ესდღეებია ცოტა გადართული ვიყავი თამაშებიდან და როგორც ყოველთვის, ზუსტად მაშინ მოხდა ყველაზე საინტერესო პროექტების დაანონსება. ესეიგი როგორც ალბათ უკვე იცით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა Metal Gear Solid ოცდახუთი წლის თავისთვის მიძღვნილი საღამო, რომელზეც ბევრი საინტერესო რამ იქნა დაანონსებული, მაგრამ მათში ყველაზე შთამბეჭდავი მაინც Metal Gear Solid: Ground Zeroes პროექტი გახდა. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს ეგრეთწოდებული Project Ogre რომელზეც საკმაოდ ბევრი ვიფიქრე თავის დროზე და მაინც ვერ მივხვდი თუ რა იყო, მარა ეხლა უკვე დარწმუნებით შემილია ვთქვა, რომ ეს უბრალოდ MGS-ის ახალი ნაწილი გახლავთ. Ground Zeroes - Fox Engine-ის თანამედროვე ვარიანტზე შექმნილი, MGS 5-ის პრიკველი (ან მეხუთე ნაწილის შემზადება), რომელიც უფრო PS1 MGS1 სტილშია გაკეთებული.
ახალი სერია, რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს Open World-ში იქნება წარმოდგენილი. ანუ სნეიქს მანქანების, ვერტმფრენების და სხვა ტიპის ტექნიკის გამოყენებით, თამაშის მთლიან ტერიტორიაზე თავისუფლად შეეძლება გადაადგილება. კოჯიმას მტკიცებით, მას ძალიან უნდოდა სტელსის ჟანრში ახალი სულის ჩაბერვა, რის გამოც მან კიდევ ერთი ექსპერიმენტალური ნაბიჯი გადადგა - მინიმალურ რაოდენობამდე იქნება დაყვანილი Game Over ეკრანი. ანუ მოწინააღმდეგის მიერ სნეიქის აღმოჩენის შემთხვევაში, ყველაფრის ხელახლა დაწყება არ მოგიწევთ, თამაში ჩვეულებრივად გაგრძელდება და მოთამაშე უკვე საპყრობილეში გააგრძელებს მოქმედებას. Ground Zeroes გეიმფლეის დემონსტრირება, პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით ხდებოდა, მაგრამ ჰიდეო დაგვპირდა, რომ PS3-ზე გამოსული ვერსია ვიზუალით ზუსტად იგივე იქნება. ხო და რაცმთავარია, თამაშის მოქმედი გმირი იქნება Big Boss, ხოლო მოვლენების განვითარების პერიოდი სავარაუდოთ წარსული გახდება.
>>>
და აი ისიც, 15 წუთიანი ვიდეოს ძირითადი მონაკვეთი (სავარაუდოთ ის 5 წუთიც გახდება ხელმისაწვდომი და დავდებ). შესანიშნავი რეჟისურა, ძრავის თანამედროვე შესაძლებლობები, განათება, შეიდერები და სხვა ახალი თაობისთვის დამახასიათებელი დეტალი. გუშინ სერიოზულად ვისიამოვნე ამის ყურებით და გირჩევთ