E3 2013 სტუდია Techland (Dead Island-ის შექმმნელები) კიდევ ერთი ზომბი თემატიკაზე დაფუძვნებული თამაში, სახელად Dying Light დაანონსა. თამაში მულტიპლადფორმულია და 2014 წელს PC, PS3, PS4, Xbox 360 და Xbox One გამოვა. საერთო სეთინგის მიუხედავად Dying Light-ს Techland-ის წინა პროეტისგან საკმაოდ ბევრი რამ ანსხვავებს, რაზეც შევეცდები ცოტა დეტალურად გიამბოთ.
თამაშის მოქმედება ახლო აღმოსავლეთში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე, ერთერთ პატარა ქალაქში, სახელად ჰარანში განვითარდება. ქალაქის ტერიტორია სენდბოქსის სტილისაა და მოთამაშე მისიებს შორის მასზე გადაადგილებაში შეზღუდული არ იქნება. პერსონაჟის განვითარება ორ ძირითად ფაზად იყოფა, პრიველი სტანდარტული LvL გადასვლის და სკილების მომატების შესაძლებლობას ეფუძვნება, ხოლო მეორე ჩვენი გმირის საერთო სოციალურ სტატუსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენს მიერ ჩადენილი საქციელებით განისაზღვრება.
მთავარი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება თვითონ გმირებში იმალება. ისინი სხვა მსგავსი თამასების, დაუცველი და მოუქნელი პრესონაჟებისგან განსხვავებით, დაუჯერებლად სწრაფი, მოქნილები და აკრობატულები არიან, რაზეც უბრალოდ შეუძლებელია Mirror’s Edge არ გაგახსენდეთ, ჩვენ ხომ საქმე ქალაქის პარკურის სრულ ასებთან გვაქვს: მათ შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი სიმაღლის წინაღობის სწრაფი გადალახვა, მაღალ დონეზე ფლობენ საბრძოლო იარაღებს და ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებას, დარბიან სწრაფად და ცოცავენ თითქმის ნებისმიერი სახის ობიექტზე.
მოცემული ფაქტორების გამო თამაშის პროცესი საერთოდ სხვაგვარად აღიქმება: სახიფათო ზომბებთან მოულოდნელი შეტაკებების და შიშის მაგივრად, თამაში უფრო ზომბების დიდი რაოდენობებით სწრაფი და ეფექტური განადგურების სახელმძღვანელოს წააგავს. Techland ახალი ქმნილება, ცოტათი Dead Rising-ისნაირია და სერიოზული ზომბი აპოკალიფსური თამაშისგან უფრო იუმორისტული პროექტისკენ იღებს კურსს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად Dying Light მისი უფროსი ძმის Dead Island დამახასიათებელი თვისებებიც საკმაოდ ბევრი აქვს: ჩვენ კვლავ გულმოდგინედ მოგვიწევს ლოკაციების გამოკვლევა და საიდ მისიების შესრულება, თამაში ასევე არის კრაფტინგი და სხვა Dead Island დამახასიათებელი გეიმფლეი ელემენტები.
თამაშის ვიზუალური მხარე ცალკე თემაა. აქ ყველა მკვლელობას, ან აფეთქებას სანახაობრი ანიმაციით და სპეცეფექტებით გვაწვდიან, რაც საერთო ჯამში საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, რაც სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურიც არის პოლონური თამაშისთვის. დეველოპერებს ყველაზე კარგად ბუნების რეალიზება გამოუვიდათ: ხეები და მაღალი ბალახი უეცრად ამოვარდნილი ქარისგან ირხევა, ამინდი სრულ რანდომზეა დამოკიდებული და არასდროს იცით როგორ სიტუაციაში მოგიწევთ მოქმედება, მზის ჩასვლა და ამოსვლა კი რომანტიულ ნოტებს აღგიძრავთ.
მოცემული ჟანრის სხვა თამაშების მსგავსად, ზომბები Dying Light-იც სხვადასხვა სიძლიერის კატეგორიებად იქნებიან დაყოფილი. მაგალითად ღამის საათებში, ქალაქის ქუჩებში შეიძლება გაცილებით სახიფათო ზომბებს გადააწყდეთ, ხოლო მსგავსი შეხვედრების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ, ღამით გაკეთებულ დავალებებში ხომ გაცილებით დიდი ჯილდოს მიღებაა შესაძლებელი. ერთი სიტყვით, თამაში ამ ეტაპზე ძალიან პოზიტიურად და იმედის მომცემად გამოიყურება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მასთან დაკავშირებულ მომდევნო სიახლეებს დაველოდოთ.
Good Night & Good Luck