Scribblenauts სერიებმა სახელი Nintendo DS-ზე მოიხვეჭა თამაშებით Scribblenauts და Super Scribblenauts. სერიები ეკუთვნის პატარა სტუდიას 5th Cell და მათი მთავარი დიზაინერია Jeremiah Slaczka, რომელიც ამ სტუდიის ერთერთი დამფუძნებელიც არის. Scribblenauts-ის სერიების მთავარი გმირი პატარა ბიჭუნა Maxwell-ია, რომელიც ლეველებში ვარსკვლავებს აგროვებს და მოთამაშის დახმარებით ლეველებში მოცემულ puzzle-ებს ხსნის, თუმცა თამაშის განმავლობაში შესაძლებელია სხვადასხვა avatar-ების გახსნაც. გეიმინგ ინდუსტრიის ერთერთ ცნობილ ფორუმზე - Neogaf-ზე, სადაც Scribblenauts-ს ძალიან დიდი ფან ბაზა ყავს, მათ მიერ დღემდე იქმნება სხვადასხვა თამაშებიდან შთაგონებული avatar-ების არტი. თამაშებისთვის დეველოპერებმა შექმნეს ენჯინი Objectnauts
პირველი თამაში 2009 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა Nintendo DS-ზე, ეს 5th Cell-ის მესამე თამაში იყო ამ კონსოლზე Drawn to Life-ისა და Lock's Quest-ის შემდეგ. თამაში საკმაოდ ინოვაციური პროდუქტი აღმოჩნდა, მთავარი პრინციპი კი ასეთი იყო: "Write Anything, Solve Everything" - მოთამაშეს უნდა დაეწერა ნებისმიერი სიტყვა და შეექმნა სხვადასხვა სახის ობიექტი, მათი დახმარებით კი ლეველში მოცემული puzzle ამოეხსნა და ვარსკვლავი მოეპოვებინა. ობიექტების მონაცემთა ბაზა, რომელიც არსებითი სახელებისგან შედგებოდა, 10000-მდე აღწევდა. თამაშს ჰქონდა level editor-იც, რომლიც გამნოყენებაც Nintendo Wi-Fi სისტემებისთვის შეიძლებოდა. თავდაპირველად Scribblnauts სათამაშო ფორმით 2009 წლის Electronic Entertainment Expo-ზე იქნა ნაჩვენები, სადაც რამდენიმე მაშინვე მოიპოვა "მოულოდნელი და წარმატებული ჰიტის" სახელი (მსგავსი მოულოდნელ ჰიტებად იქცა შემდეგი თამაშები: Riviera: The Promised Land, Roller Coaster Tycoon, Angry Birds, Katamari Damacy, Demon's Souls, Vallkyrie Chronicles, Minecraft, no More Heroes, Skies of Arcadia, Castlevania: Symphony of The Night) ასევე მიიღო Best of Show ჯილდოც, რაც პირველად მოხდა პორტატულ კონსოლებზე გამოსულ თამაშებთან მიმართებაში. ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის შემოდგომაზე კვლავაც Nintendo DS-ზე გამოვიდა თამაშის გაგრძელება - Super Scribblenauts, ეს სერია მოიცავდა გაუმჯობესებულ კონტროლს, მეტი აქცენტი იყო გაკეთებული puzzle ლეველებზე და რაც მთვარია შესაძლებელი იყო არსებითი სახელების "მოდიფიცირება" ზედსართავი სახელებით, რამაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახადა თამაში. კვლავაც ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის შემოდგომაზე, Scribblenauts უკვე iOS-ს ესტუმრა სახელით Scribblenauts Remix. სერია შედებოდა წინა თამაშებიდან აღებული 40 ლეველისგან და დამატებული იყო 10 ახალი ლეველი. მექანიკა აღებული იყო Supper Scribblenauts-ისგან. ნოემბერის სეილზე თამაშმა დიდი ხნის ფავორიტი Angry Birds-იც კი დაჩრდილა, 2012 წლის თებერვლისთვის კი გადმოწერების რაოდენობა მილიონს აჭარბებდა.
ამ ზაფხულს E3-ის ნინტენდოს პრესკონფერენციაზე ახალი სერია დაანონსდა, სახელად Scribblenauts Unlimited. ეს იქნება მეოთხე სერია რომელიც Wii U-ზე, Nintendo 3DS-ზე და ნინტენდოს გარდა ამჯერად უკვე Microsoft Windows-ზც გამოვა. მთავარი სიახლეები წინა სერიებისგან განსხვავებით იქნება საკუთარი ობიექტების შექმნა, თამაში ლეველებიან გადაინაცვლებსს მთლიან რუკაზე და შესაძლებელი იქნება მისი გამოკვლევა, მოთამაშეს შეეძლება მოხვდეს განსხვავებულ ლოკაციებში და მიიღოს გამოწვევები NPC-ებისგან. ასევე იქნება სთორი Maxwell-ზე, სადაც გაირკვევა თუ რისთვის აგროვებს მთავარი გმირი ვარსკვლავებს. Scribblenauts Unlimited-ში გამოყენებული იქნება Objectnauts Engine-ის ახალი გაუმჯობესებული ვერსია, გეიმფლეის სტილი კი puzzle-იდან adventure-ისკენ გადაიხრება.
>>>