Dragon Age: Origins, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Dragon Age: Origins

Unread post#1 » 23 Feb 2015 02:16

Dragon Age: Origins — კანადური სტუდია BioWare-ის მიერ შექმნილი და 2009 წელს, კომპანია Electronic Arts-ის მიერ Windows, Playstation 3, Xbox 360 და Mac OS X გამოშვებული RPG. Dragon Age სერიის პირველი პროექტი. BioWare თანამშრომლები თამაშს "ბნელ რაინდულ ფენტეზით" აღწერენ და Baldur’s Gate სულიერ გამგრძელებელს უწოდებენ.

>>>

გამოგონილ ფერელდენის სამეფოს, სადაც თამაშის მოქმედება ვითარდება, დემონური "სიბნელის ქმნილებების" შემოსევა ემუქრება. ქვეყნის დაღუპვისგან გადასარჩენად, სერი რაინდების ორდენში შესულ, მთავარ გმირს, კოლეგიის შეკრებვა, მოწინააღმდეგე დაჯგუფებების შერიგება და სამოქალაქო ომის შეჩერება მოუწევს. Dragon Age: Origins მსვლელობისას მოთამაშე თამაშის ფართო სამყაროს გამოიკვლევს, რის დროსაც ბევრი შეტაკების გადატანა და დავალების შესრულება მოუწევს.

>>>

ხანგრძლივი - ექვს წლიანი - დეველოპმენტის პერიოდის მიუხედავად, Dragon Age: Origins კრიტიკოსებმა საოცრად თბილად მიიღეს, მას ასევე სხვადასხვა გამომცემლობებისგან დაწესებული უამრავი ჯილდო გადაეცა, მათ შორის 2009 წლის საუკეთესო თამაშის ტიტულიც იყო. 2010 წელს თამაშისთვის დამატება სახელწოდებით Dragon Age: Origins — Awakening გამოუშვეს, 2011 სრულფასოვანი მეორე ნაწილი, Dragon Age II გამოვიდა, რამდენიმე ხნის წინ კი მესამე სერიაც ვიხილეთ.

რადგან ვთამაშობ ვიფიქრე, რომ გახსნაც არ იქნება ცუდი იდეა. უკვე ალბათ ერთი 25 საათი დამიგროვდა, ბევრი თავგადასავალი იყო, ბევრი საუბარი, ბევრი ბოროტების დამარცხება, დაჟე მორიგანიც მავსტყანი, მარა რაღაცის ნიხვატკაში ვარ და ვერ ვხვდები ზუსტად რატო. ნიტო პერსონაჟებია ძალიან პლასტიკური და დამაჯერებლობა აკლიათ, ნიტო მხოლოდ დიალოგების და კომბატის მონაცვლეობის ციკლმა დამღალა, ან უბრალოდ კომბატი არაა საკმაოდ საინტერესიდ გაკეთებული, ანუ ესე კონკრეტული მიზეზის დასახელება მიჭირს, მაგრამ ფაქტია რო უკვე დავაგდე ტემპი, ცოტა მომბეზრდასავით და თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს თამაშისადმი. რო ხურავდით იყო რამე მსგავსი თუ პროსტა ვატრაკებ?

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dragon Age: Origins

Unread post#2 » 23 Feb 2015 03:29

რატომღაც მახსოვდა რომ იყო ამაზე ჩვენთან თემა
პირველად როცა ვითამაშე (როცა გამოვიდა) მახსოვს ძალიან გამისწორდა. ინტენსიურად ვთამაშობდი და მუღამის დავარდნა კი არა პირიქით სულ ამაზე ვფიქრობდი)) მეორედ როცა ვცადე გადათამაშება რამდენიმე თვის წინ ძალიან ნუდნად წავიდა და ათსაათიანი გეიმფლეის შემდეგ დავდროფე
მე მაგალითად "სიძველეს" და უკვე ნანახს დავაბრალე
ანუ სიძველე რა გაგაგებით ამაზე ძველი თამაშებიც რამდენია რომელსაც ამუღამი არ ეკარგება მაგრამ აი პირევალდ რომ ვითამაშე მახსოვს გაოცებული ვიყავი ნუ მამენტ მაშინ არც ისეთი გამოცდილი ვიყავი ამ ჟანრში და შეიძლება ეგ ბაზარიც იყო

კომბატმა დამღალა ბოლოსკენ ერთადერთი ;დ ბევრს მაჩხუბებდნენ ძალიან ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Dragon Age: Origins

Unread post#3 » 23 Feb 2015 16:57

მაგარი იდეებია ძაან, თუნდაც სიუჟეტური თვალსაზრისით, მარა ისეთ დონეზეა რეალიზებული რო თუ თავს ძალა არ დაატანე ვერ იგრძნობ. ყველა ლოკაციას რაღაც თავისი უნიკალური ამბავიაქ, რომელიც ერთი საერთო მიზნის გარშემო ტრიალებს, მარა მინუსების გამო ვერ ახერხებ ამ ყველაფრის აღქმას და წარმოსახვითაც არ გინდება რო ღრმად ჩაეძიო.

Riddick
Posts: 11696

Dragon Age: Origins

Unread post#4 » 29 Mar 2015 22:38

გნომების ქალაქი და მის ქვეშ მოქცეული გამოქვაბულების და სხვადასხვა სახის სივრცეების სისტემა მართლა ეპიკურ თავგადასავალში გადაიზარდა, ძალიან ბევრი სასტიკი შეტაკება იყო, სადანაც ძლივს გამოვძვერი ცოცხალი, გზათ რამდენიმე ნამდვილად დასამახსოვრებელი პერსონაჟი შემხვდა, რომელთა უბედურებაც რატომღაც მართლა გულთან ახლოს მივიტანე და რეალურად უთანაგრძნე. მაგალითად რუკი, ღრმად მიწის ქვეშ მყოფი გნომების მიტოვებული ქალაქის ერთერთ გამოქვაბულში მაცხოვრებელი შეშლილი გნომი, რომელიც გემუდარება რომ მისი ცარიელი გამოქვაბულიდან არაფერი მოიპარო. მასთან ლაპარაკისას უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ის რუკია, არზამარში ქალმა რომ თავისი შვილის მოძებნა გთხოვა, იგი მას უკვე 6 წელია ეძებს. როცა ამ ყველაფერს გნომს ეუბნები ცოტა გონს მოდის, თავის ჩაშავებულ გონებაში გამოერკვევა და გთხოვს რომ დედამის მისი ამბავი არ მიუტანო და უთხრა რომ იგი მკვდარია. საეთოდ მასთან დიალოგი ალბათ ერთერთი საუკეთესოა თამაშში, კარგად გამოხატავს მის ურთიერთობას სიბნელესთან, თუ როგორ დაეპატრონა იგი მის სხეულს და მთავარ პერსონაჟსაც გარკვევით ეუბნება რომ მასშიც სიბნელეა ჩასახლებული. ჩვენ კი მთავარია მისი ცარიელი გამოქვაბულიდან არაფერი მოვიპაროთ...

მისი კვლავ იმ გამოქვაბულში დატოვებისას მართლა სინანულის გრძნობა დამეუფლა

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Dragon Age: Origins

Unread post#5 » 27 Dec 2016 06:51

Riddick
ინქვიზიშენს ვთამაშობ ახლა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მახსენდება ამ ნაწილის მომენტები
კარგია ეს რომ თავის დროზე ვითამაშე
თავის დროზე და იმ ასაკში რაშიც ვიყავი მაშინ
შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ და მგონი არც დამავიწყდება ზოგი მომენტი

კონკრეტულად ინქვიზიშენზე იქით თემაში დავწერ თუ მოვაბი როდესმე თავი
თან ჰელვოკერს ისეთი მართალი და საკაიფო პოსტი უწერია იქ ;დდდდდ

update
მგონი მივხვდი რაშიცაა საქმე
სამყარო 'აღარაა' ისეთი დატვირთული როგორც მაშინ იყო 15 წლის რომ ვიყავი
ეგ იყო ნამდვილად მიზეზი იმის, რამაც მომიკლა მეორედ გასვლის მუღამი წლების მერე
ანუ მაშინ უფრო ჩაძირული ვიყავი ალბათ თამაშში და ტვინიც ეხმარებოდა გარემოს დეტალიზაცია/შევსებაში. შეიძლება რაღაც პონტში ტექნოლოგიების ამბავიცაა მანდ
უბრალოდ ტუპა' აითემები აკლია მეფებს და ყველაზე მეტად დვორფების ლოკაციაში ვიგრძენი ეგ, სადაც მივაგდე თამაში.

აი რედკლიფის სოფლის ბრძოლის სცენა დღემდე დამყვება ტვინში თან ისე ეპიკური იყო პირველად რომ ვთამაშობდი! არცერთ ფილმში მსგავსი ბრძოლა არ მინახავს და მეორედ რომ გადავითამაშე მწვანე ფოგიდან სამ სამი მობი გამორბოდა და ხმლებს იქნევდნენ

ან ელფის დასაწყისი, ალისტერის და მორიგანის დიალოგები, ლოკაციების 'სუნი'
ყველა 'დიდ' ქუესთს რაღაც განსაკუთრებული მუღამი ჰქონდა, თან განსაკუთრებული სიფრთხილით და რაღაც პონტში მოწიწებით ვთამაშობდი

ანუ იდეაში რპგები იქამდეც მქონდა რათქმაუნდა ნათამაშები მაგრამ ეს ახალი რომ იყო და ყველაფერს რომ შენ გეკითხებოდნენ მიკვირდა ძალიან
ეპიკური იყო ძალიან და მართლა მგონია რომ მსგავსი დონის ეპიკურობა ძალიან ცოტა თამაშში თუ შემხვედრია

8 წელი გავიდა უკვე :whitewolf: ვითომ გუშინ იყო


ხო საშინლად ბევრს მაბრძოლებდნენ და ეგ დღემდე არ მომწონს ;დ

.
მოვა ამის დრო ჩემთან ისევ :3 გეფიცებით!
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 113 guests