Kingdom Come: Deliverance, PC, PS4, Xone / RPG / აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#61 » 01 Oct 2021 13:29

კითხვა ისწავლე?))


:ddddddddddddddddddddddddddd
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#62 » 01 Oct 2021 13:32

კითხვის გარეშე ალქიმიას ვერ იზამ მგონი,

კი დაჟე ლათინურიდან ვკითხულობ, ეკლესიაშიც დავდივარ :)))

ყველაზე მეტად რა მევასება იცი?
სამ ტიპს რომ ვერ უგებ ერთდროულად. მოტყდომაში ვარ მაგარი. :))))

წეღან რომ დაწერე ცხენზე, ცხენი წესით გაჩუქეს უკვე, სოფელი რომ ააოხრეს იმ მისიაზე რომ მიდიხარ კაპიტანი ცხენს გაძლევს
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#63 » 01 Oct 2021 21:57

მთავარის სიუჟეტის მესამე ქვესთზევარ ჯერ. საიდებს მოვედე, მთელი რუკა გავხსენი და ეხა დავიწყე ცენტრალური ქვესთები.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#64 » 07 Oct 2021 07:21

სკაირიმი რის გამოც უყვართ ძალიან და მე ვერასდროს ვამუღამებდი მგონი ამ თამაშში დავიჭირე ეგ მუღამი.

ისეთი თამაშია, შეიძლება შიგნით იცხოვრო.
თითქოს ბევრი არაფერია გასაკეთებელი, მაგრამ მაინც ძალიან ჭამს დროს, ვერც კი ვხვდები ისე გადის დრო და თენდება ხოლმე.

ამას თუ მოვრჩი ოდესმე, აუცილებლად გადმოვწერ სკაირიმს და ვცდი უკვე მეათედ ალბათ.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#65 » 07 Oct 2021 09:32

ჩემთვის ზუსტად ის თამაშია ჯერჯერობით რაც თავიდან მინდოდა რო ყოფილიყო. პირველად რო ვილაპარაკეთ, რა მოლოდინებიც გვქონდა ეგეთი. და მგონია რო ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ გაისროლა თავის დროზე. სერიოზული ფრანკინშტეინი იქნებოდა. ეხაც იპარება ეგ მომენტებში, მხვდება ბაგები.

ვერ ვითამაშე ეს კვირა, სუ გასული ვიყავი. უნდა ავინაზღაურო ნელ-ნელა.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#66 » 08 Oct 2021 01:39

ახლა ვიყავი მამაოსთან და 400 გროშენი შევწირე დედაეკლესიას, ასე გავიგე ტაძარს თუ ეხმარები რეპუტაციას მაგრად შველისო))

სასწაული თამაშია, ყველაფერი ვერი ჰაიზე დავაყენე, ჩრდილები, შეიდერები და განათება მედიუმზე, სასწაული ვიზუალი აქვს ყველაფერთან ერთად.

სერ ბერნარდი მავარჯიშებს ფიხტავანიეში, და სერიოზული სვორდსმენი ვარ უკვე.

ორი რამის ჩართვას გირჩევთ კონფიგიდან, მშვილდს რომ მიზანი ჰქონდეს და ცოტა ფპსს თუ შეწირავთ ვოლუმეტრიქ ფოგ ჩაურთეთ, რომელიც რელიზის დროს გამოურთეს დეველოპერებმა თამაშს, ვაფშე კანფეტი ვიზუალი ხდება
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#67 » 08 Oct 2021 12:04

ააქვს ოფციეფში ფოგი და მშვილდის მიზანი, თუ მოდებით ჩართე?

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#68 » 08 Oct 2021 23:02

https://we.tl/t-csG3D6Jz4r მიზანი ისარზე
C:\Games\Kingdom Come Deliverance <--- აქ ჩააგდე, ანუ იმენა თამაშის ფოლდერში გაუშვი რა.

ფოგი 6-8 ფპსს წაიღებს და თუ მზად ხარ გაწირო, მოგცემ იმასაც, ამავე ფაილში უნდა ჩაედიტება.

https://www.youtube.com/watch?v=Qr-oDRNS_Jg
აი ფოგზე ვიდეო ნახე შედარებაა, პროსტა ფოგი ჩართული და ფოგი გამორთული
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#69 » 27 Oct 2021 14:22

ყოველი მეორე საიდქვესთი ტკივილია. არვიცი, სუ რაღაც ტექნიკური ხარვეზი მაქ და მეშინია უკვე თამაში. ერთ ქვესტზე 4 ჯერ მეტ დროს ვხარჯავ, რო რამენაირად ტექნიკურ ბაგს გვერდი აუარო )) რამე ახალს რო ვიღებ უკვე დაძაბულივარ. შინაარსობრივად ყველა რეალისტური, იმ დროის იმერსიაში შემყვანი და კარგია, მარა ტექნიკურად იმდენად კრივოია თამაში მომენტებში, რო თავის მოკვლის სურვილს მიჩენს ))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#70 » 27 Oct 2021 14:28

ვა და რატო დაიკიდეს ასე ნეტა, ამდენი ხანი გავიდა და კიდე ესეთი გატენილი როა ბაგებით
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#71 » 28 Oct 2021 03:24

რთული თემაა ეგ. ძალიან გასაპოლიშებელია. უამრავი რაღაც ხდება ერთად და ამ ყველაფერს რო ჰარმონიულად ერთად ემუშავა, ალბათ ჯერ კიდე არ ექნებოდათ გამოშვებული. საკმაოდ ტუპოი ენჯინით , რომელიც თამაშის ყველა მექანიკას ემჩნევა, დეველოპერს უნდა რო ჩაწვდეს იმდროინდელი ცხოვრების ძალიან თხელ ფენებს და მოთამაშეს მართლა ტოპ იმერსია და ექსფერიანსი მისცეს (CryEngine არ არი ესეთი როლფლეისთვის შექმნილი ძრავი). ეგ მომენტი უნიკალურია რაც თამაში დავიწყე, მაგრამ პოლიში და მოუხერხებელი ძრავი ყველგან ამ მუღამის დაჭერის საშუალებას არ გაძლევს.

ქვესტი თუ ვერ გაიგე, ან რამე არ გამოდის, დიდხანს არ უნდა გადადო. გამოდი, ნახე იუთუბზე, შეილება რაღაც სისულელე ელემენტის გამო ვერ გადიხარ. მაგას ექსფერიანსი არ უნდა გააფუჭებინო. ისეთი ქვესთები არ არი რო კრიტიკულად იჭედებოდე.
პოლიში აკლია ბევრს, რომ ის იყოს რათაც არი ჩაფიქრებული, მაგრამ გასვლით გახვალ.

ეხა მოვრჩი ეგეთი მოტოვებული 3 ქვესთი, იუთუბით :) რაღაც იდიოტობა დეტალის გამაზვის, ან არასწორად გაგების გამო რო ვერ გავდიოდი.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#72 » 29 Oct 2021 02:48

ორჯერ გავედი ტურნირზე და ორივეჯერ გამლახეს სასტიკად. მეგონა რო რეალურ ბრძოლაში არ ვვარგოდი, მარა ტყეში განლაგებული ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტური ქემფის სადღაც 12 კაცამდე დავხოცე. დილას მივაგენი ტყეში და ღამემდე პარტიზანული ბრძოლა მიდიოდა. თითო თითო ვხოცე, ზოგი ჩუმათ, ზოგი გამოკიდებული. ღამე რო მოვიდა აი ესე მოვრბოდი ცხენით ტყეში, რო სადმე თავშესაფარისთვის მიმეგნო და ჭრილობები შემეხორცებინა https://i.imgur.com/gNh9x6U.jpg )) თან ვიმარადიორე და ცხენი ძლის მოდიოდა, თან არაფერი არ ჩანდა თითქმის...
ესეთი მომენტების გამო შემიყვარდა ეს თამაში.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#73 » 12 Nov 2021 23:48

მონასტერში ციხესავით ვარ გამოკეტილი და თან იმდენი გადახლართული, კომპლექსური ქვესთია, მართლა საბყრობილეში მგონია თავი )) აქ სეივის გარეშე, ქვესთების კარგი ენდინგების მიღება რაღაც არარიალური ამბავია. მარა სერიოზულად საინტერესოა ეს ინტრიგები და სამონასტრო ცხოვრება.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#74 » 14 Nov 2021 15:22

მონასტერი ნამდვილი გამოცდა გახდა. 3 - 4 ქვესთი მიდის ერთ დროულად და ზოგი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამას დაამატე მსახურების დღის წესრიგი, რომლის დარღვევაზეც კარცერში გსვავენ და რაც მთავარია, თამაშის კვაზიმოდო პოლიში ))) სასწაულები ხდებოდა "შიგა". დღეს გამოვიქცეცი როგორც იქნა და ციხიდან გამოსულივით ვარ ))) თან ისეთი სასაცილო და ზოგ მომენტში საინტერესო სიტუაცია გამოვიარე რო, რეიჯის გარდა, რაც დებილი ბაგების გამო, მისიების გავლაში ხელს მიშლიდა, ისეთი ექსფერიანსი დაიდო რო გამისწორდა.

პ.ს. ერთი პროსტა მაინტერესებს მინდიამ სეივის გარეშე რა ქნა )) შეილება წაშალა კაცმა საერთოდ.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#75 » 17 Nov 2021 01:30

ქვესთთან მივედი, სადაც დამიწერა, რომ რაღაც მისიები შეილება გაუქმდეს ამას თუ დაიწყებო. დავიწყე, არაფერი არ გაუქმნდა. ვითამაშე 2 საათი. გაუქმნდა ერთი 4 ქვესთი. ვფიქრობ.... ერთი დებილი ქვესთის გამოტოვებაც არ მინდა აშკარად. ვიპოვე ძველი სეივი, დავიწყე იმ დამქენსელებლის დაწყებამდე...

დავდივარ ეხა, ვიპარავ და ვბრაკონიერობ. ვაკეთებ იმას, რაც მინდოდა რო თამაშის დასასრულის მერე გამეკეთებინა ))

მთელი თამაშია თითქოს ხელში რაღა ფაფუკი კონსტრუქტორი მიჭირავს, რომელიც ხან ერთი მხრიდან იშლება, ხან მეორიდან, მე კიდე გამწარებული ვცდილობ რო ბოლომდე ავაწყო )))

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#76 » 20 Nov 2021 07:14

4 მილიონამდე ასულა გაყიდვები https://gamemag.ru/news/161729/kingdom- ... -worldwide

ეხა უფრო მჯერა რო მეორეს ამბავი რეალურია და 10 წელი არ დაჭირდებათ დეველოპმენტზე.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#77 » 25 Nov 2021 00:30

მგონია რო თამაშს ვამთავრებ და კიდე თავიდან იწყება. მესამე დამატება დაიწყო და ესეც ეფექტურია. პატარა სტრატეგიული ამბავი წავიდა. სოფლის რეკონსტრუქცია დამავალეს. ძაან კარგი ჩანს ესეც. თან ისეთ ლოკაციაზე, რომელსაც უკვე უკავშირდება თამაშის მნიშვნელოვანი მოვლენები და მეგონა რო აქ აღარ დავბრუნდებოდი. ძაან მომწონს ვითარება. იმედია არ გამაკოტრებს ეს ყველაფერი. ჩემი ჯიბით ვაფინანსებ მშენებლობებს.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#78 » 28 Nov 2021 13:08

ოქროს წესი:
თამაშს თუ დაიწყებთ დამატებებთან ერთად, დამატებები დახურეთ თამაშის შუაში და ბოლოსთვის არ მოიტოვოთ.

აშკარად ეგრეა გათვლილი და წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება Batman: Arkham Knight მსგავსი ამბავი. (სადაც თამაში ენდინგს არ განახებს, სანამ რიდლერის ყველა საიდს არ გაივლი).

აქაც რაღაც მსგავსია.

ბოლოს, როცა უკვე უნდა დამთავრდეს თამაში. ერთერთი ცენტრალური პერსონაჟი გეუბნება, რომ სანამ "წახვალთ", ჯერ მისი "DLC" გავლა ჯობია. ამის გამო, ეპიკური სიუჟეტური ხაზიდან, უცებ ერთვები რაღაც მეასე ხარისხოვან საქმიანობაზე...

ანუ სრულ დისონანსში გაგდებს თამაში. ერთის მხრივ მთავრდება და მეორეს მხრივ, რაღაც საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილის კეთებას გაიძულებს. :cuckoo:

დეველოპერისაც მესმის. არ უნდათ, რომ DLC გარეშე დახურო, რადგან სუ 4 დამატებაა და ოთხივე ერთმანეთზე უკეთესი. რომლებიც მთლიანობაში, თამაშისგან მოცემულ ექსფერიანსს საგრძნობლად უკეთესს ხდიან, აი ბევრად თან. მარა ეს ყველაფერი უნდა ითამაშოთ შუაში, რომ ჩემსავით დაძალებული არ გამოვიდეს ერთ-ერთი დამატების დახურვა.

შუაში თამაშში ვგულისხმობ, რომ როცა გაჩნდება რუკაზე ამ დამატებების იკონკები, მაშინვე ჯობია დაწყება. შეილება ეგრევე ევრ გაიაროთ, მარა ნელნელა დაიწყებთ და ძალიან მაგარი გამოვა მთლიანობაში თამაშის გამოცდილება.

სპოილერი

სიტყვაზე სოფლის შენება რო ცოტა ადრე დამეწყო, ბევრად მეტ სიამოვნებას მივიღებდი, ბოლოში დაწყებისგან განსვავებით. ნელნელა ავაშენებდი და როლფლეის განცდა ბევრად ძლიერი მექნებოდა, ყველა ახალი შენობის შენებით. მარა ესეც გადავდე და ბოლოს სიჩქარეში აშენება გამომივიდა.

ეს რაც შეეხება რჩევებს და საბოლო აზრსაც დავწერ, უბრალოდ მინდა რო დავლაგდე. ოფიციალურად ბოჰემიაში ვიცხოვრე ეს თვეზე მეტი და ცოტა კილოთი ვლაპარაკობ ჯერ.

Riddick
Posts: 11696

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#79 » 07 Dec 2021 15:09

იმდენად განსხვავებული და საინტერესო რამე იყო ეს თამაში ჩემთვის, რომ ესე მარტივად ძალიან რთულია იმ გამოცდილების თავმოყრა და გაზიარება რაც მომცა.

მაგიის არ ქონის გამო, KCD მაქსიმალურად რიალისტურია, რაც შეიძლება ესე ერთი შეხედვით ნეგატიურად მიიღო და თქვა, რომ საინტერესო არ იქნება, რაც რეალკურად ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან ეს რეალიზმი ქმნის იმ უნიკალურ ფენომენს რასაც Kingdom Come: Deliverance ქვია.

ესე მოკლედ რასაც დავარქმევდი - არი დროში მოგზაურობის მანქანა.

არვიცი რატო ხდება ესე, მაგრამ თამაშის სქრინებს, რომ უყურებ ჩნდება გრძნობა თითქოს სამყარო არი ცარიელი და მასში რაიმე საინტერესო სიუჟეტურ კონტენტთან შეხება არ გვექნება. მაგრამ საქმეზე დიამეტრალურად განსხვავებული სურათია.

თამაშის რეალიზმისკენ სწრაფვას შემოაქ ისეთი შეზღუდვები და ბადებს ისეთ მექანიკებს, რომლებიც არსად არ გექნებათ ნანახი. ავტორების დიდი ნამუშევარი კი ზუსტად იმაში ჩანს, თუ როგორ აქვთ ამ შეზღუდვების გამოყენებით უნიკალური ისტორიები მოყოლილი. ისტორიები რომელბითაც სავსეა თამაში და რომლებიც არაფრით ჩამოუვარდბეა ვიჩერის სისხლიანი ბარნობის მსგავს სთორითელინგს.

https://i.imgur.com/XWVtVKp.jpg / https://i.imgur.com/WsLJSlh.jpg / https://i.imgur.com/QsVjJcz.jpg / https://i.imgur.com/tSCHAa6.jpg / https://i.imgur.com/kz7nFZw.jpg / https://i.imgur.com/tlsC8Qi.jpg / https://i.imgur.com/o0Tg51k.jpg / https://i.imgur.com/20v1eSX.jpg

თუ სიტყვაზე პირველი ვიჩერი ფასობდა პოლონური ფოლკლორული ზღაპრების ერთ თამაშის სამყაროში თავმოყრით. KCD ფასობს 14 საუკუნის ჩეხეთის ყოველდღიური ისტორიების და პერსონაჟების ვირტუალურ სამყაროში გაცოცხლებით.

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თამაშს ესეთი იმერსიის მოცემა თუ შეეძლო. ბავშობაში რაღაც მსგავსი მქონდა Shenmue სამყაროზე, მაგრამ აქ ბევრად ღრმად არი გავრცობილი ეს თემა. იმერსია მომენტებში იმდენად დიდია, რომ რაღაც კარგად დაწერილი ქვესთის გავლით, ან უნიკალურ სიტუაციაში მოხვედით , შეგიძლია ერთგვარი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო თამაშიდან. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი მომენტია :)

ვინც გააზრებულად ითამაშებს ამ თამაშს ყველა მიხვდება თუ რამხელა პოტენციალიაქ იმ რეალიზმს რაც Warhorse Studios, მართლა დიდი შრომის შედეგად გამოკვეთა როლფლეი ჟანრში. ხალხი ადგა და სრულ გაუკვალავში იარეს.

ეს არი სრულიად ექსპერიმენტალური პროექტი, რომელშიც ამხელა ფულის და რესურსის ინვეტიციას არავინ არ ჩადებს, მაგრამ ენთუზიაზმის და რეპუტაციის ხარჯზე Warhorse ეს მოახერხა. ამიტო როცა თამაშობ და გხვდბეა რაიმე გაუპოლიშებელი, ან დაბაგული... კი... მომენტებში ძალიან გაგდებს იმერსიიდან, მაგრამ ბოლომდე ვერ ბრაზდები. როგორ უნდა გაბრაზდე იმაზე რაც არი უნიკალური და იქმნება იმის გამო, რომ კიდევ უფრო უკეთესად გამოაჩინოს თამაშების, როგორც ხელოვნების სფეროს ახალი საზღვრები.

https://i.imgur.com/f1fbgCU.jpg / https://i.imgur.com/XB3rZUH.jpg / https://i.imgur.com/dPCY229.jpg / https://i.imgur.com/l5CQtm7.jpg / https://i.imgur.com/3jXt7re.jpg / https://i.imgur.com/vjb2dIw.jpg / https://i.imgur.com/pCwXm6F.jpg / https://i.imgur.com/jNrAdfD.jpg / https://i.imgur.com/NuisUwO.jpg / https://i.imgur.com/rp52Wc9.jpg / https://i.imgur.com/D9ckXXi.jpg / https://i.imgur.com/5ja9Q3p.jpg

პ.ს. გაითვალისწინეთ ზედა პოსტის რეკომენდაციები და არ ითამაშოთ კარგი SSD გარეშე.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests