Penumbra: Overture, Review

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Spawn
Posts: 157

Penumbra: Overture

Unread post#1 » 19 Nov 2011 19:44

>>>

Penumbra: Overture
ჟანრი: First Person / Horror / Adventure
შემქმნელები: Frictional Games
სისტემური მოთხოვნები:
Min: 1,5 GHz, 512 MB, video GeForce 6600GT/RadeOn 9600 256 MB
Rec: 3 GHz, 2 GB, video GeForce 7800GT/RadeOn X850 512 MB
ვებ-გვერდი: http://www.penumbragame.com/

სულის სიღრმეში მყარად სახლდება საზიზღარი შიში, გვაიძულებს ნევიულად ვისუნთქოთ და ოფლიანი ხელისგულით მაგრად ჩავეჭდოთ "მაუსს". ღამის კოშმარის ატმოსფერო პირდაპირ ქვეცნობიერიდან გვიტევს და ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გვეუფლება მონიტორის ეკრანიდან და ყურსასმენებიდან.
მხოლოდ ცნობისმოყვარეობა გვაიძულებს ვიაროთ წინ- იმისათვის, რომ მივაკვლიოთ სიმართლეს და გავარკვიოთ, რა ხდება. ადამიანისთვის უცხო და გაუგებარი ნებისმიერი რამ იწვევს დიდ ინტერესს, თუმცა გვადებინებს პირობას, რომ არასოდეს ვითამაშოთ მსგავსი თამაში ღამ-ღამობით. ამ თამაშს, რომელიც ოთხმა შვედმა შექმნა, აქვს რესურსი, გაგვაოცოს იმ თამაშებზე მეტად, რომლებზეც ბევრად მეტი ფული და დროა დახარჯული.

>>>
----------------------------------------------------------------------------
მოტრიალება ვერ მოვასწარით, რომ ცოცხალი მოწმე გაათრიეს
და გამოხრეს, დანახვაც ვერ მოვასწარით.

შვიდსაათიანი ნახევრადჩრდილი
Penumbra ითარგმნება, როგორც ნახევრად ჩრდილი, ნახევრადსინათლე. 2006 წელს შვედებმა Frictional Games-დან გამოუშვეს ტექნიკური დემო-ვერსია, რომელშიც ილუსტრირებული იყო ძრავის შესაძლებლობები და თამაში დიდ ნაწყვეტს შეიცავდა ისეთი ატმოსფეროთი გაჯერებულს, რომ გამოუჩნდა თაყვანისმცემლები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ მთლიანი პროქტის გამოშვებას. ასეთი რეაქციის შემდეგ რა თქმა უნდა, გამომცელების რეაქციამაც არ დააყოვნა.ისინი თავადაც არ მოელოდნენ ალბათ, რომ მოვლენები ასეთი სისწრაფით განვითარდებოდა, და "სანამ ცხელი იყო" იმოიქმედეს. გამოაცხადეს, რომ თამაშს დაჰყოფდნენ 3 ეპიზოდად, რომლებიც გამოვიდოდა 6-7 თვეში ერთხელ და გავრცელდებოდა მხოლოდ ციფრული ფორმატით.
თამაშის კვანძის გახსნა გვაგონებს ჰოვარდ ლავკაფტის შემოქმედებას. დედის დასაფლავებაძე მყოფი ახალგაზრდა იღებს მამისგან წერილს, რომლითაც სთხოვს, დაწვას ყველა მისი ხელნაწერი და არასოდეს ჩავიდეს ჩრდილოეთ გრელანდიის იდუმალ კუნძულზე. ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს - ალაგებს ბარგს და მიემგზავრება ღმერთმა იცის, რის საძებნელად.

>>>
---------------------------------------------------------------------
აი ქილა TNT-თი მას არაფერი ააფეთქებს ფითილის გარდა

ცხადია, ის ამას ცნობისმოყვარეობით ხსნის, თითქოს აინტერესებს, რა შეემთხვა მამამისს, გააკეთოს რამე აღმოჩენა, მოშორდეს ყოველდღიურ მოსაწყენ ცხოვრებას. გაგონებთ ხომ რაღაცას? ავტორები არც მალავენ, საიდან მიიღეს შთაგონება. დარწმუნებული ვარ, მთვარ გმირს ფილიპი ჰქვია, მამას კი ჰოვარდი. ჩავა რა კუნძულზე, ფილიპი მაშინვე აიღებს ნივთებს და გაუდგება გზას. როგორც ყველა ინფანტილურ გმირს, ავიწყდება თბილი ტანსაცმელი, საკვები და იარაღი. ამიტომ, ბაზაზე მოხვედრისას მიხვდება, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, ამიტომ უნდა იაროს მხოლოდ წინ, ჩაბნელებულ გვირაბებში...

გრელანდიის მთების ბნელეთი
თამაშის შემქმნელები მცირერიცხოვან ინტერვიუებში საუბრობდნენ ფიზიკურ ძრავზე, რომელიც უნდა გამხდარიყო თამაშის პროცესის საფუძველი. მისი დანიშნულება იყო, გადატრიალება მოეხდინა ჟანრში, Half-Life 2-ის მსგავსად, რაც მან FPS-ში მოახდინა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ასე თუ ისე ბუნებრივ ფიზიკას, მაგრამ თავგადასავლისთვის მთლიანად ინტერაქტიული ფიზიკა - ეს მართლაც სიახლე იყო. მით უფრო, რომ ნელი სათამაშო პროცესი, ნივთების სიმრავლე, გვიბიძგებს ექსპერიმენტებისკენ... ეჰ, თამაშის ავტორები თუ გაიხსენებენ, რომ ფიზიკა მარტო ნიუტონის ვაშლი არ არის, უკეთესი გამოცანების მოფიქრება შეიძლება... კარგი იქნებოდა, დაბრკოლებების გადალახვისას ავტორების მეტად უცნაური იდეები კი არ გამოგვეცნო, არამედ, გამოგვეცნო გამოცანები, რომლებისთვისაც სკოლის ფიზიკის ცოდნა იქნებოდა საკმარისი..
ასე ფიქრობდა ალბათ საშუალოსტატისტიკური მოთამაშე, როდესაც ავტორების დაპირებებს უსმენდა. დემო-ვერსიაც ამყარებდა ამ იმედს. მითუმეტეს, რომ ,,რეალური ფიზიკის" იდეა თანდათან წინ იწევს სათამაშო ინდუსტრიაში. ხან დააანონსებენ ზეთანამედროვე ფიზიკურ დვიჟოკს, ხან მორიგ ჯერზე გამოაჩენს სიცოცხლის ნიშანწყალს AGEIA PhysX. მაგრამ საქმე წინ ძალიან ნელა მიიწევს-ერთია, რომ ყუთები უფრო ლამაზად ფეთქდება ( მდგომარეობის გაუმჯობესებას გვპირდება CellFactor - ველით უახლოეს მომავალში).
ვერ ვიტყვით, რომ ავტორებმა მოგვატყვილეს, მაგრამ დაპირებები ბოლომდე არ შესრულდა. დიახ, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი საგანი: ამოაძროთ ლამპა, რომელიც მიმაგრებულია ჭერზე, დაატრიალოთ, დაათვალიეროთ, წააქციოთ კარადა, გადააგდოთ ვისკის ბოთლი, აიღოთ დაბრკოლების ნარჩენები. მოიეჩვიეთ ამ უჩვეული მართვას, ფიზიკის როლის გაზრდით ბევრი რამის საკუთარი ხელით გაკეთება მოგიწევთ. პირდაპირი მნიშვნელობით! ყუთის გახსნა გინდათ? ადრე ღილაკს დააჭრდით და გაიხსნებოდა, ახლა მოგიწევთ ყუთის დაჭერა ვირტუალური ხელით და მასუსით მოქაჩვა. ასეთივე მეთოდით ხდება სხვა მოქმედებებიც. მართვა საკმაოდ მოხერხებულადაა გაკეთებული, პრობლემები შეიძლება ვენტილებთან გაგიჩნდეთ.დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშე ვერ მოახერხებს ლუქის დაძლევას, რომელიც თამაშის დასაწყისშია. ფიზიკა იქ რაღც უცნაურადაა, ან მართვასთანაა პრობლემები... მოკლედ, ეს გამონაკლისია, ძირითადად, ნივთები კარგად გემორჩილებიან.

>>>
------------------------------------------------------------
აქ ცოტა ავადმყოფი მეცნიერი ცხოვრობდა,
ის აქ აღარ ცხოვრობს.

ასეთი პოტენციალის მიუხედავად, ავტორებმა პრაქტიკულად ყველა გამოცანა შექმნეს სათავგადასავლო ჟანრის კანონების მიხედვით. ფიზიკა გამოყენებულია იშვიათად და არა მთელი ძალით. დიახ, თქვენ შეგიძლიათ იატაკის ჯოხით კარადის საცობები დაამტვრიოთ, ან აძვრეთ ყუთებზე და აიღოთ ხელით. დენიან ღობეზე გადასაძრომად მოგიწევთ იმპროვიზირებული ხიდის გაკეთება, რაც ხელში მოგხვდებათ, იმითი. მაგრამ ამით მთავრდება ყველაფერი. გამოცანები საკმაოდ მარტივია, არ მოგიწევთ საათობით ტვინის ჭყლეტა მათ ამოსახსნელად. ყველაფერი ლოგიკურია, თითქმის პირადპირ გეუბნებიან, რა როგორ გააკეთო.

პე ბარბოსი ანუ უჩვეულო მარათონი
სამაგიეროდ, ატმოსფეროსთან სრული წესრიგია. ის გიპყრობთ მაშინვე, თითქმის ფიზიკურად განიცდით შიშს შეუცნობლის წინაშე გადატანილი ტრაგედიის ტკივილს. განიცდით რაღაც გაუგებარს, მოწმე ხართ უცნაური მოვლენების, რომელთა წყალობითაც ეს შახტა დაწყევლილ ადგილად იქცა. ეს მიღწეულია გახმოვანების საშუალებით, შუქ-ჩრდილის ბრწყინვალე თამაშით, და რა თქმა უნდა, სიუჟეტით. თუმცა სიუჟეტი გადმოცემულია საკმაოდ სქემატუად, დაუსრულებელი ჩანაწერებით და დღიურებით, მაგრამ თავის როლს მაინც ასრულებს. განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს ადამიანთა სრული არარსებობა თამაშში. გასაგებია, რომ ეს ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით მოხდა, მაგრამ ავტორებმა ეს ნაკლი ოსტატურად აქციეს ღირსებად!
თქვენ მუდმივად წააწყდებით ადამიანების ყოფნის ნიშნებს. აი, ჯერ კიდევ შეუმხმარი სისხლი. ამ კარის უკან აშკარად ვიღაცა ბურტყუნებს, მაგრამ ის ჩაკეტილია. როცა დაბრუნდებით, ოთახი უკვე ცარიელი იქნება. ჟღალთმიანი უხილავი მეგობარიც, რომელიც რადიოგადამცემით იმართება, კადრს მიღმა რჩება. თქვენ მას იპოვით, მაგრამ ვეღარ ნახავთ. ეს ისეთ სევდას იწვევს და ისე ძაბავს ატმოსფეროს, რომ შეიძლება ცუდად იგრძნოთ თავი.

შთაბეჭდილებას აფუჭებს გახმოვანება, ინგლისურ ვერსიაში მსახიობები სრულიად არ ვარგა. თუ გავიხსენებთ მცირე ბიუჯეტს, სავარაუდოა, რომ ავტორებმა საკუთარი ძალებით გაახმოვანეს თამაში. ლოკალურ ვერსიაში უკეთესი გახმოვანებაა ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით. თუმცა გასახმოვანებელი დიდადაც არაფერია, თამაშში სულ რაღაც 7-9 წუთის ცოცხალი დიალოგებია. ხმოვან ეფექტებში ყველაფერი წესრიგიშია. ისინი ძალიან კარგადაა გაკეთებული.

>>>
-----------------------------------------------------------------------------
საინტერესოა, მიგდებულ შახტაში საიდან არის მოქმედი კრემატორიური,
და საიდან ამდენი ფერფლი.

ავტორები შეეცადნენ, როგორც მოდაშია ახლა, დაემატებინათ Stealth ელემენტები და ჩხუბი, მაგრამ გამოვიდა საშუალო დონის. Stealth მიპარვები გაკეთბულია ნორმალურად, შეგვიძლია, დავიმალოთ ყუთების უკან და ბნელ ადგილებში, აქ ცუდი არაფერია, მაგრამ ძაღლის ახლოს მიპარვა საკმაოდ გასაკვირია. სამაგიეროდ, ჩხუბი ამავე ძაღლებთან კომიკურია დრამის ელემენტებით. ნორმალური იარაღებიდან მხოლოდ წერაქვია (დინამიტი თითქმის არ გვხვდება და მისი ამოქმედება არც ისე ადვილია, იატკის ჯოხით კი ბევრს ვერ მოერევი), და ამ წერაქვითაც დიდხანს და გულმოდგინედ უნდა ურტყა. მაგრამ, საკმარისია მთავარმა გმირმა დაიკავოს პოზიცია, რომ მხიარულად მორბენალი ძაღლი ეცემა და სიკვდილამდე დაკბენს. გამუდმებული სიკვდილით დაღლილი მოთამაშე, იძულებულია ბევრი ეშმაკობა მოიფიქროს, სანამ არ მიხვდება, როგორ გაუმკლავდეს ძაღლებს. აი, აქ იწყება კომედია. ყველაზე მარტივი ხერხია, მუდმივად ათრიო ყუთი, და ძაღლის დანახვისთანავე, ახტე მაზე, იქიდან კი ესროლო წერაქვი. საკმაოდ სულელური სურათია, მაგრამ ასეა. რა თქმა უნდა, თამაშის პრობლემა ეს არ არის. მართალია, საკმაოდ გამაღიზიანებელია, მაგრამ არც იმდენად, რომ თამაშზე უარი თქვა. არ არის საკმარისი დასამახსოვრებელი მკაფიო სცენები. დავდივართ ბნელ დერეფნებში, შემდეგ ხდება რაღაც უჩვეულო (დარწმუნებული ვარ, გიგანტი ჭიისგან გაქცევა დიდხანს გემახსოვრებათ), და შემდეგ, ისევ დაუსრულებელი დერეფნები. მოწყენით არ მოიწყენთ, მაგრამ თამაშის დამთავრების მერე, ერთი კვირის შემდეგ, შეეცადეთ, გაიხენოთ ყველაზე შტამბეჭდავი მომენტები. მაქსიმუმ, 4-6 სცენა გაგახსენდეთ. 7 საათიან თამაშში ეს ნამდვილად ცოტაა.

თამაში რაგინდ გასაკვირი არ უნდა იყოს, საკმაოდ სიმპატიურია, განაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ის ოთხმა ადამიანმა შექმნა. ანიმაცია, რა თქმა უნდა ცუდია, ძაღლების და ობობების მოდელები ყველანაირ კრიტიკას იმსახურებს. ძაღლის ყმულიზე გული გეკუმშება, მაგრამ გაგეცინება, როცა ნახავ, როგორ დარბის იგი შემთხვევით ტრაექტორიებზე და იკბინება უაზრო ადგილებზე ან ჩვენთვის გაუგებარი სქემის მიხედვით.

>>>
-----------------------------------------------------------------------
აი ეს არის ადგილობრივი მაცხოვრებლის სადილი

თამაშის გავლის შემდეგ გვრჩება ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები. ავტორები იმ სიმებს შეეხნენ, რომლებზეც უნდა მოახდინო ზემოქმედება, რომ გამოვიდეს ჰორორის ჟანრის ღირსეული თამაში. შიშის ატმოსფერო, რომელიც ყელა მხრიდან გვახვევია გარს, სუნთქვას გვიკრავს და გვაიძულებს, შევხტეთ ყველა ნებისმიერ პატარა ხმაზე. სიუჟეტი, მართლია, სქემატურად არის მოწოდებული, მაგრამ მაინც საინტერესოა, ხოლო პერსონაჟების სრული არარსებობა დამატებით ინტრიგას მატებს თამაშს და აძლიერებს მარტოობის შეგრძნებას. ასეა თუ ისეა Penumbra ქებას იმახურებს, ხოლო ფიზიკური ძრავი საოცარ აღფრთვანებას იწვევს. იმედგაცრუება შემდგომში გეუფლება, როცა აღმოაჩენ, რომ გამოცანებში ფიზიკა თითქმის არ გამოიყენება. მაგრამ, საბოლოოდ, დადებით შთაბეჭდილებები ჭარბობს უარყოფითს.
God made the priest – devil made the skomorokh

assassin199127
Posts: 80

Penumbra: Overture

Unread post#2 » 19 Nov 2011 23:28

უმაგრესი თამაშია და გენიალური დასასრული აქვს!

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 180 guests