The Banner Saga
ცოტა არ იყოს და ტეხავს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო TBS-ზე თემის არ არსებობა.
BioWare სტუდიის ყოფილი თანამშრომლების ახალი პროექტი. The Banner Saga - ტაქტიკური (სვლის მონაცვლეობის) RPG, რომლის მოქმედებაც სკანდინავიურ მიწებზე ვითარდება. 2013 წელს სტუდიამ მხოლოდ მულტიფლეიერის რეჟიმი გამოუშვა, ხოლო რამდენიმე დღის წინ მოთამაშეებისთვის სრულფასოვანი კომპანიც ხელმისაწვდომი გახდა. The Banner Saga რთული და უკომპრომისო თამაშია, რომელშიც ყველაზე უმნიშვნელო მოწინააღმდეგეც კი შესაძლოა მარცხის ტოლფასი გახდეს, არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სიუჟეტური პერსონაშები ბუზებივით იხოცებიან, ხოლო დასამახსოვრებელ წერტილებს შორის დაშორება შეიძლება რამდენიმე საათიანი ინტერვალებით იყოს.
სკანდინავიური მოთხრობების სტილში შესრულებული ეპიკური სიუჟეტი ადამიანებით და რქიანი ვარლამ-გიგანტებით დასახლებულ ფენტეზი სამყაროს დასასრულის შესახებ მოგვითხრობს. მზე ცას მიეყინა, ხალხში რაღაც გაურკვეველ, უაზრმაზარ გველზე ლაპარაკობენ, ჩრდილოეთიდან კი ქვის გიგანტები ბრუნდებიან. თამაშის ისტორია «რაგნაროკს» წააგავს. ისტორიის თხრობა სხვადასხვა გმირებს შორის მონაცვლეობითი პრინციპით ხორციელდება, მათი მთავარი მიზანი შედარებით უსაფრთხო ადგილის მოძებნაა. ყველა გმირს თავის ამალა დაყვება სადაც მცველებთან ერთად უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილებიც არიან: ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, ნელი სვლით, პატარა ქარავანი გზას მიუყვება, თქვენ კი ამასობაში საკმაოდ არასასიამოვნო პრობლემების გადაწყვეტა გიწევთ - შეტაკებები ბანტიდებთან, ხანძრები, რესურსებზე მონადირე ქურდები, გაფუჭებული საჭმელი - მოვლენების ავტომატური გენერატორი არ იღლება და ყოველ დღე ახალი "ბედნიერი" მოვლენებით გახარებთ.
სეივების სიმწირის გამო ყველა გადადგმულ ნაბიჯზე კარგად მოგიწევთ დაფიქრება, მაგრამ შეცდომების მაინც ბევრი იქნება: ტყიდან რამდენიმე უცხო მონადირე გამოდის, თქვენი ნებართვით მათ ქარავანის დაცვის რიგებში იღებენ - დამატებითი მებრძოლები ხო არასდროსაა ზედმეტი? ერთი კვირის შემდეგ ტყიდან შეფარებული ლტოლვილები საჭმლის მნიშვნელოვან მარაგთან ერთად გარბიან, ხოლო დარჩენილებს შორის, შიმშილით მკვდრების რიცხვი ყოველდღე მატუობს.