Homeless GAMES, თამაშები თემების გარეშე

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#961 » 05 Sep 2022 16:12

აქამდე პირველი და მეორე Monkey Island-ების მხოლოდ Special Edition-ები მქონდა დახურული. ეს არის გრაფიკული რიმეიქები თანამედორვე სისტემებისთვის, თუმცა გეიმფლეიში ერთი-ორგან უფრო პრობლემას ქმნის ვიდრე გაუმჯობესებას. მთავარი ღირებულება აქ არის იდეალური გახმოვანება. სერიების გახმოვანება მესამე ნაწილიდან დაიწყო და იგივე მსახიობებით მოხდა შემდეგ ამ რიმეიქების გახმოვანებაც.
ორიგინალი პირველი და მეორე ნაწილი შექმნილი იყო რონ გილბერტის მიერ, შემდეგ გილბერტი საკუთარი სტუდიის შესაქმნელად წავიდა და ექვსი წლის თავზე შეიფერმა უხელმღძვანელა მესამე ნაწილს. მეორეს ენდინგიდან გამომდინარე გილბერტს სხვა სიუჟეტი ჰქონდა ჩაფიქრებული სერიების გასაგრძლებლად, მაგრამ ეს ვეღარ განხორციელდა და მეორე ნაწილის ენდინგი დღემდე სალაპარაკო თემად დარჩა. შემდეგ იყო მეოთხე ნაწილი, რომელიც სუსტ ნაწილად ითვლება და სამწუხაროდ არ მაქვს დახურული. წლების შემდეგ სერიები telltale-ის Tales სერიებით დაბრუნდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დეივ გროსმენმა - ერთერთმა ძველმა წევრმა და ეს ნაწილი საკმაოდ მომეწონა.
ამდენი წლის შემდეგ, 19 სექტემბერს, გილბერტის და გროსმენის ხელმძღვანელობით გამოდის ახალი ნაწილი - Return to Monkey Island, რომელიც ითვალისწინებს მესამე ნაწილის სთორის და Tales-იდანაც ჩანს ერთი პერსონაჟი.

ამის გამო გადავწყვიტე გილბერტის თავდაპირველი ხედვა მენახა და პირველი და მეორე ნაწილი გადავითამაშე ორიგინალში, ოღონდ Special Edition-ების გახმოვანების მოდით. შედეგი იდეალური
იყო და მიკვირს აქამდე რატო არ გააკეთეს ეს რელიზად. რიმეიქებში კი დევს ორიგინალი ვერსიები და ღილაკით გადართვის ფუნქცია აქვს, მარა მაინც რიმეიქის კონტროლებშია ჩაკეტილი და თუნდაც ცალკე exe ფაილად რო დაემატებინათ გაშვება ბევრად კარგი იქნებოდა.
მოკლედ მთავაი შთაბეჭდილება არის რომ რიმეიქის არტი ვერ ჯობნის ორიგინალის პიქსელ არტს, აი ახლოსაც კი ვერ მიდის იმის მიუხედავად რო ზემოდან არის გადახატული. ძალიან საშუალო დონის გა-smooth-ული ინდი არტი აქვს რიმეიქს, როცა ორიგინალი იმ ეპოქის ინსპირაციითაა შექმნილი და 80-90-იანების ეპოქის დიდებულ მულტფილმებს და მულტსერიალებს მოგვაგონებს, ოღონდ რა თქმა უნდა ძველ მონიტორზე ან შეიდერებით მიახლოებულ ვიზუალზეა სათამაშო, თორე სხვაგვარად ციფრულ ეკრანზე პირდაპირ raw პიქსელ არტის ფასეულობა არ აღიქმება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ პირველმა ნაწილმა თავიდანვე რამდნეიმე ვიზუალური ცვლილება გაიარა, ფაქტიურად მაშინვე მოხდა გრაფიკული რიმეიქი - CGA, EGA და ბოლოს VGA, სადაც ეს უკანასკნელი საუკეთესო ვარიანტი იყო მეორე ნაწილის სტილში, თუმცა EGA-ც ძალიან ლამაზია - შედარებისთვის ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=86O3PxdLrg8 (პიქსელ არტი სამწუხაროდ scanline-ების გარეშეა).
მუსიკალურადაც ის ძველი midi საუნდტრეკები Roland M32 sound card-ისთვის სასწაულია (ეს ცალკე რომებით ჩავრთე scummvm-ში) - კოცონთან ვიჯექი მეკობრეებთან ერთად და თითქოს მართლა იქ გადამასახლა ცოტა ხნით. რიმეიქის მუსიკას და საუნდებს არანაირად არ ვიწუნებ, უბრალოდ ნამეტანი fresh არის.
მოკლედ ძალიან ატმოსფერული იქსფერიენსი გამოდგა ორიგინალები და გილბერტის ხედვა რაც მე Thimbleweed Park-ში მაქვს სრულყოფილად ნანახი, ბევრად კარგად აღიქმება ძველ გრაფიკაზე.
რაც შეეხება ფაზლებს დავიწყებული მქონდა და სამჯერ ჩავიხედე ნეტში:
The Secret of Monkey Island - ვუდუ ლედის ოთახში რეზინის ქათამი ვერ დავინახე.
Monkey Island 2 - ვუდუ ლედის ოთახში თოკი ვერ დავინახე.
Monkey Island 2 - ძაღლი უნდა ამეღო ნივთად ჩიტს რო რუკა წავართვა
ნუ მეორის Monkey Wrench-ის ფაზლი meme-ია და მაგედან მახსოვდა. ადრე ჩავიხედავდი ალაბთ ამაზე, რთული ფაზლია native რო არ ხარ. მაიმუნი უნდა გამოიყენო "კლუჩად" წყლის გადასაკეტად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#962 » 21 Sep 2022 07:32

Return to Monkey Island - ყველა კომპონენტში Monkey Island თამაშია. ძველს სერიებთან შედარებით ფაზლები იოლია მარა კარგია. ნოსტალგიის თემა აქვს ყველა ფეხის ნაბიჯზე და მაგის გამო რაღაც ძველების rehash-ივით აღიქმება, თუმცა თავის კონტენტსაც დებს. ვიზუალი მე მომეწონა სიუჟეტიდან გამომდიანრე მარა ამოვარდნილია მაინც რეალურად სერიებიდან. მუსიკა კარგია, მარა ძველებთან შედარებით თითქოს ნაკლები დასამახსოვრებელი მელოდიაა, არადა სეიძლება რაოდენობრივად უფრო მეტი ტრეკიც ჰქონდეს. პერსონაჟებიდან ძველებიც ბრუნდებიან, ახლებიც კარგებია, კარგი თავგადასავალი გამოდის.
მაგრამ არის ერთი და დიდი მაგრამ.
ზოგადად ეს სერიები შთაგონებული არის დისნეის Pirates of The Caribbean თემ პარკით, ანუ პირატული თემატიკის ატრაქციონით. დამაბნეველი რო არ იყოს, სანამ Pirates of The Caribbean ფილმები აზრად მოუვიდოდათ, იქამდე მანქი აილენდები შეიქმნა და მომავალში მანქი აილენდის პერსონაჟებმაც იქონიეს შთაგონება Pirates of The Caribbean ფილმების პერსონაჟებზე, თორემ არც ხუმარა ჯეკ ბეღურა არსებობდა და არც ზომბი კაპიტანი ბარბოსა. მოკლედ ამ თემ პარკის იდეა სულ გასდევდა პირველ ორ ნაწილს ჯანსაღი და კარგი იუმორით, ხოლო მეორე ნაწილის cliffhanger ენდინგი ამ იდეით იყო გაჯერებული და აუხსნელად დატოვებული. ამ ნაწილით წესით ან ისე და ან ასე უნდა ახსნილიყო ის ენდინგიც და მანქი აილენდის საიდუმლოებაც. საიდუმლოება აიხსნა და გასაგებია გადაწყვეტა რაც ქნეს, მაგრამ მეორეს ენდინგის მსგავსად დამთავრდა ესაც და ფაქტიურად ისე გამოვიდა რომ ვითამაშე და ბოლოს 3 წუთიანი მეტა ნარატიული ენდინგი აღმოჩნდა მთავარი სათქმელი.
Thimbleweed Park-შიც მსგავსი რაღაც მოიბოდიალა გილბერტმა და მგონი უბრალოდ ენდინგების კეთება არ იცის ამ კაცმა, ან წინასწარ რაღაც სათქმელს იგონებს და ბოლოს თამაში სხვაგან არის და ენდინგი სხვაგან.
7/10 ნოსტალგიებში, პერსონაჟებში და მუსიკაში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#963 » 04 Oct 2022 02:08

სტალკერს თავისას ვეღარ დაარქმევენ აწი აშკარად და ეტყობა რაღაც ახალი ჩანაფიქრიაქვთ :)

PIONER

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#964 » 01 Dec 2022 03:41

https://twitter.com/yuzokoshiro/status/ ... 0491442176
სეგაზე აკეთებს თამაშს კოშირო )))) SHMUP იქნება თავისივე მუსიკით.
https://www.youtube.com/@yuzokoshiro2631 იუთუბ ჩენელზეც დადებს იმედია რამეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#965 » 09 Jan 2023 14:26

RetroSpace

მუსიკა, სტილი, ატმოსფერო, ძაან კაი რაღაც ჩანს. უბრალოთ ვერ გავიგე სრულფასოვანი იმერსივ სიმია, თუ რაღაც როუგლაიქის პონტში იქნება.

რატომღაც ტელეგლიჩი გამახსენა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#966 » 11 Jan 2023 17:29

Norco - ატმოსფერული სურეალისტური ვეშია, ჩამთრევი და საინტერესო. ბოლოს ისე ჩააჭირეს ეს სურეალისტური სურათის ფორმატი გამიტრუხდა, მარა სიუჟეტურად დედამო**ული ვეშები მოხდა ბოლოს და მაგან ძალიან არასასიამოვნოდ შეწუხებული დამტოვა. ბნელი, სიმბოლისტური და მომენტებში აბსურდული ნაწარმოებია. ტექსტური ნაწილი ბევრია მარა მთავარი როლი მაგას აქვს და დიდიც არაა თან თამაში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#967 » 30 Jan 2023 02:12

Avatar: Frontiers of Pandora

ფილმს აქებენ, მარა არ მინახია და დიდად სურვილიც არ მაქ. თამაშიც უბისოფტის ოუფენვორლდი იქნება სავარაუდოთ, მარა თუ რამე უფრო მეტი გამოვა მშვენიერი.

უბრალოდ პირველ დეველოპერს რა ჭირს?

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#968 » 30 Jan 2023 15:47


Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#969 » 04 Apr 2023 03:41

The Legend of Zelda: Tears of the Kingdom – Mr. Aonuma Gameplay Demonstration

რას ფიქრობთ აბა?

იგივე კუნძული ყოფილა, უბრალოდ ეტყობა ბევრი რამეა შეცვლილი და ეს ცის კუნძულებია დამატებული.

პ.ს. ვიზუალი უკვე მობილურის დონეზეც აღარაა :)

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#970 » 06 Apr 2023 23:56

Tchia

ცოტა უფრო ღრმა მექანიკები რო ქონდეს აშკარად სანახავი იქნებოდა

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Homeless GAMES

Unread post#971 » 02 Jun 2023 01:15

პირველი სისტემ შოკის რიმეიქი გამოვიდა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Homeless GAMES

Unread post#972 » 03 Jul 2023 17:10

Outer Wilds

2 წელი ვაიგნორე ეს თამაში და სულ ტყუილად. ერთერთი საუკეთესო რამეა რაც მითამაშია.
ძალიან ჭკვიანი, გემოვნებიანი, ინტერესიანი და უნიკალური რამეა რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

მოკლე აღწერა:
მოგზაურობ კოსმოსში, სხვადასხვა პლანეტებზე.
სისტემაში ბევრი უცნაურობა ხდება და გაქვს მუდმივი ინტერესი იმის თუ სად ხარ, რა ხდება, იქ რომ წახვიდე რა მოხდება, ...
ამ ინტერესის გამო აკეთებ ბევრ აღმოჩენას და გიჩნდება იმის ინტერესი თუ შემდეგი აღმოჩენა რა იქნება.

ჯერ არ დამიხურავს, მაგრამ ვიქენდი უკვე მივუძღვენი და თემატურად ავატარიც შევცვალე :)
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Homeless GAMES

Unread post#973 » 05 Jul 2023 13:13

მეგობარი მიბურღავდა ტვინს მეც აუთერ ვორლდსზე და უეჭველი უნდა ჩავუჯდე მერე

რამდენიმე თვის წინ სხვა მეგობარმა მაჩუქა სთარ ვორს ჯედაი სურვაივორი. მიგდებული მქონდა კაი ხანი და ახალი ვიდეო კარტა რომ დავითრიე გასატესტად ჩავწერე

მაგრად გამისწორდა ;დ
სთარ ვორსი რომ მევასება ხო იცით და იმ უღმერთო ტრაწის მერე სიქველებს რასაც ეძახიან საერთოდ დავიკიდე ამ ფრენჩაიზში რამე ახალის ლოდინი

სთარ ვორსის ელემენტებით გაკეთებული ლოკალური მყუდრო და გემრიელი თამაშია ;დ
გეიმფლეის კუთხითაც ძალიან კარგია, ძველ თამაშებს ჰგავს მაგრად აი 2000ების შუაში პარკური პლატფორმერები რომ იყო ;დ ჩემი საყვარელი პრინც ოფ პერსიის მუღამი მომივიდა ეგრევე და ბავშვობა გამახსენა ;დ
სეკიროს, ტომ რაიდერს და ინდიანა ჯონსს ჰგავს ერთად ;დ მაგრამ რა თქმა უნდა კომბატში სეკიროს დამუშავება არ აქვს

ძალიან მომწონს - ლოკაციები, ატმოსფერო, სეთინგი. ხანდახან ისეთ სცენებს გიდგამენ მონიტორზე პირღია უყურებ ;დ ცოტა მაინც თუ გაქვს სთარ ვორსისადმი სიყვარული ხო საერთოდ მაგრად მოაქვს
დანგრეულ სთარ დისთროიერზე რომ მიძვრები პარკურით, თან იმენა მაგრად დამუშავებული ნექსთ ჯენ ლოკაციაში ;დ
ან შუა ბრძოლაში სთელსით ვოქერში რომ შეიპარები, იმპერიალებს დახოცავ და შენ და შენი დროიდი რომ მართავთ ამ ვოქერს იმიპერიის წინააღმდეგ ;დ
ძალიან მაგარი სცენებია კარგად გაკეთებული ტექნიკურად/გრაფიკულად და სთარ ვორსის დუხში მთლიანად ;დ


მაგრად გამიკვირდა და გამიხარდა ;დ მეორესაც ვითამაშებ ფასი რომ დაეცემა, ამბობენ იდეალური სიქველიაო (ძაან გაძვირდა ეს ოხერი თამაშები :@ :@ :@ )
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Homeless GAMES

Unread post#974 » 01 Aug 2023 21:26

არმორდ ქორი აგვისტოში თუ გამოდიოდა, აღარც მახსოვდა. :დ

ჩემი ჯაბახანა თუ გაქაჩავს, წავუმექებ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Homeless GAMES

Unread post#975 » 06 Sep 2023 14:50

Armored Core VI-ით ვკაიფობ მე პირადად ამჟამად!
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 76 guests


cron