Dying Light, PC, Xone, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Ripster
Posts: 1854

Dying Light

Unread post#21 » 26 Feb 2015 14:29

დავხურე და გაასწორა))

საკმაოდ დიდი თამაში ყოფილა თურმე
რა შეიძება ითქვას, თამაშია რა ;დდდ ზომბები, პოსტ აპოკალიფსი გახსნილი სამყარო და დედ აილენდი ;დ
პროსტა კარგი ვიზუალური მხარე აქვს და გემრიელად მოსარგები გეიმფლეი. ბოლოსკენ საიდ მიშენებს აღარ ვაკეთებდი (ფაქტობრივად ყველა ასეთ თამაშში ძალით ვაკეთბ ხოლმე საიდ ქუესთებს მაგრამ აქ კიდე დიდი ხნით გამიძლო ენთუზიაზმმა ;დ) სთორი დიდი ვერაფერი როგორც იცით მაგრამ არის კარგი სცენებიც + ვიზუალურად ასეთი ლამაზი რომ არის სცენებს ეგეც მატებს თავდაჯერებულობას
იყო კარგი ლოკაციებიც
ზოგადად ცუდი ლოკაციები თამაშში არ არის თავისებური ლამაზი რამეა

+ თამაშს ვაფასებ მხოლოდ დღის შუქზე გავლით))))))) სულ რამდენჯერმე დამიღამდა და მთავარი ამოცანა ჩემთვის სეიფჰაუსში მიღწევა იყო რომ დამეძინა ;დ ბოლოსკენ უკვე ტერმინატორი ვიყავი და ბეტმენის თოკი რომ მომცეს აღარაფერი მაშინებდა. მეორე ლოკაცია შედარებით პატარა მაგრამ უფრო კომპლექუსი ტიპი იყო. ანუ ეს შენობები ფაქტობრივად მთლიანად ათვისებული იყო და უბრალოდ ფასადის ვიდში არ გვევლინებოდა. ათასი გზაა და საიდანაც გინდა იქიდან გაირბინე
ხო ცალკე მინდა აღვნიშნო კომბატი ;დ ძალიან შთამბეჭდავი იყო. გრძნობ როგორ ჭრის შენი მაჩეტე ზომბს და თამაშში პროგრესთან ერთად სერიოზული რაღაცეები იჩითება კომბატში))

გახსნილი სამყარო ზომბები და "ჩეხვები" თუ გევასებათ ითამაშეთ ;დდდდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Dying Light

Unread post#22 » 27 Feb 2015 21:18

რიპს, პრიველ ლოკაციაზე, ღამე უნდა ახვიდე ხიდზე და რაღაც ნათურები უნდა დახსნა, საიდ ქვესთია და თუ გახსოვს მითხარი რა ჯანდაბის ნათურებია მოსახსნელი )))

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dying Light

Unread post#23 » 28 Feb 2015 01:23

აუ ბიჭო ეგ ქუესთი მაგარი სტრანნად გავიარე მე )))) ანუ მთავარი ბრიჯი რაც არის მანდ უნდა გაუყვე ბოლომდე, მანქანებზე იხტუნავე და რამე. და კაროჩე იმენა ბოლოსკენ რომ იქნები მიხვდები რა ასასვლელია და კაროჩე ძალიან მაღლა უნდა ახვიდე იპარკურე და რამე)) და კაროჩე მაღლა რომ იქნები ბრიჯის ერთი მხრიდან მეორეზე გადასასვლელები იჩითება და ზუსტად მაგ გადასასვლელებზე არის შუქები დამონტაჟებული და ეგენი უნდა დახსნა

მე დღის შუქზე მივედი მანდ მეთქი დავზვერავ თქო რა პონტია და მერე ღამე დავადგები თქო და ჩვეულებრივად დღისით შევასრულე ეგ ქუესთი)))))))) ეგ კი არა ძააააააააალიან დიდი სიმაღლიდან ჩავარდი და მანქანაზე რომ დაეცა ტიპი გადარჩა))))))))))))))

კაროჩე ზუსტად მაგ ადგილას ასასვლელზე მაღლა სეიფჰაუსიც ყოფილა მერე დავამუღამე და შეგიძლია აძვრე ცადო დღის შუქზე თუ გამოვიდა ეგ ამბავი თუ არა და სეიფჰაუსში დაიძინე და ღამე იქვე მაღლა გაიჩითები რა

ისე მგონი ჯობია ღამე იჩალიჩო ეგ ამბავი პარკურის ფოინთებს მეტს გაძლევს და მეეჭვება ეხა მაგ სიმაღლეზე რამე ზომბი გაგეძროს

p.s.
ბევრი აპწეჩკები მოიმარაგე დენს გირტყავს ის ნაბო*არი ნათურები))))))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Dying Light

Unread post#24 » 05 Mar 2015 14:03

იმდენჯერ ჩამოვარდი რო ლამის კლავიატურა შევჭამე და მოვეშვი მაგ მისიას )) პარკური მომენტებში მაგრა ცუდათ მუშაობს, მითუმეტეს დაუპაჩავი ვერსიამაქ და ბევრი ბაგები აქვს.

10 მარტლს თამაშის ჰარდ მოუდი გამოდის >>>
ღამე კიდე უფრო მრაჩნი გახდება, ნივთების პოვნა გაცილებით რთული და სტელს ელემენტების გამოყენების საჭიროება მოიმატებს.

P.S. მე ჯერ კიდე პირველ ლოკაციაზევარ, მარა ყველა საიდს ვაკეთებ რაც შემხვდა (რამდენიმე გარდა), თან ცოტცოტას ვთამაშობ და ჯერჯერობით ისევ მისწორდება (კაი დიდი ვირიშვილია ისე).

Riddick
Posts: 11696

Dying Light

Unread post#25 » 19 Mar 2015 02:35

დავხურე და უკვე აღარც მჯეროდა, მარა ხანგრძლივობის მიუხედავათ მაინც მინდა თამაშის გაგრძელება. საკმაოდ სოლიდური RPG ხელაა (იმ შემთხვევაში თუ სიუჟეტურ საიდქვესთებს ასრულებთ), მარა იმდენად ეჩვევი ბოლოს, რომ როგორც აღვნიშნე არ გინდა მაინც რომ დამთავრდეს. რიპსტერ ! გავარკვიე სტალკერს რატომაც გავს - რადიოს ლოგების ხმები სტალკერიდანაა წამოღებული და ყოველი მისიის ან დიალოგის დამთავრებისას იგივე ხმით წრიპინებს )) მეტი, სტალკერთან მსგავსება არააქ ამ თამაშს, არადა თავიდან მართლა ვერ მივხვდი რატო მეჩვენებოდა რო გავდა ))
საერთოდ პირველად რო დამიღამდა და სქრიმერები გავაძრე მევიფიქრე რაღაც შეცდომაათქო, არ კვდებიან, დაგსდევენ გიჟებივით, ვერ გაექცევი და ნუ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, დავიგრუზე )) მარა მერე ნელნელა დავიწყე სიტუაციაში გარკვევა და ბოლოს უკუნეთ სიბნელეში საერთოდ ფანრის გარეშე და ვალსის მოძრაობებით გადავაადგილდებოდი რუკაზე ))) საერთოდ ღამე ორმაგდება თამაშის ატმოსფერო და თუ ძილის გარეშე თამაშობ, საერთოდ სხვანაირ ექსფერიანსს გიტოვებს (ეხა ძნელი რეჟიმი გამოვიდა და იმაზე ძალიან სერიოზული იქნება, ვისაც ჯერ არ გითამაშიათ გირჩევთ ცადოთ, კარგი დონის ჰარდკორია), ყოველი ღამის მოახლოვების გეშინია და ცდილობ დღის პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენო, საათს უყურებ და თამაშის სწრაფ ტემპს კიდე უფრო უსწრაფებ. პარკურის და საბრძოლო მექანიკის რეალიზება ძალიან დადებით შეფასებას იმსახურებს, ამ უბედური ზომბების ჩეხვა და შუსტრად სახურავებზე სირბილი ბოლო წუთამდე არ გბეზდება, პირიქით. RPG ელემენტებიც საკმაოდ კარგ დონეზეა (ზოგიერთ მიმართულებაში არი რეალურად უსარგებლო ტალანტები, მარა რაც კარგია ისინი ძალიან ცვლის გეიმფლეის), რამდენიმე შესაძლებლობის გახსნამ საერთოდ შეცვალა თამაშის მსვლელობის რითმი და დეტალებს აღარ ჩავეძიები, ჯობია თქვენთითონ გამოცადოთ. თამაშის კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი სიუჟეტური საიდქვესთებია, ანუ მისიები რომლებიც ხარისხით ძალიან გავს მთავარ სიუჟეტურ ხაზე მოცემულს, ყველა მათგანის შესრულება რაღაც პატარა ისტორიასავით არის წარმოდგენილი, ზოგიერთი მათგანი მართლა ძალიან დასამახსოვრებელია და არ გამოტოვოთ ხოლმე (ჩელენჯებზე არ მაქ საუბარი). ეხლა კი რაც შეეხება ყველაზე ინოვაციურ და საინტერესო ასპექტს, ანუ თამაშის ლეველდიზაინს. Dying Light ლეველდიზაინი მისი კომპლექსურობის გამო არის ეპიკური და თითქმის არ გაძლევს რუკის დამახსოვრების საშუალებას (რომელიც რეალურად არც ისე დიდია). ანუ თამაშობ და რაც არუნდა კარგი ორიენტაციის გრძნობა გქონდეს რუკას მაინც ვერ იმახსოვრებ (რაღაც ადგილებს ცნობ, მარა შენცარმომიკვდე), საერთოდ ახალი ექსფერიანსი იყო ჩემთვის. თან ამას ემატება ორი ქალაქის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული არქიტექტურა (მეორე ქალაქი ძალიან გავს ასასინს ქრიდში რეალიზებულ ვენეციას, ერთადერთ რაღაცას რაც ასასინს ქრიდში მომწონს). მარა ამდენი ქების მიუხედავათ, მისიებში, კონკრეტულ ადგილებში, ხანდახან შეიძლება ვერ გაიგოთ სად წახვიდეთ, ან როგორ აძვრეთ სადმე (მარა ეს ძალიან იშვიათად). რაც შეეხება სიუჟეტს, ვთამაშობდი ინგლისურად, რუსული სუბებით და საკმაოდ დიდი ინფორმაცია დავდროფე, მარგამ რაც გავიგე და რასაც საკუთარი ძალებით მივხვდი, საკმაოდ დაბალი დონის არის, მაგრამ ზოგი დრამატული სცენა ნამდვილად კარგად გამოიყურება (მარა ზოგი 80 წლების ნინძების ფილმებივით). საერთოჯამში კი ერთს ვიტყვი, ეს არის ყველაზე მაგარი თამაში ზომბი სეთინგში გახსნილი სამყაროთი და იმის მიუხედავათ, რომ ვერ ვიტან ამ სეთინგს მაინც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ეხლა კი Good Night, and Good Luck.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dying Light

Unread post#26 » 20 Mar 2015 03:34

ვახ ტო სტალკერის ხმები))) ბაზარი არაა ახლა რომ თქვი უცებ გამახსენდა მეც
აზრზე ხარ რამხელა გავლენა იქონია სტალკერმა ჩვენზე ასეთ უბრალო და უმნიშვნელო ხმებზეც რომ ასეთი რეაქცია გვქონდა?))) ისე თავიდან კორპუსები ვამუღამე რაღაც მოსტალკერო იყო ზოგი აი პრიპიატში რომ გადადიხარ რაღაც მსგავსი თავის პონტში.

ლეველ დიზაინზე სწორად აღნიშნე რიდიკ, მეც ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. მეორე ლოკაცია ასასინს ქრიდს ნამდვილად გავს, ოღონდ უფრო ცოცხალი და რეალური ტიპია ანუ თვითონ ეს შენობების მასშტაბი გაცილებით უფრო რეალურია ვიდრე ასასინსში იყო + ეს უამრავი გზა რაღაც მართლა თავისუფლად გრძნობ თავს თამაშში
კომბატი კი ნამდვილად ყოველ ახალ აფგრეიდზე უფრო და უფრო დინამიური ხდება. ბოლოს უკვე სერიოზული სცენები იჩითებოდა ამ ტროსის კომიკურობის მიუხედავად ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Dying Light

Unread post#27 » 12 Feb 2016 07:28

რო დავხურე და ეგრევე დამატების ტრეილერი ვნახე, რაღაც არ მიმივიდა გული. ძაან მაგარი თამაშები უნდა გამოსულიყო და ეს ეგრევე იჩრდილებოდა. თან ამ ბაგის არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, იმიტო რო არასწორად იყო მოწოდებული, ძაან გაუზარდეს მნიშვნელობა. იტოგში ჩაისვარა ჩემთვის, მეგონა რო გავატარებდი, მარა ეხა რო ვნახე მიმოხილვა მომინდა და მივხვდი რო ძალიან კარგ დროს გამოვიდა, ძალიან კარგი დამატება. ესეთ დამატებებს ეხა ხშირად ნამდვილად ვერ შეხვდები. 10 საათი გეიმფლეი. ახალი გახსნილი რაიონი. აზრობრივად მშვენივრად მორგებული. და დანარჩენი იგივე, ანუ ყველაფერი კარგი ადგილზეა. რავი მომინდა თამაში, პროსტა 16 თამაშიმაქ ეხა დაყენებული კომპზე და რავი, თუ სხვა სიტუაციაგაქვთ იქნებ თქვენ მოახერხოთ რომელიმემ. მიმოხილვა https://www.youtube.com/watch?v=FnQwm6eH_1s

Riddick
Posts: 11696

Re: Dying Light

Unread post#28 » 18 Feb 2016 01:22

ეს რუსული მიმოხილვა, რომელიც აშკარად ჯობია ზედას https://www.youtube.com/watch?v=c0H5VYbcaxM

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Dying Light

Unread post#29 » 27 Feb 2016 01:05

ამაზე ჯერ 10 პროცენტი გავიარე დალშე პატარა მისიებს ვასრულებ და ლეველებს ვიმატებ, უკვე ყველა სკილი გავხსენი სუ ბოლოს გარდა, 10 პროცენტით ძნელია მსჯელობა მარა თითქოს დინამიურობა აკლია მისიებს, გადარჩენის ელემენტებიც აკლია, კარების ამოკეტვა და ეგეთები, მახეებს კი აგებს მარა უფრო ისეთი გძნობა მაქ რო ზომბებს დავსდევ სახოცად და გასაქცევად აქვთ საქმე ვიდრე პირიქით ეგენი დამდევენ, აპოკალიფსი რო მოხდა ეგეც ნაკლებად ეტყობა ქალაქს მარა მთლიანობაში საკაიფოა 7/10 დან დავუწერდი, იმედია რაც მეტს გავივლი მისიებს უფრო აიწევს ქულა
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Dying Light

Unread post#30 » 26 May 2021 13:08

Riddick wrote: რადიოს ლოგების ხმები სტალკერიდანაა წამოღებული და ყოველი მისიის ან დიალოგის დამთავრებისას იგივე ხმით წრიპინებს

ვახ გუშინ დავიწყე და ფაზლად მქონდა თავში საიდან მეცნობა ეგ საუნდები მეთქი
I won't miss.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dying Light

Unread post#31 » 12 Jun 2021 21:36

ყველაზე მაგარი NPC https://dyinglight.fandom.com/wiki/Omar_Boz

Cyberpunk-ი თუ არ დაემართა Dying Light 2-ს გაასწორებს, ერთერთი ისეთი თამაშია ბოლო პერიოდში რაც გამისწორდა მაგრა და დამამახსოვრდა (ბოზი ომარას ჩათვლით).

თამაში თუ დავხურე მეორედ ვერ ვთამაშობ ვაფშე აღარ მისწორდება ხოლმე და ერთადერთი თამაშია რომელიც 2 ჯერ დავხურე მგონი ))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Dying Light

Unread post#32 » 12 Jun 2021 22:37

აი სამსახურიდან მოსვლის მერე სათამაშოდ ერთერთი საუკეთესო რამეა რაც გავაძრე ბოლო პერიოდში

ომარ ბოზი ))))))))))))
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 86 guests


cron