Stick It To The Man!, PC, PS3, Vita

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11745

Stick It To The Man!

Unread post#1 » 23 Dec 2013 21:50

Stick It To The Man!
>>>

Steam-ზე საკმაოდ ბევრი უცნაური და ნაკლებად ცნობადი პროექტი ხვდება, ხოლო თამაში რომელზეც დღეს მინდა გიამბოთ ზუსტად ამ კატეგორიას განეკუთვნება. მისი დეველოპერი სტუდია Zoink! გახლავთ, ხოლო გამომცემლის როლში Ripstone გამოდის. Stick It To The Man! ვიზუალური გადაწყვეტა საკმაოდ ორიგინალური და უცხოა. თამაშის სიუჟეტი კომიკური გმირებით და ხუმრობებით სავსე, ქაღალდის სამყაროში ხდება. სამსახურიდან დაბრუნებისას, ჩვენს მთავარ გმირს, უეცრად ხომალდიდან გადმოვარდნილი ნივთი ეცემა თავში, რომელშიც უცხოპლანეტელია მოთავსებული. დაუპატიჟებელი სტუმარი გმირის სხეულში შეხწევას ახერხებს, რის მეშვეობითაც მას ახალი შესაძლებლობები ეძლევა (კერძოდ კი წვრილი ხელი, რომლითაც სხვადასხვა პლადფორმებზე მოგიწევთ ძრომიალი და სხვა NPC-ების ფიქრების კითხვის, ან მათი ხასიათებით მანიპულირების შესაძლებლობა). მაგრამ როგორც ყველაფერ კარგს და საინტერესოს, მოცემულ შესაძლებლობებსაც თავის საფასური აქვს - ჩვენს ინაპლანეტიანს საიდუმლო ორგანიზაციის აგენტურა ეძებს. თამაში თავებად არის დაყოფილი და მათი წარმატებით გასვლას რუკაზე მოპოვებული ტვინების რაოდენობა განსაზღვრავს. სამწუხაროდ Stick It To The Man! არააქვს რუსული ლოკალიზება, ხოლო ორიგინალ ინგლისურში მის გასაგებად ენის კარგად ცოდნაა საჭირო, ასე რომ ვისაც ამ მომენტთან პრობლემები არ გაქვთ შეგიძლიათ თამამათ ცადოთ, დარწმუნებულივარ იმედგაცრუებულები არ დარჩებით.

>>>

ოფიციალური გვერდი

User avatar
SLaYeR
Posts: 6153

Stick It To The Man!

Unread post#2 » 23 Dec 2013 22:11

Day of The Tentacle გამახსენდა უცებ )) საინტერესოა ვნახავ მერე, მგონი საახალწლოდ გავერთობი ^^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Stick It To The Man!

Unread post#3 » 01 Feb 2014 14:08

ეს თუ იცით ერთგეგაბაიტიან ნოუტზე არ წავა ?

Riddick
Posts: 11745

Stick It To The Man!

Unread post#4 » 01 Feb 2014 18:20

ესაა მინიმუმი:
CPU: Dual-Core 1.6 GHz
RAM: 2 GB RAM
VGA: AMD Radeon 6310
DX: 9.0
HDD: 2 GB available space

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Stick It To The Man!

Unread post#5 » 01 Feb 2014 18:27

პლატფორმერისთვის 2 გბ რათ უნდა :\\\
ენივეი, რამდენიმე რევიუ ვნახე და ყველა აქებს, მეტად საინტერესო შტუკააო
და აშკარად დაბლ ფაინის პროდუქციით იყვნენ შტაგონებულნი
ვიჩ იზ გუდ

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests