God Of War : Ghost Of Sparta, Kratos Portable Vol.2

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

God Of War : Ghost Of Sparta

Unread post#1 » 15 Feb 2015 22:31

>>>

მაშ ასე, ვაგრძელებთ ომის ღმერთის ეპოპეას პსპ-ზე. თამაში რიგით მეექვსე ნაწილია, სერიების მიხედვით და ქრონოლოგიურად იგი მოქცეულია God Of War და God Of War 2-შუა. ნუ რაღათქმაუნდა ჩვენი მთავარი გმირი ისევ და ისევ კრატოსია, სპარტელი მეომარი, რომელიც გახდა ომის ღმერთი, სანაცვლოდ არესის მოკვლისა. ქრონოლოგიურად, Ghost Of Sparta მეოთხეა.

>>>
როგორც პირველ ნაწილში, თამაშს გემიდან ვიწყებთ, რომელიც შტორმის ქვეშ ექცევა

***

მაშ ასე, ტრადიციულად ცოტა სიუჟეტიც. Ghost Of Sparta-ს სიუჟეტი დაფუძნებულია იმაზე, რომ კრატოსს წამდაუწუმ დასდევენ ხილვები წარსულიდან, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევს, და აიძულებს გაემართოს დიდ და საშიშ მოგზაურობაში, რათა ამ ყველაფერს ფარდა ახადოს. დიდი გზის გავლის განმავლობაში, კრატოსი ნელნელა იგებს იმ რაღაცეებს, რაც მანამდე არ იცოდა და უბრალოდ ხილვებით იტანჯებოდა. ჩვენი პროტაგონისტი ოლიმპიდან ეშვება ატლანტიდაში, რათა გაიგოს სიმართლე მის ძმაზე, დეიმოსზე, რომელიც ღმერთებმა მოიტაცეს ღრმა ბავშვობაში. რათა კრატოსის კითხვებს პასუხი გაეცეს, იგი სტუმრობს ატლანტიდას, და ბაც ! როგორც კრატოსს შეეფერება, მისი ქმედებებიდან გამომდინარე ატლანტიდა მთლიანად წყალში იძირება. (კრატოს! რატომ არ ხარ აკურატული -_- ) ჩვენი ომის ღმერთი ხვდება დედამისს, რომელიც ყველაფერს უყვება კრატოსს თავის ძმაზე, და გამოიცანით რას შვება კრატოსი ამის მერე. ჰაჰ, არა. ის მას კლავს ! (Damn you, Kratos!). თუმცა მოდით ამას შევხედოთ პოზიტიურად, მან დედა იმიტომ მოკლა რომ იგი მონსტრად გარდაიქმნა.

>>>
როგორც წინა ნაწილებში, ჩვენ ისევ და ისევ გვიწევს სხვადასხვა ფაზლების ამოხსნა. ამის გარეშე ნებისმიერი სლეშერი უბრალოდ წარმოუდგენელია.

პასუხების გასაცემად თავის კითხვებზე, კრატოსი აგრძელებს მოგზაურობას სპარტაში, გზაში ვკლავთ ერინიას (შურისძიების ქალღმერთს), რომელიც ცდილობს ხელის შეშლას. სპარტაში მოხვედრის შემდეგ(ასევე გვეძლევა საშუალება, "მოვეფეროთ" სპარტელ დიაცებს, yeah, that mini-game ;) ) კრატოსი ხედავს, როგორ ანგრევენ არესის ტაძრებს მეომრები, და აპირებენ დადგან ჩვენი ქანდაკება, ვინაიდან ამჯერად უკვე კრატოსს ემორჩილებიან და სცემენ თაყვანს. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ამ ნაწილში შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ კრატოსი ვინმესადმი გამოხატავს თანაგრძნობას და სიმპატიასიც კი, არა მარტო მისი ოჯახის მიმართ არამედ სპარტელების მიმართაც. მადლიერი სპარტელები ჩვენს გმირს ჩუქნიან სპარტულ ფარსა და შუბს. გზადაგზა ჩვენ ვიგებთ რომ, არესმა ათენასთან ერთად წაიყვანეს პროტაგონისტის ძმა, ზევსის ბრძანების მიხედვით, რადგან როგორც ნაწისწარმეტყველები იყო, "შუბიანი მეომარი" დაღუპავს ოლიმპს. კრატოსი იგებს რომ მისი ძმა, ტყვედ არის მოქცეული, სიკვდილის ღმერთის თანათოსის სამფლობელოში. რაოდენ ძნელი მისახვედრიც არ უნდა იყოს, კრატოსი ბრუნდება ისევ წყლით დაფარულ ატლანტიდაში, რათა მოხვდეს თანათოსის სამფლობელოში და გადაარჩინოს თავისი ძმა.

>>>
ეს ფოტო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვუყვარვართ ჩვენს ძმას ^_^

***

ამდენი სთორი-თელინგი დამღლელია აშკარად და ამჯერად აქ გავჩერდები, ვინაიდან არ მინდა დაგასპოილეროთ და გაგიფუჭოთ შემართება. რაც შეეხება გეიმფლეის, როგორც Chains Of Olympus-ში, არც სპარტას აჩრდილიც გვთავაზობს რამე ახალს და ინოვაციურს. ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა, აპგრეიდები, კომბოები, აკენწვლები, ბრუტალური ფატალიტები, იარაღებიდან გვაქვს ისევ ათენას მახვილი რომელიც როგორც ვიცით ათენამ კრატოსს არესის დამარცხების შემდეგ უბოძა. ასევე გვაქვს სპარტანული ფარი რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად დავბლოკოთ დარტყმები და შუბი რომელსაც combat-თან ერთად სასროლ იარაღადაც ვიყენებთ. მაგიას რაც შეეხება, კრატოსი იძენს ახალ ძალას - Thera's Bane, რომელიც გარკვეული ხნით ათენას მახვილს ცეცხლოვნად აქცევს. ცეცხლოვანი მახვილი კი საკმაოდ გამოსადეგია მეტალის დასამტვრევად. წინა ნაწილში ჩვენ გვიწევდა გორგონის თვალების (სიცოცხლის ხაზის მოსამატებლად) და ფენიქსის ბუმბულების (მანის ხაზის მოსამატებლად) შეგროვება, აქ კი ამათთან ერთად მოგვიწევს მინოტავრის რქების მოგროვება რომელიც გაზრდის ცეცხლოვანი მახვილების ეფექტურობასა და ხანგრძლივობას.

>>>
კრატოსი ისევ ცდილობს ციკლოპის თვალსაწიერის გაფართოებას

რაც შეეხება მაგიას, ჩვენი გმირი 3 მაგიურ დარტყმას ითვისებს, ესენია : Eye of Atlantis, Scourge of Erinys, და Horn of Boreas (მერწმუნეთ ამ მაგიური დარტყმებით შევძელი და ავედი 1000 კომბომდე! :D ) რაც შეეხება Combat სისტემას, სიახლე მდგომარეობს იმაში რომ, კრატოსი რაგბისტად გადაიქცა. ანუ, ჩვენ შეგვეძლება გამოქანება და მთელი ძალით მოწინააღმდეგის ძირს დახეთქება, (ნუ რაღათქმაუნდა მონსტრების სროლაც ისევ ადგილზეა). და ბოლოს, რომელი ომის ღმერთი გინახავთ დინამიური და ეპიკური Quick Time Event-ების გარეშე. სწორია, არცერთი. არც სპარტას აჩრდილია გამონაკლისი.

>>>
ეჰ, ჩვენ ციკლოპს მგონი ბედი არ წყალობს :/

ნუ საბოლოდ რომ შევაჯამოთ, რას გვთავაზობს სპარტას აჩრდილი? ახალს არაფერს. ეს ისევ ისეთი, ეპიკური ბრუტალური სლეშერია, აგებული საბერძნეთის სეთინგზე, შესანიშნავი ვიზუალით, (პსპ-ს წვენების გამოწურვა :3 ) და ამჯერად უფრო საინტერესო სთორით, რაც გეიმფლეის ხანგრძლივობაზეც აისახა, (კი Chains Of Olympus მოკლე გამოდგა :/) ამასთანავე პორტაბელური ომის ღმერთი არ კარგავს დინამიურობას და ეპიკურობას და რჩება ერთ-ერთ საუკეთესო და მასთ-ჰევ თამაშად პსპ-ზე, რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშოთ !

>>>
ო, არა ! მდედრი დომინირებს კრატოსზე! How can It be? :O

© Blankbansheee (AKA - Head Crusher)

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

God Of War : Ghost Of Sparta

Unread post#2 » 17 Feb 2015 11:52

მესამეზე მეტად მომწონს ეს ნაწილი, პირველის და მეორის მსგავსია, გარე ლოკაციები და ლამაზი ბექგრაუნდებით შექმნილი ატმოსფერო მიყვარს GoW-ში და მესამეში ნახევარზე მეტი ინტერიერში მარბენინეს ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

God Of War : Ghost Of Sparta

Unread post#3 » 17 Feb 2015 15:00

ნუ მესამე არმითამაშია, მარა მეც ეს მომწონს ყველაზე ძან და თან უფრო დახვეწილი ჩანს ვიდრე ჩეინს ოF ოლიმპუსი და კარგა დიდხანსაც მოვუნდი დახურვას.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 77 guests


cron