The Order: 1886
E3 გამოფენაზე PS4-ისთვის დაანონსებულიThe Order: 1886 შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ავტორები ინფორმაციის დიდი პორციებით გაცემას ჯერ არ ჩქარობენ და მხოლოდ მცირეოდენი დეტალებით შემოიფარგლებიან. ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, საქმე გვაქვს მესამე პირის სიუჟეტურ რელსებზე მდგარ ტაქტიკურ შუთერთან (სავარაუდოთ იქნება 4 კაციანი გუნდი), რომლის მოქმედებაც 19 საუკუნის ინგლისში განვითარდება. უფრო კონკრეტულად კი ნეოვიქტორეანულ ლონდონში.
თამაშის სცენარს საფუძვლად გამოგონილი მოვლენები უდევს, რომლებიც დროდადრო რეალურ ამბებს კვეთენ. ავტორების მსგავსმა მოგონილმა ტექნიკამ სამყარო უფრო რეალისტური და დამაჯერებელი უნდა გახადოს. ნეოვიქტორიანულ ლინდონში ტექნიკური პროგრესი დროზე გაცილებით ადრე დაიწყო. მაცხოვრებლები აქტიურად მოიხმარენ ელექტროენერგიას, ქუჩაში მდგომი გაზის ფანრები კი ელექტრო ნათურებით არის შეცვლილი. მოცემულია მიწისქვეშა გადასასვლელები რომლებიც გაცილებით განვითარებულ დონეზეა ვიდრე რეალობაში. მეტროს ლიანდაგები მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, შენობებს შორის, მთელი ქალაქის მაშტაბით გადის. ზოგი რაიონი თავის განათებული ბილბორდებით და მინიშნებებით თაიმ-სქვერსაც კი მოგაგონებთ. ღირშესანიშნაობების უმრავლესობა რათქმაუნდა თავის ადგილას იქნება. The Order: 1886 გასეირნების დროს ბიგბენთან ერთად სხვა ნაცნობ ადგილებსაც არაერთხელ იხილავთ. მაგრამ ზოგიერთი რამ თანამედროვე, ან ძველ ლონდონში არასდროს შეგხვდებოდათ. მაგალითად სათვალთვალო კოშკები, რომლებიც პროჟექტორის სხივით გამუდმებით აკონტროლებენ სიტუაციას ქუჩებში. ან მცველების სახელით ცნობილი, დირიჟაბლების ესკადრილია, რომლებიც ასევე დღე და ღამ პატრულირებს ქალაქს.
ყველაფერის დასაბამი სამრეწველო რევოლუცია გახლავთ, რომლის მეშვეობითაც მრავალ წლიან ომში გამარჯვება უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. თუ ვინ არის ადამიანების უშუალო მტერი, ან კონკრეტულად რა ომზეა საუბარი არ კონკრეტდება, მაგრამ E3 ნაჩვენები ტრეილერის მეშვეობით გარკვეული ვარაუდების ჩამოყალიბება მაინც შეიძლება. ტექნოლოგიურმა ბუმმა და მუდმივმა თვითგადარჩენისთვის ბრძოლამ The Order სამყაროში ბევრი უცნაური იარაღის შექმნას შეუწყო ხელი. მაგალითად, "ჩვეულებრივი" თოფი, რომელიც ტყვიების მაგივრად, მძლავრ ელექტრო იმპულსებს ისვრის. პისტოლეტი, რომელიც ადვილად აალებად ტერმიტულ ღრუბლებს აფრქვევს. ამას პლიუს, ტრადიციული იარაღების მოყვარული აუდიტორიაც არ დარჩება იმედგაცრუებული - ქალაქის შავ ბაზარზე ყველანაირ, თქვენთვის ნაცნობ იარაღს იშოვით.

ვიზუალურათ საინტერესოდ გამოიყურება, მარა უშუალოთ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი. ძველ, წვიმიან და ბნელ ლონდონს არაფერი ჯობია, მარა გააჩნია რისი კეთება მოგიწევს. ტრეილერი დიდი ორიგინალურობით ვერ გამოირჩეოდა, მარა აი კონცეპტი რო დადეს ძაან მომეწონა, უფრო გახსნა ფანტაზია. დასახლებულ ლონდონში სიარულის კადრებია აღბეჭდილი, რაც ძალიან საინტერესოა. თავიდანვე თქვეს რო ღია სამყარო არ ექნებათ თამაშში მარა, შეილება მისიებში იპარება რაღაც დონის თავისუფლება და გამოკვლევის საშუალება. საერთო ჯამში მომწონს, მარა რადგან ახალი კონსოლის ერთერთი პირველი თამაშია, იმის შანსიცაა რო უბრალოდ უაზრო გრაფიკის სადემონსტრაციო პროექტი აღმოჩნდეს, ამიტო დაველოდოთ, ნელნელა წამოვა იფო.