
ამ სერიის პირველი ნაწილი 1988 წელს გამოვიდა. თამაში მეტად გამორჩეული იყო, ბევრი ინოვაციური შემოიტანა, თავისი ადგილი დაიმკვიდრა-რა ვიდეო-თამაშბის ისტორიაში. Wasteland-მა უზარმაზარი ზეგავლენა იქონია ყველა მომდევნო RPG-ზე, განსაკუთრებით კი იმათზე ითქმის, პოსტაპოკალიპტურ სამყაროში რომ ხდება. რა თქმა უნდა მათ შორისაა Fallout 3.

2003 წელს თამაშის შემქმნელმა, ბრაიან ფარგომ, შეისყიდა უფლებები ამ თამაშზე და განაცხადა კიდეც რომ გაგრძელების გაკეთებას აპირებს. ამისთვის კი მან კიკსტარტერის სერვისი გამოიყენა. 2012 წელს, განცხადების განთავსების შემდეგ 42 დღეში პროექტმა 3 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა. ამ მომენტისთვის თამაში საკმაოდ კარგად გამოიყურება იმის გათვალისწინებით რომ ეს არც ალფაა და არც ბეტა ვერსია. თამაში Unity Engine-ზე იქმნება და გამოშვებულ იქნება მხოლოდ პერსონალური კომპიუტერისთვის. გამოშვების სავარაუდო თარიღი - 2013 წლის ოქტომბერი.
პირველი გეიმპლეი ვიდეო