდომი (source available) ვიდეო თამაში - სიმულატორი (simulator), რომელიც მუშაობს Microsoft Windows, Linux, და Mac OS X პლატფორმაზე.
Racer-ი შეიქმნა როგორც მართვის სიმულატორი და მას გააჩნია ყველა ის თვისება, რომლის ნახვაც ჩვეულებრივ შესაძლებელია სხვა სარბოლო სიმულატორებში. კონკრეტულად კი ისეთი ფუნქციების როგორიცაა: შეჯიბრი ბოტ (AI) მანქანებთან ან რეალურ ოპონენტებთან და მრავალი მოთამაშის რეჟიმის (multiplayer mode) გამოყენება. თუ Racer-ს შევადარებთ სხვა კომერციულ სარბოლო თამაშებს, მაშინ მის სუსტ მხარეებად ჩაითვლება ის რომ: სიმულატორში არ არის ცვეთა/დაზიანების ფიზიკა და კარიერის რეჟიმი (career mode). Racer-ი რენდერისთვის იყენებს OpenGL-ს და არა DirectX-ს. უფასო ვერსიასთან ერთად არსებობს ფასიანიც და ესაა: Cruden-ი.
Cruden-ზე საუბარი მეხუთე გადაცემაში (Fifth Gear): >>> >>>
Racer-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება არის გახსნილობა. პროგრამული უზრუნველყოფა შენარჩუნებულია მხოლოდ შემქმნელის რუდ ვან გალის მიერ, მაგრამ მანქანები, გზები და სხვა ინფორმაცია მოცემულია და ახსნილია დოკუმენტებში. ასევე, მანქანის და გზების შექმნის ინსტრუმენტები მოთავსებულია თამაშის მთავარ საქაღალდეში. სწორედ ამის შედეგად შეიქმნა და გამოიცა დიდი რაოდენობით მანქანები შემდეგი სახესხვაობით: Formula One, GT, vintage, სატვირთო, სედანები და ა. შ. აგრეთვე, გავრცელდა სხვადასხვა სახის გზები: დაწყებული ჭეშმარტი სარბოლო გზებით და დამთავრებული დრაგით (drag strips), მთიანი გზებით და თქვენ წარმოიდგინეთ ავტოსადგომებითაც.
Racer პირველად გამოვიდა 2000 წლის 29 აგვისტოს და ამ დღიდან მოყოლებული მუდმივ განახლებაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში Racer-ის მოყვარული საზოგადოების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. Racer-ის მთავარი ფორუმი და სპეციალური განყოფილება გახსნილია და დიდი ხანია არსებობს RaceDepartment-ის ფორუმზე.
ლიცენზია:
Racer-ის პროგრამა არის სრულიად უფასო (freeware) მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას არაკომერციული მიზნებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს კოდის ძველი ვერსია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია (source code). მანქანებს და გზებს გააჩნია სხვადასხვა სახის ლიცენზია და მათი გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, Racer-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის მისი ღია ფორმატი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მისი სუსტი მხარეა: მისი დახურული წყარო (closed-source stance) და დეველოპერების გუნდი. Racer-ის საზოგადოება ხელს უწყობს ტესტირებას და ხშირად რჩევას აძლევს დეველოპერებს რა ფუნქციები დაამატონ თამაშს მომავალში. სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, რომ Racer-ის დეველოპერები ძალიან არიან დამოკიდებულნი დროზე და ამიტომ ვერ ახერხებენ არსებულის განვითარებას, რაც განაპირობებს იმას, რომ განახლებები ხდება ძალიან იშვიათად. თუმცა როდესაც განახლება გამოდის, ის შეიცავს არაერთ სიახლეს, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს საკუთარი მანქანების ან გზების მოდიფიკაციასა და განვითარებაში.
თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://racer.nl
მოდები და გზები: Racer Free Car Simulation | ВКонтакте
ჩემი გადაღებული სურათები:
► Show Spoiler
თამაშის გადმოსაწერი ბმული მოდებით: Racer Free Car Simulation (Racer Pack 2 - V0.8.45)
მოთხოვნები:
- Windows XP/2003-Server/Vista/Windows 7 (32/64 bits); Pentium IV ან AMD პროცესორი. ნებსიმიერი 1Ghz-იანი იმუშავებს ნორმალურად, მაგრამ კარგი ვიდეო დაფის ქონდა მნიშვნელოვანია.
- გაითვალისწინეთ, რომ სიმულატორის beta ვერსიებს არ აქვს Windows 95/98/ME (პრობლემები font-ებთან დაკავშირებით) მხარდაჭერა.
- კარგი 3D ვიდეო დაფა (OpenGL-ის და Cg-ის მხარდაჭერით) ისეთი როგორც nVidia (სასურველია) ან AMD/ATI. დეველოპერები ძირითადად მუშაობენ მხოლოდ nVidia-ს ბარათებზე (და drivers-ებზე), ასე რომ რეკომენდირებულია მისი ქონა Race-ისთვის. nVidia 8800GT ან ნებისმიერი ახალი ვიდეო დაფის ქონა სასურველია.
- DirectX9.0c ან უკეთესი.
ვიდეოები: >>> >>>
მოდების და გზების გადმოწერა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადასვლით:
ehune01 და Skybh (გადმოსაწერი ბმულის სანახავად ჩამოშალეთ ვიდეოს აღწერა).
თამაშის კონტროლები (Controls):
Racer-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა სახის კონტროლერი: საჭე, მაუსი და კლავიატურა.
S - მანქანის დაქოქვა (Start the engine)
L - მაშუქების ჩართვა (Lights)
P - შეჩერება (pause)
Ctrl + (მოიცავს რამოდენიმე ფუნქციას, რომელიც გვეხმარება ყველა პანელის გაქრობაში, რადგან გადავიღოთ სუფთა სურათი)
- V - მაჩვენებელთა დაფა (Clocks)
- G - სიჩქარე, სიჩქარეში გადართვა (Racing)
- F - კადრების რაოდენობა წამში (FPS)
Shift + (აგრეთვე შეიცავს რამოდენიმე ფუნქციას)
- A - ავტო პილოტის (auto pilot) ჩართვა მაშინ თუ გზაზე ჩაწერილია წრის გავლის მარშუტი. ასეთ შემთხვევაში მანქანა ივლის გზაზე, ჩვენი დახმარების გარეშე (როგორც AI).
- F - მანქანის აღდგენა (restoration of the car)
- R - თავიდან დაწყება (restart)
- ~ - Console-ის ბრძანებები (commands) - მოცემული ბრძანებების შეყვანის შემდეგ ხდება:
Console-ის გრაფის გამოსაჩენად კლავიატურაზე აჭერთ ღილაკთა კომბინაციას Shift + ~ (Tilde-ს ღილაკს)
snow 1 - იწყება თოვლი
snow -1 - იზრდება თოვლიან საფარზე მოჭიდება (traction)
rain 1 - იწყება წვიმა
(რათქმაუნდა ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ 1-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ციფრი)
Console-ის კიდევ 2 ბრძანება:
Start engine - ძრავის დაქოქვა (იგივეა რაც კლავიატურაზე "S" ღილაკის ფუნქცია)
Stop engine - ძრავის ჩაქრობა/გათიშვა (the engine stalls) - "S" ღილაკით ეს ვერ ხერხდება, ამიტომ თუ ძრავის გამორთვა დაგჭირდებათ, მაშინ შეიყვანეთ მოცემული ბრძანება Console-ში
F1 - სახაზავი, რომლითაც იზომება წრის დრო (Ruler to measure time lap)
F2 - გამეორების წარდგენა (Including replays)
F4 - სარკეების ჩართვა/გამორთვა, სარკეების ჩართვა + ვირტუალური სარკე (Mirror)
F5 - ყველა მართვის დამხმარე სისტემის (all control systems driving) ჩართვა/გამორთვა (Enable/Disable)
F6 - რუკა (Map)
F9 - საუბარი/მიმოწერა (Chat)
F12 - სურათის გადაღება (Screenshots)
სურათები ინახება Racer-ის მთავარ საქაღალდეში: Racer/data/dump