დეველოპერი: Scawen Roberts, Eric Bailey და Victor van Vlaardingen
გამომცემელი: Scawen Roberts, Eric Bailey და Victor van Vlaardingen
გამოსვლის თარიღი: 2003 წლის 13 ივლისი (S1)
2005 წლის 24 ივნისი (S2 alpha)
2015 წლის 2 აპრილი (ამჟამინდელი ვერსია)
ჟანრი: Sim racingრეჟიმი: Single player,
multiplayer სანამ დავიწყებთ თამაშის ძირითადი მახასიათებლების გაცნობას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს Live for Speed-ი
ძალიან ბევრ დამწყებ მოთამაშეს უჩნდება შეკითხვა - რა არის LFS ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე აბზაცში შეიტყობთ, მაგრამ თამაშის უფრო დაწვრილებითი განხილვა ამის შემდეგ დაიწყება.
აღმოაჩინეთ სარბოლო სიმულატორის (racing simulation) რეალიზმი, Live for Speed-თან ერთად.ძირითადი უპირატესობები:- ინტენსიური რბოლა ონლაინ რეჟიმში
- რეალისტური მანქანის ფიზიკა
- დიდი თანამეგობრობა
Live for Speed-ეს არის ონლაინ რეისის სიმულატორი (Online Racing Simulator)Live for Speed გახლავთ სერიოზული სარბოლო სიმულატორი (racing simulator). აქ არ არის არკადული რეჟიმები (arcade modes) და არც მოხვევის დამხმარე საშუალებები (no steering aids) - თქვენ უბრალოდ უნდა მართოდ ავტომობილი.
ძალები გავლენას ახდენს მანქანის მოძრაობაზე რომელიც სიმულირდება ინდივიდუალურად თითოეულ საბურავზე. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ კომპიუტერული საჭე, მაგრამ თუ ის არ გაქვთ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ კლავიატურით ან მაუსით. თუმცა გაითვალისწინეთ რომ საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი გთავაზობთ უფრო მეტ სიზუსტეს ავტომობილის მართვის დროს და ნებისმიერ ავტო სიმულატორში მისი ქონდა სასურველია. ძალის უკუკავშირი (force feedback) იგზავნება კომპიუტერულ საჭეში, რომელიც გამოითველბა პირდაპირ და არა რაიმე ეფექტების საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ თუ რა ხდება საბურავისა და გზის საფარის ერთმანეთთან შეხების დროს.
როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი სიჩქარე და უხლოვდებით მოსახვევს, მაშინ უნდა დაამუხრუჭოთ საკმაოდ მკვეთრად, რადგან არ მოგიწიოთ გზის ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც არ გინდათ ყოფნა ! ამის სასწავლად თქვენ მოგიწევთ მოსახვევის არაერთხელ გავლა, რადგან ისწავლოთ მასში სწორად და სწრაფად შესვლა. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ იცით.
თქვენ შეგიძლიათ იაროთ მარტო, მხოლოდ დროის წინააღმდეგ ან შეეჯიბროთ ბოტ მძღოლებს (AI drivers). ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი რეალურ გართობას პოულობს online-ში რეალურ ადამიანებთან რბოლის დროს ან multiplayer-ის რეჟიმში. LFS ამის გაკეთების საშუალებას ძალიან მარტივად იძლევა. უბრალოდ დააჭირეთ "List of Hosts", აირჩიეთ სერვერი რომელიც გამოიყურება საინტერესოდ და მაშინვე შეუერთდით მას. ბევრ სერვერზე ხდება საკმაოდ მოკლე რბოლა, რომელიც რამოდენიმე წრის გავლის შემდეგ მთავრდება, ასე რომ ჩვეულებრივ ძალიან დიდი დრო არ გჭირდებათ გადატვირთვის (საუბარია რბოლის თავიდან დაწყებაზე - Restart) დალოდებამდე. უმეტესი ღია სერვერი საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ მას შუა რეისის დროს (mid-race). უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ იმყოფებით იმ გზიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს რბოლა და ხელს არ შეუშლით იმ ხალხს, რომლებმაც უკვე დაიწყეს შეჯიბრი იქამდე, სანამ თქვენ მას შეუერთდებოდით ! ასევე არსებობს უამრავი ონლაინ სარბოლო ლიგები (racing leagues), სადაც თქვენ შეგიძიათ მიიღოთ მონაწილეობა თუ რათქმაუნდა ეძებთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაგიწევთ.
სერიოზული სიმულატორი აშკარად მოითხოვს ძალიან კარგ ფიზიკის სიმულაციას, რადგან მოგანიჭოთ ისეთი გართობისა და მღელვარების შეგრძნება, როგორიცაა რეალურ ცხოვრებაში. ეს ხდება ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია რბოლისთვის. Live for Speed იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში. S2 ეს არის მეორე საფეხური და ჩვენი ხედვის დასრულებული პროდუქტი. ის უკვე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა რეალური რბოლის სიმულაცია. რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალ ასპექტს - სრულყოფილი setup-ის შექმნის შესაძლებლობას, საწვავის გამოყენებას, საბურავის ცვეთას, შეჯახების დროს დაზიანებას, სხვადასხვა სახის ზედაპირის არსებობას, საინტერესო სარბოლო გარემოს, სხვადასხვა მანქანის კლასს და ა. შ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო რადგან ივარჯიშოთ, დაიმახსოვროთ და ისწავლოთ გზების მოსახვევები და მათი ტრაექტორია. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ pitstop-ს. გაარკვიეთ რამდენ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა ერთ წრის განმავლობაში, როგორ მოქმედებს საბურავები სხვადასხვა გზაზე და საფარზე. რათქმაუნდა თქვენი მანქანის პარამეტრებიდან (setup) და მართვის სტილიდან გამომდინარე.
თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Live for Speed-ის თამაში, ოფიციალური ვებ-გვერდიდან:
download page. დასაწყისში, პროგრამა მოქმედებს როგორც
demo ვერსია, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ 3 ავტომობილი და 1 გზა. იმისთვის, რომ გახსნათ თამაშის დამატებითი მანქანები და გზები (
content), ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ლიცენზიის განახლება. S1 ან S2 ლიცენზია (
license). ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, ასევე მათი შეძენაც შესაძლებელია თამაშის მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე -
shop page.
თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ინფორმაცია Live for Speed-ის შესახებ, მაშინ გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:
ინფორმაცია ინგლისურად:
Live for Speed - ENGინფორმაცია რუსულად:
Live for Speed - RUSLive for Speed (LFS) ეს არის სარბოლო სიმულატორი (
racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-თამაშის ძრავი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey-ორივე წარმოშობით-დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რბოლებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო გზის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს)
lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში.
LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (
lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები:
XRG,
XFG,
FBM. გზა:
Blackwood GP.
Releases (რეალიზები)თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 6 წელიწადია-2008 წლიდან მოყოლებული). ყოველ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობის დაკავშირება სერვერთან.
LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (
alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch (0.6H) გამოვიდა 2015 წლის, 2 აპრილს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.
Simulation (სიმულაცია)ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (
Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციით, მანქანის სავალი ნაწილებით (
Suspension), აეროდინამიკით,
drivetrain-ით, გადაცემათა კოლოფის რამოდენიმე სახეობა, კონუსის გადახურებით, მანქანის დაზიანებით (body damage) და ძრავის მწყობრიდან გამოყვანით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, დინამიური დაბინძურებით, ეგრედწოდებული flat spot-ებით, ცხელი წერტილებით (hot spots), გზის საფარზე ნაკვალევის დატოვებით და საბურავის კედლის დეფორმირებით.
სიმულატორი მხარს უჭერს 3D მოწყობილობებს (3D devices), მათ შორის 3D ტელევიზორებს (3D TV), მიკროფონებს, პროექტორებს და
Oculus Rift-ს (როგორც DK1-ს, ასევე DK2-ს, დაწყებული
0.6F ვერსიიდან და დამთავრებული
0.6G-ით).
Gameplay (სათამაშო სიუჟეტი)LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (
Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და
Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის).
რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (
pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. ბოქსების შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილების შემდეგ ძალაში შევა ჯარიმები, რომელიც მსგავსია იმასთან რაც ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი ან საკვალიფიკაციო პერიოში მიღებული შედეგი, რომელიც დაფიქსირებულია რბოლის დაწყებამდე.
სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მახასიათებლების გაცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები განლაგებულია ნაკრებად. ყველა მანქანა დაკავშირებულია შემდეგთან და თანმიმდევრობა დალაგებულია - ნელიდან-სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.
Cars (მანქანები)S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 20 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობენ დამწყები, მეგობრული მოდელებიდან უფრო რთულად დაკომპლექტებულამდე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100
HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, როგორებიცაა GT DTM-ის მსგავსი სარბოლო მანქანები და ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მას ასევე გააჩნია 5 ოფიციალურად ლიცენზირებული რეალური ავტომობილი.
BMW Sauber F1.06Formula BMWMcGill University-ს
Formula SAE (in conjunction with McGill Racing Team)
Valmet RaceAbout '2003
Sports car რომელიც დაპროექტებულია
Helsinki Polytechnic Stadia-ს მიერ
Volkswagen Scirocco (გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოსული)
დეველოპერების ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კადრები თუ როგორ ხდება Formula BMW-ზე მუშაობა:
>>>Tracks (გზები)LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა - კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (drive in reversed). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი rallycross ტიპის გზა. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები.
Intel Racing Tour and V1 ChampionshipLFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა
BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ
BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში.
LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რბოლის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში.
მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა
Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა
Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად.
Rockingham Motor SpeedwayRockingham Motor Speedway Track Mapვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა:
>>>Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს)LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი
Scirocco ამ თამაშში
Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live for Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს რომ გადაამუშაონ სავალი ნაწიელბის სისტემა და საბურავების ფიზიკა.
დეველოპერების ვიდეო - VW Scirocco-ს დაწვრილებითი მიმოხილვა:
>>>LFSWorldLFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა, skin-ების მხარდაჭერით online რეჟიმში. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რაოდენობა, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მოთამაშეებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. მონაცემთა ბაზა ასევე შედის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბეული გუნდები. გარდა ამისა, არის ოფიციალური წრის მსოფლიო რეკორდი (official world record lap) და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთონ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს.
Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები)PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცემა და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”).
Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (
APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რბოლის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”).
Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”).
Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”).
2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცა, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები.
BHM “Game of the year” award
BHM “Best multiplayer” award
BHM “Best physics” award
თამაშის სქრინები: Screen 1 Screen 2 Screen 3 Screen 4 Screen 5 Screen 6 Screen 7ვიდეოები: Video 1 Video 2 Video 3 Video 4 Video 5 Video 6 Video 7ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს
ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live for Speed - 0.6H, რომელიც გამოვიადა 2015 წლის, 2 აპრილს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს.
ინფორმაცია თამაშზე:დასახელება: Live for Speed 0.6H
გამოსვლის წელი: 2015 (2 აპრილი)
ჟანრი: Racing/Simulator
შემქმნელი: LFS Studio
ენა: ინგლისური + მრავალენოვანი
პლატფორმა: PC
მინიმალური სისტემური მოთხოვნები:ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8/8.1
პროცესორი: Pentium 4
ოპერატიული: 512 მბ
ვიდეო დაფა: 256/512 მბ
თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ
ახალი ვერსია 0.6Hძვირფასო მრბოლელებო,
გამოვიდა Live for Speed-ის განახლება, სადაც შესულია ახლად გაკეთებული და გაფართოებული Westhill-ის სარბოლო გარემო. საერთაშორისო კონფიგურაცია (International configuration) გაუმჯობესდა და მასში შევიდა როგორც ახალი ეროვნული კონფიგურაცია (National configuration) ასევე 2 kart-ინგის გზა, რომლებიც საკმაოდ კარგი გასართობია პატარა მანქანებისთვის. მისასვლელ გზებზე გავლა შესაძლებელია (driveable) თუ თქვენ აირჩევთ ღია კონფუგურაციას (open configuration). ამიტომ უკვე არსებობს უამრავი ახალი შესასწავლი ადგილი !
უკვე არის ღია კონფიგურაციის სრული მხარდაჭერა ! აგრეთვე განხორციელდა ბევრი სქემის რედაქტორის (layout editor) გაუმჯობესება. თქვენ ეხლა უკვე მარტივად შეგიძლიათ განათავსოთ ჩვეულებრივი (custom) სასტარტო პოზიციები, pit stop პოზიციები და რეგულირებადი (adjustable) კონკრეტული ობიექტები, იმისთვის რომ შექმნათ ხიდები და სხვა მრავალი სტრუქტურა. მაქსიმალური მანქანების რაოდენობა რბოლის დროს გაიზარდა 40-მდე. ჩვენ თავიდან აღვადგინეთ (regenerated) ხილული ობიექტების ინფორმაცია ყველა გზისთვის, რადგან თამაშის დროს შევინარჩუნოთ მაღალი კადრების სიხშირე (frame rate).
ახალი გზა და სხვა განახლებები უკვე კარგად გამოიცადა თანამეგობრობის მიერ გასული კვირის განმავლობაში და მათ საკმაოდ დიდი სიამოვნება მიიღეს ამისგან. ძალიან კარგი იყო მათი ყურება, როდესაც ისინი ეწვივნენ ახალ ადგილებს და შექმნეს წარმოსახვითი სტრუქტურები კონკრეტული ობიექტების დახმარებით.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია patch-ის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე: 0.6H information page
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განახლებული გზის სურათები მოცემულ ბმულზე: screenshots page
- LFS დეველოპერები0.6H ვერსიაში შესული ცვლილებები:New Westhill Circuit for Live for SpeedOld vs New Westhill International for Live for SpeedWesthill:- Westhill-ის ახალი ვერსია დამატებითი კონფიგურაციებით
- ღია კონფიგურაციის სრული მხარდაჭერა, მისასვლელი გზების ჩათვლით
Autocross რედაქტორი:- ახალი რეგულირებადი კონკრეტული ობიექტები
- არჩევითი სასტარტო პოზიციები და გარაჟის სასტარტო რაოდენობა
- autocross მაქსიმალური ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 1800-მდე
- მოძრავი დაწყების განათებები შედის autocross-ის ობიექტებში
- არჩევითი გარაჟის ყუთები რთავს გარაჟის ხაზს და სტანდარტულ pit stops
- არჩევითი გარაჟის ყუთები შეიძლება გამოვიყენოთ მანქანის შესაკეთებლად და საწვავის შესავსებად
- ინტერფეისის ღილაკები ეხლა იხატება ობიექტების ღილაკების წინ
- როდესაც ობიექტი მონიშნულია მოცემულ ღილაკებზე დაჭერის შემდეგ ის გადაადგილდება S/F/1/2/3
- როდესაც ობიექტი არსებობს მოცემული ღილაკები S/F/1/2/3 არის უფრო გამოსადეგი
- ფერზე დაწკაპუნება სწრაფად ცვლის მონიშნულ საბურავებს ან ნიშნებს
- marshall-ის პოზიციაზე დაწკაპუნება მაშინვე ცვლის არჩეულ marshall-ს
- რედაქტორში გაუმჯობესდა marshall-ის წრეების გამოჩენა
- მარშუტის შემოწმების ინდექსის ნომრები ახლა იწყება 1-დან, 0-ის ნაცვლად
- W/E ღილაკები მომენტალურად აკორექტირებს სიგანეს, ამიტომ საჭირო აღარ არის M-ზე დაჭერა
- მცურავი ობიექტების ღილაკები ნაჩვენებია სხვადასხვა ფერით
- X/Y/Z პოზიციები ეხლა უკვე ნაჩვენება და შეიძლება მათი აკრეფა
- დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკით X/Y/Z რადგან გადაადგილდეთ ნაბიჯებით 1 მეტრზე
- SHIFT+დაწკაპუნება - to snap to 1 metre grid
სხვადასხვა:- 32-დან 40-მდე გაიზარდა მანქანების მაქსიმალური რაოდენობა რბოლის დროს
- 16-დან 20-მდე გაიზარდა AU Autocross grid-ის რაოდენობა
- 24-დან 30-მდე გაიზარდა BL Rallycross grid-ის რაოდენობა
- 300-დან 500-მდე გაიზარდა multiplayer-ში მანქანის გამოჩენის მანძილი
- აღდგენილია lightmaps და ხილული ობიექტების სია ყველა გზაზე
- Fern Bay-ს დაემატა ბილიკები რადგან დაიფაროს გზა Club-თან და mini oval-თან
- სერვერს დაემატა InSim ISP_NCI პაკეტი, რადგან host-მა მიიღოს მეტი ინფორმაცია ახალი სტუმრის (guest) შესახებ
- AI მძღოლები ბოქსების ხაზთან შესვლისას ეჯახებიან კედელს SO Classic/Town
- წაშლილია მოსახვევის აღნიშვნა Aston-ის ზოგიერთ კონფიგურაციაზე
- რამოდენიმე საბურავი Kyoto National-ის ზოგიერთ კონფიგურაციაზე გამორთულია
- განახლებული თარგმანი - დიდი მადლობა მთარგმნელებს
ახალი ბრძანებები:/zero_all
- Reset all lap counters and checkpoints passed as if the race had
just been started. This removes checkpoints passed.
So using this command on the first lap, before the first
checkpoint is passed, has no effect. After the first
checkpoint there is an effect. The first lap will not be
counted. This is intended to help with a rolling start after
a parade lap.
/setlap username X
- X is positive : Set the lap that the user is currently on (as
seen at the top right, not the number of laps completed). This
does not affect checkpoints passed. This may help with a driver
who reconnects after an unintended disconnection.
- X is zero : Same as the /zero_all command but for one driver.
- X is negative : subtract from the number of laps, without
affecting checkpoints passed. This may be useful as a penalty.
განახლებულიWesthill-ის გზის სურათები: ვიდეო შთაბეჭდილებები განახლებულ გზაზე, DK2-თან ერთად:Live For Speed - West Hill First look - Oculus Rift DK2ძველი ინფორმაცია იხილეთ სპოილერში:► Show Spoiler
Westhill-ის გზის პირველი წარდგენაგამარჯობათ მრბოლელებო,
ჩვენ ვფიქრობდით გვეჩვენებინა ხანმოკლე ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მომავალი გადაკეთებული გზის - Westhill Circuit სარბოლო გარემო.
გზა რადიკალურად შეიცვალა - თქვენ მოგიწევთ ძალიან კარგი დაკვირვება, რადგან ამოიცნოთ. ის აღჭურვილა გრძელი გზებით, უფრო მეტი კონფიგურაციით და რამოდენიმე სასიამოვნო სურპრიზით !
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო წარდგენა:
Westhill preview on youtube
ისიამოვნეთ !ახალი ბეტა პატჩი: განახლებული Westhill-ის გზაგამარჯობათ მრბოლელებო,
დღეს დილით ჩვენ გაჩვენეთ პატარა ვიდეო წარდგენა, სადაც ნაჩვენები იყო Westhill-ის განახლებული სარბოლო გზის გარემო. ჩვენ ეხლა გამოუშვით ახალი სატესტო (beta) პატჩი, ასე რომ შეგიძლიათ თავად შეხედოთ განახლებულ გზას.
ეს ჯერ არ არის საბოლოო ვერსია - ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თამაშის დროს შეგხვდებათ რამოდენიმე შეცდომა (bugs).
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ცადოთ სატესტო პატჩი და შეგხვდათ რომელიმე bug-ი, გთხოვთ შეგვატყობინოთ ამის შესახებ მოცემულ თემაში. ამ ბმულიდან თქვენ ასევე შეძლებთ პატჩის ჩამოტვირთვას:
რედაქტირება - რამოდენიმე თამაშის შეცდომა დაფიქსირდა და უკვე ხელმისაწვდომია ახალი პატჩი: TEST PATCH 0.6G18 - New Westhill Circuit
ეს სატესტო პატჩი თავისთავად შეუთავსებელია თქვენს LFS-ის ვერსიასთან. თუ აპირებთ შეუერთდეთ არსებულ სერვერებს, თქვენ უნდა გადააწეროთ მოცემული სატესტო პატჩი LFS-ის ფოლდერს, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ აუცილებლად დააკოპირეთ ორიგინალი LFS-ის ფოლდერი ისე რომ გქონდეთ 2 ცალი თამაშის ვერსია.
კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ რომ ეს არის სატესტო პატჩი. მისი გამოყენება პირად რისკთანაა დაკავშირებული !ვიდეო შედარება - ძველი და ახალი გზა:
Old vs New Westhill International for Live for Speedორიგინალი პოსტები ოფ. გვერდზე:
A first look at the rebuilt Westhill CircuitNew beta patch : updated Westhill Circuitინფორმაცია თამაშის (0.6G) პატჩის შესახებ: ძვირფასო მრბოლელებო,
თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Live for Speed-ის ახალი განახლება, რომელიც შეცავს გრაფიკულ გაუმჯობესებებს და
Oculus Rift DK2-ის მხარდაჭერას.
ძირითადი ვიზუალური გაუმჯობესება დაკავშირებულია ობიექტების გამჭვირვალობასთან, როგორიცაა ხეები და მოაჯირები. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შევძელით საკმაოდ გაგვეუმჯობესებინა მათი გამოჩენა (appearance) რაც ახალი ხატვის სტილის გამოყენებით მოხდა (new drawing style).
ჩვენ ასევე დავხატეთ მანქანები უფრო ეფექტური მეთოდის გამოყენებით, რომელიც თამაშის დროს გვაძლევს უფრო მაღალ FPS-ს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი მანქანა იმყოფება გზაზე.
Oculus Rift-ის მხარდაჭერა არის საკმაოდ კარგად გამოცდილი და მიღებულია ძალინ ბევრი მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს ახალი DK2 headset-ი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მიმოიხედო მანქანის სალონში ან იმ გარემოში სადაც იმყოფები. ეს შეგრძნება კი თითქმის ისეთივეა როგორც რეალურ ცხოვრებაში. ამ მასშტაბის გრძნება არის ის, რაც თქვენ აუცილებლად უნდა გამოსცადოთ !
დაწვრილებითი ინფორმაცია patch-ის შესახებ იხილეთ აქ:
0.6G information pageEric - ჩვენი არტისტი, აგრძელებს მუშაობას Westhill-ის ახალ გზაზე, რომელიც გამოვაცხადეთ ივნისის თვეში. Oculus Rift DK2-ის გამოსვლის შემდეგ, ჩვენმა პროგრამისტმა Scawen-მა დახარჯა ძალიან ბევრი კვირა, რადგან დაემატებინა მისი მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია Westhill-ის განახლების დაგვიანება. ამან უფრო მეტი დრო მისცა Eric-ს ემუშავა სცენაზე და უმაღლეს დონეზე დაეხვეწა ის. Eric-მა მისასვლელი გზები გააკეთა ისე, რომ მასზე მანქანით გავლა შესაძლებელი ყოფილიყო. ძალიან სასიამოვნოა მთელი გზის ტერიტორიაზე მანქანის მართვა, განსაკუთრებით კი ღია კონფიგურაციაზე, როდესაც თქვენ დრო გაქვთ მოწყდეთ რბოლას და დაიწყოთ გზის ათვისება. Scawen ამჟამად ფოკუსირებას ახდენს თამაშის ოპტიმიზაციაზე და პროგრამირების მხარდაჭერაზე, რომელიც Westhill-ის გზას უფრო მეტად სტაბილურს გახდის. ამ განახლებული გზის გამოშვებას, ჩვენ ვარაუდობთ რამოდენიმე კვრის შემდეგ.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახალი გზის რამოდენიმე სურათი (რომლებიც ივნისის თვეშია გადაღებული) და ჩვენს გვერდზეა განთავსებული:
screenshots page-LFS დეველოპერები დაყენების ინსტრუქცია: არქივში მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში, შემდეგ ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live for Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live for Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: Password-ი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-ს, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live for Speed S2" (თუ ეს ფანჯარა არ გამოჩნდა, მაშინ პროცესს თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Start"-ს. რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით.
დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით: გადმოსაწერი ბმული: LFS 0.6H - Original VersionUnlocker და
Ip patch:
LFS 0.6H Unlocker and Ip patch როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ?როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ:
Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройкеრჩევები თუ როგორ გამოვიყენოთ Live for Speed-ში Oculus Rift DK2:1) როგორ ჩავრთოთ LFS, თქვენს Rift DK2-თან ერთად:
- Oculus Configuration Utility - დააყენეთ თქვენი Rift-ი გაფართოებულ რეჟიმში (extended mode)
- Windows Display - გამოიყენეთ გაფართოებული ეკრანის რეჟიმი (extended desktop mode) და არა დუბლირებული (not duplicated)
- Windows-ში DK2 დააყენეთ მბრუნავ რეჟიმში (rotated mode) - ზოგჯერ ამას დამაბნეველად უწოდებენ portrait-ს.
- შეამოწმეთ რომ DK2-ის წინ სინათლე სიგნალის მისაღებად (receiving signal) ანათებდეს ლურჯად
- შეამოწმეთ რომ DK2-ის დესკტოპის ნაწილს ჰქონდეს სწორი ორიენტაცია (correct orientation)
- ჩართეთ LFS და დააჭირეთ 3D-ს, რომელიც მდებარეობს ხედვის პარამეტრებში (View Options)
- მიუთითეთ Oculus Rift და დააჭირეთ OK-ს
- თუ ყველაფერი კარგადაა LFS შემოგთავაზებთ: გამოხვიდეთ თამაშიდან, რომ შემდეგ ჩაირთოს Rift-თან ერთად - "Exit LFS to restart using the Rift"
- დააჭირეთ OK-ს თამაშიდან გამოსასვლელად. როდესაც LFS თავიდან ჩაირთვება (restart), ის იქნება Rift-ის რეჟიმში
2) თქვენი ჯდომის პოზიციის შესაცვლელად არსებობს ტექსტის ბრძანება
/rift reset რომელიც სტანდარტულად (by default) მინიჭებულია F8 ღილაკზე.
- როდესაც ახალი პიროვნება ჯდება სათამაშოდ, სთხოვეთ მას, რომ სწორად იყუროს წინ და შემდეგ დააჭირეთ F8 ღილაკს
- ღილაკებზე მითითებული ფუნქციბი შეიძლება შეიცვალოს: Options - Game - F1-დან F8 ღილაკის ჩათვლით
3) თუ რაიმე მიზეზის გამო LFS Rift-ის რეჟიმიდან გადავიდა 2D-ში ან უბრალოდ გადაიქცა შავ ეკრანად (black screen), თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ის ამგვარად:
- დააჭირეთ ALT+F4, რადგან გამოხვიდეთ LFS-დან
- თქვენი LFS-ის მთავარ ფოლდერში წაშალეთ ფაილი "card_cfg.txt", ამიტომ LFS ჩაირთვება საწყის რეჟიმში (primary device), ჩვეულებრივ თქენს მონიტორზე
- LFS-ის მეორედ ჩართვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისევ ცადოთ 3D რეჟიმში (3D mode) გადასვლა
4) ისარგებლეთ (Accessing) თქვენი desktop-ით, როდესაც LFS იმყოფება Rift-ის რეჯიმში.
- თქვენ ალბათ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მაუსის კურსორი შემოიფარგლება (confined) Rift-ის ვირტუალური მონიტორით
- დააჭირეთ CTRL+C მაუსის თავსუფალ რეჟიმში გადასასვლელად, რის შემდეგაც მაუსი შეძლებს თავისუფლად მოძრაობას desktop-ზე
- როდესაც თქვენ დააჭერთ desktop-ზე არსებულ ფანჯარას (window), LFS ჩაიკეცება (minimised)
- იმისთვის რომ დაუბრუნეთ Rift-ს, დააწკაპუნეთ Live for Speed-ის იარლიყზე, რომელიც განთავსებული იქნება თქვენს taskbar-ზე.
5) დამატებით ახალი ბრძანების პარამეტრები /rift=on and /rift=off
მაგ: გამოიყენება იარლიყში (shortcut), რადგან დავრწმუნდეთ Rift-ის რეჟიმი ჩართულია თუ არა.
LFS.exe /rift=on - ცადეთ პირდაპირ Rift რეჟიმში შესვლა
LFS.exe /rift=off - არ შეხვიდეთ Rift რეჟიმში (დააიგნორეთ წინა რეჟიმი)
საჭიროა Oculus Runtime 0.4.2 (ან უფრო ახალი)
საინტერესო ვიდეო DK2-ის შესახებ:Oculus Rift Test Drive in Live for Speedთამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ბმულები:LFS Manual WikiLive for Speed S2 Russian FAQ2014 წლის განახლება ! ამ წელს დეველოპერებმა გადაწყვიტეს თამაშის განახლება, მაგრამ არა რაიმე ტექნიკური მხარის, არამედ Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატება. ჩამონათვალში უკვე შეგიძლიათ იხილოთ Live for Speed-იც:
List of games with Oculus Rift supportთამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და 2 დღის წინ გამოვიდა ბოლო პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-გან განსხვავებით. დამეტა Anti aliasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-ს. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
დამატებითი ინფომრაცია: Live for Speed, version 0.6Gინფორმაცია
Oculus Rift-ზე:
Oculus Rift2014 წლის, 10 ივლისს, LFS მოხვდა Top Rated list-ის top 5-ში Oculus-ის ვებ-გერდზე:
Oculus Rift Users - please rate LFS at Oculus Sharehttps://share.oculusvr.comსურათი ცოტა ადრეა გადაღებული, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ იმავე დღეს (მოგვიანებით) თამაშმა მეორე ადგილზეა გადაინაცვლა.
Screen ვიდეოები და შთაბეჭდილებები: 1 2 3 4 5 6 7 82014 წლის, 5 სექტემბერს, თამაშის დეველოპერმა Victor van Vlaardingen-მა, განაახლა LFS-ის ოფიციალური ვებ-გვერდი და ფორუმი.
Screen 1Screen 2www.lfs.netlfsforum.netთემა ამ საკითხთან დაკავშირებით:
A New Siteასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ lfs.net და lfsforum.net აღარ იქნება განცალკევებული საიტები. სწორედ დღეიდან დაწყებული, lfsforum.net-ის ფორუმი ინტეგრირებული (გაერთიანებული) იქნება lfs.net-ის ვებ-გვერდთან.
საერთო ჯამში, წელს დეველოპერმა გამოუშვა თამაში 2 ახალი პატჩი.
ესენია:
Live for Speed, version 0.6F და ბოლო ვერსია
Live for Speed, version 0.6Gასევე გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ ამ ვერსიების წინა ვერსიაა 0.6E, რომელსაც არ გააჩნია Oculus Rift-ის მხარდაჭერა და ისიც როგორც ყველა სხვა LFS წინა ვერსია მუშაობს DX 8.1-ზე და არა DX 9-ზე. DX 9 პირველად დამატებული იყო 0.6F ვერსიაში და თავისთავად ამ ვერსიიდან დაწყებული ყველა შემდგომი თამაშის ვერსია გამოიყენებს DX 9-ს. შესაბამისად 0.6G-იც იყენებს მას.
ხშირად დასმული შეკითხვები:რა განსხვავებაა LFS-ის ვერსიებს შორის ?ბევრი კითხულობს და ვერ ხვდება რა სხვაობაა ვერსიებს შორის, ამიტომ დავდებ ბმულებს სადაც დაწვრილებით არის ახსნილი და ჩამოწერილი ცვლილებების სრული სია.
თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ ვერსიების ისტორიას:
Version History LFS-ში რომელი ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს ?ამის გაგება ძალიან მარტივა და უბრალოდ უნდა შეხვიდეთ დოკუმენტების ფოლდერში. ჩემს შემთხვევაში ეს ადგლმდებარეობა შემდეგნაირია: C:\LFS 0.6G\docs. იპოვეთ Keys.pdf ფაილი და გახსენით. იქ წერია ყველა ის ძირითადი ღილაკის ფუნქციები რომელიც თამაშის დროს გამოგადგებათ.
დაწვრილებით:
Keys► Show Spoiler
მანქანის კონტროლი
სტანდარტული ღილაკები (შესაძლებელია დაკომფიგურება)
მაუსის მარცხენა ღილაკი - აჩქარება (გაზი)
მაუსის მარჯვენა ღილაკი - მუხრუჭი (ტორმუზი)
მაუსის გადაადგილება მარხცნივ/მარჯვნივ - საჭის მოხვევა
S - სიჩქარის ზემოთ გადართვა
X - სიჩქარის ქვემოთ გადართვა
C - გადაბმულობა (კონუსი)
Q - ხელის მუხრუჭი
W - მარცხენა ხედი
E - მარჯვენა ხედი
R - უკანა ხედი
B - საყვირი (სიგნალი)
G - მოციმციმე მაშუქები (ფარები)
SPACE - მანქანის განახლება (გადატვირთვა)
L - სიჩქარის შემზღუდველი
O - მოჭიდების კონტროლი
I - დაქოქვა/ჩაქრობა
ღილაკები, რომელიც არ იცვლება
3 - მანქანის წინა და უკანა შუქების ჩართვა/გამორთვა
7 - მარცხენა ციმციმის ჩართვა
8 - მარჯვენა ციმციმის ჩართვა
9 - ავარიული განათების ჩართვა
0 - ციმციმების/ავარიული ნათების და ზოგადად ყველა მაჩვენებლების გამორთვა
SHIFT+G - ავტომატური ტრანსმისიის ჩართვა/გამორთვა
SHIFT+H - საყვირის ხმის შეცვლა (horn)
მანქანის მონაცემების ნახვა რბოლის დროს
F9 - საბურავები (დატვირთვა, ტემპერატურა, ცვეთა და ჭუჭყი)
F10 - სავალი ნაწილის დაზიანება
F11 - პირდაპირ პარამეტრების ცვლილების ჩვენება
F12 - ინსტრუქციები და მითითებები Pit box-თან დაკავშირებით
SHIFT+L - სავალი ნაწილების გეომეტრია და მონაცემები
კონტროლი თამაშში
SHIFT+S - დაუყოვნებლივ გადასვლა pit box-ში
SHIFT+R - გადატვირთვა (offline), ხმის მიცემა გადატვირთვისთვის (online)
SHIFT+X - გამოსვლა (Exit) რბოლიდან, ფარეხიდან (pit) და ზოგადად თამაშიდან; ან ხმის მიცემა ონლაინ რბოლის დასასრულებლად
SHIFT+Q - კვალიფიკაციის დაწყება; ხმის მიცემა კვალიფიკაციის დასაწყებად
ხედი
V - შემდეგი კამერა
SHIFT+V - წინა კამერა
TAB - შემდეგი მანქანა
SHIFT+TAB - წინა მანქანა
SHIFT+U - თავისუფალად დაკომფიგურირებადი კამერის ჩართვა
CTRL+TAB - რბოლის შედეგების ჩართვა/გამორთვა
Home - საკუთარი მანქანა
F - მანქანებზე ძალების ჩვენების ჩართვა/გამორთვა
H - შეტყობინებების ისტორია
CTRL+H - მიმოწერების ისტორიის გასუფთავება (დამალვა)
N - სახელების ჩვენება: ჩამონათვალი/მხოლოდ მანქანებზე/გამორთვა
SHIFT+F - ყველა წარწერების და დასახელებების მოშორება ეკრანზე (დრო, ვირტუალური მაჩვენებელთა დაფა, რუქა და ა. შ.)
SHIFT+M - სარკის ხედვა: გამორთული/მხოლოდ რეალური/რეალური და ვირტუალური
SHIFT+F1 - სტანდარტული ხედი
ALT+F1..F5 - სწრაფი გადასვლა სასურველ კამერაზე
გამეორება
1 - გამეორების შენახვა და შემდეგ მისი ყურება
2 - გამეორების შენახვა (სახელის დარქმევით)
F2 - გამეორების შენელება
F3 - გამეორების დაჩქარება
. / , - კადრებით გადადასვლა
მართვა
< და > - საჭის ძალის უკუკავშირის (feedback) დაკლება/მომატება
/edit_eng - მანქანის ძრავის ხმის რედაქტირება (ჩაწერეთ ჩატში)
SHIFT+A - მანქანის ძრავის ხმის რედაქტირება
SHIFT+C - კონტროლერის გადატვირთვა
SHIFT+N - ხმის ჩართვა/გამორთვა
SHIFT+W - ხმის გადატვირთვა
SHIFT+K - სიმღერის გამოტოვება (თუ ჩართული გაქვთ მუსიკა)
CTRL+C - LFS-ში მაუსის კურსორის დაფიქსირება
ონლაინ რეჟიმში მოთამაშის სიაში არსებული ღილაკები
SS - თქვენი მანქანის პარამეტრების გაგზავნა
მწვანე S - მოთამაშის მიერ გამოგზავნილი მანქანის პარამეტრების შენახვა
T - მანქანაში პილოტის ჩანაცვლების მოთხოვნა/შეცვლის განხორციელება
შეტყობინებების რედაქტირება
CTRL+C, CTRL+Insert - მონიშნული ტექსტის დაკომპირება (Copy)
CTRL+V, SHIFT+Insert - დაკოპირებული ტექსტის ჩასმა
CTRL+X, SHIFT+Delete - ტექსტის ამოჭრა და წაშლა
ზემოთ და ქვემოთ მდებარე ისრები - გაგზავნილი შეტყობინებების ისტორიის ნახვა
რბოლის პარამეტრების ცვლილების გვერდი
დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკის ისარზე, რომელიც მდებარეობს გზის წრეების რაოდენობასთან და ახანგრძლივებს რბოლის მიმდინარეობას - 10 წრე/წუთი/საათი (იმისათვის რომ რბოლა გაიმართოს წუთებში/საათებში, საჭიროა მარჯვნივ ჩავწეროთ 250 წრე).
გრაფიკა
SHIFT+F4 - ფანჯრის Window/fullscreen რეჟიმი
SHIFT+F9..F12 - კონფიგურირებადი ეკრანის რეზოლუციები. საშუალებას გაძლევთ კლავიატურის ღილაკს მიანიჭოთ საჭირო ეკრანის გაფართოება (მათ შორის bit-ების რაოდენობა და ეკრანის გატარების სიხშირე).
ეკრანის/პარამეტრები
სტანდარტულად - (Default)
SHIFT+F9 640x480, 16 bit
SHIFT+F10 800x600, 16 bit
SHIFT+F11 1024х768, 16 bit
SHIFT+F12 1280х960, 16 bit
CTRL+S - სურათის შენახვა LFS-ის მთავარ ფოლდერში\data\shots
სხვა
P - შეჩერება (მუშაობს მხოლოდ Single Player რეჟიმში)
T - შეტყობინების დაწერა
F1..F8, CTRL+F1..F12 - სტანდარტული შეტყობინების გაგზავნა; ტექსტურ ფანჯარაში
- (ნაცრისფრი მინუსი) - მოთამაშეების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების დაბლოკვა/ბლოკის ახსნა (ბლოკი ავტომატურად მოიხსნება თუ თქვენ რამეს აკრეფთ ჩატში და გააგზავნით)
SHIFT+F8 - ქსელის გამართვის (შეცდომათა გამოსწორების) რეჟიმი
SHIFT+F5 - ენის ფაილების გადატვირთვა (ინგლისურის გარდა)
როგორ დავაყენო Logitech G25/G27 Steering Wheel - Live for Speed-ში ?► Show Spoiler
პირველ რიგში თამაშისთვის ვქმნით განცალკევებულ პროფაილს -
Logitech Profiler:
- მენიუს Profile ჩანართში აირჩიეთ პუქტი New…
- ზევით მდებარე ტექსტურ გრაფაში ჩაწერეთ პროფაილის სახელი - Live for Speed (ან ნებისმიერი სხვა, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება)
- დააჭირეთ ღილაკს Browse და მიუთითეთ თამაშის გამშვები ფაილის ადგილმდებარეობა - LFS.exe
- შეარჩიეთ სასურველი სურათი (icon) პროფაილისთვის
- დააჭირეთ OK-ის ღილაკს
ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ გარკვეული თამაშის პარამეტრები (იხილეთ სურათები)
ყურადღება: ზემოთ მოცემულ სურათებში ნაჩვენებია Logitech G25-ის დაკონფიგურება და გამოიყენება კონკრეტული თამაშის პროფაილი (specific game profile), რომელიც შექმნილია LFS-ისთვის (თუ თქვენ გაქვთ Logitech MOMO, არ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვენთან არ არის "degrees of rotation" ფუნქცია).- მენიუს Edit ჩანართში აირჩიეთ პუნქტი Specific Game Settings…
- ვნიშნავთ თოლიას Use Special Force Feedback Device Settings
- პარამეტრი - Overall Effects Strength მიუთითეთ 101-105% (101% არის ყველაზე კარგი მნიშვნელობა). პრობლემების გამო Logitech Profiler-ის შიგნით FFB მოქმედებას იწყებს მხოლოდ ხაზოვნად (linearly) როდესაც მითითებული იქნება 100%-ზე მეტი. თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ სრულყოთ FFB-ს დონე LFS-ის Options > Controls ჩანართში ან შეგიძლიათ დაარეგულიროთ ის "on the fly", როდესაც ავტომობილის მართავთ FFB (Force Feedback)-თან ერთად, კლავიატურაზე სწრაფი ღილაკების დახმარებით)
- პარამეტრი - Spring Effect Stregth - 0% (ეს არის Logitech driver-ზე დაფუძნებული ეფექტი და პრაქტიკულად LFS-ს ის არ ჭირდება - დადასტურებულია თამაშის დეველოპერის მიერ)
- პარამეტრი - Damper Effect Strength - 0% (ეს არის Logitech driver-ზე დაფუძნებული ეფექტი და პრაქტიკულად LFS-ს ის არ ჭირდება - დადასტურებულია თამაშის დეველოპერის მიერ)
- მოვაშორებთ თოლიას თუ ის არის მონიშნული Enable Centering Spring/Centering Spring Strength პარამეტრთან და ვაყენებთ 0%-ზე
- ვნიშნავთ თოლიას Use Special Steering Wheel Settings
- Degrees Of Rotation პარამეტრისთვის ვუთითებთ 900 გრადუსს - თუ თქვენი საჭე უზრუნველყოფს ამ პარამეტრს, მაშინ მასში მიუთითეთ კონკრეტული მანქანის მოხვევის კუთხე - lock-to-lock angle: LFS საშუალებას გაძლევთ ნახოთ თითოეული მანქანის მოხვევის პარამეტრის მნიშვნელობა setup-ის განყოფილებაში, კონკრეტულად კი "Steering"-ის ქვემოთ. თუ სწრაფად გჭირდებათ თითოეული მანქანის მოხვევის კუთხის გრადუსის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მაშინ ეს გვერდი დაგეხმარებათ: Car Steering Wheel Lock Angles (თუ თქვენ დამწყები ხართ, მაშინ აქ გირჩევთ ნაკლები საჭის ბრუნვის არჩევას. მაგალითად: 270 ან 360. თუ ეს თქვენთვის ძალიან მარტივია, მაშინ ცადეთ 460, 540-560, 640 ან 720 გრადუსი. თუ არც ეს გაკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენც 900-ზე დააყენოთ მოცემული პარამეტრი. თუმცა ამის გაკეთებას დამწყებებს არ ვურჩევ)
- ვაშორებთ თოლიას Report Combined Pedals პარამეტრთან, თუ ის მონიშნულია (მისი ჩართვა გაძლევთ მხოლოდ ერთი პედლის ღერძს (one pedal axis), რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ სწორად ვერ გამოიყენებთ მუხრუჭს და აჩქარების პედალს. ასე რომ გათიშეთ ეს ფუნქცია)
- ვნიშნავთ თოლიებს Use Special Game Settings და Allow Game To Adjust Settings პარამეტრებთან
ზემოთ მოცემული პარამეტრები იმუშავებს Logitech-ის ყველა საჭეზე. Logitech Profiler-ის პარამეტრები შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული ამ ინსტრუქციისგან, რაც ძირითადად დამოკიდებულია თქვენი საჭის მოდელზე.როდესაც ამ ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ დავიწყოთ საჭის პარამეტრების დაყენებას უშუალოდ თამაშში:
- ვრთავთ Live for Speed-ს და გადავდივართ Options –> Controls ჩანართში
- ზემოთ მდებარე არჩევანში ვირჩევთ Wheel/Joystick პუნქტს
- პარამეტრი Wheel Turn-ს ვაყენებთ 900 გრადუსზე
- Wheel Turn Compensation - სლაიდერს ვაყენებთ დასაწყისში, მარცხენა მხარეს - 0.00-ზე. აქ იგულისხმება (საჭის ღერძის წრფივი დამოკიდებულება). უფრო გარკვევით რომ ავხსნათ: ეს ფუნქცია არეგულირებს მომხმარებლის საჭის მობრუნების კოეფიციენტს LFS-ის მანქანაში.
- Force Strength - დაიწყეთ 20%-დან და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პარამეტრის შეცვლა შეგიძლიათ პირდაპირ თამაშის დროს - კლავიატურაზე “<” და “>” ღილაკების დახმარებით. (თუ თქვენთვის 20% ძალიან ცოტაა, მაშინ მოსინჯეთ 25-45%)
- Throttle/Brake Axes - ვაყენებთ Separate-ზე
- Clutch - Axis
- Handbrake - Button - (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ხელის მუხრუჭს აყენებთ ღილაკზე ! არ აქვს მნიშვნელობა ეს ღილაკი იქნება კლავიატურაზე თუ თქვენს საჭეზე. თუ გსურთ ხელის მუხრუჭად ჯოისტიკის გამოყენება, ამისათვის უნდა აირჩიოთ axis)
- Thr/Brk Center Reduction - სლაიდერი დააყენეთ უკიდურეს მარცხენა მხარეს - 0.00.
ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართში
Axes/FF, ვაჭერთ ღილაკს
Recalibrate Axes და რაც არ უნდა უცნაური იყოს ვაკეთებთ საჭის და პედლების კალიბრაციას. აჩქარებას, მუხრუჭს და გადაბმულობას მათ შესაბამის ღერძზე ვანიჭებთ ფუნქციას. სინამდვილეში თამაში იშვიათად ცდება ავტომატური აღმოჩენით, მაგრამ თუ ესეთი რამ მოხდა, მაშინ თქვენ ირჩევთ ფუნქციას მარცხენა ჩამონათვალში. აჭერთ თქვნთვის სასურველ პედალს რადგან მოძებნოთ ის მარჯვენა ჩამონათვალში, შემდეგ კი მაუსით აწკაპუნებთ მასზე. ვიმეორებთ ანალოგიურ პროცედურას დანარჩენი პედლებისთვის.
დაგვრჩა მხოლოდ გადაცემათა კოლოფის სიჩქარეების დაყენება თანმიმდევრობით (ნაჩვნებია ზემოთ მოცემულ სურათში).
ABS-ის პარამეტრები, სიჩქარეებში გადართვის გზები და ავტომატური გადაბმულობის ჩართვა/გამორთვა ნახეთ ჩანართში -
Options –> Driver. გახსოვდეთ, რომ თამაში ავტომატურად გადართვება სეკვენტალურიდან -
H-Shifter-ის გადაცემათა კოლოფის რეჟიმში, რადგან ეს უშუალოდ დამოკიდებულია არჩეულ ავტომობილზე.
ხშირად ისმის შეკითხვა ჯოისტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ მოთამაშეს აინტერესებს, შეიძლება თუ არა საფრენი ჯოისტიკის გამოყენება ხელის მუხრუჭად და როგორ ხდება მისი დაყენება. მე პირადად მაქვს
Logitech Attack 3 Joystick და უპრობლემოდ მუშაობს თუ რათქმაუნდა სწორად დააყენებთ. ეს მოდელი თუ არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ ამ სამს გადახედოთ:
Force 3D ProExtreme 3D ProFreedom 2.4 Cordless Joystickთუ მსგავსი რამის გაკეთება გსურთ, მაშინ უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის აუცილებლად იხილეთ
jomardi-ის (კახას) ვიდეო და თემა
ბმული:
Logitech: G27/25 Logitech Gaming Software როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows-ზე ?Live for Speed - Windows 7 64bit► Show Spoiler
1) გახსენით რეესტრის რედაქტორი (ამისათვის შედიხართ Start-ში, შემდეგ Search-ში წერთ regedit და აჭერთ ok-ს)
2) ვაკოპირებთ ProductId-ის გასაღებს ამ ადგილიდან: HKEY_LOCAL_MACHINE/SOFTWARE/Microsoft/Windows NT/CurrentVersion/ProductId
პარამეტრი ProductId არ მოძებნოთ სათაურებში. ამისათვის უბრალოდ დააჭირეთ ფოლდერს CurrentVersion და ვუყურებთ რედაქტორის მარჯვნივ არსებულ ფანჯარას. ჩამონათვალში ვპოულობთ ProductId-ს და ოჯერ ვაწკაპუნებთ მასზე. ვაკოპირებთ (copy) Value data-ში ჩაწერილს. დაახლოებით ამის მსგავსს - "00426-OEM-8992662-00173".
3) შევდივართ ქვემოთ მოცემულ მისამართზე და იქ ვქმნით ახალ გასაღებს, სახელწოდებით ProductId.
HKEY_LOCAL_MACHINE/SOFTWARE/Wow6432Node/Microsoft/Windows NT/CurrentVersion/
ვირჩევთ ფოლდერს CurrentVersion და ვუყურებთ რედაქტორის მარჯვნივ არსებულ ფანჯარას, სადაც უნდა იყოს ეს ProductId. ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და ვირჩევთ New>String Value.
შეიქმნება ახალი გასაღები და New Value #1-ის ნაცვლად ვარქმევთ ProductId-ს. შემდეგ ვაწკაპუნებთ მასზე ორჯერ და Value data-ში paste-ის დახმარებით ვსვამთ ჩვენს გადმოკოპირებულს.
ვრთავთ unlocker.exe-ს და ვაკეთებთ იგივე პროცსს, რაც ზემოთ არის ახსნილი. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ მაშინ მანქანები იმუშავებს.
ip patch-ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ?LFS-ის სერვერების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულია და მუშაობს Ip patch-ით !
Terra RacingProRace ServerIp address: 94.245.155.26
Port: 63392
ვერსია: 0.6G
Drift ServerIp address: 94.245.155.26
Port: 63391
ვერსია: 0.6G
ოფიციალური გვერდი:
http://lfs.ya1.ruყურადღება: Lislon-ის სერვერის ip შეიცვალა !
Dear players
The New Year is bringing some changes
Lislon community is moving to new ip address
185.4.72.143 ports will be same
5550= stunt server
5551= combo rallye+racing
5552=tracks layouts+au1 sometimes
5553=clear tracks
5554=au1 layouts
5555=tweak( PASS= tweak)
old ip closed 25 dec
stay with us [img]style_emoticons/<#EMO_DIR#>/=P.gif" style="vertical-align:middle" emoid=":=P:" border="0" alt="=P.gif" />
გვერდი
Facebook-ზე:
Lislon Drift Team LFSსაიდან გადმოვწერო მანქანის პარამეტრები (setups) ?setupgridCar Setupsსაიდან გადმოვწერო მანქანის ძრავის ხმები (engine sounds) ?Engine Sound Sharingსაიდან გადმოვწერო მანქანის სკინები (skins) ?bean0LFS Car Skinsსაიდან გადმოვწერო გზის სქემბი (layouts) ?Autocross LayoutsTrack LayoutsLayoutsსაიდან გადმოვწერო მოდები მანქანები (mods) ?სანამ დავიწყებ ვებ გვერდების ჩამოთვლას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო და გიამბოთ ისტორია თუ როგორ დაიწყო მოდელირება (Modding) LFS-ში.
ეს სტატია დაწერილია
driftmods.net-ის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებლის მიერ. მეტსახელად -
Endless მე მისი ნაწერი უბრალოდ გადმოვთარგმნე და რამოდენიმე დამატებითი ბმული ჩავამატე.
ორიგინალი სტატია ინგლისურ ენაზე:
The History of Live for Speed Modding*** - ნაგულისხმებია
lfsmods.comამ სტატიაში ნათქვამია, რომ პირველად მოდელირება დაიწყო
2006 წელს, მაგრამ მოცემულ ვიდეოს აღწერას თუ დავუჯერებთ
LFS-ში მოდელირება დაიწყო
2003 წელს და პირველი მანქანა იყო
Nissan 240Z (This vid was recorded in Sept. 2003)LFS v8 Powered 240z► Show Spoiler
Live for Speed-ის მოდელირების (Modding) ისტორიადასაწყისი (2006 წელი)ეს იყო
2006 წლის ღამე, როდესაც გავარკვიე ინფორმაცია
Live for Speed-ში
modding-ის შესახებ.
lfsforum.net-ზე გამოჩნდა თემა, სადაც ნაჩვენები იყო
Mclaren F1 მოდელის სურათები
Live for Speed-ის თამაშში. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი
(fake) და
photoshop-ით გაკეთებული. სპეციალურად შექმნილი (custom) მანქანა
Live for Speed-ში არავის უნახავს, ამავე დროს ძალიან ბევრი ყალბი სურათის რედაქტირება კეთდებოდა. ასე რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო რეალური. იმ დროს მეც მეგონა, რომ ეს იყო სიცრუე. იგივე ორი სურათი ნაჩვენები იყო თითქმის ყველგან და მე ვფიქრობდი რომ გზა გამოიყურებოდა ოდნავ ბუნდოვნად, მანქანებთან შედარებით. ვცდილობდი მომეძებნა
Mclaren F1-ის გადმოსაწერი ბმული, მაგრამ ინტერნეტში უშედეგო რამოდენიმე საათის ძიების შემდეგ, თავი დავანებე ამაზე ფიქრს და უბრალოდ დავნებდი.
დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2007 წელს, მე ვუყურებდი
live for speed-ის ვიდეოებს
youtube-ზე და წავაწყდი ვიდეოს, სადაც ვიღაცამ მოახერხა
3D Ferrari F40 მოდელის გადატანა
Live for Speed-ში.
Ferrari F40 in LFS Teaserმოგვიანებით გამოჩნდა
Mazda 787b-ს ვიდეოც.
Mazda 787b in LFS Teaseმისი მეტსახელი
(nickname) იყო
redruM0381 (ამჟამად მისი მეტსახელია -
JJ Dasher). გულახდილად რომ ვთქვა, მე არ მჯეროდა იმის რაც მან გააკეთა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი ვიდეო და არა სურათი. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სიცრუე. მე ნამდვილად მინდოდა მეტარებინა
Mazda RX-7 Live for Speed-ში და ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ ოცნება რეალობად მექცია. მე გავუგზავნე პირადი შეტყობინება
(private message) youtube-ზე მოდელის გადმოსაწერი ბმულის თხოვნით, მაგრამ რათქმაუნდა მას არასდროს უპასუხია.
Davescz (2007)სანამ ვეძებდი
redruM0381-ის მიერ გაკეთებულ უფრო მეტ მაქანას
"car mods", მე წავაწყდი
davescz-ის
youtube-ის არხს
(channel). ის იყო
skoda-ს მოყვარული და მოახერხა საკუთარი საყვარელი მანქანის
Skoda 130RS გადატანა
Live for Speed-ში.
Second test of my skoda 130rs in LFS gameუნდა აღინიშნოს, რომ ეს
mod-ი იყო განსხვავებული. მას ჰქონდა ტექსტურები
(textures) ! ის ასევე მუშაობდა (იმ პერიოდში) ბოლოს გამოსულ
LFS-ის ვერსიაზე. როგორც ჩანდა
redruM0381 მუშაობდა
LFS S1-ზე, ხოლო ეს ბიჭი კი
LFS S2-ზე !
მე დაუყოვნებლივ გავუგზავნე პირადი შეტყობინება და ვკითხე ჰქონდა თუ არა მას
MSN. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე რეალურად მივიღე პასუხი. მან მითხრა: "არა, მე არ მაქვს
msn-ს. მე ვიყენებ
icq ან
skype-ს". მან მომცა საკუთარი
ICQ მისამართი. მე რათქმაუნდა დავამატე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ონლაინში
(online). ერთ დღეს, როდესაც ონლაინში შემოვიდა, მე სიტუაცია ხელიდან არ გავუშვი და მაშინვე დავიწყე მასთან საუბარი.
მან მითხრა რომ ფაქტიურად დაწერა საკუთარი
LFS მანქანის რედაქტორი
(Car Editor). ასევე მომცა რამოდენიმე სურათის ბმული საკუთარი ვებ გვერდიდან (
http://skoda.daves.cz/). ვეკითხებოდი შეიძლებოდა თუ არა მისი რედაქტორის და მანქანის: Skoda-ს გამოცდა. ასევე ვეკითხებოდი შეეძლო თუ არა ჩემთვის
Mazda RX-7-ის გადატანა
Live for Speed-ში. სამწუხაროა, მაგრამ მას ერთი რამის გაკეთებაც კი არ სურდა ჩემი ჩამოთვლილიდან. ვფიქრობ ამის შესახებ... რატომ გაუგზავნით თქვენ ხელნაკეთ ავტომობილის და მანქანის იმპორტის პროგრამას ვიღაც
noob-ს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ვერ გაიგებს როგორ გამოიყენოს ის ?
ის გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოდიოდა და გადიოდა
ICQ-დან. მან მითხრა, რომ საბოლოოდ აამუშავა დაზიანების მოდელები
(collision models) საკუთარი
Skoda-სთვის. მას აგრეთვე შეეძლო ფერების შეცვლა რედაქტორში, ნაწილების გადაადგილება და ა. შ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მან შეწყვიტა
ICQ-ში შემოსვლა და მე მასთან ამის შემდეგ აღარასდროს მისაუბრია. ვფიქრობ, რომ მან შეწყვიტა
mods-ების გაკეთება იმ ეტაპზე.
Driftinc, *** and Driftmods (2008-2009)მე მგონია, რომ ეს იყო საუკეთესო წელი. მოულოდნელად
live for speed-ის
mod-ები გავრცელდა მთელ ინტერნეტ სივრცეში. იმ დროს, რეალური ჩამოტვირთვის ბმულებით ! გამოსული იყო "გაწელილი"
(stretched) XFG ლიმუზინი
(limousine), ასევე
FXO drift-ის სპოილერით
(wing/spoiler) რათქმაუნდა ამას მალე მოყვა სხვა უამრავი
“vob mods”. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც
mod-ები ფართო საზოგადოებისთვის გადმოსაწერად გავრცელდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ
mod-ები ერთმანეთს გამოეყო სხვადასხვა მცირე საიტების და ბლოგების მეშვეობით, ამიტომ ძალიან ძნელი გახდა მათი
(lfs mods) პოვნა.
მე შევხვდი ბიჭს სახელად
Pierre Porquier-ს, რომელიც იყო ძალიან კარგი დრიფტერი
(drifter) LFS-ში. ჩვენ ვიცოდით იმ
mod-ების შესახებ, რომელსაც ხალხი სულმოუთმენლად ელოდა. მე მომივიდა იდეა გამეკეთებინა ვებ გვერდი სადაც ყველა
lfs-ის
mod-ი ერთად იქნებოდა თავმოყრილი, ისე რომ თქვენ არ მოგიწევდათ ინტერნეტში ბევრი საათის დახარჯვა, მათ მოსაძებნად. მე მჭირდებოდა ის რადგან დამხმარებოდა, ასე რომ ჩვენ ერთად შევქმენით ახალი ვებ გვერდი.
ესე შეიქმნა და დაიბადა
www.driftmods.net !
ჩვენ ინტერნეტში
mod-ების ძიებაში ვატარებდით მრავალ საათს. ნაპოვნ მანქანებს კი ვებ გვერდზე ვანთავსებდით:
driftmods.net.
იმ ეტაპზე,
lfs modding ჯერ კიდევ პროფესიონალების
(pro) ხელში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ისინი იყო კერძო (მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის -
private). არავის შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ფართო პუბლიკისთვის გამოსული არ იყო მანქანების რედაქტორი. ყველა მიმდინარე გამოშვებული მანქანა
“released mods” გაკეთებული იყო
hex editor-ის მეშვეობით.
მე აღმოვაჩინე ვებ გვერდი სახელად
MagnoT workshop. ის ასევე აკეთებდა
mod-ებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პრობლემა მის ვებ გვერდთან დაკავშირებით. როდესაც მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ
driftinc-ის ვებ გვერდზე ორჯერ, მათი
account-ები იბლოკებოდა. ასე რომ ჩვენ დავიწყეთ
DriftInc-ზე დადებული
mod-ების განთავსება
driftmods-ის ვებ გვერდზე. მე როგორღაც მოვახერხე
MagnoT-ის
MSN მისამართის
(address) გაგება და დავიწყე მასთან საუბარი. მან მითხრა, რომ ის მუშაობდა
LFS Car Importer-ზე ! მე მაინც ვკითხე, შემეძლო თუ არა მეცადა მისი პროგრამა. მან კი მიპასუხა, რომ ის ერთ დღეს რეალურად აპირებდა პროგრამის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის. აგრეთვე მკითხა, შემეძლო თუ არა
Toyota AE86 ამოაარქივება
Race Driver: Grid-ის თამაშიდან და შემდეგ მისთვის მოდელის გაგზავნა. რამოდენიმე დღის შემდეგ მან უკვე მაჩვენა
Toyota AE86-ის სურათები
Live for Speed-ის თამაშშიდან. მანქანა გამოიყურებოდა საოცრად, რადგან ის იყო სრულიად განსხვავებული, ვიდრე სხვა
mod-ები. მანქანა იყო
high poly, მას გააჩნდა მომუშავე ფარების ნათება,
texture-ები და სხვა ყველაფერი.
ამ მიზნით გამოჩნდა კიდევ ერთი ვებ გვერდი სახელად
***. როგორც ჩანს, მათაც ჰქონდათ იგივე იდეა, რაც ჩვენ.
მათ დაიწყეს
mod-ების აღება
driftmods.net-დან და შემდეგ მათი განთავსება
***.com-ზე. თუმცა ეს ფაქტი ჩვენ დიდად არ გვადარდებდა. ჩვენ გაფიცვის მიზნით გავაკეთეთ იგივე, რაც მათ. ამისათვის ჩვენ უბრალოდ დავაკოპირეთ მათი ექსკლუზიური
mod-ები და შემდეგ განვათავსეთ ჩვენს ვებ გვერდზე:
driftmods.net !
*** - საიტის მფლობელმა (
Rodrigo)-მ დამამატა მე
msn-ში და დაიწყო ჩემთან საუბარი. მან მითხრა, რომ შემეწყვიტა მათი
mod-ების დაკოპირება. ამავე დროს
DriftInc-ის ვებ გვერდზე გამოჩნდა ახალი სიახლე.
MagnoT-მა გამოაქვეყნა პოსტი და განაცხადა რომ ის აღარ აპირებდა
AE86 Mod/LFS Car Importer-ის გამოშვებას, რადგან აღმოაჩინა ვებ გვერდი, რომელიც უკვე აკოპირებდა მის mod-ებს. ის ასევე საუბრობდა
driftmods-ზე. ჩვენ ნამდვილად ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
მე დავწყე
MagnoT-თან საუბარი იმაზე, თუ როგორ იფიქრა რომ ისეთი ვებ გვერდი, როგორიც არის
driftmods დააკოპოპებდა მის
mod-ებს.
ეს შემაშფოთებელია. მან არ იცოდა, რომ
driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი. მე რათქმაუნდა არ მინდოდა ამის თქმა, რადგან ეს გამოიწვევდა ჩვენს შორის ბრძოლას. ის იყო ძალიან მაგარი ბიჭი და ამავდროულად
DriftInc - ძალიან ძლიერი გუნდი. მათ ჰქონდათ საუეკთესო
mod-ები და ზოგიერთი ნამდვილად კარგი ვიდეო. მე არ მინდოდა, რომ ის გამხდარიყო ჩემი მტერი.
რამოდენიმე ხნის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ
driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი და ისიც, რომ მე ვაკოპირებდი მის
mod-ებს. როგორღაც ის მიხვდა ამ ყველაფერს და გვაპატია. მან ჩემთვის დაიწყო რამოდენიმე
LFS Mod-ის სურათების ჩვენება, რომელზეც მუშაობდა. მე ვფიქრობდი, რომ მანქანა გამოიყურებოდა ნამდვილად იდეალურად.
რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ისევ დავიწყეთ საუბარი
LFS Car Importer-ის შესახებ და მან მითხრა, რომ აპირებდა პროგრამის გამოშვებას იმ ღამეს.
ეს იყო ნამდვილად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახსნიდა სრულიად ახალ სამყაროს და საშუალებას მისცემდა ყველას გაეკეთებინათ საკუთარი
Live for Speed mod-ები !
მეორე დილით მე გავიღვიძე და დავინახე, რომ
MagnoT-მა გაავრცელა
LFS Car Importer-ის პროგრამა.
იმ დღეს აბსოლიტურად ყველამ დაიწყო
mod-ების გაკეთება
Live for Speed-ისთვის.
რამოდენიმე ხნის შემდეგ
driftmods-ის ვებ გვერდი დაზიანდა (crashed) და 1 წლის განმავლობაში გათიშული იყო.
მე გავიცანი
Rene (DMGarage) და შევიტყვე ინფორმაცია
mod-ებზე რომელსაც ის აკეთებდა. მე ვკითხე სურდა თუ არა მას
DMGarage-ის შეერთება
Driftmods-თან ? რათქმაუნდა მივიღე თანხმობა და სწორედ ამიტომ ჩვენ გავერთიანდით.
Driftmods.net დაბრუნდა.
იმ დღიდან მოყოლებული
driftmods-მა შეწყვიტა ყველა
live for speed-ის შემთხვევითი მოთამაშე ბავშვების მიერ გაკეთებული
mod-ების განთავსება ვებ გვერდზე.
ჩვენ მხოლოდ გვსურს დავჰოსტოთ
(host) საუკეთესო
mod-ები,
Live for Speed modding-ის ისტორიაში. არანაირი ნაგავი, მხოლოდ საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის
(high quality) მქონე
mod-ები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.
როესაც
*** ფორუმი გაუქმდა, ჩვენ დავიწყეთ
Live for Speed modding საზოგადოების შერჩევა. აქედან მოყოლებული საზოგადოება ვითარდებოდა (ამ სფეროში), აუმჯობესებდა მანქანების ხარისხს და ქმნიდა ძალიან დეტალიზებულ
mod-ებს.
იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს
Live for Speed-ში
Modding-ი იქნება მიღებული ოფიციალური
LFS-ის საზოგადოების მიერ (lfs.net/lfsforum.net).
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თამაშის დეველოპერებზე
(devs). თუ ისინი ხელს შეუწყობენ
modding-ს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ არსებული საზოგადოება ამ სფეროში კიდევ უფრო წინ წაიწევს, ხოლო ხალხი კი კვლავ გააგრძელებს გართობას
mod-ებით. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მეგობრებთან ერთად იმუშავებენ
mod-ების გაკეთებაზე და გააგრძელებენ საკუთარი ცოდნის გაღრმავებას -
3D მოდელირებაში. თუ თამაშის დეველოპერები თავს დააღწევენ
modding-ის მხარდაჭერას შემდგომი პატჩის გამოშვებით, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი აქ დასრულდება.
- Endlesswww.driftmods.net driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
"Lucas-modsdownloadgamemodsროგორ დავაყენო მოდები, სკინები, სეთაფები, სქემები, ძრავის ხმები ?მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში: C:\LFS\data\dds და C:\LFS\data\veh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და იმათაც შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ.
სკინები უნდა გადაიტანოთ: C:\LFS\data\skins
სეთაფები უნდა გადაიტანოთ: C:\LFS\data\setups
ძრავის ხმები: C:\LFS\data\engine
სქემები: C:\LFS\data\layout
Tweak-ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან:
lfs-tweakგაკვეთილები თამაშზე:Live for Speed-ში ძრავის ხმების გაკეთებაLFS - Free view/autox editor (დაუსრულებელი)
Live for Speed Skin Making TutorialLFS Dedi + LFSLapper Cruise SetupLFS 0.6B Pereulok - TutorialHow To Play LFS By HamachiHow To setup LFS Lapperმანქანის მოდელირების გაკვეთიელბიHow to make your own car for LFSHow To Make LFS Modsვიდეო გაკვეთილები: 1 2 3 4თუ დააყენეთ თამაში და გინდათ ტექსტურების გაუმჯობესება, გირჩევთ აქედან გადაწეროთ (ვიდეოს აღწერაშია გადმოსაწერი ლინკი):
>>>