Metro 2033, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
BoromiR
Posts: 638

Metro 2033

Unread post#1 » 09 Feb 2012 07:46

Metro 2033 - შეიძლება თუ არა, რომ შუთერი თავის სტერეოტიპს გასცდეს?

>>>


დაწყების წინ, მინდა შეგეკითხოთ, როგორ შეიძლება ისეთ თამაშს არ სცე პატივი რომელიც კლასიკური 1980x წლების ელექტრონიკას გამოიყენებს საუნდტრეკად პოსტ-აპოკალიპტიკურ თამასში? მხოლოდ ეს სიმღერაა საკმარისი იმისთვის რომ ყველაფერი ჩაბნელდეს თქვენ გარშემო, და თავი წარმოიდგინოთ გადაკარგულ სტალკერად გადანადგურებულ დედაქალაქში.
სასურველია loop-ზე ჩართოთ ვიდეო აი ამ მისამართზე.
>>>
თქვენ ამოდიხართ მეტროდან, ქვემოდან გიბერავთ თბილი ჰაერის ნაკადი, ზემოდან კი უსასრულო ზამთრის ცივი. თქვენი სუნთქვა დამძიმებულია, რადგან სახეზე გიკეთიათ გაზ-სასუნთქი. თვენ უყურებთ თქვენ საათს მარცხენა ხელზე, და ინიშნავთ დროს თუ რამდენი წუთი დარჩა გაზის ბალონში. ასევე, თქვენ არ გავიწყდებათ თუ რომელ საათზე ჩადის მზე. რადგან ღამე თქვენ იცით რომ ვერ გადარჩებით. თქვენ ამოწმებთ თქვენ კალაშნიკოვს, და საბოლოოდ გადიხართ მეტროდან - ზემოთ, იქ სადაც აღარავინ ცხოვრობს, იქ სადაც ყოველთვის თოვლი და ქარია, იქ სადაც ყოველთვის ჩაბნელებულია, იქ სადაც ყველა შენობა დანგრეულია, იქ სადაც ყველა შუშა გატეხილია. თქვენ იხედებით ცაში, მაგრამ მზე ცუდათ ჩანს, ცაში მუტანტები დაფრინავენ, რომლებსაც თქვენ იცით რომ არ უნდა დაენახოთ, რადგან თქვენ მათ ვერასოდეს ვერ მოერევით. თქვენ იყურებით გარშემო და არ იცით რომელ შენობაში შეხვიდეთ: ისინი ყველა ერთმანეთს გავს. წარსული სამყაროს რელიკვიები. რომლებსაც ამჟამად მხოლოდ ცარიელი ადგილი უკავია დედამიწაზე.
ეს პოსტი, მიზერული რაოდენობით შეიცავს სპოილერებს. თუ თამაში დახურული არ გაქვთ, სასურველია რომ არ წაიკითხოთ.
ნუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ რამოდენიმე წუთის წინ მეორეჯერ დავხურე. ერთად-ერთი შუტერია რომელსაც ძალიან ღრმა, ჭკვიანური და ფსიქოლოგიური ( შეიძლება ფსიქოტროპულიც კი ) შინაარსი აქვს. ერთი შეხედვით, თუ დიალოგს და მოვლენებს შეუშვებთ ერთ ყურში და გამოუშვებთ მეორეში - ჩვეულებრივ, კარგ post-apo შუტერად მოგეჩვენებათ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით მოვლენებს რომლებიც Artyom-ის და Dark Ones-ების გარშემო ვითარდება, მიხვდებით რომ ყველაფერი არც თუ ისეთი "ნათელია" როგორც თავდაპირველად სავარაუდოთ ვიფიქრეთ.
თამაშის დასაწყისიდან ჩვენ გვეუბნებიან ( ჰანტერი ) რომ Dark One-სები არიან ჩვენი მტრები, და ჩვენი მოვალეობაა მათი შეჩერება. მაგრამ ეს მოვლენა იმდენად ჭკვიანურად არის გაკეთებული, რომ სცენარის მწერლებმა და დეველოპერებმა წინასწარ გაითვალისწინეს მორიგე ადამიანის/მოთამშეს მსჯელობის აზრი.
ჩვენ გვეუბნებიან რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, ჩვენ გვანახებენ სავადმყოფოში მწოლ პიროვნებებს რომლემბაც გონება დაკარგეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვეუბნებიან რომ მათმა ვინმე მოკლეს.
დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობა ჩვენტაგანი ამ ინფორმაციას ავტომატურად აღითქვავდა როგორც საფრთხეს. ჩათვლიდა რომ მართლადაც, ეს არის ჩვენი მთავარი მისია და ამას უნდა გავყვეთ.
ყველგან მასე არ ხდება? კინოებში, რეალობაში და ა.შ.
უბრალოთ კი არ არის ნათქვამი : ჯერ იფიქრე, შემდეგ კი ისროლე - რასაც უმეტესობა საპირისპიროდ აკეთებეს, ჯერ ისვრის, მხოლოდ შემდეგ კი ფიქრდება სწორი გააკეთა თუ არა.
ეს არა მხოლოდ იარაღს, კომპიუტერლ თამაშს არამედ ძალიან ბევრ სხვა რამეზეც ითქმის.
ჯერ დაფიქრდი, მხოლოდ კი შემდეგ თქვი. როგორც არ უნდა მომწონდეს ეს გამოთქმა, სამწუხაროდ ხშირად მეც საპირისპიროდ ვაკეთებ, და მხოლოდ შემდეგ ვფიქრდები თუ რა სისულელე წარმოვთქვი.
აბრაჰამ ლინკოლნს აქვს ესეთი კარგი რაღაცა ნათქვამი:
"სჯობს ჩუმად იყავი და ყველა თვლიდეს რომ შტერი ხარ, ვიდრე ხმა ამოიღო და ყველა დაარწმუნო რომ მართლადაც შტერი ხარ".
თამაშიც ამ პრინციპს მისდევს. თამასში, რამოდენიმე "ადგილი" და "შემთხვევა" იქნება, სადაც ჩვენი მთავარი გმირი არტიომი, "ალტერნატიულ" სამყაროში გადავა, სადაც Dark One-ებს შეხვდება, ისინი ქაოსურ და ალოგიკურ ფრაზებს იძახიან. მათ უკან ყოველთვის წითელი ფერია, რომელიც უმეტესობა ადამიანისთვის ასოციირდება რისკთან და საფრთხესთან.

>>>

ამდაგვარად ჩვენ ვხედავთ მანიპულაციის კიდე ერთ ხერხს, რომელიც დარწმუნებული ვარ უმეტესობა ადამიანზე იმოქმედებს: მოთამაშე ამდაგვარ სიტუაციებში ავტომატურად ტრიალდება და მიდისა საპირისპირო მიმართულებით - ლურჯი შუქისკენ, შორის წითელისგან!
მაგრამ რა მოხდება, რომ ჩვენ მაგ პიროვნებასთან მივიდეთ და არ გავიქცეთ? mystery?! ...
მანიპულაციის კიდევ ერთი ხერხი:
Dark One-სები, რომლებსაც გარშემო წითელი და "ბოროტული" აურა აქვთ მორტყმული, უცხო პლანეტური ხმებით გვეუბნებიან: რატომ, რა გინდა, ისინი ჩვენ გვკლავენ, მას ესმის, ის აზროვნებს, ჩვენ არ გვინდა, ნუ გარბიხარ
ამავე დროს მეორე მხრიდან ჩვენი მეგობარი ადამიანები - შესაბამისად ადამიანური ხმებით, ლურჯი ფერების დერეფნიდან გვიყვირიან: ესროლე არტიომ, გაიქეცი, შენ უნდა გადარჩე, ესროლე.
შეიძლება კითხვის დროს თქვენ დაჯდეთ და გაანალიზოთ სად რა არის, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში უმეტესობა ადამიანი, აბა გამოიცანით რას გააკეთებს? - მართალი ბრძანდებით, ამოვიღებთ კალაშნიკოვს და დავაცხრილავთ მთელ აბოიმას, შემდეგ კი გავიქცევით ლურჯი შუქისკენ.
პირადათ მე, ვერც კი ვხდებოდი თამასში თუ რამდენჯერ მომატყუეს სცენარისტებმა, რამდენად ბანალური გადაწყვეტილებები გავაკეთე. მხოლოდ თამაშის დახურვისას მივხდი თუ რა ხდებოდა რეალურად.
თამაშს აქვს ორი ენდინგი: კეთილი, და შესაბამისად ბოროტი.
თუ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ისე როგორც გვეუბნებიან და უბრალოთ ჯახა-ჯუხით გავდივართ დაფიქრდების გარეშე, ჩვენ ვიღებთ თამაშის დასასრულს, რომელშიც ზედაპირულად ჩვენ შევასრულეთ ის რაც მოგვეთხოვებოდა, მაგრამ უფრო ღრმა ასპეკტზე, ჩვენ ბანალური ადამიანური გადაწყვეტილება გავაკეთეთ, და მორიგე ჰომო-საპიენსის კლიშე განმარტებიდან ვერ გამოვედით.
aka
War, War never Changes.
98% ადამიანი ხურავს "ბოროტი ენდინგით", და დამიჯერეთ - ვერც კი ხვდება რომ ბოროტულად დახურა თამაში, მან თავისი მოვალეობა შეასრულა: მან გაანადგურა ატომური აფეთქებით ყველა Dark Ones-ები.
ლურჯი დამაწყნარებელი ფერი, ხშირად მატყუარაა. ( see what i did here? )
>>>
თამაში ავტომატურად გაძლევთ კარმას ქულებს, რომლებიც თამაშის ბოლოს ითვლება და შესაბამისად - თქვენ იღებთ თქვენ ენდინგს.
კეთილი ენდინგის მისაღწევათ, თქვენ ყოველთვის უნდა მიხვიდეთ Dark Ones-ებთან. არ უნდა მოიპაროთ ქალაქებში მაგიდებიდან ტყვიები, მათხოვრებს უნდა მისცეთ ტყვიები და ა.შ.
>>>
უზარმაზარი სპოილერები:

► Show Spoiler

საბოლოო ჯამში, ბოლო წლების განვალობაში ბევრი ისეთი fps შუტერი შემხვედრია, რომელმაც დამარწმუნება იმის შესახებ რომ "linear"/"ბილიკ" თამაშებსაც შეიძლება ჰქონდათ შესანიშნავი შინაარსი. მეტრო 2033-მა ნაღდათ დაამტკიცა ჩემი მოაზრება.
la verdicto -
შეიძლება თუ არა შუტერმა თავის სტერეოტიპს გასცდეს?

yes
პს. how to enable vsync stuff etc
vsync on /etc

uZu
Posts: 9

Metro 2033

Unread post#2 » 09 Feb 2012 11:31

საღოლ.მაგრად დაწერე.პირველად რომ დავხურე მხოლოდ მერე დავუფიქრდი რატომ ამბობდნენ რომ მშვიდობა გვინდაო,მოდი ჩვენთანო.ამიტომაც გადმოვწერე მეორედ.ძალიან საინტერესო თამაშია.ისე არაა როგორც მაგალითად call of duty-ში სადაც თქვენ გეუბნებიან:წადი ის ტერიტორია გადაარჩინე,ეს ვიღაცა მოკალი და ბოლოს თქვენ მოიგებდთ.ამ თამაშში ყველაფერს უნდა დაუფიქრდე.მართლა ძალიან საინტერესო თამაშია.ყველას ვურჩევ

+1

Riddick
Posts: 11696

Metro 2033

Unread post#3 » 09 Feb 2012 13:23

ეს პოსტი, მიზერული რაოდენობით შეიცავს სპოილერებს. თუ თამაში დახურული არ გაქვთ, სასურველია რომ არ წაიკითხოთ.

აქ დავასტოპკადრე =} მარა კარგად იწყება
p.s. გაზ-სასუნთქი უნდა გიყიდო დაბადების დღეზე =)

qaravani
Posts: 6

Metro 2033

Unread post#4 » 09 Feb 2012 13:57

riddick wrote:აქ დავასტოპკადრე =} მარა კარგად იწყება
p.s. გაზ-სასუნთქი უნდა გიყიდო დაბადების დღეზე =)

grammar nazi ბაჩო ! მარა ვიცინე ოხრად )))

jackson
Posts: 26

Metro 2033

Unread post#5 » 15 Feb 2012 18:29

თამაში ძალიან კარგია და მაგრად მომწონს, მიუხედავად დიდი მინუსებისა, მაგრამ მეასედითაც არაა ისეთი შედევრალური, როგორიც წიგნია. ხალხო ორიგინალური წიგნი წაიკითხეთ, აი სად იმალება ნამდვილი გენიალობა.
და თამაშის ძირითადი მინუსი ისაა, რომ ის როგორც თამაში ძალიან სუსტია. შუტერული ნაწილი მოუხერხებელი და დაუმუშავებელია, სტელსი არანაირია, AI სასაცილოა, მაგრამ, თამაში ატმოსფეროთი იღებს და 4A Games-ის სიყვარულით დეტალებისადმი. როგორც წიგნის ადაპტაცია ის ძალიან აკრგია, მაგრამ, როგოც თამაში, ვიტყვი, რომ ბევრი ბოლომდე ვერ გაუძლებს. მეორე ნაწილი გამოსწორდეს უნდა წესით და ვნახოთ.

BoromiR
Posts: 638

Metro 2033

Unread post#6 » 15 Feb 2012 19:46

გეთანხმები ჯექსონ. მეც იგივე აზრი მაქ. თუმცა მაინც ვურჩევ ყველას ნახოს ეს ატმოსფერული ბრილიანტი, რადგან ბევრს წიგნის კითხვა მაინც და მაინც არ უყვარს...

jackson
Posts: 26

Metro 2033

Unread post#7 » 15 Feb 2012 20:00

BoromiR wrote:გეთანხმები ჯექსონ. მეც იგივე აზრი მაქ. თუმცა მაინც ვურჩევ ყველას ნახოს ეს ატმოსფერული ბრილიანტი, რადგან ბევრს წიგნის კითხვა მაინც და მაინც არ უყვარს...

ეჰ ეგაა ყველაზე ცუდი, რომ ბევრს წიგნის კითხვა არ უყვარს.

Riddick
Posts: 11696

Metro 2033

Unread post#8 » 18 Mar 2012 03:55

საკმაოდ მუღამიანად ჩაუჯექი და სიმართლე გითხრა, პოსტაპოკალიფსის და სიუჟეტის ბნელი კუთხეების მაგივრად, სუფთა პროცესის სიამოვნების გამო ვთამაშობდი. საერთოდ პოსტაპოკალიფსი, ზომბების მსგავსად მოჭმული თემაა და მიჭირს ხოლმე თავიდანვე სიუჟეტისადმი დეტალური ყურადღების გამოვლენა და მინდა ვთქვა, რომ აქაც ეგრე მოვიქცი. პირველად, რომ "ზედამხედველი" რეალურად დავინახე, ეგრევე მივხვდი წიგნის რეპუტაცია რაზეც იქნებოდა დაფუძვნებული. ატმოსფეროში "ჩამპალმა", ძალიან დადებით მინუსად მივიჩნიე ღრმა სიუჟეტი, რამაც კიდევ უფრო ჩამალპო და გზა განვაგრძე. კი ნამიოკები ბევრია და ეს ხილვებიც თავიდანვე რაღაც ინტრიგა ჩადებულათ მომეჩვენა, მაგრამ რეალური სამყარო იმდენად მიზიდავდა, საფუძვლიანად ვიკიდებდი მოცემულს და თან ვფიქრობდი - ბოლოსთვის ყველაფერი გაირკვევა - ვბრუნდებოდი მეტროს უფსკრულებში და თითქოს მთვრალი, დავიარებოდი შიშის და თავგადასავლის საზღვარზე. "ზედამხედველებისადმი" ყველაზე დიდი ინტერესი, ერთერთ სადგურზე შეპარვის მერე გამიჩნდა. იქ ვიღაც ორი ფაშისტი ჯარისკაცის დიალოგს შეუსწარი, ძაან საინტერესოდ ბაზრობდნენ. საუბარი მისტიურ არსებებზე მიდიოდა და სიტყვა პარალელური ტუნელები რო ახსენეს, ეგრევე გამეხსნა ფანტაზია. ამ მოვლენის მერე, უკვე სერიოზულად დავფიქრდი "ნაბლუდაწელებზე" და მივხვდი, რომ ავტორს რეალურად საინტერესოდ ექნებოდა მათი არსებობა ახსნილი. მაგრამ დაზუსტებით არაფერი იცი. მომენტში მეგონა, რომ ადამიანებს იცავდნენ. მერე აპოკალიფსის მოხდენის თემაზე ვფიქრობდი და ცოტა ეჭვი მიჩნდებოდა. ალბათ ეგ არის ავტორის ნიჭი, რომ მათი არსებობის ამოხსნის ლოგიკურობა ესე პროფესიონალურად დამალა, შენ ფიქრობ, ვარაუდობ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდები, ერთმანეთის გამომრიცხავი ფაქტები გიშლიან ხელს.

დასასრული:
მთელი თამაში ვტკბებოდი მარტოხელა მაწანწალის ისტორიით, სადაც ის ეპიკურობა არ იყო რმელიც ესე უკარგავს მუღამს მსგავს თამაშებს. საბოლოოთ კი ეს ყველაფერი გაქრა და Metro მაინც ეპიკ ნოტაზე გადავიდა, მაშტაბები გაიზარდა. ნუ პრინციპში ყველაფერი მაგისკენ მიდიოდა, მაგრამ ნამდვილი სენსაცია კიდევ ერთი უბრალო ნაბიჯის გადადგმით გამოვიდოდა. თამაში უნდა დამთავრებულიყო ისეთივე მარტოხელა, უსუსურობის შეგრძნებით რაც მთელი თამაშის განმავლობაში იყო და რითიც რიალურად გაწეპებდა ეკრანს, დამთავრებულიყო სადმე მეტროს სიღრმეში, "ზედამხედველების" პარალელური გვირაბის აღმოჩენით, მისტიკის კიდევ უფრო გაღრმავებით და არა მისი გამოაშკარავებით.

გამოცდილების უაზროდ ამოწურვა არმინდა, მაგრამ ყველაზე სერიოზული შთაბეჭდილება მაინც უნდა დავწერო - ბიბლიოთეკა თავის ბიბლიოთეკარებით. მათთან ბრძოლის დროს ამნეზიაც კი გამახსენდა )) პლიუს ერთი სერიოზული სქრინი გადავიღე მანდ, რომელიც მანამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ თამაშის ვოლფეიფერი მეგონა:

>>>

BoromiR
Posts: 638

Metro 2033

Unread post#9 » 18 Mar 2012 23:43

მე მაგათგან ვერ გავრბოდი და ვკლავდი ;/ ერთი 100 ტყვიას ვაცლიდი .
სტელსი ვერ დავამუღამე ამ თამასში და მაგიტომ.

Riddick
Posts: 11696

Metro 2033

Unread post#10 » 19 Mar 2012 02:14

და ვინ გითხრა რო გავრბოდი? მერხებში და კარადების უკან ვიმალებოდი, დავრბოდი და ისე ვესროდი. რამდენიმე მომენტში სერიოზული შიში ვჭამე )) ისეთი ხმებია რო სუ გვერდზე გგონია რო გიდგას გაღიმებული ))

Vako_Schneider
Posts: 1

Metro 2033

Unread post#11 » 11 May 2015 13:21

ეხლა ეს სტატია რომ წავიკითხე უცებ მაგრად მომინდა მეორედ დახურვა და გადმოვწერე. თურმე ბევრი რამე გამიმაზავს თამაშის მომენტში და ზუსტად არც მახსოვს რომელი ენდინგით დავასრულე. მაგრამ Dark One-ები რომ ისეთები არ არიან როგორც მეტროში ხალხი ახასიათებს მაგას Last Light-ში მივხვდი.

Riddick
Posts: 11696

Re: Metro 2033

Unread post#12 » 02 Sep 2018 12:38

მოუხდება თემას
ბიბლიოთეკარის გარჩევა

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 85 guests


cron