Cave Story, PC, Wii, 3DS, DS

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Cave Story

Unread post#1 » 26 May 2012 18:30

>>>

Cave Story არის უფასო ინდი 2D პლატფორმერის ტიპის Adventure, რომელიც გამოვიდა 2004 წელს. მისი შემქმნელიც, დიზაინერიც და კომპოზიტორიც არის Daisuke “Pixel” Amaya-ს. მან პროექტი კოლეჯის პერიოდში დაიწყო და გააგრძელა მოგვიანებით, როდესაც სამუშაოდ მოეწყო software developer-ად. თამაშის შექმნას კი ხუთი წელი მოანდომა, რადგან მხოლოდ თავისუფალ დროს მუშაობდა. Cave Story-ის პოპულარობის ზრდა გამოსვლის შემეგ ნელნელა დაიწყო. დადებითად შეფასდა მისი სთორი და გეიმფლეი. ინდი სტუდია NICALiS-მა Amaya-სთან ერთად მოახერხა თამაშის გადატანა WiiWare-ისთვის. ეს ვერსია გამოირჩეოდა უფრო დეტალური არტით, დამატებული გეიმფლეის ელემენტებით და 2010 წელს წარდგენილი იყო WiiWare-ის წლის თამაშის ნომინაციაზეც. ცნობილმა კომპანიამ, Nippon Ichi-იმ პორტირებული ვერსია გამოსცა Nintendo 3DS-ზე. 2011 წელს Steam-ისთვის გამოვიდა პორტირებული ვერსია სახელად Cave Story+, რომელსაც აქვს დამატებითი level Wind Fortress და გეიმფლეის რეჟიმები WiiWare-ის ვერსიიდან. Matt Miller-ის (Gameinformer) თქმით Cave Story აერთიანებს Metroid-ის, Mega Man-ის, Ninja Gaiden-ის, Legend of Zelda-ს და Castlevania-ს ელემენტებს, ხოლო Jonathan Holmes -მა (Destructoid) Cave Story შეაფასა განსაკუთრებულ თამაშად, რომელმაც მომავალში გავლენა იქონია მხატვრული სტილით გამორჩეულ ინდი თამაშებზე, როგორიცაა Braid.
Cave Story-ის სიუჟეტი ვითარდება გამოქვაბულის ტიპის ლოკაციებში, რომელიც მდებაროებს მცურავ კუნძულზე. თამაშის მთავარი გმირი, რომელსაც დაკარგული აქვს მეხსიერება, იღვიძებს გამოქვაბულში და ხვდება სოფელში რომელიც დასახლებულია კურდღლის მაგვარი ჰუმანოიდური არსებებით, სახელად Mimiga. კუნძულზე ხარობს წითელი ყვავილი Demon Crown, რომელსაც შეუძლია წყნარი მიმიგები გაამხეცოს. პერსონაჟს მოუწევს დაუპირისპირდეს ბოროტ ექიმს, რომელიც წითელი ყვავილის დახმარებით ცდილობს დაიმორჩილოს კუნძლის მოსახლეობა და გამოიყენოს იარაღად სამყაროს ბატონობისთვის.
თამაშის მექანიკა არის ორგანზომილებიანი პლატფორმერის ტიპის, კლასიკურ სტილში, როგორ თამაშებსაც შემქმნელი ბავშვობაში თამაშობდა, მაგალითად Castlevania და Metroid. მოთამაშეს მოუწევს პლატფორმებზე გადაადგილება და მტრებთან ბრძოლა. პროგრესთან ერთად კი შესაძლებელია სხვადასხვა იარაღების აღება და მათი გაძლიერება სამ დონემდე.
თამაშს აქვს სამი ენდინგი, რომლიდანაც საუკეთესოს მიღება შესაძლეელია secret-ების აღმოჩენით და sidequest-ების შესრულებით

PC ვერსიის გადმოსაწერი ბმული - Torrent Download

Gameplay
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Cave Story

Unread post#2 » 27 May 2012 21:24

კითხვისას დამაინტერესა, თან ერთი კაცის გაკეთებული როა ეგეც დასტოინი ამბავია. აი უკვე ვიდეო რო ჩავრთე რაღაც 80 წლების თამაშები გამახსენდა და ვერ მივხვდი რეალურად რითი იყო გამორჩეული, მარა მერე გადავედი youtube-ზე და ცოტა მომდევნო ტურები ვნახე. სერიოზული იარაღები, უკან მიბმული მეორე ნაპარნიკი და უგარნი ექშენი რო გაიჩითა ცოტა გაკვირვებული დავრჩი )))
ითამაშე შენთითონ, თუ პროსტა მოგეწონა შორიდან და მაგიტო გახსენი?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Cave Story

Unread post#3 » 27 May 2012 22:11

კი ვითამაშე, პატარა თამაშია საკიფო განწყობას ქმნის
არ მეგონა მასეთი საკაიფო თუ იყო თორე აქამდე ექნებოდა თემა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Cave Story

Unread post#4 » 30 May 2012 17:00

ვცადე მარა დიდი არაფერი,პროსტა ერთი ადამიანის ნამუშევარი თუა უნდა დავუფასოთ.... = )

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Cave Story

Unread post#5 » 03 May 2013 13:02

მეორედ დავიწყე და კარგი ენდინგით დახურვაზე ვჩალიჩობ..პირველზე მეორე პერსონაჟი მომიკვდა და ყოველთვისს მეზარებოდა ახლიდან დაწყება, მარა კაი ხნის მერე მოვაბი მაინც თავი
საკაიფო ჰარდკორ ლეველები გაიჩითა ბოლოს რომელიც მარტო sidequest-ების გაკეთების შემდეგ იჩითება და normal walkthrough-ზეე არ არის.. რამდენიმე ragequit-იც გავაკეთე, ბოლოს მაინც გავედი და final boss-ის მერე კიდე ერთი secret level და boss მელოდება ;/
კიდევ უფრო მეტად დავაფასე ეს თამაში, სერიოზული ნამუშევარია რეტრო სტილში, ერთერთი საუკეთესო თუ არა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Cave Story

Unread post#6 » 24 Jun 2013 05:29

ძაან მაგარი თამაშია მაგრა ვერთობი, soundtrack კი ზედმეტად კარგი აქ
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Cave Story

Unread post#7 » 09 Oct 2014 00:18

თავიდან ცოტა სხვა რამეს ველოდი, მარა რაც რუსიფიკატორი დავაყენე და პირველი ტური გავიარე მივხვდი, რო ეს ჯობია ))

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 122 guests


cron