Batman: Arkham Knight - Unreal Engine 3.5 მოდიფიცირებულ ძრავზე მუშაობს.
Warner Bros. და DC Entertainment თავიანთი ახალი პროექტი სახელად Batman: Arkham Knight დაანონსეს. თამაშზე ორიგინალი Batman: Arkham სერიების ავტორი Rocksteady Studios მუშაობს. ანონსი რამდენიმე დღის წინ, ცნობილ გეიმერულ ჟურნალში Game Informer-ში Arkham Knight-ის შესახებ მოთავსებული საკმაოდ მოზრდილი სტატიის მეშვეობით განხორციელდა. გამომცემლების თქმით, "არკჰემის რაინდი" იქნება ისტორიის დასასრული, რომლის მეშვეობითაც მოთამაშეები ბევრ მათთვის საინტერესო კითხვას გასცემენ პასუხს. გულშემატკივარს არკჰემის დამცველის ერთერთ ყველაზე სახიფათო მტერთან, საბრთხობელასთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მოუწევს. გამოჩნდებიან სხვა ცნობილი სახეებიც, მაგ. პინგვინი, ორ სახიანი, რიდლერი და ჰარლი ქვვინი. ჭორების თანახმად, დეველოპერები თამაშში სრულიად ახალი, მათი ძალებით შექმნილი გმირის დამატებასაც გეგმავენ.
ბეტმენი თავის მოგზაურობას ისევ ძველი კოსტუმით დაიწყებს, მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად ჩვენ მის სრულიად ახალ ფორმას ვიხილავთ.
Arkham City-თან შედარებით გოტემის ტერიტორია ხუთჯერ უფრო დიდი და სრულიად გახსნილი იქნება - Rocksteady მტკიცებით, მოთამაშეს შეუძლია საერთოდ დაივიწყოს ჩატვირთვის ეკრანი. მანძილების გადალახვა გმირს არამხოლოდ ფეხით, არამედ ბეტმობილითაც მოუწევს - მისი გამოჩენა გეიმფლეის ერთერთ ყველაზე მთავარ შემადგენელად პოზიცირდება. "არკჰემის რაინდის" უმეტესი მისია ზუსტად ბეტმობილის გამოყენებაზე იქნება დაფუძვნებული. რაკეტებით და ტყვიამფრქვევით აღჭირვილი ბეტმობილის გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. და თუ მოწინააღმდეგეებმა ეს მაინც მოახერხეს, გმირს მანქანაში ჩამონტაჟებული კატაპულტი უშველის. თამაშს სავარაუდოთ არ ექნება მულტიფლეიერ რეჟიმი - Rocksteady მთავარ დაწოლას სოლო კომპანიის დამუშავებაზე და სამყაროს ხარისხზე აკეთებს.
Rocksteady თიმის აზრით, სამყაროს ქმედითუნარიანობა მის მაშტაბზე გაცილებით მნიშვნელოვანია. დეველოპერების მიზანი უზომოდ დიდი ქალაქის შექმნაში ნამდვილად არ მდგომარეობს, პირიქით ისინი უფრო კომპაქტური, საინტერესო და სხვადასხვა დასამახსოვრებელი ელემენტებით სავსე სამყაროს აგებას ცდილობენ.
"Rocksteady თანამშრომლებმა ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეს Batman: Arkham ტრილოგიის ბოლო ნაწილზე, მოცემული კი იმისთვის გაკეთდა, რომ გულშემატკივარმა ბოლომდე იგრძნოს თუ რა არის იყო - ბეტმენი, - აღნიშნავს Rocksteady Studios ხელმძღვანელი სეფტონ ჰილი. - ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ახალი თაობის კონსოლების ბეტმენზე მუშაობა, მათი საშუალებით ჩვენ იმ იდეების ხორცშესხმას შევძლებთ რომლებიც დასაწყისშივე გვქონდა, მაგალითად სრულფასოვანი ოფენ ვორლდი, ბეტმობილი ყველა იმ თავბრუდამხვევი შესაძლებლობებით რასაც იგი ბეტმენს აძლევს და სხვა...".
Rocksteady წარმომადგენლების მტკიცებით, ბეტმობილი თამაშის ერთერთი ყველაზე დეტალიზირებული ობიექტი იქნება. იგი 160 მეგაბაიტ სისტემურ მეხსიერებას იკავებს. მასში რამდენიმე ასობით ათასი პოლიგონი, უამრავი ტექსტურა და შეიდერია გამოყენებული.
"Batman: Arkham Knight - ჩვენი უზომოდ წარმატებული სერიის დამსახურებაა. მოთამაშეებს ყველაზე მაშტაბურ და შთამბეჭდავ ნაწილს ვაჩუქებთ, - ამტკიცებს Warner Bros პრეზიდენტი მარტინ ტრემბლი. - Rocksteady Studios გუნდი დეტალებამდე გამოყვანილ გეიმფლეის ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევს და ოსტატურად უთავსებს მას ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ელემენტებს, რომელთა საშუალებითაც თამაშის ყველა მოყვარული აღფრთოვანებული დარჩება".
პროექტი თავისუფალია ქროს-გენ შეზღუდვებისგან, რის გამოც სტუდია პირობას დებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ახალი კონსოლების შესაძლებლობებს. დეველოპერების თქმით Arkham Knight პირველი რეალურად მომდევნო თაობის თამაში იქნება.
Batman: Arkham Knight РС, PlayStation 4 და Xbox One-ისთვის იქმნება. თამაშის გამოსვლა 2014 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სავაჭრო ქსელი GameStop ინფორმაციით რელიზი 14 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.