Kingdom Come: Deliverance, PC, PS4, Xone / RPG / აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#41 » 06 Sep 2021 16:13

:D
მეც დღეს დავითრიე მეროე SSD და ჩავიწერ
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#42 » 06 Sep 2021 16:31

დაიწყე რა და ერთად უფრო საინტერესო იქნება.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#43 » 09 Sep 2021 20:36

ჩავდე ახალი სსდ დღეს და წამოვიღე ჯიგარი https://prnt.sc/1rmosug
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#44 » 16 Sep 2021 11:30

A Woman's Lot გავიარე, რომელზეც წინა პოსტში ვწერდი. ყველაზე კარგი რაც მოდის თამაშიდან არი იდენტურობა იმ დროსთან რომელშიც გადაყავხარ. თან ისეთ სიტუაციაში ჩამაგდო, რომელიც აქამდე ესე გამოკვეთილად არც გამიაზრებია. ომის უცნობი მხარეები დამიდეს. უცებ დავინახე, თუ რა არი როცა ყველას კარგავ და პარალელურად გადარჩენა გიწევს. თან მშვიდობიდან - ქაოსამდე ყველაფერს განახებენ, რომ ეს ცხოვრებისეული ტრანსფორმაცია უფრო კარგად იგრძნო. ყველა სიტუაცია და სცენა ისე იყო დადგმული, რო რეალურად მჯეროდა იმის რო ეს იყო ცხოვრება და არა რაიმე სახის ფიქცია. ეგ ძაან იშვიათი ამბავია.
საინტერესოა ცენტრალური კონტენტი რამდენად შეძლებს ამ დონის გამოცდილების მოცემას.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#45 » 24 Sep 2021 14:49

რეალისტურობის გამო ბევრ უნიკალურ რამეს გიდებს თამაში წინ. ქვესთებზე ნაფიქრია ისტორიულ ჭრილში. ყველაფერი იმ დროის ყოფა ცხოვრებას ეხმაურება და შემეცნების თვალსაზრისითაც ფასეული გამოდის. სიტყვაზე:

მონადირე, რომელმაც ლაპარაკის დროს თქვა, რომ ორი იშვიათი ჯიშის ჩიტი გაუფრინდა. "- მათი დახმარებით მდიდარი პანები ცოლებს ართობენ, სანამ თვითონ ქალებში და დასალევად დადიან".
ხოდა მასაც ეს ორი უკვე გაყიდული ჰქონდა. ფული აიღო, მაგრამ ჩიტები სანამ მიუყვანა პატრონს, რაღაც შეემთხვა გზაში. უცებ მეუბნება ყურადღებით მომისმინეო და ჭიკჭიკს იწყებს კაცი. ეხა სამ ხაფანგს მოგცემ, ტყეში გაა**ი და სადაც მსგავს ჭიკჭიკს გაიგებ იქ დაალაგეო... სამს თუ დამიჭერ კარგ ფულს გადაგიხდიო...
მე ჯერ წესიერად სიარულიც არ ვიცი და უცებ ტყეში უნდა წავიდე და ჩიტები დავიჭირო ჭიკჭიკის ხმით... ok... საკმაოდ დიდი ლოკაცია მომინიშნა თამაშმა და მეც მივადექი. დავდივარ ჩიტების ჭიკჭიკს უსმენ... და თან მეცინება. სად მიქნია ესეთი რამე საერთოდ (?) სუ მგონია რო რაღაც ხმას ვამსგავსებ, დავდებ ხაფანქს, გავდივარ, ველოდები, არაფერი. და უცებ ამ ცდების და ბოდიალის დროს, იპა (!) რაღაც გამოკვეთილი ჭიკჭიკი მესმის და მივხვდი რო ეგ არი. დავდე, გავედი ცოტახაი დაველოდე და უკან მოსულს ჩიტი რო დამხვდა, აი რეალური რო დამეჭირა ისე გამეხარდა. მარა საქმე რაშია. სამი უნდა იმას... მოკლედ იმდენი ვიბოდიალე რო დაღამდა. მეორეც ვიპოვე, მესამეს ხაფანგი დაუდე და სანამ ველოდებოდი სოკოების კრეფვა დავიწყე. რაიცი რაში გამოგადგება... უკვე გვიან ღამით, მესამეც ხაფანგში დამხვდა და ბედნიერი უკან გამოვეშურე. თან სასიამოვნოდ გაოცებულს მეღიმებოდა სიტუაციაზე.

მეორე დღეს, ქალაქში სიარულისას უცებ კუნეში შემხვდა. ტიპი რომელსაც მამაჩემის ვალი ქონდა და იმის გამო რო დაბრუნება არ უნდოდა, მაგრად ვიჩხუბეთ, თამაშის პირველ საათებში. ერთი სამჯერ მცემა, სანამ მე გავლახე. ხოდა ეხა, ჯარის შემოტევის მერე, მშობლიური ქალაქიდან გამოქცეული, უსახლკარო ლტოლვილი დამხვდა. მარა პირველად რომ ვნახე არ მათხოვრობდა, უბრალოდ ვიცანი და რო მივედი ისევ ვალზე დაუწყე ლაპარაკი. მითხრა ფასეული ნივთების სამარხზე მოგცემ ინფორმაციას და მეტი ვალზე არ მელაპარაკოო. მეც ისეთ დღეში ვიყავი, რეალურად საჭმლის ფული არ მქონდა. მაინც მივაწექი და ვათქმევინე. მერე ის სამარხიც ვიპოვნე, მაგრამ მეორე დღეს ქალაქში რო გამოვედი და თვითონ ესე მუხლებზე დაცემული დამხვდა, რეალური შემთხვევისავით განვიცადე, სერიოზულად შემეცოდა https://i.imgur.com/qWjZsC3.jpg

ქვესთები ხშირად სოფლიდან სოფელში გატარებენ. ხოდა ერთ-ერთი მათგანის დროს ლედეტჩკოდან სასაუში მომიწია გადასვლა. ერთმა მჭედელმა მითხრა, სასაუში კაცი მაგიური შელოცვებით ჭედავს იარაღს, რომელიც მერე არასდროს არ ტყდებაო. რაც საქმეზე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ჭედვის პროცესში სწორი რიტმის შესანარჩუნებელი მელოდია იყო :) რომელიც ზეპირად უნდა დაიმახსოვრო და მეორე ამ მჭედელს სწორი თანმიმდევრობით უმღერო, რომ მანაც იგივე პრინციპით დაიწყოს მყარი რკინის ჭედვა :) ხოდა სანამ ამ ამბებში ვიყავი გახვეული, სასაუში ბოდიალის დროს, მთავარ მონასტერში, შემთხვევით ჩემი გამოქცეული თანასოფლელებს მივაგენი. დაჭრილები, მშივრები და თან საშინელ პირობებში იყვნენ. იქვე რო დაველაპარაკე ადგილობრივ ბერებს, უცებ ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. მომცეს დაახლოებით 10 პუნტქიანი ქვესთი, რომელიც თავის კომპლექსურობით ერთი ცალკე ისტორია გამოდგა. ესეთი მიდგომა ქვესთებისადმი ძალიან უცხო იყო. ესე ერთიანად ათი პუნქტი არ ყოფილა, სხვადასხვა ენპისიებთან ლაპარაკი სხვადასხვა პუნქტებს ამატებდა. ფაქტიურად ლაზარეთში მწოლი ყველა პაციენტის ინდივიდუალური დახმარების ქვესთი იყო, ერთ დიდ ქვესთად შეკრული. რომელიც მერე რამდენიმე საათი ვაკეთე და მისი კეთების დროს, კიდე ახალ თავგადასავალში ამოვყავი თავი. ეხა ესე დეტალურად გაწერას არ დავიწყებ, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა, რომ შეგიქმნათ რამდენიმე შიდა ქეისს მოვყვები. ერთ-ერთი იყო გაქცეული ბერის პოვნა და მობრუნება, რომელსაც ქალი შეუყვარდა და ამის გამო დარცხვენილმა მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა. და ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს კაცი იყო ერთადერთი რომელიც შხამებში და მათი დახმარებით მკურნალობაში ერკვეოდა. ამიტო მე მიწევს რო წავიდე, მოვძებნო და რამენაირად დავარწმუნო რომ დაბრუნდეს.
ეს ყველაფერი რო გავიგე უკვე გვიანი საღამო იყო. თან დაღლილი და მშიერი ვიყავი. ამიტო უკან ტავერნაში გამოვბრუნდი, კარგად ვჭამე, ოთახი ვიქირავე, კარგად გამოვიძინე და დილას უკვე დასვენებულზე დავადექი რეალურად შორ გზას https://i.imgur.com/3FwRmnG.jpg https://i.imgur.com/xs7LXX7.jpg https://i.imgur.com/ahyJRoC.jpg რომელიც მართლა ცალკე ამბად გადაიქცა. მოგვიანებით გავიგე ამ მამაოს ტრაგიკული ამბების შესახებ და შიდა ისტორიების შემდეგ, დავითანხმე დასახმარებლად წამოსულიყო.

ამ ამბების პარალელურად, გზად ჩემ მშობლიურ, მიწასთან გასწორებულ ქალაქში მოვხვდი. აქაც დაღლილს დამაღამდა. ბევრი ძებნის მერე ძლის, სრულიად შემთხვევით, ნორმალურ ლოგინს მივაგენი. დილა აქაც ლამაზი ჩანდა, სანამ გარეთ არ გამოვიდოდი. სკალიცაში, ზევით ნახსენები, იმ მომენტისთვის გამათხოვრებული კუნეშის ინფორმაციის გამო მივედი. მან მითხრა, რომ ქალაქში, რომელიღაც "სამტრედის" ქვეშ განძი ქონდა უნდა ყოფილიყო დამარხული. მაგრამ ესეთ გარემოში განძის ძებნა, საერთოდ არ აღმოჩნდა სასიამოვნო პროცესი.. მაინც მივაგენი და უკან უკვე გახარებული გამოუდექი გზას.

შემეძლო ჩქარი გადაადგილებით დავბრუნებულიყავი, მაგრამ პირველი ექსფლორაციის სიამოვნება რო მახსოვსდა, გადავწყვიტე, გაუხსნელი ლოკაცია გამეხსნა და ისე გადმოვსულიყავი უკან სასაუში. გზათ ბევრი საინტერესო ადგილი გამოვიარე, რაღაც უჩვეულო ამბებიც მოხდა. მოვდივარ ვკაიფობ ბუნებით და უცებ გვერდით ვხედავ ირემი... მაგრამ აქ პატარა რემარკა მაქვს გასაკეთებელი. აი იმ დიდ ქვესთში, ჩემი სოფლელების დასახმარებლად, რომ მომცეს, იყო 100 ნაჭერი ხორცის მიტანის პუნქტი. რომელიც რაღაც სისულელე მომეჩვენა, იმიტო რო ესე ნაჭრებად ყიდვა და მიტანა ძაან დისკომფორტია. მაგრამ იქვე მითხრეს, რომ თუ რაიმეს მოვინადირებდი, ერთი ნადირით შეილეობდა ამ 100 ნაჭრის ექვივალენტი ხორცის შოვნა. ხოდა რათქმაუნდა გადმოვიღე მშვილდი, რომელსაც 3 მეტრშიც ვერაფერს ვერ ვარტყავ, მარა უნდა მეცადა. და არ ვიცი რა სასწაულით, მაგრამ შიგ შუბლში მოვარტყი საყვარელ ირემს და ეგრევე ძირს გაითხლიშა )) სიხარულით მაგრად გამიხარდა, მარა ამხელა ლაშქრობიდან, საკამოდ მნიშვნელოვანი, ფასეული ნივთებით მაქ ტრაკი გამოტენილი და ეხა ამხელა ხორცის ასაკიდებელ ადგილს შანსი არაა, ვერ გავანთავისუფლებ. მაგრამ მომენტიდან გამომდინარე, შენსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლებოდა. მივედი, მოვიკიდე ეს ყველაფერი ერთად. შევეცადი რამე მაინც გადამეგდო კიდე და მაქსიმალურად გადატვირთული, აი რეალურად ჭიანჭველის ნაბიჯებით, წამოვედი უკან ქალაქში. ამ ყველაფერზე ალბათ 15 20 წუთამდე დრო წავიდა, მაგრამ ადგილზე რო მივიტანე და ჩავაბარე, იმ სიამოვნებად ნამდვილად ღირდა :) შენიან სოფლელებს რო შველი, სხვა ემოცია მოდის :) ხოდა მეც ამ ამაღლებულ ტალღაზე გადავწყვიტე გამომერთო და დამეძინა. დღეს კიდე რო არ მომეყოლა არ შემეძლო. იმედია ძაან თავი არ მოგაწყინეთ :)

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#46 » 24 Sep 2021 15:48

ბოლოს ირემზე რო ვკითხულობდი რაღაც პოეტურ სიმბოლიზმს ველოდი, თურმე მშვილდი გადმოგიღია და შუბლი გაგიხვრიტავს ))))

Thronebreaker-ს მოვრჩები და შემოგიერთდები :D
I won't miss.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#47 » 24 Sep 2021 16:24

ბოლო პოსტით გადამაწყვეტინე ბაჩო თამაშის დაწყება, ერთადერთ ეხლა მთავარია ჩემმა 1060-მა არ შემაჩეროს :))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#48 » 24 Sep 2021 16:39

კაი თავგადასავალი გველოდება ესეიგი წინ ;დ
ვითამაშებ აუცილებლად
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#49 » 25 Sep 2021 12:17

აღფრთოვანებული ვარ!

ძალიან, ძააააალიან ჭკვიანურად გაკეთებული თამაშია,
ბილიარდს ვერ თამაშობ და ბოზებში ვერ დადიხარ, მაგრამ ტექნიკურად თამაშის უსიცოცხლო და უსულო სამყარო, მაინც ცოცხალი და საინტერესოა. :O
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#50 » 25 Sep 2021 16:27

ბოზებში სიარულიც არი ))) და ბილიარდის მაგივრად მღვდლებს კამათელს ეთამაშები ))
პროსტა კი, სამყარო იმდენად იდენტურია რეალობის, რო ერთი წამი არ მიგრძვნია რო ცარიელია. თან დიდი არ არი და ეგეც მომწონს. მე უფრო მაშტაბური რუკა მეგონა. იმხელაა რო უპრობლემოდ იმახსოვრებ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#51 » 25 Sep 2021 23:06

I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#52 » 26 Sep 2021 21:55

ღამე წიგნის კითხვაში გავატარე და რო დამათენდა მერე წაუძინე ერთი ორი საათი, სანამ საქმეებზე გავარდებოდი. დილას საბანაოდ და ტანსაცმლის გასარეცხად შევიარე, მერე მკერავთანაც გადავედი. წინა დღის შეტაკების მერე გამბიზონი მქონდა გახეული და გადავაკერინე...

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#53 » 28 Sep 2021 15:27

მეორეჯერ შემხვდა ქვესთის ბაგი და ორივეში ისე გავიარე რო ფაქტიურად დავხაკე ინგეიმ )) აფუჭებს ექსფერიანსს, უაზროდ ბევრი დრო წავიდა გარკვევაზე, მარა რადგან გავიარე კიდე ვპატიობ. ვერსიები არ შემიდარებია, არ ვიცი ბოლოს ვთამაშობ თუ არა. იმედია ახალი პაჩებიც არი სადაც არაა ესეთი ტიპის ბაგები.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#54 » 29 Sep 2021 00:56

მამაოს მისიაში ხო არ შეგხვდა ბაგი?
მაგის შესრულებისას თამაში ვეღარ ჩავრთე და სეივი მქონდა 3 საათით ადრე გაკეთებული,
ძაან გული დამწყდა :(
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#55 » 29 Sep 2021 01:43

მონასტერში რო ქვესთია, ქვების ხარისზე და გამოძიებას რო ატარებ. ერთ npc უნდა დავლაპარაკებოდი და ისე ეძინა რო ვერ გავაღვიძე. ისარი გავარჭე მერე შუბლში და ადგა და დამელაპარაკა )))

სეივის მოდი დააყენე ყველა ვარიანტში. მაგარი მარტივია. არ ღირს მარტო შნაფსებით გავლა. აი ბაგები რო არ იყოს კარგი იქნება ეგრე, მარა ამ სიტუაციაში სისულელეა. + წვიმის მოდი დავაყენე კიდე, სუ წვიმდა და დავიტანჯე. ეს ორი მოდი მართლა საჭირო მინიმუმია.

დანარჩენს ხვალ მოვყვები, მაგარ ამბებში ვარ. გადავცხოვრდი თამაშში, ეგეთი რამე არც მახსოვს როდის მომივიდა და ეს რეალიზმი შვება მაგას. ქვესთებზე მაგარი ნაფიქრალია. უბრალო სიტუაციებით ისეთი რაღაცეები ხდება სუ ინტერესის რეჟიმში გამყოფებს.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#56 » 30 Sep 2021 03:14

მეც შოკში ვარ, სულ აქ ვარ, რუკა ისე ვისწავლე, როგორც ნუცუბიძის პლატო,
მღვდლის საძებნელად წავედი სასაუში და ჩემი სოფლელები ვნახე, მშივრები. ხოდა დავასაქმე მარა მონასტერში უარესი ამბები დამხვდა, ტყეში ვარ სანადიროდ კურდღელზე ეხლა ამ ეტაპზე წასული.
ბიჭო ქუესთები ისეა ჩაფიქრებული და საერთოდ სამყარო ისეთი ცოცხალია, არ ვიცი რა ვთქვა, ვაფშე სხვა დონეზეა თამაში გასული, რამე ასეთი შენ გახსენდება? ასეთი ოფენ უორლდი, ამას რომ მოვრჩები დიდი სიცარიელე დამრჩება და რომ შევივსო.

ქუესთებია ძალიან უცნაური, მართლა ყველა პატარა ქუესთი ერთი 3-4 საათის თემაა, შეიძლება მთელი დღე თამაშობდე და ორი ქუესთი გააკეთო და კმაყოფილი ხარ.))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#57 » 30 Sep 2021 03:14

სეივმა დამტანჯა სხვათაშორის, მამაოსთან ერთად როცა დავლიე მანდ გამიჭედა და ერთი 2-3 საათი მომიწია თავიდან თამაში, თან მაგარი ვივაჭრე და ეგ ვაჭრობა არ მქონდა დასეივებული
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#58 » 30 Sep 2021 08:47

გავიჭირვე ინგეიმ და ცხენი ვიყიდე. მაგარი კომფორტულია, მარა უცებ მივხვდი რო ფეხით სიარულის დროს რა იმერსიაც მქონდა ეგ დაიკარგა (ჩქარია და ვერ აღიქვავ გარემოს ისე კარგად). ხოდა თითქმის სუ ფეხით დავდივარ ისევ და მარტო fასთ-თრეველის მაგივრად დავიწყე ცხენის გამოყენება :)

რამე ასეთი შენ გახსენდება?

არა, მართლა არაფერი არ მახსენდება. რაღაც ახალი ჟანრია, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ყველას ეგონა, რომ შუა საუკუნეები + რეალიზმი ვერ იქნებოდა ფენტეზის მსგავსად საინტერესო და კონკურენტუნარიანი და მაგიტო (არ გამოვიდოდა საკმარისად "გასართობი, თამაშური"). მარა ამ თამაშის მაგალითზე ჩანს რო ძალიან დასაცინი ლოგიკაა ეგ. რეალიზმის გამო "ცხოვრებისეულ ექსფერიანსს" გაძლევს (ყველაზე ნამდვილ და მძლავრ ემოციებს გიგენერირებს) და ისტორიული კუთხით განათლებას უწყობს აშკარად ხელს. რათქმაუნდა ხარისხს გააჩნია, ტვინიაქვთ ალბათ გამდნარი ამ ქვესთების მოფიქრებაზე, მარა მიმართულება უსერიოზულესია. წარმოიდგინე საქართველოზე ამის მსგავსი რამე, რა დონის ფასეულობა იქნებოდა ქართველებისთვის. ან გადმოიტანე თანამედროვე დროზე თამაშის ეს კონცეპტი. რაღაც საერთოდ ახალი გამოვა.

პ.ს. დააყენე სეივის მოდი, უმარტივესია. პაპკა უნდა შექმნა, მოდები დაარქვა და შიგნით ჩააკოპირო მოდი, მორჩა.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#59 » 01 Oct 2021 02:33

ბაჩო ალქიმია დაამუღამე??

თავი მართლა ხიმიკი მგონია
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#60 » 01 Oct 2021 09:42

არა, დამეზარა გარკვევა. ბეისიქი ვისწავლე და მერე ალქიმიის წიგნი გადავიკითხე ძილის წინ )) თუ დამჭირდა მაქ ბაზა :))

კითხვა ისწავლე?))

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 172 guests


cron